შუშანიკი ლექსები
- 8. გახდა სძალი და ტარიგი,
ჩვენთვის მფარველი წმინდანი,
და ამიტომაც ჩვენ მუდამ
ვიყოთ მადლიერ მისდამი.
- 9. ვაფასოთ მისი ღვაწკი და
ვისწრაფოდ მუდამ მისდამი,
რათა ჩვენც გავხდეთ მუშაკნი
გვიანი ჟამის ღვთისანი.
ანა სხირტლაძე
- 11. ბოროტი იყო ვარსქენ პიტიახშ,
მან ხომ უარყო ქრისტე უფალი
მან აღიარა არარსებული
ჭეშმარიტებას უთხრა უარი.
- 12. მისი მეუღლე იყო შუშანიკ
ქალი, მორწმუნე, სულით ძლიერი
ის წინ აღუდგა, თავის მეუღლეს
რომლის განზრახვა იყო ცბიერი.
- 13. იყო ხორცის და სულის ჭიდილი
ვარსქენმა ქალზე ხელი აიღო
შუშანიკი კი არც კი შემკრთალა
ის ხომ მშიშარა სულაც არ იყო.
- 14. ძლიერ იტანჯა მან ექვსი წელი
იყო ტარიგი, წმინდანი ქალი,
სულით ძლიერი, შეუპოვარი
იყო ტარიგი და ქრისტეს სძალი.
- 15. ძალის სისუსტე სწორედ ის არის
რომ ძალის მეტი არაფერი სწამს,
ვარსქენის ძალა უსუსურის
ნამდვილ ცხოველს და ცოფიან მგელს გავს.
- 16. თრევით მიათრევს, ქალს სასახლიდან,
და მისი ხორცი ეკალზე რჩება
მან მოკლა ხორცი, სულს ვერა უყო,
სახელი მისი მარად დარჩება.
- 17. სწორედ ასეთ დროს, როცა ქართლს
უჭირს
ჩნდება მორწმუნე, დიადი ქალი.
მუდამ ვიხსენებთ, არ გვავიწყდება,
სამშობლოსადმი მოხდილი ვალი.
ლანა ბოჭორიშვილი
- 20. შუშანიკს
და იყო ვითა ყოველთა
ის ანგელოზი ცისანი,
ქრისტესაგანაც რჩეული
ქალი,ქალღმერთი,წმინდანი
- 24. • სამასსა არგანს გაუძლო,
• ერთხელ არ დაუკვნესია,
• მეუღლისაგან წამებულს
• წარბიც არ შეუდრეკია.
- 25. • იბრძოდა მხოლოდ სულისთვის,
• არ ადარდებდა მას ტანჯვა.
• რადგან იცოდა რომ ამით,
• აისრულებდა დიდ ნატვრას.
- 26. • მან ხორცი დათმო სულისთვის
• სიცოცხლე ღმერთს მიაბარა
• და სული სასუფეველში
• უფალსაც გადააბარა.
• მაკა მერმანიშვილი