1. მოძრაობა
• რეფლექტორული:უპირობო
• ნებითი: წარმოიშვება ქერქული ინერვაციის შედეგად
გამომუშავდებიან ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე
ფაქტიურად პირობითი რეფლექსებია
შესაბამისად, ნებითი მოძრაობის შესრულებისათვის ქერქში წარმოქმნილმა
იმპულსებმა უნდა მიაღწიოს კუნთებამდე.
3. კორტიკო-მუსკულარული გზა
1. წინა ცენტრალური ხვეული
ქერქის V შრის დიდი პირამიდული (ბეცის ) უჯრედები
• ზედა მესამედი -ფეხის მოძრაობის ცენტრი
• შუა მესამედში -ხელის მოძრაობის ცენტრი
• ქვედა მესამედში-სახის ცენტრი
2.სხივოსნური გვირგვინი
4. კორტიკო-მუსკულარული გზა
3.შიგნითა კაფსულის მუხლი და უკანა ფეხის წინა ორი მესამედი:
მუხლი- წინა ცენტრალური ხვეულის ქვედა მესამედიდან წამოსული ბოჭკოები(სახე)-
კორტიკო-ნუკლეარული გზა
უკანა ფეხის წინა მესამედი- წინა ცენტრალური ხვეულის შუა მესამედიდან
წამოსული ბოჭკოები (ხელი)-
უკანა ფეხის შუა მესამედი-წინა ცენტრალური ხვეულის ზედა მესამედიდან
წამოსული ბოჭკოები(ფეხი)-კორტიკო-სპინალური გზა
6. კორტიკო-სპინალური გზა
• მოგრძო ტვინის პირამიდები
• მოგრძო ტვინისა და ზურგის ტვინის საზღვარი:პირამიდების ჯვარედინი
• ზურგის ტვინის გვერდითი სვეტი -80 %
• ტიურკის კონა -20%
ცენტრალური ნეირონი:
• წინა ცენტრალური ხვეული
• სხივური გვირგვინი
• შიგნითა კაფსულა
• ტვინის ღერო
• გვერდითი სვეტი
8. კორტიკო-მუსკულარული გზა
• ყოველი ჰემისფერო მართავს სხეულის მოპირდაპირე მხარეს
• კორტიკო-მუსკულარული გზის დაზიანება ნებისმიერ დონეზე იწვევს ნებისმიერი მოძრაობის
მოშლას.
• ნებითი მოძრაობის სრული მოშლა-დამბლა (პლეგია)
• მოძრაობის შესუსტება-პარეზი
• ერთი კიდურში მოძრაობის მოშლა-მონოპლეგია, მონოპარეზი
• ორივე ხელში მოძრაობის მოშლა-ზედა პარაპლეგია ან პარაპარეზი
• ორივე ფეხში მოძრაობის მოშლა-ქვედა პარაპლეგია ან პარაპარეზი
• ერთი მხარის ხელსა და ფეხში მოძრაობის მოშლა-
ჰემიპლეგია ან ჰემიპარეზი
• სამ კიდურში მოძრაობის მოშლა- ტრიპლეგია
• ოთხივე კიდურში მოძრაობის მოშლა -ტეტრა ან კვადრიპლეგია.
9. მოძრაობის შეფასება
• აქტიური მოძრაობების სიფართე
• პასიური მოძრაობების სიფართე
• ძალის გამოკვლევა :უნდა შემოწმდეს
სიმეტრიული ჯგუფის კუნთები
• კუნთთა ტონუსი
• კუნთთა ტროფიკა
10. მოძრაობის შეფასება
იოლი ხარისხის პარეზის დადგენა:
• ბარეს ცდა ფეხებისათვის(მუცელზე წოლისას ფეხების მოხრა 45 გრადუსით)
• ბარეს ცდა ხელებისათვის (მჯდომარე მდგომარეობაში ხელების აწევა)
• ბუდას პოზა
• მინგაცინის ცდა
• ვენდეროვიჩის ულნარული დეფექტი
11. მოძრაობის შეფასება
• რეფლექსების გამოკვლევა: ჰიპერრეფლექსია, ჰიპორეფლექსია, არეფლექსია
გუგის რეფლექსი-შუა ტვინის დონეზე
ხახის , სასის-მოგრძო ტვინის დონეზე
კარპო-რადიალური რეფლექსი, ორთავას-C5-C6
სამთავას-C6-C7
მუცლის კანის ზედა-D7-D9
მუცლის კანის შუა-D8-D10
მუცლის კანის ქვედა-D11-D12
მუხლის-L2-L4
აქილევსის-L5-S2
12. მოძრაობის შეფასება
პათოლოგიური რეფლექსები:ექსტენზორული, ფლექსორული
ექსტენზორული: ბაბინსკის რეფლექსი (ფეხის ცერის განზიდვა)
ოპენჰეიმის რეფლექსი (წვივის წინა ზედაპირზე ორი თითით ჩამოსმა)
გორდონის-კანჭის კუნთების მოჭერა
შეფერის- ქუსლის მყესის მოჭერით
ფლექსორული:როსოლიმოს რეფლექსი(დისტალურ ფალანგებზე წყვეტილი დარტყმა)
იაკობსონ-ლასკას რეფლექსი (თითების მოხრა კარპო-რადიალური
შესახსრების არეში)
13. მოძრაობის შეფასება
დაცვითი სპინალური ავტომატიზმის რეფლექსები:-პარეტული კიდურის უნებლიე
მოძრაობები, გამოწვეული ინტენსიური გაღიზიანებით:
ბეხტერევ-მარი-ფუას რეფლექსი -სამმაგი მოხრა მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და კოჭ-
წვივის სახსრებში თითების ან ტერფის ძლიერი პასიური მოხრით.
დავიდენკოვის დამოკლების რეფლექსი-ტერფის შტრიხული გაღიზიანება იწვევს
მუხლისა და მენჯ-ბარძაყის მოხრას და გაშლას კოჭ-წვივის სახსარში
14. ცენტრალური (სპასტიური დამბლა)
• ვითარდება ცენტრალური მოტონეირონის დაზიანების ნებისმიერ დონეზე
სიმპტომატიკა:
• ჰიპერტონუსი
• ჰიპერრეფლექსია
• გაფართოვებული რეფლექსოგენური ზონები
• კლონუსი
• პათოლოგიური რეფლექსები
• ზერელე რეფლექსების ამოვარდნა ან დაქვეითება
• დაცვითი რეფლექსები
• პათოლოგიური სინკინეზიები :
გლობალური-მწოლიარე მდგომარეობიდან მჯდომარე მდგომარეობაში გადასვლისას პარეტული ფეხი იწევს
ზევით
კოორდინაციული-პარეტულ კიდურში მოძრაობის შესრულების ცდისას სრულდება სხვა მოძრაობა
იმიტაციური- პარეტულ კიდურებში ჯანმრთელი კიდურებით შესრულებული მოძრაობის გამეორება
15. პერიფერიული (დუნე დამბლა)
• ვითარდება პერიფერიული მოტონეირონის დაზიანებისას
სიმპტომატიკა:
• ჰიპოტონია ან ატონია
• ჰიპორეფლექსია ან არეფლექსია
• ჰიპოტროფია ან ატროფია
16. დაზიანება კორტიკო-მუსკულარული გზის სხვადასხვა დონეზე
• წინა ცენტრალური ხვეული
• შიგნითა კაფსულა
• სუპრანუკლეარული გზების ორმხრივი დაზიანება (ფსევდობულბარული
დამბლა:დისფაგია.დიზართრია,დისფონია ან აფონია, უნებლიე სიცილი დან
ტირილი, ორალური ავტომატიზმის რეფლექსები)
• ტვინის ღერო:
ალტერნაციული სინდრომები:
• ზედა -ვებერის სინდრომი (მე-3 წყვილი + სპასტიური დამბლა მოპირდაპირე მხარეს)
• შუა- მილერ-გუბლერისა (მე-7 წყვილი + სპასტიური დამბლა მოპირდაპირე მხარეს) და
ფოვილის (მე-7 წყვილი +მე-6 წყვილი + სპასტიური დამბლა მოპირდაპირე მხარეს)სინდრომები
• ქვედა-ჯექსონის სინდრომი (მე-12 წყვილი + სპასტიური დამბლა მოპირდაპირე მხარეს)
17. დაზიანება კორტიკო-მუსკულარული გზის სხვადასხვა დონეზე
• ზურგის ტვინისა და მოგრძო ტვინის საზღვარი -პირამიდების ჯვარედინი:
ნახევრის დაზიანება იწვევს სპასტიურ დიპლეგიას:დაზიანების მხარეს ხელი
მოპირდაპირე მხარეს ფეხი
მთლიანი განიკვეთის დაზიანება- სპასტიური ტეტრაპლეგია
• კისრის ზედა სეგმენტები (C1-C4)-ნახევრის დაზიანება -სპასტიური ჰემიპლეგია
დაზიანების მხარეს
მთლიანი განიკვეთის დაზიანება- სპასტიური ტეტრაპლეგია
• კისრის შემსხვილება (C5-T1)-ჰემიპლეგია დაზიანების მხარეს:ხელში- დუნე, ფეხში-
სპასტიური.
18. დაზიანება კორტიკო-მუსკულარული გზის სხვადასხვა დონეზე
• გულმკერდის დონე- ნახევრის დაზიანება იწვევს სპასტიურ მონოპლეგიას ფეხში
იმავე მხარეს,
მთლიანი განიკვეთის დაზიანება ქვედა სპასტიური პარაპლეგია.
• წელის შემსხვილება (L1-2-S1-2)-ქვედა დუნე მონოპლეგია ან პარაპლეგია
19. დაზიანება კორტიკო-მუსკულარული გზის სხვადასხვა დონეზე
• ზურგის ტვინის წინა რქის დაზიანება-პოლიომიელიტური ტიპის დუნე
დამბლა:დაზიანება ასიმეტრიულია და დისოციაციური :მეტად ზიანდება
კიდურების პროქსიმალური სეგმენტები.
მალევე ვლინდება ატროფიები და ფიბრილაციები.
• წინა ფესვის დაზიანება -შესაბამისი კუნთების დუნე დამბლა
• პლექსიტური ტიპის დუნე დამბლა, დამბლას თან ახლავს მგრძნობელობის მოშლა
და ტკივილი შესაბამისს საინერვაციო ზონაში,
• პერიფერიული ნერვის დაზიანებით გამოწვეული დუნე დამბლა:დამბლა
მონონევრიტული ტიპისაა:ახლავს მგრძნობელობის მოშლა, მეტად ზიანდება
დისტალური სეგმენტები.