2. დაიაენი/დიაოხი
ქართველი ტომები წინა აზიის ასპარეზზე აქტიურად
გამოჩნდნენ ძვ.წ XII საუკუნიდან , როდესაც მათგან
სამხრეთით განადგურდა ორი უძლიერესი
სახელმწიფო : _ ხეთების იმპერია და მითანას სამეფო .
ხეთების აღმოსალეთით დამკვიდრნენ მუშქები -
მესხების ქართველური ტომების წინაპრები, მითანის
სამეფო ასურეთმა გაანადგურა .
3. ასურეთის მეფემ ტიგლათფალასარ I -მა ძვ.წ 1112 წელს
დაიწყო შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებით , ქართველ
ტომთა გაერთიანების - დაიაენის ანუ დიაოხის წინააღმდეგ .
( ბერძნები აქაურებს ტაოხებს უწოდებდნენ , ურარტულ
წყაროებში კი დიაოხს )
ტიგლათფალასარ I-ს ჩრდილოეთით ლაშქრობისას
დაუპირისპირდა დაიაენის მეფე სიენი , რომელსაც მეზობელი
ქვეყნების 60 „მეფის“ ლაშქარი ეხმარებოდა ,
ტიგლათფალასარმა გაიმარჯვა დაატყვევა მეფე სიენი ,
რომელიც შემდეგ წაიყვანა თავის ქალაქ აშურში , სადაც
მორჩილების ფიცი დაადებინა და შემდეგ გაანთავისუფლა .
ტიგლათფალასარის მეფობის შემდეგ ასურეთის
სახელმწიფოს ძლიერება თანდათან ეცემა . ამით
სარგებლობს და თანდათან ძალებს იკრებს დიაოხი .
ასურეთის სამეფო განსაკუთრებით შეავიწროვა ურარტუს
ახლადწარმოქმნილმა სამეფომ .
ურარტუს მეფე მენუა კლდეზე ამოკვეთილ ერთ-ერთ
თავის წარწერაში მოგვითხრობს დიაოხის წინააღმდეგ
ბრძოლაზე , მას მეფე უტუფრუსი დაუმორჩილებია .
ურარტუს შემოსევებმა დაასუსტა დიაოხი . დიაოხის
საბოლოო განადგურებაში მონაწილეობა მიიღო მისმა
მეზობელმა - კოლხამ . ძვ.წ VIII საუკუნეში დიაოხმა
არსებობა შეწყვიტა , მისი ტერიტორია ურარტუმ და კოლხამ
გაიყეს.
4. კოლხეთის სამეფო
კოლხეთი და კოლხელები შესაძლოა , უკვე XIV საუკუნეების
მიკენურ და XII საუკუნეების ასურულ ტექსტებში
მოიხსენებიან .
კოლხეთში ვითარდება მესაქონლეობა და მეტალურგია ,
განსაკუთრებით - რკინის წარმოება . ქართველი ტომი :
ხალიბები იყვნენ მეტალურგები.
ძვ.წ XI - IX სს-ის მანძილზე ყალიბდება კოლხეთის სამეფო.
კოლხეთის სამეფოს სიძლიერე და სიმდიდრე აისახა ძველ
ბერძნულ მითში არგონავტების შესახებ .
ურარტუს მეფე მენუამ ძვ.წ IX-ს ილაშქრა დიაოხში , მისი
სამეფო ქალაქი შაშილუ აიღო , ამ დროს დიაოხის მეფე
უტუფრუსი იყო .
ურარტუს მეფე არგიშთ I - მა ქრ.შ-მდე VIII ს. I ნახ.-ში
ილაშქრა დიაოხში , ქალაქ ზუას იყო სამეფო ქალაქი ( იხ.
წყარო )
5. ძვ.წ VIII ს-დან კოლხას წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს
ურარტუ , რომლის მეფე სარდურ II -მ ორჯერ
დალაშქრა კოლხეთის ტერიტორია და დაიპყრო
„სამეფო ქალაქი“ ილდამუში . ამას დაერთო
კიმერიელების და სკვითების შემოსევები .
ძვ.წ 590 წელს ურარტუს სამეფო გაანადგურეს
მიდიელებმა . ბევრი ურარტუელი ჩრდილოეთით
გადადის საცხოვრებლად და ერევა ქართველურ ტომებს
.