3. ენციკლოპედიურ
ლექსიკონში
ვკითხულობთ: არაფორმალური
განათლება მთელი სიცოცხლის
განმავლობაში გრძელდება, რომლის
დროსაც პიროვნებას არსებული
რესურსებისა და ყოველდღიური
გამოცდილების შედეგად
(ოჯახი,შეხვედრები, მეზობლები, ბაზარი,
ბიბლიოთეკა, მასმედია, სამსახური,
თამაშები და ა.შ.) უყალიბდება
დამოკიდებულებები, ფასეულობები, უნარჩვევები და ცოდნა.
4. ამასთან
არაფორმალური განათლება
გულისხმობს ინდივიდუალური თუ
სოციალური განათლების ნებისმიერი სახის
დაგეგმილ პროგრამას, რომელიც არ არის
ოფიციალური სასწავლო პროგრამების
ნაწილი და მიზნად ისახავს კომპეტენციის,
ცოდნისა თუ უნარ-ჩვევების
გაუმჯობესებას.
არაფორმალური განათლება გულისხმობს:
ტრეინინგ-სემინარებს, ახალგაზრდული
გაცვლით პროგრამებს, მოხალისეობრივ
სამსახურს, ბანაკებს და გამოცდილების
მიღების სხვა შესაძლებლობებს.
8. სახელმწიფო
ენის ცოდნა გარანტიაა
სამოქალაქო ინტეგრაციისა, სწორედ ამიტომ
საჭიროა ხელი შეეწყოს არაფორმარული
განათლების დანერგვას კომპაქტურად
დასახლებულ რეგიონებში, სადაც
სწავლების ენა არ არის სახელმწიფო ენა და
სასკოლო სწავლება მშობლიურ ენაზე
ხორციელდება, ხოლო საკომუნიკაციო ენა
რუსულია.
9. როგორც
ყველასთვის ნათელია, ჩვენ
ვმუშაობთ კომპაქტურად დასახლებულ
რეგიონების სკოლებში,სადაც მოსახლეობის
უმრავლესობა ეთნიკურად არაქართველია.
არ არის უშუალო კავშირები ქართველ
მოსახლეობასთან, რაც პრობლემას
წარმოადგენს ქართულ-სომხურ (ქართულაზერბაიჯანულ) ურთიერთობების
გამყარებაში.
11.
არსებულ საჯარო
სკოლებში ქართული
ენის სწავლების
პროცესი ეტაპობრივად
და დაგეგმილად
მიმდინარეობს, თუმცა
არ ხდება საგნის იქით
არაფორმალური გზით
საურთიერთობო
შეხვედრების მოწყობა,
ქართულ-სომხური
ტრადიციებისა და
კულტურის
გაცნობა/სწავლება.
12.
ბავშვები სკოლაში
სწავლობენ
ქართულს, მაგრამ ეს
პროცესი არ არის
საკმარისი
სახელმწიფო ენის
სრულფასოვნად
შესწავლისათვის და
ინტერესიც
ნაკლებია, როდესაც
მხოლოდ სასკოლო
საგნებით ხდება
მოსწავლეებისათვის
ქართული ენის
სწავლება.
13. სწორედ
ამიტომ, დროულია ჯავახეთის
რეგიონში პროექტის: ,, ვასწავლოთ
ქართული,როგორც მეორე ენა“
განხორციელება. რომელიც ხელს უწყობს
როგორც გაკვეთილების თანამედროვე
მიდგომებით ჩატარებას, ასევე
არაფორმარული განათლების დანერგვას,
რაც გულისხმობს- იმ სკოლებში,სადაც
აღნიშნული პროგრამის მასწავლებელი
მუშაობს,ქართული ენის კლუბების
არსებობას.
14. ქართული
ენის კლუბების მიზანია
არაფორმალურ გარემოში სახელმწიფო ენის
შესწავლა,მოსწავლეების მონაწილეობით
სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და
კულტურული ღონისძიებების ჩატარება,
რათა მოხდეს სახელმწიფო ენის
პოპულარიზაცია და ხელი შეეწყოს
სამოქალაქო ინტეგრაციას ეთნიკურად
დასახლებულ რეგიონებში
27.
საზაფხულო ბანაკები
ცოდნის მიღების, ასევე
ცოდნის მაქსიმალურად
გამოვლენის საშუალებას
იძლევა.ბანაკებში
სომეხი,ქართველი და
აზერბაიჯანელი
მოსწავლეების
საურთიერთობო ენა
ქართულია.
29. ღონისძიებების
ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ქართული ენის კლუბების საქმიანობა
ცხადყოფს,რამდენად მნიშვნელოვანია
არაფორმალური განათლების დანერგვა
სასკოლო ცხოვრებაში.
ამის ხელშეწყობის უმთავრეს პირობად
მიმაჩნია კვალიფიციური მასწავლებლის
გაგზავნა ყველა არაქართულენოვან
სკოლაში.