ݺߣ

ݺߣShare a Scribd company logo
ათეშგა
თბილისის რთული წარსულის მნიშვნელოვანი ძეგლია ათეშგა,
რომელიც განაშენიანების ზედა ზოლში ბუნებრივ კლდოვან შემაღლებაზე
დგას. ყურადღებას იპყრობს ნაგებობის განსხვავებული სილუეტი, აგურის
კედლის ყრუ სიბრტყეების ჩამუქებული ფერი და ფორმების სისადავე.
კუბური მოცულობის აგურის შენობა (გეგმით ზუსტი კვადრატი) დგას
გომის ქუჩის ბოლოს, მცირე მოედნის პირას. სუბსტრუქცია, რომელსაც
მცირე ენტაზისი უკეთდება, ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ერწყმის. მის
დასრულებას და კედლის დაწყებას მიჯნავს კლდის ქვის ფილების ერთი
რიგი. შენობას შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს, კარის თაღოვანი ღიობი
მის ზემოთ ლუნეტით, შუა, მაღალ კედლის თაღშია ჩასმული; ამავე
ფასადზე სიმეტრიულად, კარის აქეთ-იქით ვიწრო და მაღალი
ნახევარწრიული ნიშებია კონქისებური დასრულებით. სამხრეთის მხრიდან
სახლის მიშენების გამო ამ ფასადზე საუბარი არ შეგვიძლია. ჩრდილოეთისა
და დასავლეთის მხრიდან ნაგებობის ყრუ ფასადებს წყვილ-წყვილი მცირედ
შეისრული, მაღალი კედლის თაღი აფორმებს.
შენობის შიგნით ყოველ კედელში ასეთივე ფორმის, უფრო ღრმა და
დაბალი თითო კედლის თაღია, რომლის ზემოთ ოდნავ შვერილი აგურის
კარნიზი ყოფილა მოწყობილი; ნაგებობას ასრულებდა ტრომპებზე
დაყრდნობილი სფერული გუმბათი, რომელიც დღეს ჩანგრეულია.
ათეშგის სამხრეთ კედელში ზედ მიშენებული სახლისკენ თაღოვანი
სარკმელია გაჭრილი.
აღმოსავლეთის მხრიდან ათეშგასა და გომის ქ.N3 საცხოვრებელ სახლს
შორის ეზო იქმნება. ათეშგასთან მისასვლელი კლდეში გაჭრილი და აგურის
საფეხურებიანი კიბე დღეს ნაწილობრივ დაზიანებული და გაუქმებულია.
ნაგებობაში შეღწევა ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ გომის ქ.N3
ტერიტორიის გავლით, რადგან ათეშგის წინ ბაქანი მიერთებული აქვს
მოსახლეს. თვით ნაგებობის შიგნით მიწაა დაყრილი და ბაღჩაა მოწყობილი.
საინტერესო ფაქტია ერთ დროს მქუხარე ქრისტიანულ ქალაქში
ცეცხლთაყვანისმცემლობის საკულტო ტაძრის არსებობა ერთ-ერთ
უძველესი სიწმინდის - ბეთლემის ანსამბლის სიახლოვეს. ეს თვალსაჩინო
ილუსტრაციაა რჯულშემწყნარებლობის, თბილისური ცხოვრების წესის
მრავალწახნაგოვნების და საზოგადოდ სახელმწიფო პოლიტიკის, რომელიც
ისტორიული რეალობის გონივრული შეფასებისა და ანგარიშგაწევის
გარემოში ყალიბდებოდა.
ახლო და შუა აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში გავრცელებული
ზოროასტრიზმი, ირანთან მჭიდრო კავშირების გამო, აქემენიდური ხანიდან
სასანიანთა გამეფებამდე (ძვ.წ VI - ახ.წ. III სს), მშვიდობიანი ურთიერთობის
გზით საქართველოშიც ვრცელდებოდა. ამის საბუთია დედოფლის
მინდორზე (ქარელის რ-ნი) აღმოჩენილი ძვ.წ. II-I-სს სატაძრო კომპლექსის
არსებობა.
აღმოსავლეთ საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელების
მეორე ტალღა ირანში სასანიანთა დინასტიის მეფობის (III-VII სს) ხანაში
ძალდატანებითი იყო. ქრისტიანობის ბრძოლა ამ მოვლენასთან
აგიოგრაფიულ ძეგლებშიც აისახა (შუშანიკის და ევსტათი მცხეთელის
მარტვილობები). ათეშგები საქართველოში აუგიათ (ნიქოზში, ნეკრესში,
მცხეთაში, თბილისში და სხვა), რომელთაგან ის დღემდე მხოლოდ
თბილისში შემორჩა.
მატიანეს ცნობით ეს სარწმუნოება საკმაოდ ფეხმოკიდებული იყო
ქალაქებში ვახტანგ გორგასლის ხანაში (V ს-ის II ნახ) და იგი, როგორც
სახელმწიფო მოღვაწე, იძულებული იყო ანგარიში გაეწია
ცეცხლთაყვანისმცემლობის არსებობისთვის ქართულ ქვეყნებში. "ქართლში
ქრისტიან ეპისკოპოსთან ერთად მეფის კარზე მოგვთა მეთაურიც
იმყოფებოდა, რომელსაც ქართული საისტორიო წყარო სპარსთა ეპისკოპოსს
უწოდებს. სპარსელ მოგვებს ოფიციალურად ჰქონდათ ქართლში თავისი
რწმენის პროპაგანდის უფლება /55/.
ამ ცნობათა და მოსაზრებათა გათვალისწინებით ათეშგის აშენება
დასაშვებია ვახტანგ გორგასლის დროს მომხდარიყო. ირაკლი კეისრის მიერ
VII ს-ში, ცეცხლთაყვანისმცემელთალიკვიდაციის შემდეგ ეს შეუძლებლად
უნდა ჩაითვალოს /57/.
ამ ნაგებობამ საუკუნეების შემდეგ დღემდე შეინარჩუნა სახელწოდების
სისწორე. ათეშ (სპარსულად ცეცხლი) გაჰ-ადგილი, იგივე "ცეცხლის
საგზებელი", რაც შეეხება მის ფიზიკურ ავთენტურობას, ნაგებობამ რა თქმა
უნდა სახე იცვალა საუკუნეთა მანძილზე. არსებული მოსაზრების თანახმად
ათეშგა 1724 წლიდან თბილისში გაბატონებული თურქების მიერ
გადაკეთდა მეჩეთად, ან მის ფუძეზე იქნა აშენებული მეჩეთი და რომ 1735
წელს თურქების თბილისიდან განდევნისას ნადირშაჰის მიერ დანგრეული
ორი მეჩეთიდან ერთერთად ეს ნაგებობა უნდა ვიგულისხმოთ /58/.
მოგვიანებით შენობა გამოყენებული ყოფილა საწყობად, ხოლო XIX ს-ში -
საცხოვრებლად.
შარდენის 1673 წლის თბილისის გეგმაზე ათეშგა დაბალყელიანი
სფერული გუმბათით დასრულებულ კუბს წააგავს, რომელსაც ირგვლივ
შემოზღუდული თავისუფალი ფართობი აქვს. ტურნეფორის 1700 წლის
გეგმაზეც იგი დაახლოებით ასევე გამოიყურება; დღევანდელი ნაგებობის
საერთო სახეც ასეთია, ანუ შენობის სავარაუდო გადაკეთებამდელი და
შემდგომი სახის შედარება არსებით სხვაობას არ გვაძლევს. ან უნდა
ვიფიქროთ, რომ შენობის ფუნქციური დანიშნულების შეცვლა
მნიშვნელოვანი გადაკეთების გარეშე მომხდარა და იმდენად მცირე ხანს
გაგრძელებულა,რომ თავდაპირველი სახელწოდების დაკარგვა ან შეცვლაც
არ გამოუწვევია. წინა საუკუნის უხუცესთა გადმოცემით, "Оно, как памятник
старины поддерживалось и царями Грузинскими.
პლატონ იოსელიანის ცნობისა და შემორჩენილი ფოტოების მიხედვით
ირკვევა, რომ XIX საუკუნეში ათეშგას გუმბათი ისევ ჰქონია; რომ კიბეები
სახლსა და ათეშგას შორის შექმნილ ბაქანზე ადიოდა. გაგარინის ჩანახატის
მიხედვით შენობას აგურისავე გალავანი აქვს, ისევე როგორც შარდენის
ჩანახატზე.
1966 წელს სარესტავრაციო სახელოსნოს მიერ (არქ. ნ.ალხაზიშვილი)
გაკეთებული ყოფილა რამდენიმე შურფი შენობის შიგნით. ათეშგა ამ
დროისთვის საწყობად და საქათმედ ყოფილა გადაქცეული. არსებული
იატაკის დონიდან 110 სმ-ის სიღრმეზე ჩრდილოეთის კედლის გასწვრივ
გამოჩენილა აგურის იატაკი, რომელიც სამხრეთისკენ კლდეს ადგებოდა. ამ
შურფის ფოტანაბეჭდი (N20817) და ჩატარებული სამუშაოს მოკლე
აღწერილობა ინახება ძეგლთა დაცვის სამმართველოსთან არსებულ
არქივში. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ათეშგის 1940 წ.
შესრულებული გეგმა, ჭრილი და ფასადები. აქვე ინახებოდა ათეშგას
მაკეტი შესრულებული 1938 წელს ნაბათოვის მიერ. ის დღეს ძალიან
დაზიანებულია, მაგრამ აშკარად თაღებით გახსნილ ნაგებობას
წარმოგვიდგენს, რაც არ შეესაბამება რეალობას და უფრო რეკონსტრუქციის
მცდელობა უნდა იყოს. მაკეტზე ჩრდილოეთის მხრიდან მისასვლელი
კიბეცაა ნაჩვენები.
ჩარევის მეთოდოლოგია
ათეშგა თბილისის ისტორიისა და კულტურის უნიკალური ძეგლია და
დაუშვებელია მისი მიჩქმალვა და იზოლაცია ქალაქის სტრუქტურიდან.
გასააზრებელია მისი სათანადოდ წარმოჩენა როგორც უბანში ისე
თბილისის ისტორიული ნაწილისთვის.
აუცილებელია ათეშგა მისაწვდომი გახდეს ქალაქის მოსახლეობისა და
ტურისტებისთვის. ამისთვის საჭიროა აღდგეს ათეშგასთან მისასვლელი
კიბე და რესტავრაცია ჩაუტარდეს მის შესასვლელთან არსებულ ბაქანს.
აღებულ უნდა იქნს ძეგლის ეზოში მოწყობილი ბაღჩა, მოიხსნას მიწის
ფენა და აღდგეს ავთენტური იატაკის დონე.
მდიდარი ისტორიული ფოტომასალა ადასტურებს, რომ ათეშგას
გუმბათი თითქმის XX ს.-ის დასაწყისამდე ჰქონია. ადგილზე
შემორჩენილია გარკვეული ფიზიკური მასალა. სასურველია ჩატარდეს
კომპლექსური კვლევა, ადგილობრივი და რეგიონალური მაგალითების
შესწავლის ჩათვლით, რათა გაირკვეს გუმბათის რეკონსტრუქციის
შესაძლებლობა.
Ad

Recommended

ისტორიის გავლება არქიტექტურქზე
ისტორიის გავლება არქიტექტურქზე
mancho47
სლაიდის ავტორი
სლაიდის ავტორი
Maia Metreveli
ქუთაისი ლუკა გოგორიშვილი.pptx
ქუთაისი ლუკა გოგორიშვილი.pptx
Besik Machitadze
kacxis sveti C I U
kacxis sveti C I U
defoo
ნოქალაქევის ციხე-გოჯი
ნოქალაქევის ციხე-გოჯი
ekamkheidze18
ვარძია
ვარძია
Anano Kontselidze
ნ᳥მსწვერიძე22.ٳ
ნ᳥მსწვერიძე22.ٳ
Besik Machitadze
მ.თუთბერიძე.ٳ
მ.თუთბერიძე.ٳ
Besik Machitadze
2024 Trend Updates: What Really Works In SEO & Content Marketing
2024 Trend Updates: What Really Works In SEO & Content Marketing
Search Engine Journal
Storytelling For The Web: Integrate Storytelling in your Design Process
Storytelling For The Web: Integrate Storytelling in your Design Process
Chiara Aliotta
Artificial Intelligence, Data and Competition – SCHREPEL – June 2024 OECD dis...
Artificial Intelligence, Data and Competition – SCHREPEL – June 2024 OECD dis...
OECD Directorate for Financial and Enterprise Affairs
How to Leverage AI to Boost Employee Wellness - Lydia Di Francesco - SocialHR...
How to Leverage AI to Boost Employee Wellness - Lydia Di Francesco - SocialHR...
SocialHRCamp
2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot
Marius Sescu
Everything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPT
Expeed Software
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Pixeldarts
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
ThinkNow
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
marketingartwork
Skeleton Culture Code
Skeleton Culture Code
Skeleton Technologies
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
Neil Kimberley
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
contently
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
Albert Qian
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Kurio // The Social Media Age(ncy)
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Search Engine Journal
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
SpeakerHub
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
Clark Boyd
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
Tessa Mero
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Lily Ray
How to have difficult conversations
How to have difficult conversations
Rajiv Jayarajah, MAppComm, ACC

More Related Content

Featured (20)

  • 1. ათეშგა თბილისის რთული წარსულის მნიშვნელოვანი ძეგლია ათეშგა, რომელიც განაშენიანების ზედა ზოლში ბუნებრივ კლდოვან შემაღლებაზე დგას. ყურადღებას იპყრობს ნაგებობის განსხვავებული სილუეტი, აგურის კედლის ყრუ სიბრტყეების ჩამუქებული ფერი და ფორმების სისადავე. კუბური მოცულობის აგურის შენობა (გეგმით ზუსტი კვადრატი) დგას გომის ქუჩის ბოლოს, მცირე მოედნის პირას. სუბსტრუქცია, რომელსაც მცირე ენტაზისი უკეთდება, ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ერწყმის. მის დასრულებას და კედლის დაწყებას მიჯნავს კლდის ქვის ფილების ერთი რიგი. შენობას შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს, კარის თაღოვანი ღიობი მის ზემოთ ლუნეტით, შუა, მაღალ კედლის თაღშია ჩასმული; ამავე ფასადზე სიმეტრიულად, კარის აქეთ-იქით ვიწრო და მაღალი ნახევარწრიული ნიშებია კონქისებური დასრულებით. სამხრეთის მხრიდან სახლის მიშენების გამო ამ ფასადზე საუბარი არ შეგვიძლია. ჩრდილოეთისა და დასავლეთის მხრიდან ნაგებობის ყრუ ფასადებს წყვილ-წყვილი მცირედ შეისრული, მაღალი კედლის თაღი აფორმებს. შენობის შიგნით ყოველ კედელში ასეთივე ფორმის, უფრო ღრმა და დაბალი თითო კედლის თაღია, რომლის ზემოთ ოდნავ შვერილი აგურის კარნიზი ყოფილა მოწყობილი; ნაგებობას ასრულებდა ტრომპებზე დაყრდნობილი სფერული გუმბათი, რომელიც დღეს ჩანგრეულია. ათეშგის სამხრეთ კედელში ზედ მიშენებული სახლისკენ თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აღმოსავლეთის მხრიდან ათეშგასა და გომის ქ.N3 საცხოვრებელ სახლს შორის ეზო იქმნება. ათეშგასთან მისასვლელი კლდეში გაჭრილი და აგურის საფეხურებიანი კიბე დღეს ნაწილობრივ დაზიანებული და გაუქმებულია. ნაგებობაში შეღწევა ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ გომის ქ.N3 ტერიტორიის გავლით, რადგან ათეშგის წინ ბაქანი მიერთებული აქვს მოსახლეს. თვით ნაგებობის შიგნით მიწაა დაყრილი და ბაღჩაა მოწყობილი. საინტერესო ფაქტია ერთ დროს მქუხარე ქრისტიანულ ქალაქში ცეცხლთაყვანისმცემლობის საკულტო ტაძრის არსებობა ერთ-ერთ
  • 2. უძველესი სიწმინდის - ბეთლემის ანსამბლის სიახლოვეს. ეს თვალსაჩინო ილუსტრაციაა რჯულშემწყნარებლობის, თბილისური ცხოვრების წესის მრავალწახნაგოვნების და საზოგადოდ სახელმწიფო პოლიტიკის, რომელიც ისტორიული რეალობის გონივრული შეფასებისა და ანგარიშგაწევის გარემოში ყალიბდებოდა. ახლო და შუა აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში გავრცელებული ზოროასტრიზმი, ირანთან მჭიდრო კავშირების გამო, აქემენიდური ხანიდან სასანიანთა გამეფებამდე (ძვ.წ VI - ახ.წ. III სს), მშვიდობიანი ურთიერთობის გზით საქართველოშიც ვრცელდებოდა. ამის საბუთია დედოფლის მინდორზე (ქარელის რ-ნი) აღმოჩენილი ძვ.წ. II-I-სს სატაძრო კომპლექსის არსებობა. აღმოსავლეთ საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელების მეორე ტალღა ირანში სასანიანთა დინასტიის მეფობის (III-VII სს) ხანაში ძალდატანებითი იყო. ქრისტიანობის ბრძოლა ამ მოვლენასთან აგიოგრაფიულ ძეგლებშიც აისახა (შუშანიკის და ევსტათი მცხეთელის მარტვილობები). ათეშგები საქართველოში აუგიათ (ნიქოზში, ნეკრესში, მცხეთაში, თბილისში და სხვა), რომელთაგან ის დღემდე მხოლოდ თბილისში შემორჩა. მატიანეს ცნობით ეს სარწმუნოება საკმაოდ ფეხმოკიდებული იყო ქალაქებში ვახტანგ გორგასლის ხანაში (V ს-ის II ნახ) და იგი, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, იძულებული იყო ანგარიში გაეწია ცეცხლთაყვანისმცემლობის არსებობისთვის ქართულ ქვეყნებში. "ქართლში ქრისტიან ეპისკოპოსთან ერთად მეფის კარზე მოგვთა მეთაურიც იმყოფებოდა, რომელსაც ქართული საისტორიო წყარო სპარსთა ეპისკოპოსს უწოდებს. სპარსელ მოგვებს ოფიციალურად ჰქონდათ ქართლში თავისი რწმენის პროპაგანდის უფლება /55/. ამ ცნობათა და მოსაზრებათა გათვალისწინებით ათეშგის აშენება დასაშვებია ვახტანგ გორგასლის დროს მომხდარიყო. ირაკლი კეისრის მიერ VII ს-ში, ცეცხლთაყვანისმცემელთალიკვიდაციის შემდეგ ეს შეუძლებლად უნდა ჩაითვალოს /57/. ამ ნაგებობამ საუკუნეების შემდეგ დღემდე შეინარჩუნა სახელწოდების სისწორე. ათეშ (სპარსულად ცეცხლი) გაჰ-ადგილი, იგივე "ცეცხლის
  • 3. საგზებელი", რაც შეეხება მის ფიზიკურ ავთენტურობას, ნაგებობამ რა თქმა უნდა სახე იცვალა საუკუნეთა მანძილზე. არსებული მოსაზრების თანახმად ათეშგა 1724 წლიდან თბილისში გაბატონებული თურქების მიერ გადაკეთდა მეჩეთად, ან მის ფუძეზე იქნა აშენებული მეჩეთი და რომ 1735 წელს თურქების თბილისიდან განდევნისას ნადირშაჰის მიერ დანგრეული ორი მეჩეთიდან ერთერთად ეს ნაგებობა უნდა ვიგულისხმოთ /58/. მოგვიანებით შენობა გამოყენებული ყოფილა საწყობად, ხოლო XIX ს-ში - საცხოვრებლად. შარდენის 1673 წლის თბილისის გეგმაზე ათეშგა დაბალყელიანი სფერული გუმბათით დასრულებულ კუბს წააგავს, რომელსაც ირგვლივ შემოზღუდული თავისუფალი ფართობი აქვს. ტურნეფორის 1700 წლის გეგმაზეც იგი დაახლოებით ასევე გამოიყურება; დღევანდელი ნაგებობის საერთო სახეც ასეთია, ანუ შენობის სავარაუდო გადაკეთებამდელი და შემდგომი სახის შედარება არსებით სხვაობას არ გვაძლევს. ან უნდა ვიფიქროთ, რომ შენობის ფუნქციური დანიშნულების შეცვლა მნიშვნელოვანი გადაკეთების გარეშე მომხდარა და იმდენად მცირე ხანს გაგრძელებულა,რომ თავდაპირველი სახელწოდების დაკარგვა ან შეცვლაც არ გამოუწვევია. წინა საუკუნის უხუცესთა გადმოცემით, "Оно, как памятник старины поддерживалось и царями Грузинскими. პლატონ იოსელიანის ცნობისა და შემორჩენილი ფოტოების მიხედვით ირკვევა, რომ XIX საუკუნეში ათეშგას გუმბათი ისევ ჰქონია; რომ კიბეები სახლსა და ათეშგას შორის შექმნილ ბაქანზე ადიოდა. გაგარინის ჩანახატის მიხედვით შენობას აგურისავე გალავანი აქვს, ისევე როგორც შარდენის ჩანახატზე. 1966 წელს სარესტავრაციო სახელოსნოს მიერ (არქ. ნ.ალხაზიშვილი) გაკეთებული ყოფილა რამდენიმე შურფი შენობის შიგნით. ათეშგა ამ დროისთვის საწყობად და საქათმედ ყოფილა გადაქცეული. არსებული იატაკის დონიდან 110 სმ-ის სიღრმეზე ჩრდილოეთის კედლის გასწვრივ გამოჩენილა აგურის იატაკი, რომელიც სამხრეთისკენ კლდეს ადგებოდა. ამ შურფის ფოტანაბეჭდი (N20817) და ჩატარებული სამუშაოს მოკლე აღწერილობა ინახება ძეგლთა დაცვის სამმართველოსთან არსებულ არქივში. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ათეშგის 1940 წ. შესრულებული გეგმა, ჭრილი და ფასადები. აქვე ინახებოდა ათეშგას
  • 4. მაკეტი შესრულებული 1938 წელს ნაბათოვის მიერ. ის დღეს ძალიან დაზიანებულია, მაგრამ აშკარად თაღებით გახსნილ ნაგებობას წარმოგვიდგენს, რაც არ შეესაბამება რეალობას და უფრო რეკონსტრუქციის მცდელობა უნდა იყოს. მაკეტზე ჩრდილოეთის მხრიდან მისასვლელი კიბეცაა ნაჩვენები. ჩარევის მეთოდოლოგია ათეშგა თბილისის ისტორიისა და კულტურის უნიკალური ძეგლია და დაუშვებელია მისი მიჩქმალვა და იზოლაცია ქალაქის სტრუქტურიდან. გასააზრებელია მისი სათანადოდ წარმოჩენა როგორც უბანში ისე თბილისის ისტორიული ნაწილისთვის. აუცილებელია ათეშგა მისაწვდომი გახდეს ქალაქის მოსახლეობისა და ტურისტებისთვის. ამისთვის საჭიროა აღდგეს ათეშგასთან მისასვლელი კიბე და რესტავრაცია ჩაუტარდეს მის შესასვლელთან არსებულ ბაქანს. აღებულ უნდა იქნს ძეგლის ეზოში მოწყობილი ბაღჩა, მოიხსნას მიწის ფენა და აღდგეს ავთენტური იატაკის დონე. მდიდარი ისტორიული ფოტომასალა ადასტურებს, რომ ათეშგას გუმბათი თითქმის XX ს.-ის დასაწყისამდე ჰქონია. ადგილზე შემორჩენილია გარკვეული ფიზიკური მასალა. სასურველია ჩატარდეს კომპლექსური კვლევა, ადგილობრივი და რეგიონალური მაგალითების შესწავლის ჩათვლით, რათა გაირკვეს გუმბათის რეკონსტრუქციის შესაძლებლობა.