ݺߣ

ݺߣShare a Scribd company logo
- ყურადღებით მოისმინეთ
კითხვა და უპასუხეთ!
ჭორი
ჭორიკანა კაჭკაჭი. ავტორი ქეთევან გერგაული
ჭორი
სხვისთვის
ტყუილის
დაბრალება
ჭორი
სხვისთვის
ტყუილის
დაბრალება
იმის თქმა, რაც
ნამდვილად არ
იცი
ჭორი
სავისთვის
ტყუილის
დაბრალება
იმის თქმა, რაც
ნამდვილად არ
იცი
სხვისი
ტყუილის
გამეორება
ჭორი
სხვისთვის
ტყუილის
დაბრალება
იმის თქმა, რაც
ნამდვილად არ
იცი
სხვისი
ტყუილის
გამეორება
გაგონილის
გაზვიადება და
დამახინჯება
- როგორ ადამიანს
უწოდებენ ჭორიკანას?
ჭორიკანა კაჭკაჭი. ავტორი ქეთევან გერგაული
ჭორკინას უწოდებენ
ადამიანს, რომელსაც
ჭორის თქმა სჩვევია.
- ახლა მოისმინეთ, თუ
როგორ დაისაჯა ჭორიკანა
კაჭკაჭი ტყუილისთვის.
ტექსტში ახალი სიტყვები
აღნიშნულია წითელი ფერით,
დააკვირდი და მნიშვნელობა
მონახეთ წიგნში.
ჭორიკანა კაჭკაჭი
ჭაბუა ამირეჯიბი
მელამ, ვირმა და გუგულმა დატყვევებული კაჭკაჭი
ლომთან მიიყვანეს.
- მეფევ ბატონო, დიდი ბოროტება აქვს ჩადენილიო! -
აცნობეს მოსულებმა.
ლომი კუნძზე აბრძანდა, დაამთქნარა, სათვალე მოიხსნა და ბრძანა:
ლომი კუნძზე აბრძანდა, დაამთქნარა, სათვალე მოიხსნა და ბრძანა:
მომახსენეთ, მაგ
თავქარიან
დედაკაცს ბრალი
რაში ედებაო.
მელამ საფანტით დაცხრილულ - გატრუსული
კუდი მაგიდაზე დადო, ლომმა კუდი გულდასმით
დაათვალიერა და კაჭკაჭს უთხრა:
-მელასთანა კარგი
კუდი სხვას ვისა აქვს,
ასე უკუდო ტყუილი
რამ გათქმევინა?
- აბა, რა
ვიცოდი, რომ
ჰქონდა? შევცდი
და მაპატიეთო.
მელამ თქვა:
მელამ თქვა:
- კაჭკაჭმა ხმა დამიყარა: მელა
უკუდოდ არისო. ვიფიქრე კუდს
მაღლა ავბზეკ, ყველა დამინახავს,
რომ კუდი მაქვს და მასხრად აღარ
ამიგდებენ-მეთქი. ასე სიარულს
დავეჩვიე. ახლა, სადაც არ უნდა
წავიდე, კუდი აბზეკილი მრჩება,
მონადირეები ადვილად მამჩნევენ
და ნახეთ, რა დღეც დამადგაო.
- რაც
ნამდვილად არ
იცი, იმის თქმა
ჭორი არისო, - მოუჭრა ლომმა.
ვირმა თქვა: - ამ საზიზღარმა ფრინველმა
ცილი დამწამა: ვირს ხმა არ აქვსო,
ვიფიქრე, ბევრს ვიყროყინებ, ყველა
დარწმუნდება, რომ ხმა მაქვს და
მასხრად აღარ ამიგდებენ - მეთქი.
ზომაზე მეტ ყროყინს დავეჩვიე,
ამის გამო პატრონი მიჯავრდება და
რა დღეც მადგას, თავად ნახეთო.
ლომმა ვირს ცემით დამსკდარ-დაბეგვილი გვერდები დაუთვალიერა და
კაჭკაჭს უთხრა:
ვირი რომ სოფელში
ყროყინებს, მე ტყეში
მესმის და ასეთი მტკნარი
ტყუილი რამ გათქმევინაო.
- ასე მითხრეს და მეც
დავიჯერე. შევცდი
და მაპატიეთო.
- გაგონილის
გაზვიადება ან
დამახინჯება ჭორის
თქმა არისო.
გუგულმა თქვა:
კაჭკაჭმა მომიგონა: გუგული შავ კვერცხებს
დებსო. ვიფიქრე, ყველა ფრინველის ბუდეში
თითო კვერცხს ჩავაგორებ, დარწმუნდებიან,
რომ შავ კვერცხებს არ ვდებ და მასხრად აღარ
ამიგდებენ-მეთქი. ჩვეულებად მექცა,
კვერცხებს ახლაც სხვის ბუდესი ვდებ, ჩემი
შვილები სხვის კარზე იზრდებიან და მე
უბედურს, რაც დღეს მადგას, თავად
განსაჯეთო.
ლომი დაფიქრდა და თქვა:
- შავი კვერცხები
ვის გაუგონია, ასეთი
ფეხმოკლე ტყუილი
რამ გათქმევინაო.
- როგორც თქვეს, ისე
გავიმეორე, შევცდი
და მაპატიეთო.
-სხვისი ტყუილის
გამეორებაც ჭორის
თქმა არისო.
ბრძანა ლომმა და კანონების დიდი წიგნი გადაშალა. კანონები
გულდასმით წაიკითხა და გამოაცხადა:
- ჭორზე დიდი ბოროტება
ქვეყანაზე არა არის და
კაჭკაჭისთვის საყოველთაო
სიძულვილი მიმისჯიაო!
ამის შემდეგ ნადირები, ფრინველები და მწერები კაჭკაჭთან
აღარ მეგობრობენ და საქვეყნოდ ჭორიკანა დედაკაცს ეძახიან.
დავალება: სახელმძღვანელოში - “ჭორიკანა კაჭკაჭი” - კითხვით.
აქტივობის რვეული, გვერდი 38, დავალება 1. კითხვებზე პასუხი.
გაიხსენეთ, ანდაზები ტყუილის შესახებ და ჩაწერეთ “სიტყვის
სკივრში”.

More Related Content

ჭორიკანა კაჭკაჭი. ავტორი ქეთევან გერგაული