1. გაკვეთილის გეგმა
საგანი/ინტეგრირებული საგნები
იტალიური ზღაპარი „ვარსკვლავთმრიცხველი გლეხი“
სადამრიგებლო/კითხვის საათი
მასწავლებლის/მასწავლებლების
სახელი გვარი
სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე
აქტუალობა გაკვეთილი მნიშვნელოვანია, რადგან ხელს ვუწყობთ
წაკითხული ტექსტის გააზრების უნარს.
სასწავლო მიზნები და
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები განმარტავენ ტექსტში მოცემულ უცხო სიტყვებსა
და გამონათქვამებს. ამოიცნობენ ტექსტის მთავარ იდეას,
განასხვავებენ ერთმანეთისაგან მნიშვნელოვან და
მეორეხარისხოვან ინფორმაციას. ვერბალური მსჯელობის
შედეგს გამოსახავენ ტექსტის ანალიზის სქემის გამოყენებით.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა სასურველია მოსწავლეებს ჰქონდეთ ზღაპრის (ამბის)
პირამიდაზე მუშაობის გამოცდილება.
I ფაზა- მოსწავლეები განთავსდებიან ხალიჩებზე წრიულად.
თითოეულ ხალიჩაზე დახვდებათ იტალიის დროშა. ბავშვები
III კვირა - 15 თებერვალი
ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე
ქუტიძე
2. გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
გამოთქვამენ ვარაუდებს დროშის მიკუთვებულობის შესახებ.
ვარაუდების გამოთქმის შემდეგ power point პრეზენტაციით
ერთ-ერთი ფასილიტატორი მათ მიაწვდის ზოგად ცნობებს
იტალიის შესახებ: გეოგრაფიული მდებარეობა, მოსახლეობა,
ფართობი და ა.შ. მოსწავლეები მოისმენენ იტალიის ჰიმნს.
მეორე ფასილიტატორი ესაუბრება იტალიის კულტურის
შესახებ. (7 წთ)
მოსწავლეებს მიეწოდებათ ზოგადი ცნობები იტალიური
ფეხბურთის შესახებ და იხილავენ შესაბამის ვიდეოკოლაჟს.
II ფაზა- ფასილიტატორები თავიანთ ჯგუფებთან ერთად
იწყებენ ზღაპრის კითხვას. ვკითხულობთ პაუზებით,
თითოეული აბზაცის ბოლოს ვჩერდებით, განვიხილავთ უცხო
სიტყვებს და ვაჯამებთ წაკითხულს. ზღაპრის წაკითხვის
შემდეგ განვიხილავთ მას მცირე ჯგუფებში. გასააზრებლად
ვსვამთ შეკითხვებს: რა გავიგეთ ზღაპრიდან? რა იყო
თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ზღაპარში? მოგეწონათ
თუ არა? და ა.შ. ( 20 წთ)
III ფაზა- ტექსტის გაანალიზების შემდეგ მოსწავლეები
თავიანთ ფასილიტატორებთან ერთად ავსებენ ზღაპრის
(ამბის) პირამიდას. პირამიდა გადააქვთ ფორმატზე და
თავიანთი შეხედულებისამებრ ახდენენ ილუსტრირებას. (10
წთ)
ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები ირჩევენ თითო
პრეზენტატორს, რომელიც წარადგენს მათ ნამუშევარს
აუდიტორიის წინაშე. (10 წთ)
სასწავლო რესურსები კომპიუტერი, პროექტორი, ზღაპრის ამობეჭდილი ქსეროასლი
თითოეული მოსწავლისთვის, „ზღაპრის (ამბის) პირამიდები
თითოეული ჯგუფისთვის, Power Point პრეზენტაცია იტალიის
შესახებ, იტალიის ჰიმნის mp3 ვერსია, ფლიპჩარტი,
ვიდეორგოლები იტალიური ფეხბურთისა და მოდის შესახებ,
„მოდილიანი“ - პალიტრა L-ის დიდი მხატვრების სერიიდან;