ݺߣ

ݺߣShare a Scribd company logo
გაკვეთილის თემა გაწევრიანება მკითხველთა კლუბში
საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი
მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი/
გვარი
სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე
აქტუალობა
პირველი შეხვედრა მოსწავლეებთან განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი გახლავთ. სწორედ, ამ შეხვედრაზეა
დამოკიდებული რამდენად დავაინტერესებთ
მოსწავლეებს კითხვის საათით და გავუჩენთ
მოტივაციას იმუშაონ, იკითხონ ჩვენთან ერთად
მომდვნო 14 კვირის განმავლობაში.
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი
შედეგები
მოსწავლეები გაეცნობიან მომავალი შეხვედრების
ფორმატს, ისინი შეიმუშავებენ ჯგუფში მუშაობის
წესებს, მოიფიქრებენ ჯგუფის სახელებს, გუნდის
ლოგოს და ლოზუნგს.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა მნიშვნელოვანია, მოსწავლეები ფლობდნენ ჯგუფში
მუშაობის ტექნიკებს.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
I ფაზა- ფასილიტატორები წინასწარ ხალიჩებზე
მოათავსებენ სანიშნეებს, რომლებზეც მოსწავლეების
სახელები და გვარები იქნება გამოსახული.
თითოეული მოსწავლე დადგება თავისი სახელისა
და გვარის სანიშნესთან, ამგვარად გაერთიანდებიან
ჯგუფში.
თითოეულ ჯგუფს ხალიჩაზე დახვდებათ ფერადი
ფურცლები, რომლებზეც ფასილიტატორების
სახელების ინიციალები იქნება მოთავსებული,
ააწყობენ სახელებს და ამგვარად გაიგებენ მათი
ჯგუფის ფასილიტატორის ვინაობას. (5წთ)
II ფაზა- აღნიშნული აქტივობის შემდეგ
მოსწავლეებს ვაცნობთ ჩვენი მუშაობის გეგმას.
გეგმის გაცნობა მოხდება განსხვავებული ფორმით.
სპეციალური პროგრამით, ზღაპრის გმირი გააცნობს
ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო
მანია, სალომე ქუტიძე
I კვირა - 1 თებერვალი
ყველა იმ სიახლის შესახებ, რომლებიც მათ
ელოდებათ. დიალოგი შედგება გმირსა და ბავშვებს
შორის. აღნიშნული გმირი მსგავსი ფორმით
რამდენჯერმე გამოჩნდება ინტერვენციის
ფარგლებში, ინტერვენციის ბოლო დღეს,
ლიტერატურულ საღამოზე კი ესტუმრება
მოსწავლეებს და გადასცემს სამახსოვრო პრიზებს
წარმატებული მუშაობისთვის. აღნიშნული ვიდეო
დაახლოებით 4 წთ-იანი იქნება. აღნიშნული
აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენებთ წინასწარ
გამზადებულ აბრას, წარწერით - „მკითხველთა
კლუბი“. ტრადიციად იქცევა ყოველი კითხვის
საათის დაწყებისას კარის სახელურზე გარედან
აღნიშნული აბრის ჩამოიკიდება. (5წთ)
ამის შემდეგ, ვუჩვენებთ პატარა ვიდეოს, სადაც
სხვადასხვა მულტიპლიკაციური ფილმის
პერსონაჟები აჩვენებენ ჯგუფური მუშაობის
პრინციპს და უპირატესობას. (7 წთ)
https://www.youtube.com/watch?v=Pxf6EtskpRs
III ფაზა - ვიდეოს ჩვენების შემდეგ ვისაუბრებთ
ჯგუფის მუშაობის პრნციპებზე, რა უნდა გააკეთონ
ჯგუფებმა საიმისოდ, რომ მოიპოვონ წარმატება და
ა.შ. ამ საუბრის პარალელურად ერთ-ერთი პედაგოგი
იწერს მოსწავლეების მოსაზრებებს დაფაზე, სწორედ
ასე მუშავდება ჯგუფში მუშაობის წესები.
ფასილიტატორები აღნიშნულ წესებს ფორმატზე
დაიტანენ და მომდევნო გაკვეთილზე, თითოეული
ჯგუფის პირდაპირ კედელზე განათავსებენ. (6 წთ)
მას შემდეგ, რაც გავაცნობთ გეგმას, შევთანხმდებით
ჯგუფური მუშაობის წესებზე,მოსწავლეებისთვის
მოულოდნელად შემოვა სტუმარი. სტუმარი იქნება
სკოლის დირექტორი. დირექტორი თან მოიტანს
დიდ ფორმატზე სამივე ჯგუფისთვის გამზადებულ
„ყვავილის თაიგულს“. თაიგულის გვირგვინი იქნება
წარწერა დირექტორისგან, თუ რას ელის ის
მოსწავლეებისგან 3 თვის განმავლობაში, რას
უსურვებს თითოეულ გუნდს. გვირგვინის ირგვლივ,
ბუნებრივია, ფერად ფურცლებზე თითოეული
ჯგუფის მოსწავლეების სახელი-გვარები იქნება
განთავსებული. სულ გვექნება ოთხი ყვავილი, ოთხ
ფორმატზე. დირექტორი ისაუბრებს, თუ რა დიდი
მნიშვნელობა აქვს ყვავილის სილამაზისთვის
გვირილის თითოეულ ნაწილს. (მოსწავლეს). (10 წთ)
სტუმრის გაცილების შემდეგ გუნდებს ვთხოვთ
მოიფიქრონ ჯგუფის სახელები და ლოგო. მას
შემდეგ, რაც მოიფიქრებენ სახელებს, თითოეული
ჯგუფის ფასილიტატორი ყვავილის ღეროზე
გადაიტანს აღნიშნულ სახელებს და განათავსებს
ჯგუფებისთვის განკუთვნილ კედელზე.
(12 წთ)
სასწავლო რესურსები კომპიუტერი, პროექტორი, ფერად ფურცლებზე
დაწერილი ანბანის ასოები, თაბახის ფურცლები,
ფერადი ფანქრები, ფორმატის ქაღალდი,
სპეციალური პროგრამით გაკეთებული ვიდეო,
ანიმაცია ჯგუფური მუშაობის უპირატესობებზე,
წინასწარ მომზადებული „ყვავილები“ ფორმატის
ქაღალდზე, კალმები, ხალიჩები, ბალიშები.

More Related Content

1 გაწევრიანება მკითხველთა კლუბში

  • 1. გაკვეთილის თემა გაწევრიანება მკითხველთა კლუბში საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი/ გვარი სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე აქტუალობა პირველი შეხვედრა მოსწავლეებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ. სწორედ, ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული რამდენად დავაინტერესებთ მოსწავლეებს კითხვის საათით და გავუჩენთ მოტივაციას იმუშაონ, იკითხონ ჩვენთან ერთად მომდვნო 14 კვირის განმავლობაში. სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები გაეცნობიან მომავალი შეხვედრების ფორმატს, ისინი შეიმუშავებენ ჯგუფში მუშაობის წესებს, მოიფიქრებენ ჯგუფის სახელებს, გუნდის ლოგოს და ლოზუნგს. მოსწავლეთა წინარე ცოდნა მნიშვნელოვანია, მოსწავლეები ფლობდნენ ჯგუფში მუშაობის ტექნიკებს. გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი I ფაზა- ფასილიტატორები წინასწარ ხალიჩებზე მოათავსებენ სანიშნეებს, რომლებზეც მოსწავლეების სახელები და გვარები იქნება გამოსახული. თითოეული მოსწავლე დადგება თავისი სახელისა და გვარის სანიშნესთან, ამგვარად გაერთიანდებიან ჯგუფში. თითოეულ ჯგუფს ხალიჩაზე დახვდებათ ფერადი ფურცლები, რომლებზეც ფასილიტატორების სახელების ინიციალები იქნება მოთავსებული, ააწყობენ სახელებს და ამგვარად გაიგებენ მათი ჯგუფის ფასილიტატორის ვინაობას. (5წთ) II ფაზა- აღნიშნული აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს ვაცნობთ ჩვენი მუშაობის გეგმას. გეგმის გაცნობა მოხდება განსხვავებული ფორმით. სპეციალური პროგრამით, ზღაპრის გმირი გააცნობს ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე I კვირა - 1 თებერვალი
  • 2. ყველა იმ სიახლის შესახებ, რომლებიც მათ ელოდებათ. დიალოგი შედგება გმირსა და ბავშვებს შორის. აღნიშნული გმირი მსგავსი ფორმით რამდენჯერმე გამოჩნდება ინტერვენციის ფარგლებში, ინტერვენციის ბოლო დღეს, ლიტერატურულ საღამოზე კი ესტუმრება მოსწავლეებს და გადასცემს სამახსოვრო პრიზებს წარმატებული მუშაობისთვის. აღნიშნული ვიდეო დაახლოებით 4 წთ-იანი იქნება. აღნიშნული აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენებთ წინასწარ გამზადებულ აბრას, წარწერით - „მკითხველთა კლუბი“. ტრადიციად იქცევა ყოველი კითხვის საათის დაწყებისას კარის სახელურზე გარედან აღნიშნული აბრის ჩამოიკიდება. (5წთ) ამის შემდეგ, ვუჩვენებთ პატარა ვიდეოს, სადაც სხვადასხვა მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟები აჩვენებენ ჯგუფური მუშაობის პრინციპს და უპირატესობას. (7 წთ) https://www.youtube.com/watch?v=Pxf6EtskpRs III ფაზა - ვიდეოს ჩვენების შემდეგ ვისაუბრებთ ჯგუფის მუშაობის პრნციპებზე, რა უნდა გააკეთონ ჯგუფებმა საიმისოდ, რომ მოიპოვონ წარმატება და ა.შ. ამ საუბრის პარალელურად ერთ-ერთი პედაგოგი იწერს მოსწავლეების მოსაზრებებს დაფაზე, სწორედ ასე მუშავდება ჯგუფში მუშაობის წესები. ფასილიტატორები აღნიშნულ წესებს ფორმატზე დაიტანენ და მომდევნო გაკვეთილზე, თითოეული ჯგუფის პირდაპირ კედელზე განათავსებენ. (6 წთ) მას შემდეგ, რაც გავაცნობთ გეგმას, შევთანხმდებით ჯგუფური მუშაობის წესებზე,მოსწავლეებისთვის მოულოდნელად შემოვა სტუმარი. სტუმარი იქნება სკოლის დირექტორი. დირექტორი თან მოიტანს დიდ ფორმატზე სამივე ჯგუფისთვის გამზადებულ „ყვავილის თაიგულს“. თაიგულის გვირგვინი იქნება წარწერა დირექტორისგან, თუ რას ელის ის მოსწავლეებისგან 3 თვის განმავლობაში, რას უსურვებს თითოეულ გუნდს. გვირგვინის ირგვლივ, ბუნებრივია, ფერად ფურცლებზე თითოეული ჯგუფის მოსწავლეების სახელი-გვარები იქნება განთავსებული. სულ გვექნება ოთხი ყვავილი, ოთხ
  • 3. ფორმატზე. დირექტორი ისაუბრებს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ყვავილის სილამაზისთვის გვირილის თითოეულ ნაწილს. (მოსწავლეს). (10 წთ) სტუმრის გაცილების შემდეგ გუნდებს ვთხოვთ მოიფიქრონ ჯგუფის სახელები და ლოგო. მას შემდეგ, რაც მოიფიქრებენ სახელებს, თითოეული ჯგუფის ფასილიტატორი ყვავილის ღეროზე გადაიტანს აღნიშნულ სახელებს და განათავსებს ჯგუფებისთვის განკუთვნილ კედელზე. (12 წთ) სასწავლო რესურსები კომპიუტერი, პროექტორი, ფერად ფურცლებზე დაწერილი ანბანის ასოები, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, ფორმატის ქაღალდი, სპეციალური პროგრამით გაკეთებული ვიდეო, ანიმაცია ჯგუფური მუშაობის უპირატესობებზე, წინასწარ მომზადებული „ყვავილები“ ფორმატის ქაღალდზე, კალმები, ხალიჩები, ბალიშები.