ინტერნეტ მარკეტინგი მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, მაგ: ტექნიკურ საკითხებს, მარკეტინგული გათვლებს, საძიებო ფრაზების კვლევებს, ბლოგის შექმნას, ბლოგის დაწინაურებას და სხვა წვრილ და მნიშვნელოვან ფაქტორებს. შესაბამისად დაინტერესების შემთხვევაში მსურველს მოუწევს ამ თვითეული ნაბიჯების შესწავლა, რათა რეალურად მიაღწიოს წარმატებას
1 of 3
More Related Content
წარმატების მიღწევა ინტერნეტ მარკეტინგით
1. ავტორი: დავით გრძელიძე
სრული ინფორმაცია იხილეთ ბლოგზე http://siaxleebi.info
ამ სტატიაში მოგითხრობთ თუ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ
ინტერნეტის მეშვეობით მიაღწიოთ წარმატებას.
პირველ რიგში დავიწყებ იქედან, რომ მე როგორც ინტერნეტ მარკეტინგის
სახელმძღვანელოს ავტორი, ვახდენ ამ სახელმძღვანელოს ცნობადობის გაზრდას ფორუმებზე,
ბლოგებზე და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, შესაბამისად მიწევს საზოგადოებასთან
აქტიური ურთიერთობა და იმ ღირებულებების განვრცობა რასაც ჰპირდება ჩემი პროდუქტი
მომხმარებლებს და ზოგადად რა შედეგს მოუტანთ მათ ინტერნეტ მარკეტინგის შესწავლა.
რათქმაუნდა ეს გახლავთ ფულის შოვნა ინტერნეტში და დამატებითი ან ძირითადი შემოსავლის
მიღება.
აღსანიშნავია, რომ ამ დიალოგში ერთვებიან ადამიანები ვისაც უკვე მცირედით ესმით
ინტერნეტ მარკეტინგის, მაგრამ ჯერ წარმატებისთვის არ მიუღწვიათ, ასევე არიან ადამიანები
ვინც უკვე ხელი ჩაიქნია ამ სფეროზე გარკვეული წარუმატებელი ნაბიჯების შემდგომ და ასევე
დიალოგში ერთვება ადამიანთა ის კატეგორია ვისაც წარმოდგენა არ აქვთ ინტერნეტ
მარკეტინგზე და ამბობენ, რომ თურმე ხელი თუ არ გაანძრიე ინტერნეტით ფულს ვერ იშოვნი :) .
ამიტომ, მე შემიძლია მათ ვუპასოხო ამ სტატიით, რომ ინტერნეტში ფული იშოვება და ამას უკვე
სხვები აკეთებენ (იხილეთ ადამიანები ვინც უკვე მიაღწია წარმატებას ინტერნეტის მეშვეობით).
თუმცა ეს წარმატებული ადამიანების ის მცირე ნაწილია ვინაც გადაწყვიტა ამ ფორუმზე
დაეწერათ თავიანთი წარმატება და ასევე ეს გახლავთ ის წარმატებული შედეგები რომელიც
უცხოური საიტების შედეგად მიიღეს, ამას გარდა არის უამრავი წარმატებული პიროვნებები
ვინც იგივე უცხოურ ბაზარზე მუშაობს, ან ქართულზე, ან ორივეზე ერთდროულად, მაგრამ
ზემოთ აღნიშნულ ფორუზე არ დაუწერიათ ( ჩემი ჩათვლით :) ).
ამრიგად, ზემოთ აღნიშნულ ადამიანთა კატეგორიას (იგულისხმება ვინც უარყოფითადაა
განწყობილი ან არ ფლობენ ინფორმაციას ინტერნეტ მარკეტინგის შესახებ) არ ვარწმუნებ რომ
ისინი უნდა დაინტერესდენ ამ საკითხით ან თუნდაც სახელმძღვანელო შეიძინონ, მაგრამ ეს
ადამიანთა კატეგორია, პირველ შემთხვევაში თავიანთი არამართებული ქმედებების გამო
წარუმატებლობისა და მეორე შემთხვევაში არაკომპეტენტურობის გამო, სხვა ახალბედა
პერსპექტიულ ადამიანებსაც უკლავენ ინტერესს ამ სფეროს მიმართ. მე არ ვამბობ, რომ
ახალბედებმა ჩემი სახელმძღვანელო თუ არ შეიძინეს ისე ვერ ისწავლიან, რათქმაუნდა
ისწავლიან, რადგან ინტერნეტში უსაზღვრო ინფორმაციაა.
აქვე აღვნიშნავ, რომ ინტერნეტ მარკეტინგი (ვგულისხმობ ინტერნეტ მარკეტინგის იმ სახეობებს
რომლებსაც სახელმძღვანელოში განვმარტავ), მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, მაგ: ტექნიკურ
საკითხებს, მარკეტინგული გათვლებს, საძიებო ფრაზების კვლევებს, ბლოგის შექმნას, ბლოგის
დაწინაურებას და სხვა წვრილ და მნიშვნელოვან ფაქტორებს. შესაბამისად დაინტერესების
შემთხვევაში მსურველს მოუწევს ამ თვითეული ნაბიჯების შესწავლა, რათა რეალურად
მიაღწიოს წარმატებას (იხილეთ სტატია რამდენად რთულია ინტერნეტ მარკეტინგის შესწავლა).
ასევე აღვნიშნავ, რომ ბუნებრივია ყველა ვერ შეძლებს არსებული საკითხებში გარკვევას თუ ამ
მხრივ მონდომება არ გააჩნია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარი
მონდომებაა.
2. .
როგორ მივაღწიოთ წარმატებას ინტერნეტ მარკეტინგში:
პირველი და მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ რაშიც დღეს დროს და ენერგიას ხარჯავთ
(იგულისხმება ინტერნეტ მარკეტინგის შესწავლა), არის მომავალში თქვენი ფინანსური
შესაძლებლობის გარანტი, ამიტომ მთელი მონდომებით და შემართებით უნდა მოინდომოთ და
შეისწავლოთ დეტალურად.
უნდა ეცადოთ ინტერნეტი გამოიყენოთ მაქსიმალურად მიზანმიმართულად, ვინაიდან, მეც
როდესაც ვიწყებდი ინტერნეტ მარკეტინგის შესწავლას, გარკვეულ დროს ვუთმობდი
სოციალური ქსელებს და გართობას, შესაბამისად კუს ნაბიჯებით მივიწევდი წინ, ამიტომ
მოგიწოდებთ მაქსიმალურად შეზღუდეთ ინტერნეტის არამიზნობრივი გამოყენება.
თქვენ უნდა იცოდეთ, რომ პირველ ეტაპზე მოგიწევთ ბევრი მუშაობა, რათა რეალურად
დაიწყოთ შემოსავლების მიღება, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ (3-4 თვე) როდესაც
სისტემას ააწყობთ გაცილებით მარტივად და მოკლე დროში მიიღებთ სასურველ შედეგს, ანუ
იმდენი მუშაობა აღარ მოგიწევთ როგორც დასაწყისში გიწევდათ და რაც მთავარია დასაწყისთან
შედარებით თქვენი დღიური შემოსავალი ეტაპობრივად გაიზრდება.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყურადრება არ მიაქციოთ ირგვლიმ მყოფების მოწოდებებს,
როგორებიცაა: რას აკეთებ კომიუტერთან, ამდენს ნუ ჯდიხარ კომპიუტერთან და ა.შ. ამ დროს
გაიხსენეთ სტივ ჯობსის სიტყვები:
"არ დაუშვათ რომ უმრავლესობის აზრთა ხმაურმა გადაფაროს თქვენი შინაგანი ხმა. და
ყველაზე მნიშვნელოვანია - გქონდეთ სიმამაცე, რათა მიჰყვეთ საკუთარ გულს და ინტუიციას.
მათ საიდან იციან ის, თუ ვინ გინდათ გახდეთ სინამდვილეში."
ამრიგად, იყავით მიზანმიმართული და დაისახეთ მკაფიო მიზანი, სწორედ ეს გახლავთ
წარმატებისკენ მიმავალი პირველი და აუცილებელი მტკიცე პირობა.
და ბოლოს, ამ საკითხებზე კიდევ გრძლად დავწერდი, მაგრამ გრძელი მესიჯი ნაკლებ
ეფექტურია, ვინაიდან მკითხველს ეზარება წაკითხვა და ინფორმაციაც უშედეგო ხდება, ამიტომ
აქვე დავასრულებ.
გისურვებთ წარმატებებს!