2. პროექტის მიზანი
მოსწავლეები ახდენენ ინფორმაციის
კლასიფიკაციას, ანალიზსა და
სინთეზირებას პრობლემების
გადასაჭრელად .დასკვნების საფუძველზე
შეიმუშავებენ რეკომენდაციებს.
3. პროექტის შინაარსი
მოსწავლეები მოიპოვებენ სტატისტიკურ
ინფორმაციას 2000-2012 წლებში შობადობის
თაობაზე საქართველოში.
შექმნიან სლაიდშოუს, სადაც წარმოადგენენ
გრაფიკებს, ცხრილებს და გამოთქვავენ თავის
მოსაზრებებს და რეკომენდაციებს შედეგებზე
დაყრდნობით.
4. მიმართულების მიმცემი კითხვები
ზოგადი კითხვა : რა როლი უკავია შობადობას ერის
განვითარებაში?
თემატური კითხვა: არის თუ არა აქტუალური ეს
პრობლემა საქართველოში?
რომელ აქტივობას იცნობთ , რომელიც ხელს უწყობს
პრობლემის გადასაჭრელად?
შინაარსობლივი კითხვა: როგორ გამოვიყენოთ
ცხრილები, დიაგრამები და გრაფიკები პრობლემის
წარმოსაჩენად და დასკვნების გასაკეთებლად?
5. მოსწავლეთა საჭიროებების შესწავლა
კითხვარის საშუალებით დავადგენ რამდენად
კარგად მოსწავლეებმა იციან მონაცემების
დამუშავება, მათი გრაფიკული გამოსახვა და
სტატისტიკური მონაცემების რიცხვითი
მახასიათებლების გამოყენება დასკვნების
გასაკეთებლად.