2. მეტნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი
პოეტები ვარსკვლავებს უმღერიან
ხეებიც ზეცას შეჰღაღადებენ.
ყველას,ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი,
მათ შორის პატარა ცისფერთვალა ჩიტსაც
,რომელსაც ცასწავლას ეძახიან.
3. ცასწავლა ერთი აყვავებული მთის ფერდობზე
ცხოვრობდა და ცაში მაღლა აფრენის სურვილი არ
ასვენებდა. ამიტომაც ერქვა ეს სახელი.
5. ამ დროს ყველა მას
შესცქეროდა:გუთნის
ჩიტები,ჩხიკვები,
ორბები.ყვავილებიც კი
იშმუშნებოდნენ.ასე ერთხანს
,რაგაც ზღვარს მიაღწევდა,ღონე
გამოეცლებოდა,ისევ დაბლა
დაეშვებოდა და ბალახებში
გაუჩინარდებოდა.
6. ბალახებში ჩავარდნილი ახლა
ამას იძახდა:
,,ვტყუი,ვტყუი!”
ამით თავის უღონობას
მალავდა,რათა სხვებს არ
გაეგოთ,რომ ცაში წასვლა არ
შეეძლო.
ფრთოსნებმა
ითმინეს,ითმინეს და
ბოლოს საწყენად მიიღეს
ეს ამბავი.გადაწყვიტეს,
სასამართლო მოეწყოთ ამ
თავხედი ჩიტისთვის.
7. მიმინოებმა ცასწავლა გაკოჭეს და გორაზე
შეკრებილ ფრთოსნებს
მიჰგვარეს.მოსამართლე ყვავმა კითხვები
მიაყარა:
ვინ გყავს ცაში?
იქ ვინ გეპატიჟებოდა?
ურცხვად რატომ გვატყუებ მთელი
დღე?
ცასწავლა მორჩილად ისმენდა ბრალდებას და
უარყოფის ნიშნად მხოლოდ თავს აქნევდა.
8. ბოლოს ფრთოსნებმა ცასწავლას ერთი დღით
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს,ბაბუაწვერაზე
თოკით მიაბეს და დაიშალნენ.
მხოლოდ მოლაღური შემორჩა იმ
ადგილს,კარგა ხანს იდგა
დაფიქრებული,მერე ცასწავლას
ფოთლები დააფარა,რომ არ
გაყინულიყო და მელას არ
შეეჭამა.შემდეგ თვითონაც გაფრინდა.
9. მეორე დღეს ისევ შეიკრიბნენ ფრთოსნები და ცასწავლა
გაათავისუფლეს.იგი ჯერ უგონოდ დაეცა ,ეტყობოდა
,ფრთები ეტკინა.მოლაღურმა ნისკარტით წყაროს წყალი
მიუტანა.ცასწავლას პირობა ჩამოართვეს, რომ
აღარასოდეს აფრინდებოდა მაღლა ცაში და არ
მოიტყუებდა და იქაურობას გაეცალნენ.
10. ცას წავალ!
ცას წავალ!
წამოვიდნენ თუ არა ფრთოსნები,ცასწავლამ ცოტა
დაისვენა,შემდეგ ფრთები გაშალა და ცაში აიჭრა და თან
იძახდა
მაღლა და მაღლა მიიწევდა.გასცდა იმ საზღვარს,
სადამდისაც ადრე მიდიოდა ხოლმე .ამ ამბის შემდეგ
ტყეში ცასწავლა აღარავის უნახავს
დასასრული
13. ტექსტში ვკითხულობთ: ,,გადაწყვიტეს ,სასამართლო
მოეწყოთ ამ თავხედი ჩიტისთვის.”ვისი
დამოკიდებულებაა აქ გამოხატული ჩიტისადმი,ანუ
ვინ ფიქრობს,რომ ცასწავლა თავხედია ?
ა. მოთხრობის ავტორი;
ბ. მოლაღური;
გ. ის ფრთოსნები,რომლებმაც განიზრახეს
ცასწავლას გასამართლება.
14. რატომ იძახდა ცასწავლა ძირს დაშვებისას:
,,ვტყუი,ვტყუი!” ?
ა .ამ შეძახილით მალავდა თავის
უღონობას;
ბ. მართლა ტყუოდა და ამ შეძახილით
თავის ტყუილს აღიარებდა.
გ. ამ შეძახილით სხვა ფრინველებს
აქეზებდა.
19. რა მიგვანიშნებს, რომ ცასწავლას თავგადასავალი
გამოგონილი ამბავია?
ა. ჩიტს ცასწავლა ჰქვია;
ბ. ჩიტი მთის ფერდობზე ცხოვრობს;
გ. ფრინველები სასამართლოს მართავენ.
20. ამ მოთხრობის მიხედვით ,რა არის
მთავარი იმისათვის, რომ დასახულ
მიზანს მიაღწიო?
ა. გქონდეს ძალიან დიდი სურვილი;
ბ. იყო ფიზიკურად ძალიან ძლიერი;
გ. მოპოვებული გქონდეს შენს გარშემო
მყოფთა მხარდაჭერა.
21. როგორ ფიქრობთ, საერთოდ რა
არის მთავარი დასახული მიზნის
მისაღწევად? მოიფიქრე ,ჩაწერე
რვეულში და მომდევნო
გაკვეთილზე გაგვიაზიარე.