2. მაჰათმა განდი დაიბადა გუჯარატის შტატის ქალაქ პორბანდარში 1869 წლის 2 ოქტომბერს. მისი მშობლები არ იყვნენ
ძალზედ განათლებულნი, მაგრამ გამოირჩეოდნენ უაღრესი სიპატიოსნით და რელიგიურობით. პატარაობისას, განდი
გამოირჩეოდა კეთილი ხასიათითა და გონებამახვილობით. ერთხელ როდესაც მაჰათმა პატარა იყო, მისმა უფროსმა ძმამ
ყური აუწია მას. მაჰათმამ დედას შესჩივლა. დედამ მიუგო – “მერე შენ რატომ არ მისცხე საპასუხოდ შენს ძმას?” პატარა
განდიმ უპასუხა – “დედი, რატომ მეუბნები, რომ ვინმეს უნდა ვცემო? ხელი რატომ უნდა შემოვკრა ჩემს ძმას?”დედა არ
მოელოდა პატარა ბიჭისგან ასეთ პასუხს და გაკვირვებული დარჩა. ცამეტი წლის ბიჭი დანიშნეს თავის მეზობელ გოგონაზე
კასტურბაიზე, რომელიც შემდგომში მისი უერთგულის თანამებრძოლი გახდა.
ინდოეთში, მან მიიღო დაწყებითი განათლება, რის შემდეგაც შევიდა კერძო კოლეჯში,ხოლო 1888 წელს მუმბაის (ბომბეი)
ნავსადგურიდან გაემგზავრა ინგლისში, უმაღლესი განათლების მისაღებად. იგი ირიცხება იურიდიული ფაკულტეტზე. ამ
პერიოდში, მისი მოღვაწეობა გამოირჩევა აქტიურობით. იგი თანამშრომლობდა ჟურნალ “ვეგეტარიანელთან”,(თვითონ
განდი ბავშვობიდან ვეგეტარიანელი იყო),ეცნობა ფილოსოფოსებს, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს.
ბავშვობა და განათლება
3. მაჰათმა “დიდი სული” ასე შეარქვა ინდოელმა ხალხმა თავის ეროვნულ- განმათავისუფლებელი ბრძოლის წინამძღოლსა და
სულიერ მოძღვარს მოჰანდას კარამჩანდ განდის.ის მუდამ შეუჩერებლივი ძიების პროცესში იყო, მიისწრაფოდა
სრულყოფისკენ, იგი ცხოვრობდა ასკეტურად და ღარიბი ხალხისადმი უსაძღვრო სიბრალული ამოძრავებდა. იგი გახლდათ
ჰინდუს რელიგიის მიმდევარი და წინააღმდეგი იყო თვით მწერის მოკვლისაც, რადგან ის ყოველ ცოცხალ არსებაში
ხედავდა სულს, მსგავსად ადამიანისა. მან დაარსა მოძრაობა “სატიაგრაჰა” /ჭეშმარიტების მიმდევარი/ რომლის ქმედებებიც
მიმართული იყო ბრიტანეთის კოლუნიალური იმპერიის წინააღმდეგ. მისი კრედო იყო არაძალმომრეობრივი სულიერი
სიმტკიცე და ეროვნული დაუმორჩილებლობა. იგი პიროვნებებში არ ეძებდა მტერს, არამედ უღრმავდებოდა საქმის არსს.
შეხედულებები
4. 1891 წელს იგი ბრუნდება ინდოეთში და ქალაქ რაჯკორში იწყებს ადვოკატად მუშაობას. ამ დროს, იგი შესანიშნავად
ფლობს ინგლისურ, გუჯარატულ , ჰინდის , სანკრისტს , სპარსულს და ფრანგულ ენებს.
1893 წელს მაჰათმა განდი მიემგზავრება სამხრეთა აფრიკაში, ქალაქ იოჰანესბურგში, სადაც იწყება მისი მოღვაწეობა
როგორც პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, მებრძოლი იქ მცხოვრები ინდოელთა უფლებების დასაცავად. 1896 წელს იგი
ისევ ბრუნდება ინდოეთში, სადაც აქვეყნებს შრომებს თანამემამულეების მძიმე ცხოვრების შესახებ აფრიკაში. მისი
მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა ბურების(ჰოლანდიური წარმოშობის სამხრეთ აფრიკელები) აჯანყების პერიოდში
ბრიტანელების წინააღმდეგ. განდი, გარკვეული მოსაზრებებით ემხრობოდა ბრიტანელებს . 1902 წელს, ნატალის რეგიონში
(სამხრეთ აფრიკა) გაიმართა ინდოელთა კონგრესი, რომელმაც სთხოვა განდის ჩასულიყო მათ ქვეყანაში და მხარი დაეჭირა
მათთვის .
ცხოვრების წლები
5. ცხოვრების წლები
იგი ისევ მიემგზავრება ქ.იოჰანესბურგში, სადაც ირჩევენ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის წევრად. ამ პერიოდში მისი
თაოსნობით დაარსდა ჟურნალი “ინდური აზრი”. 1906 წელს ნატალის რეგიონში იწყება ზულუსთა აჯანყება ადგილობრივი
მმართველობის წინააღმდეგ. სწორედ ამ დროს მიმართავს განდი პოლიტიკური ბრძოლის ახალ მეთოდს “სატიაგრაჰა”-ს
რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. იგი აქტიურად მოღვაწეობდა
საზოგადოებრივ საქმიანობაში. მისი ერთ-ერთი მეგობარი ყიდულობს მიწას,რომელსაც განდი არქმევს “ტოლსტოის ფერმას”
(ტოლსტოისადმი უაღრესი პატივისცემის გამო), სადაც მოწეული მისავალი მთლიანად ხმარდება უმწეო მოსახლეობას.
ასევე, ფერმის ტერიტორიაზე აშენებს სკოლას და სხვადასხვა საამქროებს. 1913 წელს ქალაქ ტრანსვაალში იგი
ხელმძღვანელობს ინდოელ მუშათა პოლიტიკურ აქციას, რისთვისაც მას აპატიმრებენ მაგრამ მალევე უშვებენ
თავისუფლებაზე. 1914 წელს მაჰათმა სამშობლოში ბრუნდება და აარსებს “სატიაგრაჰა აბრამს”, ორგანიზაციას სადაც იგი
აწევრიანებს ყველა კასტის წარმომადგენლებს, მათ შორის “ჰარიჯანებსაც”, (უმდაბლესი კასტა).
6. 1916 წელს, ბენარეთის ჰინდუთა უნივერსიტეტის დაარსების ცერემონიალზე, განდიმ წარმოთქვა პირველი
მწვავე, კრიტიკული სიტყვა ბრიტანული მმართველობის წინააღმდეგ. 1919 წელს იგი მოგზაურობს მთელს
ინდოეთში, სადაც პირისპირ წარსდგა ყველა პრობლემისა თუ გასაჭირის წინაშე.1920 წლიდან განდი სიცოცხლის ბოლომდე
ინდოეთის ერვნული კონგრესის ლიდერი ხდება. ამავე წელს ქვეყნდება მისი ნაშრომი “ახალგაზრდა ინდოეთი”, სადაც
მოუწოდებს ხალხს არ ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და აყალიბებს მშვიდობიანი ბრძოლის ხერხებს.
პირველი მწვავე სიტყვა
7. დიდი გამოღვიძება
1921 წელს იწყება დიდი გამოღვიძება ინდოელი ხალხის ეროვნული თვითგამორკვევისა, რასაც მმართველობისგან მოჰყვა
მკაცრი რეპრესიები. განდი, მოუწოდებდა ინდოელებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ ინგლისელების მიერ დაწესებულ ყველა
საზეიმო თარიღზე. ამავე წელს, იგი უერთდება ინდოეთის პოლიტიკურ მოძრაობას დევიზით “სვარაჯ” (ბრძოლა
თვითმმათველობის დამკვიდრებისთვის). მას ისევ აპატიმრებენ და სვავენ ციხეში. იგი ციხეშიც აგრძელებს მუშაობას. წერს
ნაშრომებს, ეუფლება მედიტაციას, სწავლობს ხელობას
(მას მიაჩნდა რომ, ადამიანმა თავი უნდა ირჩინოს მხოლოდ საკუთარი ფიზიკური შრომით). იგი გულისყურით ეკიდება
“ჰარიჯანების” (უმდაბლესი კასტა) სოციალურ პრობლემებს და ჰინდუიზმისა და მუსულმანური რელიგიის მიმდევრებს
შორის წარმოშობილ პრობლემებს. 1929 წელს იგი სრულიად ინდოეთის ეროვნული კონგრესის პრეზიდენტობის
კანდიდატად ასახელებს ჯავაჰარლალ ნერუს. ამავე წელს, ინდოეთის მმართველობამ გაზარდა ყადაღა მარილის
მოპოვებაზე, როდესაც იგი უმნიშვნელოვანეს პროდუქტს წარმოადგენდა ინდოელთათვის ტროპიკულ პირობებში. მაჰათმა
განდიმ გაილაშქრა ამ კანონის წინააღმდეგ და წამოიწყო მოძრაობა “სოლტ სატიაგრაჰა” ( დაუმორჩილებლობა მარილის
კანონს).
8. 1930 წლის 2 მარტს განდი ვრცელ მემორანდუმს უგზავნის ლორდ ირვინს, ინგლისის მეფისნაცვალს ინდოეთში, სადაც
ხაზგასმულია განდის სულისკვეთება და შეუპოვრობა. განდი აწყობს სამ კვირიანი საპროტესტო სვლას ინდოეთის
სხვადასხვა კეთხეებში, რითაც მიიპყრო მსოფლიო საზოგადოებისა და პრესის ყურადღება. რეპრესიები გაძლიერდა.
ეროვნული კონგრესი გამოაცხადეს არალეგალურად და ლიდერები დააპატიმრეს. დემონსტრანტებს სასტიკად
უსწორდებობნენ, მაგრამ ისინი მოძალადეებს წინააღმდეგობას არ უწევდნენ და მიწაზე წვებოდნენ. განდის დაპატიმრებამ
დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიო საზოგადოებაში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინტსონ ჩერჩილი მრავალ
წერილს იღებდა განდის მხარდასაჭერი შინაარსით, რამაც აუძულა მთავრობა დათმობაზე წასულიყო და ციხიდან გამოეშვა
დაპატიმრებული ლიდერები.
პირველი წარმატება
9. პატიმრობა და შიმშილობა
1931 წლის აგვისტოში, ლონდონში გაიმართა კონფერენცია, სადაც ინდოეთის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. ინდოეთიდან
მაჰათმა განდი გაემგზავრა მცირე დელეგაციით. განდი მიიღეს დიდი პატივით, თუმცა ჩერჩილმა უარი განაცხადა მასთან
შეხვედრაზე. განდი მიიწვიეს ინგლისის მეფე-დედოფლის ვახშამზე, სადაც განდის ემოსა ქვედეწელზე შემოხვეული
“დჰოტი” (ტრადიციული ინდური სამოსი). წვეულების დამთავრებისას ჟურნალისტმა ჰკითხა: --“თუ გიფიქრიათ
რომ, უფრო უკეთ გცმოდათ მეფის წვეულებაზე?“ რაზედაც განდიმ მიუგო: --“რა საჭირო იყო მე რომ მცმოდა, როდესაც
ორივეს სამყოფი თავად მეფე-დედოფალს ეცვა?!”. ინდოეთში ჩასვლიდან ცოტა ხანში იგი ისევ საპატიმროში აღმოჩნდა. მისი
საპატიმროში ყოფნის დროს, ბრიტანეთის მთავრობამ გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც “ჰარიჯანების” (დაბალი კასტა)
წარმომადგენლებს ცალკე უნდა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა, რაც აშკარად მათი მოქალაქეობრივი უფლებების
შელახვა იყო. ამიტომ, განდიმ 1932 წლის 20 მარტს სასიკვდილო შიმშილობა გამოაცხადა. ეს დღე განდის საპატივცემულოდ
გამოცხადდა როგორც “წმინდა მარხვის” დღედ მთელს ინდოეთში. მან თვეზე მეტი იშიმშილა, რითაც პანიკაში ჩააგდო
ინგლისის ადგილობრივი მმართველობა და შიშით შეპყრობილებმა რომ, განდი არ გარდაცვლილიყო
საპატიმროში, გააუქმეს აღნიშნული კანონი.
10. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა მხარდაჭერა აღუთქვა ინგლისის მთავრობას
გერმანიის წინააღმდეგ, ოღონდ სანაცვლოდ მოითხოვდნენ დამოუკიდებლობის სტატუსს. ამ წინადადებაზე ინგლისმა
უარი განაცხადა. 1942 წელს განდი ეროვნულ კონგრესში შევიდა წინადადებით, რათა შექმნათ ინდოეთის დროებითი
მთავრობა. ინგლისის მთავრობა ისევ აპატიმრებს განდის და სხვა ლიდერებს. მთელს ინდოეთში ვრცელდება მისი
ლოზუნგი: “სიკვდილი ან სიცოცხლე
კვლავ პატიმრობა
11. განხეთქილება
1943 წლის თებერვალში იგი კვლავ აცხადებს შიმშილობას რომელიც გასტანს რამოდენიმე კვირას და შესაძლებელი იყო იგი
ტრაგიკულად დამთავრებულიყო, რომ არა მისი ცოლი კასტურბაი, რომელიც მის გვერდით იყო ყოველთვის და
უმსუბუქებდა მას მძიმე ხვედრს. თუმცა, კასტურბაის დაეწყო გულის შეტევები და მიუხედავად განდის მცდელობისა
გადაერჩინა იგი სიკვდილისგან, ვერაფერს გახდა და დაიღუპა მისი ყველაზე ერთგული მეგობარი და ცხოვრების
თანამგზავრი, ხოლო განდი ხალხის დაჟინებული მოთხოვნით ისვე ციხის გარეთ აღმოჩნდა. 1945 წელს დამთავრდა მეორე
მსოფლიო ომი, გარდაიცვალა ჩერჩილი, მისი ადგილი დაიკავა ეტლიმ , მრავალი ქვეყანა მხარს უჭერდა ინდოეთის
დამოუკიდებლობას, მაგრამ ინდოეთის დროებით მთავრობაში განხეთქილება მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ჰინდუიზმისა და მუსულმანური რელიგიის მიმდევრები. ინდოეთი მოიცვა სისხლისმღვრელმა შეტაკებებმა.
სამწუხაროდ, განდი რომელიც მუდამ ქადაგებდა მშვიდობიან თანაარსებობას, უძლური აღმოჩნდა გაეჩერებინა
სისხლისღვრა.
12. შიმშილობის შეწყვეტა
1947 წლის 3 ივნისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ეტლიმ, დაამტკიცა ინდოეთის გაყოფის გეგმა ორ
სახელმწიფოდ: პაკისტანად-მუსულმანური ინდოელთათვის და ინდოეთად. ამავე წლის 15 აგვისტოს ინდოეთი
გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. კონფლიქტი უფრო გაღვივდა ძმებს შორის. მუსულმანი ინდოელები
დაიძრნენ ინდოეთიდან პაკისტანისკენ, ხოლო ჰინდიუს რელიგიის მიმდევრები პირიქით, პაკისტანიდან ინდოეთისაკენ.
მაჰათმა განდი აღქმული იქნა, როგორც მოღალატედ ჰინდუ-ექსტრემისტების თვალში. 1948 წლის 13 იანვარს განდიმ
გადაწყვიტა სასჯელი საკუთარ თავზე აეღო და ისევ გამოაცხადა შიმშილობა, იმ იმედით რომ ფანატიკოსი ინდოელები
მაინც მოეგებოდნენ გონს. ხალხი აღელდა და სევდამ მოიცვა რადგან, მოხუცი განდისთვის ეს შეიძლება საბედისწერო
ქმედება ყოფილიყო.18 იანვარს ინდოეთის მშვიდობის კომიტეტმა ხელი მოაწერა საგანგებო პაქტს, რომელიც
ითვალისწინებდა ინდოეთში დარჩენილი უმცირესობების, მათ შორის-მუსლიმანთა სიცოცხლის, სარწმუნოების და პირადა
ქონების დაცვის გარანტიებს. ამ ფაქტის შემდგომ, განდიმ შეწყვიტა შიმშილობა, მაგრამ მას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა.
13. მკვლელობა
30 იანვარს, როდესაც მაჰათმა განდი თავის ორ შვილიშვილთან ერთად ტაძრისკენ მიემართებოდა, მასთან ახალგაზრდა
ჰინდუ მიიჭრა. იგი ჩაიჩოქა განდის წინაშე, თითქოს კურთხევას სთხოვსო, მაგრამ მის ხელში იელვა რევოლვერმა და სამჯერ
დაახალა მოხუც განდის. იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
15. -ძალაუფლება ორნაირი არსებობს!-ერთი-სასჯელის შიშზე დამყარებული, მეორე კი – სიყვარულის ძალაზე
დაფუძნებული , რომელიც ათასჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე შიშზე დამყარებული ძალაუფლება.
-მე უზომოდ მიყვარს ჩემო თავისუფლება, ამიტომ ისეთს არაფერს მოვიმოქმედებ, რომ შევზღუდო სხვისი
თავისუფლება.
-პირადი ცხოვრების სიწმინდე აუცილებელი პირობაა, რათა სხვა აღზარდო და გაანათლო.
-ქალის ჭეშმარიტი სილამაზე, მისი შინაგანი ბუნებაა.
-აპატიო არ ნიშნავს რომ დაივიწყო.
-პიროვნების ღირსება მდგომარეობს სიყვარულის უნარში, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი მეგობარი ის ვინც
გიყვარს.
-უდიდესი ძლიერება – მტკიცე ნებისყოფაა და არა ფიზიკური ძლიერება.
-სიბრძნე გამოცდილებით მტკიცდება.
მაჰათმა განდის გამონათქვამები
16. -როცა ვინმე ცდება, ჩემს თავს ვეუბნები: -- შენ არ შემცდარხარ განა? ან თუ ვინმე ვნებასაა აყოლილი მაშინაც მოვაგონებ
ხოლმე ჩემს თავს – განა შენ არ აყოლიხარ ვნებებს? და ასე თანდათან ვრწმუნდები, რომ მეც ისეთი ვარ, როგორიც სხვები.
თუმცა იმასაც ვგრძნობ, რომ მე ვერ ვიქნები ბედნიერი, სანამ ყველანი არ ვიგრძნობთ, რომ ბედნიერნი ვართ.
-წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალისმიერი მეთოდების, რაგინდ კეთილშობილურ მიზნებს არ უნდა ემსახურებოდეს.
-არ მინდა განვჭვრიტო მომავალი, ჩემი ვალია აწმყოს გავუფრთხილდე, რადგან მომავალის ჭვრეტა ღვთის უფლებაა, მას
კი ერ ჩემთვის არ მოუნიჭებია.
-საკმარისი თავმდაბლობა გამაჩნია, რათა ვაღიარო საკუთარი შეცდომები და მუდამ გავაანალიზო ჩემს მიერ
გადადგმული ყოველი ნაბიჯი.
-ძალიან იოლია თქვა, არ მწამს ღმერთი, რამეთუ ღმერთი არ გსჯის ამისათვის და გაძლევს საშუალებას რაც -გინდა ის
თქვა მასზე. მაგრამ იგი ყოველ ჩვენს ქმედებას თვალს ადევნებს და მისი კანონის ყოველი დარღვევისთვის, შურისძიების
გარეშე, გვაიძულებს განვიწმინდოთ და მივიღოთ მისგან სასჯელი.
-მუდამ მაოცებენ ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ მათ პატივით მოეპყრონ, როდესაც თავად სხვებს ამცირებენ.
მაჰათმა განდის გამონათქვამები
17. მაჰათმა განდის გამონათქვამები
-ცოცხალი არსებათა შორის ადამიანი ერთადერთია , რომელმაც იცის, რომ იგი ღვთის შვილია. ამდენად, ადამიანი
მოვალეა მთელი სიცოცხლის მანძილზე იზრუნოს არა მხოლოდ საკუთარი მატერიალური კეთილდღეობის
გაუმჯობესებაზე, არამედ იმაზეც, რომ დღითიდღე მიუახლოვდეს თავის შემოქმედს, -ღმერთს.
-გძულდეს ცოდვა და არა ცოდვილი.
-მტკიცე დისციპლინა – ტანჯვით მიიღწევა.
-მე ვისურვებდი – სიცოცხლეში მოვსწრებოდი ინდოეთის თავისუფლებას, მაგრამ თუ ამას ღმერთი არ მაღირსებდა,
შევებრძოლებოდი არა ღმერთს, არამედ საკუთარ თავს.