ტერმინების: მართლმსაჯულება, სასჯელი, განრიდება გაცნობა
არასრულწლოვანი და სრულწლოვანი მოქალაქეების მიმართ აღმკვეთი ღონისძიებების გატარებისას მსგავსება და განსხვავება
5. სასჯელის ყველაზე მსუბუქი საშუალებები
• არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის
კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ
საშუალებას ენიჭება.
მუხლი 8
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსი
6. სასჯელის ყველაზე მსუბუქი საშუალებები
• არასრულწლოვნის მიმართ, პირველ რიგში, განიხილება განრიდების ან
აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა და
ფასდება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასა და სასჯელის
გამოყენებაზე უკეთ უზრუნველყოფს თუ არა განრიდება ან ღონისძიება
არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის
თავიდან აცილებას.
• 3. ნებისმიერი ზომა, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ საქმის სასამართლოში
განხილვის ნაცვლად გამოიყენება, არასრულწლოვნის უფლებებისა და
სამართლებრივი გარანტიების დაცვას უნდა ემსახურებოდეს.
მუხლი 8
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსი
7. განრიდება – სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების
ფორმა, სისხლისსამართლებრივი დევნის
ალტერნატიული მექანიზმი, რომლის მიზანია
არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა
და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა,
ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
მუხლი 3
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსი
8. არასრულწლოვნის წინააღმდეგ ძალის,
სპეციალური საშუალებისა და
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება
• აკრძალულია ძალისა და სპეციალური საშუალების გამოყენება
არასრულწლოვნის დაკავებისას, სასამართლოში წარდგენისას, მის
მიმართ აღკვეთის ღონისძიების ან სასჯელის აღსრულებისას, გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც არასრულწლოვნის დასაკავებლად, მის მიერ
თვითდაზიანების ან/და სხვებისთვის ზიანის მიყენების თავიდან
ასაცილებლად ყველა სხვა საშუალება გამოყენებულია, მაგრამ
უშედეგოდ, და კანონით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზანი სხვა,
ნაკლები ზიანის გამომწვევი საშუალებით ვერ მიიღწევა.
მუხლი 34
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსი
9. როდის ხდება თავისუფლების აღკვეთა
არასრულწლოვანის მიმართ?
• 1. არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება
დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული
ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ
წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.
• 2. 14-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული
თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/3-ით მცირდება. ამასთანავე,
საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.
მუხლი 73
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსი
10. როდის ხდება თავისუფლების აღკვეთა
არასრულწლოვანის მიმართ?
3. 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის
დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/4-ით
მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა
აღემატებოდეს 12 წელს.
მუხლი 73
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსი
14. გამოყენებული ლიტერატურა:
• ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება სამოქალაქო განათლების
სწავლებისას . მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ცენტრის მასალები
• არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
https://matsne.gov.ge/document/view/2877281?publication=11
• საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
tp://www.geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/crime/seqtemb
eri/Report_seqtemberi%202018.pdf