ݺߣ

ݺߣShare a Scribd company logo
ზვიად კონსტანტინეს ძე
გამსახურდია(1939.31.03-1993.31.12)
„როს მიაკითხავ წმინდა ალაგებს,
თითქოს იერი ეცვლებათ ტაძრებს,
წმინდა მამათა ძვალშესალაგებს
მღვდელმთთავართა და მეფეთა საძვლეს.“
/ მერაბ კოსტავა/
საქართველოს პირველი პრეზიდენტი,ქართველი ხალხის საამაყო და
გამორჩეული შვილი და ქვეყნის გულმხურვალე მოჭირნახულე-ზვიად
გამსახურდია დაიბადა 1939წლის 31 მარტს გამოჩენილი ქართველი
მწერლის კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის
ოჯახში.
ზვიად გამსახურდია სწავლობდა თბილისის 47-ე საშუალო სკოლაში. განათლების
მიღება განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენებისა
და ლიტერატურის ფაკულტეტზე, ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით.
უნივერსიტეტში სწავლა 1962 წელს დაასრულა. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის
მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის
სამეცნიერო ხარისხი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ზვიად გამსახურდია იყო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის
ფაკულტეტის დოცენტი.
1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა
რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის
განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
1970 წელს ზვიად გამსახურდია გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
საიდანაც 1977 წლის 1 აპრილს ანტისაბჭოთა პროპაგანდის ბრალდებით გარიცხეს.
გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის, 4 მონოგრაფია)
რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის,
თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-
არაკების კრებულები, აგრეთვე შექსპირის, ბოდლერის, გოგოლისა და სხვათა ნაწარმოებების
თარგმანები.თავისუფლად ფლობდა გერმანულ,ფრანგულ ენებს.ვირტუოზულად უკრავდა
ფორტეპიანოს.
ახალგაზრდა ზვიად გამსახურდიასა და მისი მეგობრების დაპირისპირება საბჭოთა რეჟიმთან
აშკარად 1956 წელს გამომჟღავნდა, როდესაც მათ თბილისის ქუჩებში საბჭოთა კავშირის მიერ
უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს. ჯგუფის წევრები
დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ზვიად გამსახურდია პატიმრობაში მეორედ 1959
წელს მოხვდა და ისევ მალე გაათავისუფლეს.
1976 წელს თბილისში დაფუძნდა „საქართველოს
ჰელსინკის კავშირი-ეროვნული აღორძინება". ზვიად
გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე მისი თავმჯდომარე
იყო. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა ჟურნალებს:
„საქართველო", „ოქროს საწმისი", „საქართველოს მოამბე"
და სხვ.
1978 წელს ზვიად გამსახურდია ადამიანის უფლებათა და
ძირითად თავისუფლებათა დაცვასა და დისიდენტურ
მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ნობელის
მშვიდობის პრემიის ოფიციალურ ნომინანტად წარადგინა.
1979 წლიდან იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში და იყო
1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი
აქციის ერთ-ერთი მოთავე, მათ შორის, 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა,
რომელიც 9 აპრილს ტრაგედიით დასრულდა, ხოლო ზვიად გამსახურდია, როგორც
აქციის ორგანიზატორი, დააპატიმრეს.
მერაბ კოსტავას ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა
სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას. 1990 წლის დამდეგს
მისი თაოსნობით შეიქმნა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ბლოკი
„მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", რომელმაც 1990 წლის 28 ოქტომბრის
პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
1990 წლის 11-13 მარტს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა
კონფერენცია, რომელზეც მიწვეული იყო იმ დროს ეროვნულ-გამნმათავისუფლებელ მოძრაობაში
ჩართული ყველა არაფორმალური გაერთიანება. კონფერენციის მიზანი იყო საკოორდინაციო
საბჭოს შექმნა. მასში უნდა ყოფილიყო ორ-ორი წარმომადგენელი ყოველი პარტიიდან და მას
კოორდინაცია უნდა გაეწია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა
აქციისათვის.კონფერენციაზე გამოიკვეთა ორი მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია:
პარტიათა ერთ ნაწილს აუცილებლად მიაჩნდა საბჭოთა კავშირის კანონებით არჩევნების ჩატარება,
არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს საბჭოთა
კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის. ამ გზას მაშინ „ლიტვის
გზას“ უწოდებდნენ, რამდენადაც ლიტვამ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ასე დაიწყო სსრკ-დან
გასვლა.სხვა ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და
მოითხოვდნენ საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ —
თავისუფლება: შემდეგ — დამოუკიდებლობა“. პოზიციებზე შეუთანხმებლობის გამო ზვიად
გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა დატოვეს კონფერენცია. კონფერენციაზე დარჩნენ ეროვნულ-
დემოკრატიული პარტია, (გიორგი ჭანტურია), ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია (ირაკლი
წერეთელი), კონსერვატორული პარტია (თემურ ჟორჟოლიანი), მხედრიონი (ჯაბა იოსელიანი),
რომელთაც ჩამოაყალიბეს „ეროვნული კონგრესი“.ზვიად გამსახურდიამ კონფერენციაზე დარჩენილ
ძალებს უწოდა „ანტიეროვნული მოძრაობა“ და დატოვა კონფერენცია. პოლიტიკურმა
ორგანიზაციებმა, რომლებმაც დატოვეს კონფერენცია, შემდგომ შექმნეს პოლიტიკური ალიანსი
„მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“. მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ
დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი — ამ რეფერენდუმზე
დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება.
28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ახლადარჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის
14 ნოემბერს გამართულ პირველ სესიაზე ზვიად გამსახურდია თავმჯდომარედ აირჩია. იმავე სესიაზე მიღებული
გადაწყვეტილებით ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა" უწოდეს და აღდგინეს საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის
აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.
შემდეგ იყო რეფერენდუმი. რეფერენდუმი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991
წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე. 1991 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს
რესპუბლიკის რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე
კითხვით „თანახმახართთუ არააღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26
მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“[ რეფერენდუმი ჩატარდა 1991 წლის 31 მარტს მთელი
საქართველოს მასშტაბით. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა
შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.
შესაბამისად, 31 მარტი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში,
რომელმაც ჩვენი ქვეყანა დააბრუნა მისი ისტორიული არჩევანის - თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობის გზაზე, რის შემდეგაც, მიუხედავად უამრავი სოციო-პოლიტიკური
კატაკლიზმებისა თუ ანტისახელმწიფოებრივი იერიშებისა შიდა თუ გარე მტრების მიერ,
საქართველოს და მისი მოსახლეობის უმრავლესობა დეკლარირებულად ერთგულებს ამ გეზსა და
არჩევანს.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო
რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.ხელი მოეწერა
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. 26მაისს გამსახურდია
საერთო-სახალხო არჩევნების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.
შემდეგ იყო რუსეთიდან ინსპირირებული სამოქალაქო დაპირისპირება,თბილისის ომი,
პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიის მომხრეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. ომი
დასრულდა სამხედრო გადატრიალებით, კანონიერი ხელისუფლების დამხობით. ომმა
მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიაყენა ქვეყანას და დედაქალაქ თბილისს. 1992 წლის
დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ზვიად გამსახურდია იძულებული
გახდა სომხეთის გავლით ჩეჩნეთში, გროზნოში გადასულიყო, სადაც გენერალმა ჩეჩენი ხალხის
სიამაყემ, იჩქერიის პრეზიდენტმა ჯოჰარ დუდაევმა თავშესაფარი მისცა.
1993 წლის სექტემბერში პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საქართველოში, სამეგრელოში
დაბრუნდა. ნოემბერში იგი რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად მთიანი სამეგრელოს სოფლებში
იმყოფებოდა.
გარდაიცვალა 1993 წლის 31 დეკემბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში. ზვიად
გამსახურდიას ცხედარი დაკრძალეს სოფელ ჯიხაშკარში, მალევე გადაასვენეს გროზნოში, 2007 წელს
კი საქართველოში გადმოასვენეს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
კვარცხლბეკიდან ამაყად გადმოგვყურებს ზვიად კონსტანტინეს ძე
გამსახურდიას ზვიადი,ფიქრიანი,ამაყი სახე,როგორც სიმბოლო ერის ჭეშმარიტი
პატრონისა და ჭირისუფლისა,ადამიანისა,რომელმაც საკუთარი სიცოცხლე
დადო ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის,თავისუფლებისათვის
ბრძოლაში,ადამიანისა,რომლის მისაბაძი მაგალითი და პიროვნება შარლ დე
გოლი იყო,ხოლო საყვარელი გამონათქვამი კი-:“დინების მიმარულებას მხოლოდ
მკვდარი თევზები მიჰყვებიან“-ო.
საინტერესო ფაქტები:
გამსახურდიას პრეზიდენტობის ხანმოკლე პერიოდში საქართველოში ჩამოყვანილი იქნა ქაქუცა
ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი,ემიგრაციაში მყოფი ალექსანდრე სულხანიშვილი,რომელიც
მალევე გარდაიცვალა ,დაკრძალულია მშობლიურ სოფელში. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ
აწყურში. წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში.
ასევე,ზვიადის ინიციატივით, 1990 წლის შემოდგომაზე, იმერეთის უკანასკნელი მეფის, სოლომონ
II-ის ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მეფეთა საძვალეში დაკრძალეს.
2024წლის 31 მარტს
ზვიად გამსახურდია 85 წლის გახდებოდა.
ოჯახი:მეუღლე-დალი ლოლუა,მანანა არჩვაძე-გამსახურდია.
შვილები:კონსტანტინე,გიორგი და ცოტნე გამსახურდიები.
შვილიშვილები:ზვიად და დემეტრე გამსახურდიები.
„და წინაპართა ტანჯვით ვნებულმა
ერშიც ზრახვანი აღძარ ვნებისა,
როს განაახლე მინავლებული
ხმა ეროვნული თვითშეგნებისა.
ოსტატის სიბრძნით გამოარჩიე
აზრთა განწყობას უცვალე ფერი,
ხელწერა შენი გულს დაამჩნიე,
ახალ ხარისხზე ასწიე ერი“.
/მერაბ კოსტავა. „ძმას ქრისტესმიერს“./
პრეზენტაცია მომზადებულია კლასის საათის ფარგლებში თემაზე:
ზვიად გამსახურდია-80.
1991წლის 31 მარტის რეფერენდუმი
პრეზენტაცია მოამზადა სსიპ.მარნეულის 2 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა
ლალი დავითაშვილმა

More Related Content

ზვიად გამსახურდია-85. 31 მარტის რეფერენდუმი.pptx

  • 2. „როს მიაკითხავ წმინდა ალაგებს, თითქოს იერი ეცვლებათ ტაძრებს, წმინდა მამათა ძვალშესალაგებს მღვდელმთთავართა და მეფეთა საძვლეს.“ / მერაბ კოსტავა/
  • 3. საქართველოს პირველი პრეზიდენტი,ქართველი ხალხის საამაყო და გამორჩეული შვილი და ქვეყნის გულმხურვალე მოჭირნახულე-ზვიად გამსახურდია დაიბადა 1939წლის 31 მარტს გამოჩენილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში.
  • 4. ზვიად გამსახურდია სწავლობდა თბილისის 47-ე საშუალო სკოლაში. განათლების მიღება განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით. უნივერსიტეტში სწავლა 1962 წელს დაასრულა. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ზვიად გამსახურდია იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტი. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1970 წელს ზვიად გამსახურდია გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. საიდანაც 1977 წლის 1 აპრილს ანტისაბჭოთა პროპაგანდის ბრალდებით გარიცხეს.
  • 5. გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის, 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ- არაკების კრებულები, აგრეთვე შექსპირის, ბოდლერის, გოგოლისა და სხვათა ნაწარმოებების თარგმანები.თავისუფლად ფლობდა გერმანულ,ფრანგულ ენებს.ვირტუოზულად უკრავდა ფორტეპიანოს.
  • 6. ახალგაზრდა ზვიად გამსახურდიასა და მისი მეგობრების დაპირისპირება საბჭოთა რეჟიმთან აშკარად 1956 წელს გამომჟღავნდა, როდესაც მათ თბილისის ქუჩებში საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს. ჯგუფის წევრები დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ზვიად გამსახურდია პატიმრობაში მეორედ 1959 წელს მოხვდა და ისევ მალე გაათავისუფლეს. 1976 წელს თბილისში დაფუძნდა „საქართველოს ჰელსინკის კავშირი-ეროვნული აღორძინება". ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე მისი თავმჯდომარე იყო. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა ჟურნალებს: „საქართველო", „ოქროს საწმისი", „საქართველოს მოამბე" და სხვ. 1978 წელს ზვიად გამსახურდია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვასა და დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალურ ნომინანტად წარადგინა.
  • 7. 1979 წლიდან იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში და იყო 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციის ერთ-ერთი მოთავე, მათ შორის, 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც 9 აპრილს ტრაგედიით დასრულდა, ხოლო ზვიად გამსახურდია, როგორც აქციის ორგანიზატორი, დააპატიმრეს.
  • 8. მერაბ კოსტავას ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას. 1990 წლის დამდეგს მისი თაოსნობით შეიქმნა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", რომელმაც 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
  • 9. 1990 წლის 11-13 მარტს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც მიწვეული იყო იმ დროს ეროვნულ-გამნმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩართული ყველა არაფორმალური გაერთიანება. კონფერენციის მიზანი იყო საკოორდინაციო საბჭოს შექმნა. მასში უნდა ყოფილიყო ორ-ორი წარმომადგენელი ყოველი პარტიიდან და მას კოორდინაცია უნდა გაეწია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა აქციისათვის.კონფერენციაზე გამოიკვეთა ორი მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია: პარტიათა ერთ ნაწილს აუცილებლად მიაჩნდა საბჭოთა კავშირის კანონებით არჩევნების ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის. ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ, რამდენადაც ლიტვამ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ასე დაიწყო სსრკ-დან გასვლა.სხვა ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ — თავისუფლება: შემდეგ — დამოუკიდებლობა“. პოზიციებზე შეუთანხმებლობის გამო ზვიად გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა დატოვეს კონფერენცია. კონფერენციაზე დარჩნენ ეროვნულ- დემოკრატიული პარტია, (გიორგი ჭანტურია), ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია (ირაკლი წერეთელი), კონსერვატორული პარტია (თემურ ჟორჟოლიანი), მხედრიონი (ჯაბა იოსელიანი), რომელთაც ჩამოაყალიბეს „ეროვნული კონგრესი“.ზვიად გამსახურდიამ კონფერენციაზე დარჩენილ ძალებს უწოდა „ანტიეროვნული მოძრაობა“ და დატოვა კონფერენცია. პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, რომლებმაც დატოვეს კონფერენცია, შემდგომ შექმნეს პოლიტიკური ალიანსი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“. მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი — ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება.
  • 10. 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ახლადარჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 14 ნოემბერს გამართულ პირველ სესიაზე ზვიად გამსახურდია თავმჯდომარედ აირჩია. იმავე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა" უწოდეს და აღდგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.
  • 11. შემდეგ იყო რეფერენდუმი. რეფერენდუმი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე. 1991 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე კითხვით „თანახმახართთუ არააღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“[ რეფერენდუმი ჩატარდა 1991 წლის 31 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.
  • 12. შესაბამისად, 31 მარტი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დააბრუნა მისი ისტორიული არჩევანის - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე, რის შემდეგაც, მიუხედავად უამრავი სოციო-პოლიტიკური კატაკლიზმებისა თუ ანტისახელმწიფოებრივი იერიშებისა შიდა თუ გარე მტრების მიერ, საქართველოს და მისი მოსახლეობის უმრავლესობა დეკლარირებულად ერთგულებს ამ გეზსა და არჩევანს.
  • 13. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.ხელი მოეწერა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. 26მაისს გამსახურდია საერთო-სახალხო არჩევნების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 14. შემდეგ იყო რუსეთიდან ინსპირირებული სამოქალაქო დაპირისპირება,თბილისის ომი, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიის მომხრეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. ომი დასრულდა სამხედრო გადატრიალებით, კანონიერი ხელისუფლების დამხობით. ომმა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიაყენა ქვეყანას და დედაქალაქ თბილისს. 1992 წლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა სომხეთის გავლით ჩეჩნეთში, გროზნოში გადასულიყო, სადაც გენერალმა ჩეჩენი ხალხის სიამაყემ, იჩქერიის პრეზიდენტმა ჯოჰარ დუდაევმა თავშესაფარი მისცა.
  • 15. 1993 წლის სექტემბერში პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საქართველოში, სამეგრელოში დაბრუნდა. ნოემბერში იგი რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად მთიანი სამეგრელოს სოფლებში იმყოფებოდა. გარდაიცვალა 1993 წლის 31 დეკემბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში. ზვიად გამსახურდიას ცხედარი დაკრძალეს სოფელ ჯიხაშკარში, მალევე გადაასვენეს გროზნოში, 2007 წელს კი საქართველოში გადმოასვენეს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
  • 16. კვარცხლბეკიდან ამაყად გადმოგვყურებს ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიას ზვიადი,ფიქრიანი,ამაყი სახე,როგორც სიმბოლო ერის ჭეშმარიტი პატრონისა და ჭირისუფლისა,ადამიანისა,რომელმაც საკუთარი სიცოცხლე დადო ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის,თავისუფლებისათვის ბრძოლაში,ადამიანისა,რომლის მისაბაძი მაგალითი და პიროვნება შარლ დე გოლი იყო,ხოლო საყვარელი გამონათქვამი კი-:“დინების მიმარულებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან“-ო.
  • 17. საინტერესო ფაქტები: გამსახურდიას პრეზიდენტობის ხანმოკლე პერიოდში საქართველოში ჩამოყვანილი იქნა ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი,ემიგრაციაში მყოფი ალექსანდრე სულხანიშვილი,რომელიც მალევე გარდაიცვალა ,დაკრძალულია მშობლიურ სოფელში. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში. წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში. ასევე,ზვიადის ინიციატივით, 1990 წლის შემოდგომაზე, იმერეთის უკანასკნელი მეფის, სოლომონ II-ის ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მეფეთა საძვალეში დაკრძალეს.
  • 18. 2024წლის 31 მარტს ზვიად გამსახურდია 85 წლის გახდებოდა.
  • 19. ოჯახი:მეუღლე-დალი ლოლუა,მანანა არჩვაძე-გამსახურდია. შვილები:კონსტანტინე,გიორგი და ცოტნე გამსახურდიები. შვილიშვილები:ზვიად და დემეტრე გამსახურდიები.
  • 20. „და წინაპართა ტანჯვით ვნებულმა ერშიც ზრახვანი აღძარ ვნებისა, როს განაახლე მინავლებული ხმა ეროვნული თვითშეგნებისა. ოსტატის სიბრძნით გამოარჩიე აზრთა განწყობას უცვალე ფერი, ხელწერა შენი გულს დაამჩნიე, ახალ ხარისხზე ასწიე ერი“. /მერაბ კოსტავა. „ძმას ქრისტესმიერს“./
  • 21. პრეზენტაცია მომზადებულია კლასის საათის ფარგლებში თემაზე: ზვიად გამსახურდია-80. 1991წლის 31 მარტის რეფერენდუმი პრეზენტაცია მოამზადა სსიპ.მარნეულის 2 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა ლალი დავითაშვილმა