1. ქართული I
1. წაიკითხე ტექსტი და უპასუხე კითხვებს:
პინგვინები მხოლოდ ანტარქტიდაზე და მის მახლობლად სახლობენ გუნდებად.პინგვინს სიცივის
სრულიად არ ეშინია, მთელი სხეული ხშირი ფაფუკი ბუმბულით აქვს დაფარული. პინგვინები
პატარა თევზებით და მოლუსკებით იკვებებიან. ყველაზე ლამაზი და დიდია სამეფო პინგვინები.
როგორც ყველა სხვა ფრინველი, ისიც კვერცხიდან ჩეკს თავის ნაშიერს. პინგვინი ბუდეში ერთ ან
ორ მოზრდილ თეთრ კვერცხს დებს. შემდეგ კრუხობას იწყებს. დედალი და მამალი მორიგეობით
ჯდება კვერცხებზე. როცა დედა ზის, მამალი საკვებს შოულობს.
ა) სად ცხოვრობენ პინგვინები?
ბ) რითი იკვებებიან ისინი?
გ)რომელი პინგვინია ყველაზე დიდი და ლამაზი?
დ)რატომ არ ეშინია პინგვინს სიცივის?
ე) როგორ უვლიან პინგვინები კვერცხებს?.
2. რომელია არსებითი სახელები?
ა) გიორგი, ლევანი, აიღეს; ბ) წავიდნენ, აიღეს, ჩანთები; გ) გიორგი, ლევანი, ჩანთები.
3. რომელი ზმნებია ახლანდელ დროში?
ა) აჩუქა, იყიდა,შეჭამა; ბ) ხატავს, წერს, აშენებს; გ) დაწერს, დაითვლის, იმღერებს.
4. ტექსტში მოძებნე 3 არსებითი სახელი,რომლებიც მრავლობით რიცხვშია:
....................................................................................................................................................................................
5. დააწყვილე საპირისპირო სიტყვები:
გამხდარი მშიშარა
ცელქი დამჯერი
მამაცი მსუქანი
ჯიუტი მშვიდი
6. წინადადებებს დაუსვი სასვენი ნიშანი და მიუწერე როგორია:
ა) დედამ ხაჭაპური გამოაცხო ( )
ბ) როდის მიდიხარ სოფელში ( )
გ) ნეტა, თოვლის პაპა მალე მოვიდეს ( )