ინტერაქტიური სავარჯიშოების შექმნა learningapps.org პლატფორმაზე
1 of 4
Downloaded 19 times
More Related Content
learningapps.org პლატფორმა
1. ინტერაქტიური სავარჯიშოების შექმნა learningapps.org
პლატფორმაზე
ნაბიჯი 1. ინტერაქტიური სავარჯიშოების შექმნადა შენახვა
1. საიტის მთავარ გვერდზე აირჩიეთ პუნქტი „დანართის შექმნა“ , რის შემდეგაც თქვენ
წინაშე გამოჩნდება ყველა შესაძლებელი სახის სავარჯიშოს სია.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი სახის სავარჯიშო,
დაათვალიეროთ მზა მაგალითები ( სხვა პედაგოგების მიერ შექმნილი) და შექმნათ
თქვენი საკუთარი.
2. მაგალითად, აირჩიეთ დანართის ტიპი „ვიქტორინა პასუხების არჩევით“.
2. 3. ინტერაქტიური სავარჯიშოს შექმნის გვერდზე სათანადო გრაფაში მიუთითეთ
სავარჯიშოს სახელწოდება.
4. ველში „ ამოცანა“ საჭიროების შემთხვევაში ჩამოაყალიბეთ დავალება მოსწავლეთათვის.
შესაძლებელია, ეს გრაფა ცარიელიც დატოვოთ.
5. აირჩიეთ გამოსახულება ან ვიდეო, რომელიც გამოჩნდება მოსწავლეებთან დავალების
სახით.მულტიმედიური რესურსის ასატვირთად დააჭირეთ შესაბამის ღილაკს ( „
სურათი“ ან „ ვიდეო“).
6. მულტიმედიური რესურსი შესაძლებელია შეირჩეს სამი გზით: მოვძებნოთ ვიკიპედიაში,
მივუთითოთ ინტერნეტში არსებული ვიდეოს ან გამოსახულების ბმული,ავტვირთოთ
ჩვენი კომპიუტერიდან.
3. 7. კითხვების ველში ავსებთ საჭირო ჩანართებს : კითხვა, განმარტება, სწორი პასუხი და
უკუკავშირი სწორ პასუხზე
8. შეინახეთ თქვენი სავარჯიშო
9. შეამოწმეთ სავარჯიშოს გამართულად მუშაობა
10. თუ ყველაფერი სწორია, დააჭირეთ „ დანართის შენახვას“და სავარჯიშო დაემატება
თქვენს სავარჯიშოებს, თუ შეცდომა აღმოაჩინეთ,დააჭირეთ „ გადამუშავებას“ და
შეასწორეთ იგი, რის შემდეგაც შეინახავთ სავარჯიშოს აღნიშნული წესით.
11. სავარჯიშოს გაზიარება შესაძლებელია სამმგვარი ბმულით:
4. პირველი ბმული საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ სავარჯიშო ისე, რომ არ
გაიხსნას მთელს ეკრანზე;
მეორე ბმული - ვმუშაობთ მთლიან ეკრანზე;
მესამე ბმული - სავარჯიშოს ბლოგზე ან საიტზე ჩასაშენებლად.
გისურვებთ წარმატებას!
განხილული სავარჯიშო დასრულებული სახით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
მძიმე რთულ ქვეწყობილ წინადადებაში ( http://learningapps.org/display?v=ppeggqwm501)