საზღვაო–საქალაქო ცივილიზაციები.
ბერძნული პოლისები, სახელმწიფოს მმართველობის ფორმები
ძვ.წ I ათასწლეულში საბერძნეთში მრავალი ქალაქ–სახელმწიფო, პოლისი იყო , მათ შორის განსაკუთრებული ადგილი სპარტასა და ათენს ეკავათ . მათ წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიო ისტორიაზე .
1 of 5
Download to read offline
More Related Content
საზღვაო–საქალაქო ცივილიზაციები. ბერძნული პოლისები, სახელმწიფოს მმართველობის ფორმები
2. პოლიტიკურ ცხოვრებაში პოლისი, თავისუფალ ადამიანთა
გაერთიანება იყო .
სპარტა – სამხედრო ოლიგარქიული მმართველობა .
ძვ.წ I ათასწლეულში საბერძნეთში მრავალი ქალაქ–
სახელმწიფო, პოლისი იყო , მათ შორის განსაკუთრებული
ადგილი სპარტასა და ათენს ეკავათ . მათ წარუშლელი
კვალი დატოვეს მსოფლიო ისტორიაზე .
სპარტა შეიქმნა მომხდური დორიელების მიერ
პელოპონესის ( სამხრეთ საბერძნეთის ) დიდი ნაწილის
დაპყრობის შედეგად. დორიელები სამხედრო ელიტად იქცნენ
და დაპყრობილი ხალხის– ჰელოტების შრომის ხარჯზე
ცხოვრობდნენ. ორი სისხლისმღვრელი ომის შემდეგ ( ძვ.წ
VIII - VII სს.) სპარტამ დაიმორჩილა მესენია და
საბერძნეთის ყველაზე დიდი პოლისი გახდა. ხსენებული
ომების დროს საბოლოოდ ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი
წყობა, რომელსაც ტრადიცია ლეგენდარული კანონმდებლის ,
ლიკურგოსის სახელს უკავშირებდა და , რომელმაც
სერიოზული ცვლილებების გარეშე რამდენიმე საუკუნე
იარსება.
ყოველ სპარტელი თანასწორი იყო : მიწის ნაწილები
თანაბრად ჰქონდათ დანაწილებული, იდეალური მებრძოლის
აღსაზრდელად მიმართული წვრთნა, ცხოვრების ყველა
სფეროს უმკაცრესი რეგლამენტაცია, ფულის , სამეურნეო
საქმიანობის და საგარეო კონტაქტების შეზღუდვა.
3. საგანგებო აღნიშვნის ღირსია სპარტელთა ლაპარაკის
ხელოვნება. მათი მოკლე და საქმიანი ფრაზები იმდენად
შთამბეჭდავი იყო, რომ აზრის გამოთქმის ეს სტილი დღესაც
სპარტელთა მშობლიური მხარის სახელწოდების მიხედვით
ლაკონიურად იწოდება.
სპარტას სათავეში ორი მეფე ედგა, რომლებიც სარდლის,
მოსამართლისა და ქურუმის ფუნქციას ასრულებდნენ.
უმნიშვნელოვანეს საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობდა
უხუცესთა საბჭო – გერუსია და სახალხო კრება.
რეალურად ხელისუფლება ხუთი არჩევითი ეფორისაგან
შემდგარ კოლეგიას ჰქონდა . სრულიად უუფლებონი –
ჰელოტები . პიროვნულად თავისუფალი, მაგრამ პოლიტიკურ
უფლებებს მოკლებულები – პერიეკები .
ათენი
საბერძნეთის ოლქოს ატიკის დედაქალაქი. ათენი ჯერ კიდევ
მიკენურ ხანაში დაარსდა იგი გადაურჩა დორიელებს და
ბერძნების თავშესაფრად იქცა . ათენში ყველა სფერო ძალზე
დინამიურად ვითარდებოდა , ათენში გაჩნდა და დაიხვეწა –
დემოკრატია . გარკვეული თვალსაზრისით , ათენის
დემოკრატიის ხარისხის მიღწევა , მიუღწეველ სტანდარტად
რჩება დღევანდელი განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი .
4. დემოსის – ხალხის პირველი გამარჯვება იყო , კანონების
ჩაწერა. ათენში ხალხის ამობოხსა და ტირანიის დამყარების
პირველ უშედეგო მცდელობას მოჰყვა – დრაკონის კანონები (
ძვ.წ 624 ) . ისინი მიხვდნენ , რომ კანონის შეცვლა
შესაძლებელია და იგი სამუდამოდ არ არის დადგენილი
ღმერთის მიერ არამედ მოქალაქეთა შეთანხმების შედეგია.
გასაკვირი არაა , რომ ამ დროს ცხოვრობდა „შვიდი ბრძენი“ :
კორინთოს ტირანი პერიანდროსი , ათენელი სოლონი ,
ქილონ სპარტელი , მილეტელი თალესი, ბრიას პირიენელი,
პიტაკოს მიტილენელი, კლეობულოს ლინდოსელი.
ბრძენი მმართველის მოღვაწეობის საუკეთესო მაგალითია
სოლონის რეფორმები . ძვ.წ 594 წელს სოციალური
აფეთქების ზღვარზე მყოფ ათენში გამოსავლის მოძებნა
სოლონს მიანდეს . ძირითადი პრობლემა სავალო კაბალა იყო
, ათენელთა დიდი ნაწილი ვალების გადაუხდელობის გამო
წარჩინებულების – ევპატრიდების ხელში აღმოჩნდა.
სოლონმა გააუქმა ვალები ( სეისახთეია ) და ათენელთა
შელახული უფლებები აღადგინა. გაიზარდა სახალხო კრების
( ეკლესია) მნიშვნელობა , შეიქმნა არჩევითი ორგანო –
ოთხასის საბჭო ( ბულე ) . მოქალაქეები ქონებრივი ცენზის
და არა წარმომავლობის მიხედვით გაიყვნენ ოთხ ჯგუფად,
რაც განსაზღვრავდა მათ ადგილს . სოლონის რეფორმებმა
ათენი სახელმწიფოდ აქცია . ეს ყოველივე მან არქონტად
ყოფნის ერთ წელიწადში მოახერხა და აქტიურ პოლიტიკურ
ცხოვრებას ჩამოშორდა.
5. ძვ.წ 509 წელს კლისთენეს მიერ გატარებულმა რეფორმამ
საბოლოოდ დაამკვიდრა დემოკრატია, გათანაბრდა
მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებები ( ისინომია ) .