2. მდინარეებს _ ევფრატსა და ტიგროსს შორის , დღევანდელი
ერაყის ტერიტორიაზე ძვ.წ IV-III ათასწლეულში ყვავის
ცივილიზაცია რომელსაც შუმერულს ვუწოდებთ, მათ
დაიკავეს წამყვანი პოზიციები ამ ტერიტორიაზე.
მათი კულტურული მიღწევა პირველ რიგში : ლურსმნული
დამწერლობაა !! რომელიც მრავალი ცივილიზაციის
დამწერლობას დაედო საფუძვლად , მათ სახელს
უკავშირდება პირველი დოკუმენტები .... !!
3. შუმერულ კანონმდებლობას აგრძელებს და აგვირგვინებს
ბაბილონის მეფის _ ხამურაბის ცნობილი კანონები !!
*კანონებში კარგად ვხედავთ რომ შუამდინარეთში და
ზოგადად ძველ სამყაროში მთავარი პრობლემა სავალო
კაბალა იყო ეს პრობლემა ხამურაბმა მოაგვარა საბოლოოდ .
შავი ქვის _ დიორიტის სტელაზე დაწერილი ტექსტი
ჩვენამდე სრულიად მოღწეულთაგან ყველაზე ძველი კანონთა
კრებულია .
მონები რომლებიც ფულს ვერ იხდიდნენ ამის შემდეგ
მხოლოდ სამი წლით ემსახურებოდნენ კრედიტორს და შემდეგ
თავისუფლდებოდნენ .
4. შუმერები დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოებში
ცხოვრობდნენ . ერთ-ერთი ასეთი იყო ურუქი , ხოლო მისი
მეფე გილგამეში რომელიც ძვ.წ XXVII საუკუნეში ცხოვრობდა
გახდა შუმერული თქმულებების გმირი . აქადურ ტექსტში
გაერთიანდა რომლის სიუჟეტებიც ძალიან გავს ძველი
აღთქმის სიუჟეტებს.
ძვ.წ III ათასწლეულიდან ( შუა ხანებიდან) ხან ერთი ხან
მეორე ქალაქის მეფე ახერხებდა დროებით ქალაქების
გაერთიანებას .
აქადის მეფის სარგონ დიდის გაერთიანება იყო პირველი
დიდი გაერთიანებ რომელიც გასცდა სამხრეთ
შუამდინარეთის ფარგლებს .
5. აქადელები სემიტური წარმოშობის ხალხი იყო .
ძვ.წ III ათასწლეულის მიწურულიდან
ინტენსიურად შემოდიან მესოპოტამიაში და ნელ-
ნელა შუმერებს ცვლიან .
ძვ.წ II ათასწლეულის II ნახევარში აქადური
საერთაშორისო ენის სტატუსს იძენს .
6. ძვ.წ II ათასწლეულის I ნახევარში შუამდინარეთში ორი
სახელმწიფო იწყებს აღმასვლას: ბაბილონი და ასურეთი.
ბრძოლა შუამდინარეთში პირველობისთვის ათას წელზე
მეტხანს გაგრძელდა.
7. ქ. ბაბილონი ვაჭრობისთვის ხელსაყრელ ადგილზე
მდებარეობდა , იქ სადაც ევფრატი და ტიგროსი ყველაზე
მეტად უახლოვდება ერთმანეთს .
ბაბილონის აღზევება უკავშირდება ხამურაბის მეფობას (
ძვ.წ 18 საუკუნე ) მან მოახერხა და პატარა ქალაქ-
სახელმწიფო მთელი მესოპოტამიის ბატონად აქცია. ხამურაბი
პირველ რიგში მისი კანონებითაა ცნობილი .
ბაბილონი მთელი ათასწლეულის მანძილზე მსოფლიოს
უდიდეს ქალაქს წარმოადგენდა _ 8 კვადრატულ
კილომეტრზე იყო გადაჭიმული . ბაბილონმა საბოლოოდ
ძალა დაკარგა ძვ.წ 539 წელს სპარსელების მიერ დაპყრობის
შემდეგ.
ბაბილონი ცოტახნით ალექსანდრე მაკედონელის მსოფლიო
იმპერიის დედაქალაქიც იყო .