ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
1. ქალაქ ბათუმის #14 საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის
მაია სირაძის ანგარიში
2015 წლის 18-20 დეკემბერს , ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის
ორგანიზებით გაიმართა
აჭარის პედაგოგთა მეორე რეგიონულ კონფერენცია: „სწავლა/სწავლების ახალიტექნოლოგიები და
განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები”.
კონფერენციის მიზანი:
1.მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება
და ამ მიზნით პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.
2.განათლების მართვის სფეროში აქტუალური საკითხების, კვლევებისა და მართვის წარმატებული
მაგალითების გაზიარება და პოპულარიზაცია განათლების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესების
მიზნით.
მოსალოდნელი შედეგი:
მასწავლებლებს საშუალება მიეცათ კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და განიხილონ
თავიანთი წარმატებული პრაქტიკა. კონფერენციის შედეგად მიღებული ინფორმაცია მასწავლებლებს
დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაშიდა სწავლა/სწავლების ხარისხის
გაუმჯობესებაში.
მუშაობა მიმდინარეობდა საგნობრივ სექციებში,სადც წარვადგინე თემა : „ უცხოური ენის სწავლების
პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშესაწყობად თამაშების , სიმღერების,
ინსცენირებების, საინფორმაციო-ტექნოლოგიების მნიშვნელობა და გამოყენება.“
პრაქტიკა გვიჩვენებს,რომ მოსწავლეებს უჩნდებათ ინტერესიშესასწავლი მასალის მიმართ
მაშინ,როცა ისინი აღმოაჩენენ თავისთვის რაღაც ახალს,შთამბეჭდავს,როცა მასწავლებელი ქმნის
სიტუაციას,რომელიც საშუალებას აძლევს მათ გაოცდნენ და ამავდროულად ჩაფიქრდნენ.ასეთი
სიტუაციის შექმნაშიკი მას ხელს უწყობს თამაშები,სიმღერები,სპექტაკლები,მულტფილმები,
ფილმები,საინფორმაციო-ტექნოლოგიები.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს უჭირთ მთელი 45 წუთი აქტიურად აღიქვან შესასწავლი
მასალა ,ამიტომ თამაშებიარის ეფექტურისაშუალება მთელი ფსიქოლოგიური შესაძლებლობების
მობილიზებისა და აქტუალიზაციისთვის.გაკვეთილზე თამაშებიგანსხვავდება იმ
თამაშებისგან,რომლებსაც შეჩვეულებიარიან.ასეთ თამაშებში მცირდება თავისუფალი მოძრაობა და
იზრდება ინტელექტუალური შესაძლებლობები.გაკვეთილზე თამაშებს უნდა ქონდეს
მიზანმიმართული ხასიათი.
საგაკვეთილო გარემო,სადაც გამოყენებულია დიდაქტიკური თამაშები,ხელს უწყობს
მოსწავლეებში გააღვიძოს შინაგანი შემეცნებითი შესაძლებლობები,მობილიზებას უკეთებს
ყურადღებას,ავითარებს მახსოვრობას,სტიმულს აძლევს მოსწავლეებს და ეხმარება მათ განუვითაროს
ეთიკური მოქცევის უნარ-ჩვევები.მოსწავლეებს უჩნდებათ ინტერესიგაკვეთილების
მიმართ,უვითარდებათ კითხვის,საუბრის,წერის უნარები.თამაშიხელს უწყობს სწავლა და დასვენება
ერთმანეთს შეუთავსონ.ახალმასალას შეისწავლიან მათთვის შეუმჩნევლად და ძალდაუტანებლად.
უცხოური ენის შესწავლა იწყება სწორი მეტყველების ჩამოყალიბებით.ყოველიახალი
ასობგერის ან სიტყვის შესწავლა მოითხოვს სწორი გამოთქმის გამომუშავებას .ისეთიბგერების
არსებობა ,რომლებიც უცხოა მშობლიური ენისთვის ურთულებს მოსწავლეებს ათვისების
პროცესს,ამიტომ უმჯობესია თუ მათ ხშირად მოვასმენინებთ სიმღერებს,რომლებსაც ისინი
სიამოვნებით უსმენენ ,სწავლობენ და იმეორებენ.
2. და ეს არ სრულდება სწავლების პირველ ეტაპზე,ამ პროცესს სჭირდება ხანგრძლივი
ყოველდღიური მუშაობა,როგორც მასწავლებლის ასევე მოსწავლის მხრივ.
სწავლების შემდგომ საფეხურებზე შეიძლება შევთავაზოთ ლექსების უკეთ შესწავლის მიზნით
,ამ ლექსზე შექმნილი სიმღერის აუდიო ჩანაწერის მოსმენა .
მოსწავლეები დიდი აზარტით ერთვებიან ამ პროცესში და გაკვეთილის ბოლოს სიამოვნებით
აღმოაჩენენ ,რომ ლექსი უკვე დამახსოვრებული აქვთ.
ასევე ძალიან ეფექტურია ინსცენირებები,თეატრალიზებული გაკვეთილების ჩატარება იმ
შესწავლილი ზღაპრების ,მოთხრობების ან ნანახი მულტფილმების საფუძველზე.სწავლების მაღალ
საფეხურზე შესაძლებელია ფილმების გადაღებაც კი.ეს ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების
გამოვლენას და განვითარებას.მოსწავლეები მზადების პროცესში ძალდაუტანებლად საუბრობენ
უცხოურ ენაზე ,ეს ხელს უწყობს მეტყველების უნარის განვითარებას.მუშაობის პროცესშიჩართული
უნდა იყოს ყველა მოსწავლე,როგორც ძლიერი ისე სუსტი,დავალებები შერჩეული უნდა იყოს მათი
შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
იმისათვის რომ წარმატებით შევისწავლოთ უცხოური ენა შესაძლებელია გამოვიყენოთ
არამხოლოდ ტრადიციული მეთოდები,არამედ თანამედროვე ტექნოლოგიები.
ენის შესწავლის პროცესში მოსწავლეები იყენებენ ინფორმაციის აღქმის ყველა საშუალებას,ეს
შეიძლება იყოს სმენა,მხედველობა,შეხება,ყნოსვა,გემოვნება.
კინოფრაგმენტების ჩვენება ხელს უწყობს მოსმენის და აუდირების უნარ-ჩვევების
განვითარებას.ხშირად უყურებთ ფილმებს.
მოსწავლეები ხდებიან კომუნიკაბელურები,ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში,ცდილობენ
ჩაწვდნენ ნანახის აზრს,გაიგონ საუბარიდა სიუჟეტიკონტექსტიდან,სიტუაციიდან
გამომდინარე,გამოთქვამენ ვარაუდებს,ერთვებიან მსჯელობის პროცესში ისე,რომ ვერც კი ამჩნევენ
როგორ იმეორებენ მოსმენილუცხო სიტყვებს და ფრაზებს,ცდილობენ გადმოსცენ ნანახიდა ვერც კი
ამჩნევენ ,რომ საუბრობენ უცხოურ ენაზე.
მოსწავლეებს უჩნდებათ ინტერესიდა სურვილი მეტი გაიგონ ნანახ და მოსმენილთემებთან
დაკავშირებით,უჩნდებათ მოტივაცია თავისით მოიძიონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია,
წაიკითხონ,მოუსმინონ,გააკეთონ პრეზენტაციები (Power Point).
პრეზენტაციების მომზადების პროცესში მასწავლებელი შეიძლება იყოს როგორც სცენარისტი,ასევე
რეჟისორი,ან კიდევ მხატვარი ან შემსრულებელი,რაც საშუალებას აძლევს მას სწორად დაგეგმოს
გაკვეთილი.
პროექტის ფარგლებში გამოყენებული ტექნოლოგიები.
მოტივაციის ასამაღლებლად ,საკუთარი თავის უკეთ შეცნობის მიზნით მოუმზადე ფსიქოგიური
ტესტები,გამოუშვით გაზეთი,ბუკლეტი თემატური შაბლონების გამოყენებით.
სწავლების ზედა საფეხურზე მოსწავლეებმა ფილმიც გადაიღეს ვ.ტენდრიაკოვის ნაწარმოების
მიხედვით. და ეს პროცესი იმდენად საინტერესოა მათვის,რომ ისინი ვერც კი ამჩნევენ როგორ
ეხვეწებათ მეტყველება,სწავლობენ როლებს ზეპირად,იაზრებენ ნასწავლს,იკერავენ
კოსტიუმებს,აწყობენ ინტერიერს,რადგან იღებენ ფილმს,ავითარებენ წერის
კულტურას,გაზეთების,ბუკლეტების გამოშვებით,იწყებენ აზროვნებას უცხოურ ენაზე
პრეზენტაციების და დისკუსიების მოწყობით, ასევე ქმნიან საკუთარ ბლოგს,სადაც განათავსებენ
მათთვის მნიშვნელოვან მასალებს,აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს ,აფასებენ ერთმანეთს,და ასე
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გატაცებულები,ასევემათთვის შეუმჩნევლად
სწავლობენ ენას.
პროექტებზე მუშაობის დროს მოსწავლეებს უვითარდებათ აზროვნება,ინფორმაციის
მოძიების,ანალიზის და სინთეზის უნარი.არიან შემოქმედებითნი,კომუნიკაბელური,საკუთარ
შესაძლებლობებში დარწმუნებული და ახლის ძიებისთვის მოტივირებული ადამიანები.
მუშაობის პროცესი იტაცებს მოსწავლეებს,ცდილობენ ერთმანეთზე უკეთ შეასრულონ დავალებები,
ამასთანავე ეხმარებიან ერთმანეთს,ასწავლიან,უსწორებენ,რადგან თვლიან ,რომ ქმნიან რაღაც
3. მნიშვლელოვანს,ღირებულს,ხედავენ შედეგს,რომელსაც აუცილებლად სხვებიც იხილავენ და
შეაფასებენ.ასე იქმნება სხვადასხვა პროდუქტი,ზოგჯერ გაზეთი ან ბუკლეტი,ზოგჯერ ფილმი ან
ბლოგი, მჭიდროდ ურთიერთობენ მასწავლებელთან არა მხოლოდ გაკვეთილზე,არამედ Skupe-
ით,უგზავნიან ესეებს,მათ აერთიანებთ საერთო სულისკვეთება,საერთოიდეებიდა ინტერესები,და ასე
მათთვის შეუმჩნევლად თამამდებიან,საუბრობენ,წერენ,აზროვნებენ უცხოურ ენაზე .
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უცხოური ენის სწავლება 6 მიმართულებით
მიმდინარეობს:მოსმენა,წერა,ლაპარაკი, კულტურათა დიალოგი,უცხოური ენის პრაქტიკული
გამოყენება(მედიტაცია).
თითოეული მიმართულებით უკეთესი შედეგის მიღწევაშიგვეხმარება,თამაშების ,სიმღერების,
ინსცენირებების , ფილმების,ინფორმაციის-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება,რადგან
დაინტერესებული მოსწავლე შეძლებს ინფორმაციის დამოუკიდებლად
მოპოვებას,მართვას,დამუშავებას,შეფასებას,ანალიზს,უვითარდებათ დამოუკიდებელი აზროვნება,
შემოქმედებითი უნარი,ცდილობს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას,თავად შექმნის ღირებულებებს და
საკუთარ წვლილს შეიტანს საზოგადოების წინსვლაში.
მოვისმინე კოლეგების მოხსენებები უცხოური ენის სწავლების ახალი მეთოდების
შესახებ,გავიზიარე გამოცდილება,რაც მაძლევს დიდ სტიმულს და მეხმარება მომავალშიჩემი
საქმიანობის გამრავალფეროვნებაში,რათა მოსწავლეებს საინტერესოდ მივაწოდო სხვადასხვა
საკითხი,მეტად გამოვიყენო ტექნოლოგიები ,დავაინტერესო და ჩავრთო ისინი სასწავლო პროცესში.
მ.სირაძე
15.01.2016 წ.