2. "ღრუბლოვანი სერვისი”
უშუალოდ მომხმარებლის
კომპიუტერში კი არ
ინსტალირდება, არამედ
მომხმარებლისაგან
მოშორებულ სერვერზე ან
სულაც სერვერთა ჯგუფშია
განლაგებული. მსგავსი
მიდგომა მომხმარებლისათვის
ძალზედ მოსახერხებელია,
ვინაიდან პროგრამის
კომპიუტერში გაუმართავმა
მუშაობამ შეიძლება ბევრი
პრობლემა შეუქმნას მას და
საბოლოო ჯამში საკუთარ
კომპიუტერში პროგრამების
შეუფერხებელი
ფუნქციონირება თავად
მომხმარებლის თავის
სატკივარია. ხოლო
"ღრუბლოვანი სერვისის"
შემთხვევაში, ყველაფერზე
პასუხისმგებელი თავად
სერვისის ადმინისტრაციაა.
3. მიუხედავად იმისა, რომ "ღრუბლოვანი სერვისი”
მომხმარებლისაგან მოშორებულ სერვერებზეა
განლაგებული და სერვისის წვდომა ინტერნეტის
საშუალებით ხორციელდება, მომხმარებელი
"ღრუბლოვანი სერვისით" ისე სარგებლობს, თითქოს
ის უშუალოდ მის კომპიუტერში იყოს
დაინსტალირებული.
5. მსოფლიოში და საკუთარი გამოცდილებითაც ყველაზე
პოპულალური და ადვილად მოსახმარი სერვისი არის დროფბოქსი.
http://dropbox.com/ . მაგრამ იქ მხოლოდ 2 გბ ინფორმაციის შენახვაა
უფასოდ შესაძლებელი. შესაძლებელია მაქსიმუმ 300 მბ ზომის
ფაილის ატვირთვა. თავსებადია მოწყობილობებთან : Windows, Mac,
Linux, Android, iPhone, iPad, BlackBerry, Kindle Fire.
6. One Drive (ex.SkyDrive) საიტი http://onedrive.live.com/ ეს
მაიკროსოფტის ღრუბლოვანი საცავია. ის ერთ-ერთი საუკეთესოა.
Outlook.com -ზე დარეგისტრირებისას სხვა სერვისებთან ერთად
უფასოდ 15 გბ საცავიც გერგებათ. თუ windows8-ით სარგებლობთ
დამატებით 10 გბ სივრცეს გჩუქნიან. ერთ-ერთი უპირატესობა ისიცაა
რომ ბოლომდე გაქართულებულია. ინტეგრირდება Windows, Mac, iOS,
Android, Xbox (One, 360) -თან.
7. Google დისკი - http://drive.google.com/ გუგლის საცავი საკუთარ
მომხმარებლებს 15 გბ სივრცეს სთავაზობს. თუ გუგლის
კორპორაციული მომხმარებელი ხართ, თქვენს თვითოეულ
მომხმარებელს 1ტბ სივრცე გააჩნია სამუშაოდ. როგორც One Drive-ი
გაქართულებულია. შეინახეთ 1 ტერაბაიტიანი ფაილები. Docs-ით,
Sheets-ით, ან ݺߣs-ით შექმნილი ფაილები არ აისახება თქვენი
მეხსიერების მოცულობაზე.
თავსებადია Windows, Mac, Android, iOS-თან.
8. იაჰუ www.yahoo.com საფოსტო სერვისია. ის ცალკე არ გვთავაზობს
საცავს, მაგრამ ყველა მომხმარებლის საფოსტო ყუთს გააჩნია 1 ტბ
საცავი უფასოდ. ასე, რომ თუ yahoo-ს ფოსტის მომხმარებელი ხარ
არასდროს დაგჭირდება წერილების წაშლა და იქ მოთავსებული
ინფორმაცია თუ ფაილი ყოველთვის ხელმისაჭვდომი იქნება
სერვისით სარგებლობისას.