ݺߣ

ݺߣShare a Scribd company logo
ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მასწავლებელი-იზოლდა ჩიტაძე
ინტეგრირებული საგნები :
ისტორია - მასწავლებელი ნინო ჯეირანაშვილი
გეოგრაფია - მასწავლებელი შორენა უსენაშვილი
.
გაკვეთილი ჩატარდა სსიპ ქალაქ თბილისის N 177 საჯარო
სკოლის მეცხრე კლასში
ელექტრონული სასწავლო რესურსი
აკაკი წერეთელი
ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებლის აქტივობა
[ ქართველი პოეტი, მწერალი,
პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე,
საქართველოს ეროვნულ-
განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-
ერთი ლიდერი
(9 ივნისი [ძვ. სტ. 21 ივნისი], 1840,
სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის
მუნიციპალიტეტი— 26 იანვარიძვ. სტ. 8
თებერვალი], 1915, იქვე) —
აკაკი წერეთელი
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე
შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო
პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი
დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი
და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე
წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო
საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც
პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში
(1912), გრანდიოზულ ეროვნულ
დღესასწაულად გადაიქცა.
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის
ასაკში. დაკრძალულია თბილისში,
საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის
პანთეონში
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის აქტივობა
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის აქტივობა
გ ა ნ თ ი ა დ ი
მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;
მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს
თავდადებულის საფლავსა.
დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა…
მთაწმინდა გულში იხუტებს
საშვილიშვილო სამარეს,
მამადავითსა ავედრებს,
აბარებს ქვეყნის მოყვარეს...
მგოსანი გრძნობამორევით
თვალს ავლებს არემარესა.
და გულის-პასუხს ნარნარად
უმღერის ტურფა მხარესა:
“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!...
წამძლია სულმა და გულმა,
შენს ნახვას დავეჩქარეო
წინ მომეგებენ ღიმილით
შენი მზე, შენი მთვარეო,
გუნდი და გუნდი ვარსკვლავი,
მოკაშკაშ-მოელვარეო.
“გულში იფეთქა სიამემ,
სევდები უკუვყარეო, -
ია და ვარდი დამჭკნარი
ხელახლად გამიხარეო!...
“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
სულის ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო!...
“ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,
ზე კალთა დამაფარეო...
და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს,
ანდერძი დავიბარეო:
“დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:
შენს მიწას მიმაბარეო!...
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო!”
ვერ ავიტანე ობლობა,
სისხლის ცრემლები ვღვარეო;
ელექტრონული სასწავლო რესურსი
მთაწმინდის აღმოსავლეთ
კალთაზე
მამადავითის ეკლესიის
შემოგარენშია
ქართველ მწერალთა და
საზოგადო მოღვაწეთა
მთაწმინდის პანთეონი.
ელექტრონული სასწავლო რესურსი
ელექტრონული სასწავლო რესურსი
ისტორიის მასწავლებლის აქტივობა
1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე
დაინიშნა მასწავლებლად. 1832 წლისშეთქმულებაში მონაწილეობის
გამო ვოლოგდაში გადაასახლეს. აქ გუბერნატორის კანცელარიაში
განაწესეს (1835),1837 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამ
დროიდან 1864-მდე იყო მთავარმართლებლის კანცელარიაში
სხვადასხვა თანამდებობაზე. 1862 წლამდე მეფისნაცვლის საბჭოს
წევრი, 1859-1867 წლებში სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის
მეურვე. 1864-1870 თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-
1886 ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი.
მონაწილეობდა საგლეხო რეფორმის პროექტის შედგენაში; სათავეში
ედგა ქართველი თავადაზნაურობის ლიბერალურ ფრთას. 1876-
1879 იყო თბილისის ქალაქისთავი.
1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის
მკვლელობასთან დაკავშირებით
საქართველოს ეგზარქოსმა პავლემქართველი ერი დასწყევლა.
ყიფიანმა მას საპროტესტო წერილი გაუგზავნა და საქართველოს
დატოვება მოსთხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და
იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ღამით მძინარე
მოკლეს. ქართულ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ
მკვლელობა რუსეთის პოლიციის აგენტებმა ჩაიდინეს. აკაკი
წერეთელი წერდა, „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე
ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს... იმ გულზე, რომელიც
სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“.
დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი (დ. 14 აპრილი/26 აპრილი, 1814,
სოფ. მერეთი, გორის მაზრა — გ. 24 ოქტომბერი/5
ნოემბერი, 1887, სტავროპოლი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე,
პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-
ერთი მესვეური. 2007 წელს საქართველოს საპატრიარქომ დიმიტრი
ყიფიანი წმინდანად შერაცხა.
ელექტრონული სასწავლო რესურსი
გეოგრაფიის მასწავლებლის აქტივობა
ჩვენი მთაწმინდა მდებარეობს
საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ის
მსოფლიოში სავიზიტო ბარათის
ფუნქციასაც ასრულებს არა მარტო
თბილისისთვის, არამედ
საქართველოსათვის.
მთაწმინდა, მამადავითის მთა,
პლატო,თრიალეთის ქედის
აღმოსავლეთი შტოქედის დაბოლოება
(შედის თბილისის ფარგლებში). სიმაღლე
770 მ. აგებულია ზედავოცენური
ქვიშაქვებითა და თიხებით. სახელი
მიიღო ქრისტიანული რელიგიის ერთ–
ერთი მნიშვნელოვანი სავანის – ათონის
მთის მიხედვით.
ისტორიის მასწავლებლის აქტივობა
გადმოცემით, მთის აღმოსავლეთ
კალთაზე სენაკი გამოუქვაბავს ერთ-
ერთ ასურელ მამას - დავითს. IX
საუკუნეში აქ ივერიის
ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, მის
ადგილას 1542 წელს ძმებმა
ნიკოლოზ და დავით გაბაშვილებმა
წმ. დავითის მონასტერი ააშენეს.
ახლანდელი ეკლესია აგებულია 1871
წელს. ეკლესიებთან მისასვლელი
გზა გაიყვანეს 1817 წელს. XIX
საუკუნის დასაწყისამდე მთაწმინდა
ტყით იყო შემოსილი. ახლანდელი
ტყე ხელოვნურია.
ელექტრონული სასწავლო რესურსი
ისტორიის მასწავლებლის აქტივობა
დავით გარეჯელი — ერთ-ერთი
ასურელი მამა. საქართველოში მოსულა ქ.
ანტიოქიიდან VI საუკუნის I ნახევარში და
გარეჯის მრავალმთის სანახებში
დაუარსებია მონასტერი (დავითგარეჯა),
რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ
ყოფილა.
დავით გარეჯელის მოღვაწეობამ ხელი
შეუწყო საქართველოში ქრისტიანული
რელიგიის დაცვა-განმტკიცებას და ჯერ
კიდევ შემორჩენილი წარმართი
მოსახლეობის გაქრისტიანებას. დავითის
ინიციატივით მისმა მოწაფეებმა დოდო
და ლუკიანე გარეჯელებმა სანახებშივე
დააარსეს ახალი მონასტრები.
ისტორიის მასწავლებლის აქტივობა
მამადავითის ეკლესიის ისტორია VI
საუკუნიდან იწყება. თბილისის
დასავლეთით აღმართული მთის
ფერდობზე, კლდეში, სენაკი
გამოუკვეთია მამა დავით გარეჯელს და
მის ახლოს პატარა სამლოცველოც
გაუმართავს. აქვე მოედინება წყარო,
რომელიც მამა დავითს ლოცვით
გამოუთხოვია უფლისთვის სნეულთა
განსაკურნებლად. მამა დავითი მალე
წავიდა თბილისიდან, მაგრამ ქალაქის
მკვიდრთ მისდამი მოწიწება და
სიყვარული დიდხანს არ განელებიათ,
ამიტომაც უსახელო მთას მამადავითი
უწოდეს.
ელექტრონული სასწავლო რესურსი
ელექტრონული სასწავლო რესურსი

More Related Content

ელექტრონული სასწავლო რესურსი

  • 1. ქართულ ენასა და ლიტერატურაში მასწავლებელი-იზოლდა ჩიტაძე ინტეგრირებული საგნები : ისტორია - მასწავლებელი ნინო ჯეირანაშვილი გეოგრაფია - მასწავლებელი შორენა უსენაშვილი . გაკვეთილი ჩატარდა სსიპ ქალაქ თბილისის N 177 საჯარო სკოლის მეცხრე კლასში
  • 3. აკაკი წერეთელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის აქტივობა [ ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ- ერთი ლიდერი (9 ივნისი [ძვ. სტ. 21 ივნისი], 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი— 26 იანვარიძვ. სტ. 8 თებერვალი], 1915, იქვე) — აკაკი წერეთელი
  • 4. ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა. აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის აქტივობა
  • 5. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის აქტივობა გ ა ნ თ ი ა დ ი მთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა; მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს თავდადებულის საფლავსა. დადუმებულა მთაწმინდა, ისმენს დუდუნსა მტკვრისასა: მდინარე ნანას უმღერის რაინდსა, ურჩსა მტრისასა… მთაწმინდა გულში იხუტებს საშვილიშვილო სამარეს, მამადავითსა ავედრებს, აბარებს ქვეყნის მოყვარეს... მგოსანი გრძნობამორევით თვალს ავლებს არემარესა. და გულის-პასუხს ნარნარად უმღერის ტურფა მხარესა: “ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო, სნეული დავბრუნებულვარ, მკურნალად შემეყარეო!... წამძლია სულმა და გულმა, შენს ნახვას დავეჩქარეო წინ მომეგებენ ღიმილით შენი მზე, შენი მთვარეო, გუნდი და გუნდი ვარსკვლავი, მოკაშკაშ-მოელვარეო. “გულში იფეთქა სიამემ, სევდები უკუვყარეო, - ია და ვარდი დამჭკნარი ხელახლად გამიხარეო!... “ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, სულის ჩამდგმელო მხარეო, შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენზედვე მგლოვიარეო!... “ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს, ზე კალთა დამაფარეო... და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს, ანდერძი დავიბარეო: “დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ: შენს მიწას მიმაბარეო!... ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო!” ვერ ავიტანე ობლობა, სისხლის ცრემლები ვღვარეო;
  • 7. მთაწმინდის აღმოსავლეთ კალთაზე მამადავითის ეკლესიის შემოგარენშია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი.
  • 10. ისტორიის მასწავლებლის აქტივობა 1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. 1832 წლისშეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს. აქ გუბერნატორის კანცელარიაში განაწესეს (1835),1837 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამ დროიდან 1864-მდე იყო მთავარმართლებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1862 წლამდე მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, 1859-1867 წლებში სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე. 1864-1870 თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885- 1886 ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. მონაწილეობდა საგლეხო რეფორმის პროექტის შედგენაში; სათავეში ედგა ქართველი თავადაზნაურობის ლიბერალურ ფრთას. 1876- 1879 იყო თბილისის ქალაქისთავი. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემქართველი ერი დასწყევლა. ყიფიანმა მას საპროტესტო წერილი გაუგზავნა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ღამით მძინარე მოკლეს. ქართულ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის პოლიციის აგენტებმა ჩაიდინეს. აკაკი წერეთელი წერდა, „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს... იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“. დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი (დ. 14 აპრილი/26 აპრილი, 1814, სოფ. მერეთი, გორის მაზრა — გ. 24 ოქტომბერი/5 ნოემბერი, 1887, სტავროპოლი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ- ერთი მესვეური. 2007 წელს საქართველოს საპატრიარქომ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა.
  • 12. გეოგრაფიის მასწავლებლის აქტივობა ჩვენი მთაწმინდა მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ის მსოფლიოში სავიზიტო ბარათის ფუნქციასაც ასრულებს არა მარტო თბილისისთვის, არამედ საქართველოსათვის. მთაწმინდა, მამადავითის მთა, პლატო,თრიალეთის ქედის აღმოსავლეთი შტოქედის დაბოლოება (შედის თბილისის ფარგლებში). სიმაღლე 770 მ. აგებულია ზედავოცენური ქვიშაქვებითა და თიხებით. სახელი მიიღო ქრისტიანული რელიგიის ერთ– ერთი მნიშვნელოვანი სავანის – ათონის მთის მიხედვით.
  • 13. ისტორიის მასწავლებლის აქტივობა გადმოცემით, მთის აღმოსავლეთ კალთაზე სენაკი გამოუქვაბავს ერთ- ერთ ასურელ მამას - დავითს. IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, მის ადგილას 1542 წელს ძმებმა ნიკოლოზ და დავით გაბაშვილებმა წმ. დავითის მონასტერი ააშენეს. ახლანდელი ეკლესია აგებულია 1871 წელს. ეკლესიებთან მისასვლელი გზა გაიყვანეს 1817 წელს. XIX საუკუნის დასაწყისამდე მთაწმინდა ტყით იყო შემოსილი. ახლანდელი ტყე ხელოვნურია.
  • 15. ისტორიის მასწავლებლის აქტივობა დავით გარეჯელი — ერთ-ერთი ასურელი მამა. საქართველოში მოსულა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის I ნახევარში და გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი (დავითგარეჯა), რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა. დავით გარეჯელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცებას და ჯერ კიდევ შემორჩენილი წარმართი მოსახლეობის გაქრისტიანებას. დავითის ინიციატივით მისმა მოწაფეებმა დოდო და ლუკიანე გარეჯელებმა სანახებშივე დააარსეს ახალი მონასტრები.
  • 16. ისტორიის მასწავლებლის აქტივობა მამადავითის ეკლესიის ისტორია VI საუკუნიდან იწყება. თბილისის დასავლეთით აღმართული მთის ფერდობზე, კლდეში, სენაკი გამოუკვეთია მამა დავით გარეჯელს და მის ახლოს პატარა სამლოცველოც გაუმართავს. აქვე მოედინება წყარო, რომელიც მამა დავითს ლოცვით გამოუთხოვია უფლისთვის სნეულთა განსაკურნებლად. მამა დავითი მალე წავიდა თბილისიდან, მაგრამ ქალაქის მკვიდრთ მისდამი მოწიწება და სიყვარული დიდხანს არ განელებიათ, ამიტომაც უსახელო მთას მამადავითი უწოდეს.