2. ძველ აღმოსავლეთში შეიქმნა კაცობრიობის ისტორიაში
პირველი მილიტარისტული სახელმწიფო ასურეთის იმპერიის
სახით.
ასურეთის სამეფო ჩრდილო მესოპოტამიაში მდ.ტიგროსის
შუა წელზე , ძვ.წ II ათასწლეულიდან არსებობდა ,
ასურლების სემიტურმა ტომმა აქ ქალაქ-სახელმწიფო დაარსა
და მას თავიანთი ღმერთის აშურის სახელი უწოდა.
მაგრამ წინა აზიის ნამდვილ ჰეგემონად ასურეთის სამეფო ე.წ
ახალასურული სამეფოს ხანაში იყო (ძვ.წ 883-614/12 ).
მათ უამრავი ქალაქი თუ სახელმწიფო დაიპყრეს (იხ.რუკა) .
ასურელებმა მოახერხეს ბაბილონის დანგრევა ( ძვ.წ 689 )
თავი მოხარკედ აქციეს კვიპროსი (ძვ.წ 709 ) .
4. ასურეთი საბოლოოდ გაანადგურეს :
ახალბაბილონურმა სამეფომ და მიდიამ , სკვითების
დახმარებით . ჯერ აშურის (ძვ.წ 614 ) შემდეგ კი
ნინევიის (ძვ.წ 612 ) განადგურებით !
სწორედ ასურეთის იმპერიას ეკუთვნის „გამომგონებლის“
ტიტული ისეთ სფეროებში , როგორებიცაა : სამხედრო
ხელოვნება და იმპერიის მართვა .
მათ სახელს უკავშირდება : საალყო მანქანები, სამხედრო
გზები და ხიდები , მათ შეითვისეს ხეთებისგან რკინის
იარაღი , კავალერიის მსუბუქი ორთვალა ეტლი .
ასურელების განსაკუთრებული „გამოგონებაა“ ხალხის
მასობრივი დეპორტაცია ( გადასახლება ) იმპერიის
ფარგლებში მათი იძულებითი ასიმილაციის მიზნით .
მოგვიანებით (ძვ.წ 586 ) ასურელების მიერ გამოგონებული
ეს ხერხი ახალბაბილონური სამეფოს მეფე ნაბუქოდონოსორმა
გამოიყენა იუდას სამეფოს მიმართ , შემდეგ ებრაელები
„ბაბილონური ტყვეობიდან“ სპარსეთის მეფე კიროსმა იხსნა
და იერუსალიმში დააბრუნა .
5. იმპერიის მოწყობის ასურული წესი მემკვიდრეობით
გადაეცემოდა სხვადასხვა იმპერიებს ისტორიის სხვადასხვა
ეპოქაში . იმპერიის ორ დედაქალაქში აშურსა და ნინევიაში
ვრცელდებოდა ცენტრალური მმართველობა . ხოლო
ვასალურ ქვეყნებს შიდა ავტონომია უნარჩუნდებოდათ ,
ეკისრებოდათ ხარკი და სამხედრო ვალდებულება .
ასურეთის იმპერია საზრდოობდა სამხედრო ნადავლით და
დაპყრობილ თუ დეპორტირებულ ხალხზე დაკისრებული
გადასახადებით. ასეთი პარაზიტული ეკონომიკა ასურეთის
იმპერიის დასუსტების და დაცემის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
მცირე აზია დღევანდელი თურქეთი ტერიტორია იყო ის
ადგილი სადაც წარმოიშვა ხეთების სამეფო .
ხეთებმა ქ.ქანესის მეფე ანითას მეთაურობით მოახერხეს მცირე
აზიის დიდი ნაწილი ერთ სამეფოში მოქცევა . ანითამ
დაიპყრო ხათების ქვეყანა და გაანადგურა მათი სატახტო
ქალაქი ხათუსა. მოგვიანებით ხეთებმა ეს ქალაქი აღადგინეს
და თავიანთ დედაქალაქად აქციეს.
ერთ-ერთი მარბიელი ლაშქრობის დროს ხეთებმა მეფე
მურსილის მეთაურობით ძვ.წ1531 წ. ბაბილონსაც კი მიაღწიეს
და ხამურაბის დინატიას მოუღეს ბოლო. თავის მხრივ
ხეთებს აწუხებდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ქასქების
მომთაბარე ტომრები
6. ხეთებიცა და ქასქებიც დაუდგენელი წარმოშობის ხალხებია,
მეცნიერები მათ კავკასიურ ტომებთან აკავშირებდნენ .
ხეთებს მჭიდრო კავშირი ქონდათ აცი - ხაიასთან, რომელსაც
ზოგი სომხებს უკავშირებს, ზოგიც დაიანე/დიაოხს,
ასურული და ურარტული წყაროების ტაოს.
ძვ.წ XIV-XIII ხეთების სამეფო ძლიერების მწვერვალს აღწევს.
მეფე სუფილულიუმა I წარმატებას აღწევს მითანის
სამეფოსთან ბრძოლაში და იქ სასურველ კანდიდატს სვამს
ტახტზე. სუფილულიუმავე ამტკიცებს ხაიასას ტახტზე
სასურველ პრეტენდეტს და მას საკუთარ დას აძლევს ცოლად.
შემდეგ იწყება ომი ეგვიპტესთან სირიაზე ბატონობისათვის,
რომელიც ძვ.წ 1274 წელს ქადეშის ბრძოლითა და საზავო
ხელშეკრულებით დასრულდა . ( ის გაეროს შტაბ-ბინაში
ინახება )
8. მეფე მუვათალი ქადეში ბრძოლაში დაიჭრა და მალე
გარდაიცვალა. მის ვაჟსა და ხათუსილ III-ს შორის ქიშპობა ამ
უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. ხათუსილმა
ეგვიპტის ფარაონს თავის ქალიშვილი მიათხოვა ცოლად. ამის
შემდეგ ხეთების სამეფო ნელ -ნელა კნინდებოდა , მას
არსებობაში ხელს უშლიდა გაძლიერებული ასურეთი ამას
დაემატა , შინა აშლილობა , „ზღვის ხალხებისა“ და ქასქების
შემოსევები რის შემდეგაც XIII საუკუნის მიწურულს
ხეთებიხ იმპერიამ არსებობა შეწყვიტა .