მეთოდები და აქტივობებიმანანა ყოჩიაშვილიპრეზენტაცია - სასწავლო მეთოდები და აქტივობები
ჩამტარებელი: მანანა ყოჩიაშვილი - ქართულის მასწავლებელი
ჩატარების ადგილი: ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
ვადები: 12.04. 2014
მიზნები და ამოცანები: მასწავლებლებისთვის ახალი სასწავლო მეთოდებისა და აქტივობების გაცნობა. მათი დადებითი მხარეეების წარმოჩენა, როგორც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი საშუალებისა.
რეზიუმე: აუდიტორიას გავაცანი ახალი მეთოდები და აქტივობები, რომლებიც ,,შვიდკაცას“ ტრენინგებზე გაგვაცნეს. მასწავლებლებს დღემდე გვიჭირს ზუსტად გამიჯვნა, რომელია მეთოდი და რომელი აქტივობა, ხანდახან ისინი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მეთოდი მიზანის მისაღწევი გზაა, მას დაესმის კითხვა-როგორ ვაკეთებ? ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა თავიდანვე განსაზღვროს, შეესაბამება თუ არა მეთოდი მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და გამოცდილებას. შეესაბამება თუ არა სასწავლო აქტივობასა და კლასის ორგანიზების ფორმას; ტექნიკურად მისი განხორცილება შესაძლებელია თუ არა. ვესაუბრე მეთოდების კლასიფიკაციაზე. გარდა ამისა, დაწვრილებით გავაცანი ზოგიერთი მეთოდი, რომლებიც მე ძალიან მომწონს და ეფექტურად ვიყენებ. ესენია: ლექცია წინასწარ დაგეგმილი შეცდომებით, ლექც
გაკვეთილის დაგეგმვაNargiz Kiliptariპრეზენტაცია მომზადებულია სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით და წარდგენილია თბილისის N94 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო ტრენინგზე ავტორის მიერ.
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptxMarine Rekhviashviliსსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლა
საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
თ᳥მატური ბლოკი: საზოგადოება და ხელოვნება
თ᳥მა: რას გვიყვება ხელოვნება
მთავარი საკითხი:ამბის მოყოლა ფიროსმანის პერსონაჟებით“
პედაგოგი: მარინე რეხვიაშვილი.

1. ინტეგრირებული გაკვეთილის გ᳥გმა
ქართულ ლიტერატურასა და სამოქალაქო განათლებაში
1. ინტეგრირებული
საგნები და პედაგოგები
ქართული ლიტერატურა-მზია ეგიაშვილი,
სამოქალაქო განათლება- შორენა ხმალაძე
2. გაკვეთილის თ᳥მა ქართული ლიტერატურა- ჭაბუა ამირეჯიბის რომან ,,დათა
თუთაშხიას” პერსონაჟის არქიფო სეთურის გასამართლება
სამოქალაქო განათლება- სასამართლო პროცესი
3. სწავლების საფეხური და
კლასი
საბაზო
IX კლასი
4. მოსწავლეთა რაოდენობა 27
5. გაკვეთილის მიზნები და
განსავითარებელი
უნარები
ქართული ლიტ.: მოსწავლეები იმსჯელებენ და
აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისს
სადავო ან პრობლემურ საკითხზე. მსჯელობას განამტკიცებენ
არგუმენტებით; შექმნიან როლურ ტექსტს, შეამოწმებენ
რეგლამენტს;
შეძლებენ: დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების
გამოყენებას; ტექსტის გააზრება- გააანალიზებას, მათ
მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვასა და
ახსნას; სამეტყველო ქცევის შეცვლას სხვადასხვა განცდის
გამომხატველი ინტონაციით;
სამოქალაქო განათლება
მოსწავლეები გაეცნობიან მართლმსაჯულების სისტემას,
მისი მოქმედების წესს; გააანალიზებენ სამართებლივ
სახელმწიფოში დამოუკიდებელი სასამართლო
ხელისუფლების აუცილებლობას, კონსტიტუციურ
უფლებებსა და თავისუფლებებს, მოვალეობებსა და
პასუხისმგებლობას.
განსავითარებელი უნარები:
არგუმენტირებული მსჯელობა;
ანალიტიკური აზროვნება;
ადეკვატური ლექსიკის, მიმიკების, ჟესტიკულაციის,
ინტონაციის უნარების განვითარება;
პრობლემის გააზრება და სხვადასხვა საკითხებს
შორის კავშირების დადგენა;
შემოქმედებითი უნარი;
როლური თამაშის უნარების განვითარება;
ორატორობის უნარ-ჩვევები;
6. ე ს გ-ით მისაღწევი
შედეგები/ინდიკატორები
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის
წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან
პრობლემურ საკითხზე.
2. პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების
მომზადებისას ითვალისწინებს კონკრეტული
აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ ინტერესებს,
ცოდნას და ა.შ.;
იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-
შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე
დამყარებული არგუმენტები);
მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო
წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა
ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს;
ისმენს სხვების მოსაზრებებს მის მიერ დასმულ
პრობლემასთან დაკავშირებით და ეთანხმება/არ
ეთანხმება, ითვალისწინებს/არ ითვალისწინებს მათ
სათანადო არგუმენტაციითა და ეთიკის ნორმების
დაცვით.
ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის
სტრატეგიების გამოყენება.
წინასწარ ეცნობა აუდიტორიას (სოციალურ-კულტურულ
ფონს, ასაკს, ცოდნის დონეს, ინტერესებს და ა. შ.),
შეადგენს გამოსვლის გ᳥გმას, ქმნის როლურ ტექსტს,
გადის რეპეტიციებს, ამოწმებს რეგლამენტს და ა. შ.;
მიმართულება: კითხვა
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო
საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი
მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-
გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა.
კითხულობს სხვადასხვა სახის მხატვრულ და
არამხატვრულ ტექტებს, უკეთ გასააზრებლად
ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ზოგად
შინაარსზე, არამედ დეტალებსა და მნიშვნელოვან
ნიუანსებზეც;
აანალიზებს ტექსტში მოცემულ ფაქტობრივ და
კონცეპტუალურ ინფორმაციას და გამოაქვს შესაბამისი
დასკვნები;
სამოქალაქო განათლება
მოქ.IX 9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოს
მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და
თავისუფლებები, მოვალეობები და
პასუხისმგებლობები.
ადარებს ერთმანეთს საქართველოს მოქალაქის
კონსტიტუციურ უფლებებს და თავისუფლებებს
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის
დებულებებს;
3. მსჯელობს საქართველოში მოქალაქეთა
თანასწორუფლებიანობის გარანტიებზე.
მოქ.IX 10. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს
საქართველოს სახელმწიფო მმართველობის სისტემა
ახასისთებს საქართველოს სახელმწიფოს
მმართველობას, ადარებს სხვა დემოკრატიულ
სახელმწიფოს, ანალიზის საფუძველზე აკეთებს
დასკვნას, თუ რომელი სახელმწიფო უფრო
დემოკრატიულია.
7. წინასწარი ცოდნა ქართული ლიტერატურა -მოსწავლეები იცნობენ ნაწყვეტს
ჭაბუა ამირეჯიბის რომან ,,დათა თუთაშხიადან” -მოსე
ზამთარაძის ნაამბობს; უნახავთ ამ თ᳥მატიკაზე
გადაღებული ფილმი.
სამოქალაქო განათლება-სასამართლოს საქმიანობა;
სასამართლოს ხელისუფლება.
8. შ᳥ფას᳥ბა განმავითარებელი- მასწავლებლის დაკვირვება
მოსწავლეთა მუშაობის პროცესზე, ქცევაზე, აქტიურობაზე.
9. საგანმანათლებლო
რესურსები და
გამოყენებული
ლიტერატურა
ტექნიკა- ინსტრუმენტები: ციფრული ფოტოაპარატი,
ციფრული ვიდეოკამერა, DVD დისკი; ფორმატები; საწერი
მასალები; სასამართლოს ატრიბუტიკის შესაბამისი
თვალსაჩინო სქემა და პლაკატი.
ინფორმაციული წყაროები: მშობლიური ლიტერატურა IX
კლასის სახელმძღვანელო. ავტორ-შემადგენელნი: ვახტანგ
როდონაია (ჯგუფის ხელმძღვანელი), ნინო ნაკუდაშვილი,
ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი.
გამომცემლობა ,,სწავლანი” 2008წ.
სამოქალაქო განათლება IX კლასის სახელმძღვანელო.
ავტორ-შემადგენელნი: თამარ მეიფარიანი, ლელა
მიქიაშვილი, ირინე ჯალაღონია, მაია გონაშვილი.
დამხმარე სახელმძღვანელო: სამართებლივი კულტურა
(PH International) ავტორ-შემადგენელნი: ლიკა გიგაური,
მაკა ფერაძე, გიორგი გახელაძე. პროგრამის ხელმძღვანელი
თინათინ ებანოიძე.
10. გაკვეთილის
მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი და დრო
გაკვეთილის ხანგრძლივობა 90 წთ.
გაკვეთილი ტარდება ლიტერატურული სასამართლოს
ფორმატით ქალაქის სასამართლოს სხდომათა დარბაზში.
მოსწავლეებმა მოირგეს მოსამართლის, პროკურორის,
ადვოკატების, ნაფიცი მსაჯულების, ბრალდებულის,
დაზარალებულის, მოწმეების როლები.
A ფაზა (გამოწვევა)
(მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება)
მოსწავლე-მოსამართლე ხსნის სხდომას, ყველას ამცნობს,
4. რომ ასამართლებენ ჭაბუა ამირეჯიბის რომან ,,დათა
თუთაშხიას” ერთ-ერთ პერსონაჟს- არქიფო სეთურს.
გამოთქვამს მოსაზრებას, რომ გამოიტანენ სამართლიან
ვერდიქტს.
B ფაზა (შინაარსის რეალიზება)
შესავალი სიტყვით გამოდიან პროკურორი და დაცვის
ადვოკატი; იკითხებიან დაზარალებული, ბრალდებული,
მოწმეები; საბოლოო სიტყვით გამოდიან დაცვის
ადვოკატი, პროკურორი და ბრალდებული.
C ფაზა (გამთლიანება)
ნაფიცი მსაჯულები მსჯელობენ, მართავენ დისკუსიას,
გამოაქვთ ვერდიქტი და აძლევენ მოსამართლეს.
ვერდიქტზე დაყრდნობით მოსამართლე კითხულობს
განაჩენს.
11. გაკვ. ჩატარების თარიღი: 26 აპრილი, 2014 წელი.