1. PD-1-ის და CTLA-4-ის როლი
კიბოს განვითარებაში და მათი
მოდულაციის
ახალი მეთოდები
მომხსენებელი- დავით თაბაგარი
2. ნორმალური იმუნური პასუხის ჩამოყალობება და CTLA-4
იმუნური პასუხის ჩამოსაყალიბებლად არ არის საკმარისი მარტო MHC-II და TCR-ის დაკავშირება, საჭიროა
დამატებითი გამაძლიერებელი სიგნალები. B7-1(CD-80) და B7-2(CD86), ანტიგენ წარმდგენ უჯრედებზე,
ისინი უკავშირდებიან CD-28-ს T-უჯრედებზე და IL-2 გამოყოფას ეხმარებიან.
ჰიპერაქტივაცია T- უჯრედის განაპირობებს CTLA-4-ის ექსპრესიას მემბრანაზე.
3. CTLA-4 (Cytotoxic T-Lymphocyte Antigen 4)- მოლეკულა T- უჯრედზე, რომელიც თრგუნავს T-უჯრედის
დიფერენციაცია საწყის სტადიაში.
Ipilimumab- CTLA-4-ის საწინააღმდეგო მონოკლონალური ანტისხეული- 2011 წლიდან გამოიყენება
მელანომის სამკურნალოდ
3
4. PD-1 და PD-1L
PD-1(Programmed cell Death Protein 1)- ზრდასრულ T-უჯრედებზეა მოთავსებული და მისი გააქტიურება
იწვევს იმუნური პასუხის დათრგუნვას პერიფერულ სისხლში(მაგ. TNF-a ↓, IFN- γ ↓, IL-2 ↓). იგი
მიეკუთვნება B7/CD28 ოჯახს.
PD-1 არის მარკერი “დაღლილი” T- უჯრედის, რომელიც არაადექვატურად იქნა აქტივირებული ან CD4+ T-
helper-ის დახმარება დააკლდა.
5. PD-1L (PD-1 Ligand)- უკავშირდება PD-1-ს და მის გააქტიურებას იწვევს. განსხვავებით B7-ისგან იგი
მოთავსებულია იმუნურ და არაიმუნურ უჯრედებზე; განსაკუთრებით საყურადღებოა კიბოს უჯრედების
მიერ მისი ექპრესია და ამ მექანისმით იმუნური პასუხის შეფერხება. ამ მექანისმის აღმოჩენამ განაპირობა
ახალი კლინიკურ კვლევების შემუშავება.
Nivolumab და Pembrolizumab არის 2 წამალი დამტკიცებული FDA-ს მიერ, რომლებიც აბლოკირებენ PD-1-ს
და გამოიყენება მეტასტაზური მელანომის სამკურნალოდ.
Atezolizumab- დამტკიცებულია FDA-ს მიერ შარდის ბუშტის კიბოს სამკურნალოდ.
6. Regeneron Pharmaceutical-ის ახალი
საკვლევი მონოკლონალური ანტისხეული
Regeneron Pharmaceutical-მა შეუიმუშავა ახალი ანტისხეული, სახელად REGN2810, რომელიც
აბლოკირებს PD-1-ს და გამოიყენება მეტასტაზურ არაწვრილუჯრედოვან ფილტვის კიბოს
მკურნალობის სქემაში.
იგი სტრუქტურულად მიაგავს Pembrolizumab-ს და არის IgG4 სუბკლასის წარმომადგენელი.
აფინურობის შესამოწმებლად იგი შეადარეს Nivolumab და Pembrolizumab-ის მსგავს
ანტისხეულებს და აღმოაჩინეს, რომ მას შეუძლია ძლიერ დააბლოკიროს ადამიანის და მაიმუნის
PD-1.
9. მონოკლონური ანტისხეულის წარმოება
REGN2810-ის მისაღებად VelocImmune® თაგვეგბს იმუნიზაცია ჩაუტარეს PD-1-ზე, გენები
რომლებიც აკოდირებენ ანტისხეულის ჯაჭვებს შეიყვანეს CHO (Chinese Hamster Ovary)
უჯრედებში და ანტისხეულის სტაბილურად წარმოებადი უჯრედული ხაზი შექმნეს (Cell Line
1). შემდგომ განვითარებაში, ანტისხეულის სტაბილურად წარმოებადი მეორე უჯრედული ხაზი
შექმნნა (Cell Line 2), რომელიც მაღალი ტიტრის ანტისხეულს აკეთებდა.
ორივე უჯრედული ხაზი მოთავსებული იყო სპეციალურ ქიმიურ ხსნარში, სადაც ანტისხეულის
წარმოება იყო გაძლიერებული. შემდგომ, ანტისხეულს გამოვყოფთ ფილტრის საშულებით და
მის ფორმულირებას ვახდენთ საბოლოო პროდუქტის მისაღებად.