2. სასწავლო პროექტის შინაარსი
მოსწავლეები ამ პროექტის საშუალებით გაიღრმავებენ
ცოდნას კოსმოსზე და კოსმოსში არსებულ
მოვლენებზე.განასხვავებენ ერთმანეთისაგან თითოეულ
პლანეტებს.შეძლებენ საღ მსჯელობას კოსმოსში მიმდინარე
მოვლენებზე.ჯგუფის წევრებთან ერთად
თანამშრომლობას,ნასწავლი თემის მთლიან სისტემაში
მოყვანას და გამოყენებას.შეაგროვებენ მონაცემებს
კოსმოსში,მზის სისტემაში არსებულ ყველა
პლანეტაზე.მოიპოვებენ ინფორმაციას კოსმოსის საკვლევ
თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებზე და ჯგუფის
წევრებთან ერთად იმსჯელებენ,მოამზადებენ სიმბოლურ
წერილებს კოსმოსში გასაგზავნად..შეადგენენ საპრეზენტაციო
პროგრამას რითაც განივითარებენ 21-ე საუკუნის უნარ-
ჩვევებს.
3. მიმართულების მიმცემი საკვანძო
შეკითხვები:
ზოგადი შეკითხვები
რა ხდება სამყაროში?
თემატური შეკითხვები
რისგან შედგება სამყარო?
აქვს თუ არა მას დასაწყისი და დასასრული?
რატომ არის კოსმოსის შესწავლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი?
შინაარსობრივი შეკითხვები
რა არის ვარსკვლავი?
რატომ ჩანან ისინი პატარა ზომის?
რას ნიშნავს სიტყვა პლანეტა?
რა განსხვავებაა პლანეტასა და ვარსკვლავს შორის
4. მოგზაურობა კოსმოსში
პროექტი
პროექტი დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-
ჩვევების განვითარებაში, შემდეგ აქტივობებში მონაწილეობის
გზით:
თანატოლებთან თანამშრომლობა
კოსმოსის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და
შინაარსობრივი შეკითხვების მიხედვით
დასკვნების გაკეთება
კომუნიკაცია კოსმოსში გასაგზავნი
სიმბოლური წერილების მომზადების
პროცესში,პრეზენტაციის მომზადების
პროცესში
5. მოსწავლეების საჭიროების შეფასება
შეფასების მიზანი
მოსწავლეების ცოდნის დონის შემოწმება,კოსმოსის შესახებ
წარმოდგენების შესწავლა.
რა ინფორმაცია მინდა მივიღო ჩემი მოსწავლეებისგან?
მინდა გავეცნო ,რა იციან თემატური შეკითხვების
და კოსმოსში მიმდინარე მოვლენების შესახებ
რა გავაკეთე მოსწავლეების აზროვნების ზედა დონის
უნარ-ჩვევების გასავითარებლად?
მოსწავლეებს დავალებას ვაძლევ,მოიძიონ ინფორმაციები მზის სისტემაზე
,პლანეტებზე და გააკეთონ დასკვნები
როგორ გვეხმარება (მე და მოსწავლეებს) შეფასების შედეგად მოძიებული
ინფორმაცია სასწავლო პროექტის ფარგლებში აქტივობების დაგეგმვაში?
შემიძლია შესაბამისი ინსტრუქციები ჯგუფს მივაწოდო , თუ მოსწავლეებს
მცდარი წარმოდგენა აქვთ კოსმოსის შესახებ. შემიძლია სხვადასხვა
საინფორმაციო რესურსით უზრუნველყოფა, თუ მოსწავლეების მიერ
კოსმოსის ცოდნის დონე განსხვავებულია. ჩვენ დავუბრუნდებით შეფასებას
სასწავლო პროექტის სხვადასხვა ეტაპზე ცოდნის შემდგომი გაღრმავების
მიზნით.
რა ტიპის უკუკავშირს ან დამატებით იდეებს ვსაჭიროებ?
ვსაჭიროებ დახმარებას შეფასების განსახორციელებლად. ვფიქრობ,
აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევებზე მეტი ინფორმაციის მიღება
შემიძლია, მაგრამ არ ვიცი როგორ.
6. ჩემი მიზნები
კოსმოსის შესწავლის გზების განსაზღვრა,
მოსწავლეების ინტერესის ამაღლების
მიზნით;
სხვადასხვა სახის ტექნოლოგიების
შესწავლა, რომლის გამოყენებაც
შესაძლებელია მოსწავლეების და
მასწავლებლების მიერ;
სხვა მასწავლებლებისთვის იდეების
გაზიარება.
მოვძებნო გზები მოსწავლეების მიერ
აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების
უფრო აქტიური გამოყენებისთვის
7. მოსწავლეების მიზნები
კოსმოსის შესახებ ინფორმაციის მოძიება
და ამ გზით არსებული ცოდნის გაღრმავება.
დამოუკიდებელი სწავლის უნარ-ჩვევების
განვითარება.