ზესტაფონის სკოლა " ანაბასისის" ბიოლოგიის პედაგოგი თამუნა ბაქრაძე – პრეზენტაცია შიდსი.
1 of 19
Downloaded 30 times
More Related Content
პრეზენტაცია – შიდსი
3. მეცნიერების მტკიცებით ვირუსი შიმპანზედან ადამიანებში
გავრცელდა XIX საუკუნის ბოლოს ან XX საუკუნის დასაწყისში
კამერუნის ტყეებში, მდინარე სანაგასთან ახლოს ან კონგოს
დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასას მიმდებარე
ტერიტორიებში. ერთ ერთი ვერსიის მიხედვით, აივ –ი
გავრცელდა მონადირისგან, რომელსაც ნადირობისას უკბინა
შიმპანზემ.
ვირუსის დიდ არიალზე გავრცელებას ხელი შეუწყო აფრიკის
კოლონიზაციამ და აქედან იაფასიანი სისხლის ექსპორტმა
ამერიკისა და ევროპის სისხლის ბანკებში.
10. როგორ ავიცილოთ თავიდან აივ ინფექცია?
სქესობრივი გზით ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკა.
თავი შეიკავეთ ქორწინებამდე სქესობრივი კავშირებისაგან;
იყავით ერთგული თქვენი სქესობრივი პარტნიორის;
მოერიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს.
ინექციური გზით ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკა.
ისარგებლეთ მხოლოდ ერთჯერადი ან სათანადოდ გასტერილებული
შპრიცებით, ნემსით;
უარი ვთქვათ ნარკოტიკების მოხმარებაზე. ნარკოტიკის ინექციური
გზით მოხმარების შემთხვევაში არ ისარგებლოთ საერთო შპრიცით.
დედიდან შვილზე ინფექციის გადაცემის პრევენცია.
საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ყველა ორსული
უზრუნველყოფილია აივ/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირებითა და
ტესტირებით, აივ მკურნალობითა და მოვლით;
აივ ინფიცირებული დედიდან ბავშვზე შიდსის ვირუსის გადაცემის რისკი 2%
- მდე მცირდება, თუ ორსულს ჩაუტარდება;
ანტირეტროვირუსული თერაპია, საკეისრო კვეთა, სათანადო კონსულტაცია
ბავშვის ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით