კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტრატეგიების ფლობა
1. ქ.ბათუმის №14 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის მაია სირაძის,
კოლეგებისათვის გამოცდილების გაზიარების მიზნით , სამუშაო შეხვედრის ფარგლებში
წარმოდგენილი პრეზენტაციის ანგარიში
2016 წელის 7 თებერვალს, ქ.ბათუმის №14 საჯარო სკოლის კათედრაზე წარმოვადგინე
პრეზენტაცია თემაზე: «უცხოური ენის სწავლების პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის
ამაღლების ხელშესაწყობად თამაშების , სიმღერების, ინსცენირებების, საინფორმაციო-
ტექნოლოგიების მნიშვნელობა და გამოყენება.»
პრეზენტაციას ესწრებოდა კათედრის ყველა წევრი,ვინაიდან მოსწავლეებისთვის
მოტივაციის ამაღლება,სასწავლო პროცესში მათი ჩართვა,უცხოური ენის ,განსაკუთრებით
რუსული ენისადმი,ინტერესის გაჩენა,აქტუალური საკითხია. ასევე კოლეგებს
აინტერესებდათ აჭარის პეგაგოგთა მეორე კონფერენციაზე ჩემს მიერ წარმოდგენილი თემა
და სხვა თემებიც ,რომლებიც წარმოდგენილი იყო იქ კათედრებზე მუშაობის პროცესში.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა კათედრის ყველა წევრი,რომლებსაც დაწვრილებით
აუხსენი,თუ რა მეთოდებს ვიყენებ გაკვეთილზე იმისათვის,რომ ჩემ მოსწავლეებს გაუჩნდეთ
ინტერესი ამ უცხოური ენის მიმართ.პირველ რიგში ვცდილობ ვესაუბრო მათთვის გასაგებ
ენაზე ,და რა არის ეს,თუ არა თამაში. დიახ,თამაშით სწავლება,ეს არის მეთოდი,რომლითაც
მასწავლებელი გაცილებით მეტს აღწევს, ვიდრეაკადემიური ცოდნის
გადაცემით,მითუმეტეს სწავლების დაწყებით საფეხურზე.ვაჩვენე თამაშები,რომლებსაც
ვიყენებ გაკვეთილზე .
მეტყველების დასახვეწად ვიყენებ აუდიო ჩანაწერებს,განსაკუთრებით სიმღერებს
საყვარელი მულტფილმებიდან,რასაც სიამოვნებით უყურებენ ,უსმენენ და იმეორებენ.
შემდგომ მაღალ საფეხურზე კი ასრულებენ საკმაოდ რთულ დავალებებს მოსმენილი აუდიო
ჩანაწერების საფუძველზე,და გაკვეთილის ბოლოს სიამოვნებით აღმოაჩენენ,რომ იციან
რამოდენიმე ახალი სიტყვა ,იციან მთლიანად ტექსტი ზეპირად.ასევე გავაცანი მათ მსგავსი
დავალებები,როგორ უნდა მოვამზადოთ და გამოვიყენოთ პრაქტიკაში,წარმოვადგინე ჩემს
მიერ ჩატარებული გაკვეთილები.
ასევე ძალიან კარგი შედეგის მომტანია ვიდეო ფილმების ჩვენება.ყოველი ფილმის
ფრაგმენტის ჩვენების შემდეგ მოსწავლეები მსჯელობენ თემის ირგვლივ,აფასებენ
,გამოთქვამენ ვარაუდებს,იმეორებენ ახალ სიტყვებს და ფრაზებს ფილმიდან და ვერც კი
ამჩნევენ,როგორ საუბრობენ უცხოურ ენაზე.ხდება ისეც,რომ მოსწავლეებს ნასწავლი
ნაწარმოების მიხედვით თავად გაუჩნდათ სურვილი ფილმის გადაღების,ეს ფილმი ვაჩვენე
კოლეგებს,ან კიდევ ნანახი და წაკითხული ზღაპრის საფუძველზე დადგეს სპექტაკლი,ამ
სპექტაკლის პრეზენტაციას კოლეგები ესწრებოდნენ და თავად იხილენ რა გულმოდგინებით
თამაშობდნენ მოსწავლეები თავიანთ როლებს.
2. საბაზო და საშუალო საფეხურზე მოსწავლეებს მოსწონთ პრეზენტაციების მომზადება,რაც
ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას,ამიტომ გაკვეთილზე, თემიდან
გამომდინარე ხშირად ვიყენებ ამ მეთოდს.
ჩვენ მოსწავლეებს აქვთ დიდი სურვილი ახლის შეცნობის,მათი უნარების და
შესაძლებლობების გამოყენების.მთავარია, სწორად შევარჩიოთ მეთოდი,რომელიც მათ
დააინტერესებთ და ჩართავს სასწავლო პროცესში ისე,რომ ზოგჯერ ისინი თავად ვერც კი
ამჩნევენ ამას.
მოხსენება
უცხოური ენის სწავლების პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშესაწყობად
თამაშების , სიმღერების, ინსცენირებების, საინფორმაციო-ტექნოლოგიების მნიშვნელობა და
გამოყენება
პრაქტიკა გვიჩვენებს,რომ მოსწავლეებს უჩნდებათ ინტერესი შესასწავლი მასალის
მიმართ მაშინ,როცა ისინი აღმოაჩენენ თავისთვის რაღაც ახალს,შთამბეჭდავს,როცა
მასწავლებელი ქმნის სიტუაციას,რომელიც საშუალებას აძლევს მათ გაოცდნენ და
ამავდროულად ჩაფიქრდნენ.ასეთი სიტუაციის შექმნაში კი მას ხელს უწყობს
თამაშები,სიმღერები,სპექტაკლები,მულტფილმები, ფილმები,საინფორმაციო-
ტექნოლოგიები.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს უჭირთ მთელი 45 წუთი აქტიურად აღიქვან
შესასწავლი მასალა ,ამიტომ თამაშები არის ეფექტური საშუალება მთელი ფსიქოლოგიური
შესაძლებლობების მობილიზებისა და აქტუალიზაციისთვის.გაკვეთილზე თამაშები
განსხვავდება იმ თამაშებისგან,რომლებსაც შეჩვეულები არიან.ასეთ თამაშებში მცირდება
თავისუფალი მოძრაობა და იზრდება ინტელექტუალური შესაძლებლობები.გაკვეთილზე
თამაშებს უნდა ქონდეს მიზანმიმართული ხასიათი.
საგაკვეთილო გარემო,სადაც გამოყენებულია დიდაქტიკური თამაშები,ხელს უწყობს
მოსწავლეებში გააღვიძოს შინაგანი შემეცნებითი შესაძლებლობები,მობილიზებას უკეთებს
ყურადღებას,ავითარებს მახსოვრობას,სტიმულს აძლევს მოსწავლეებს და ეხმარება მათ
განუვითაროს ეთიკური მოქცევის უნარ-ჩვევები.მოსწავლეებს უჩნდებათ ინტერესი
გაკვეთილების მიმართ,უვითარდებათ კითხვის,საუბრის,წერის უნარები.თამაში ხელს
უწყობს სწავლა და დასვენება ერთმანეთს შეუთავსონ.ახალ მასალას შეისწავლიან მათთვის
შეუმჩნევლად და ძალდაუტანებლად.
უცხოური ენის შესწავლა იწყება სწორი მეტყველების ჩამოყალიბებით.ყოველი ახალი
ასობგერის ან სიტყვის შესწავლა მოითხოვს სწორი გამოთქმის გამომუშავებას .ისეთი
3. ბგერების არსებობა ,რომლებიც უცხოა მშობლიური ენისთვის ურთულებს მოსწავლეებს
ათვისების პროცესს,ამიტომ უმჯობესია თუ მათ ხშირად მოვასმენინებთ
სიმღერებს,რომლებსაც ისინი სიამოვნებით უსმენენ ,სწავლობენ და იმეორებენ.
მაგალითად,საახალწლო სიმღერები,(Новогодняя песня: «Маленькой ёлочке холодно зимой»,
ან კიდევ,სიმღერები საყვარელი მულტფილმებიდან:
«Антошка», «Песенка Крокодила Гены», «Улыбка», «Голубой вагон»
და ეს არ სრულდება სწავლების პირველ ეტაპზე,ამ პროცესს სჭირდება ხანგრძლივი
ყოველდღიური მუშაობა,როგორც მასწავლებლის ასევე მოსწავლის მხრივ.
სწავლების შემდგომ საფეხურებზე შეიძლება შევთავაზოთ ლექსების უკეთ შესწავლის
მიზნით ,ამ ლექსზე შექმნილი სიმღერის აუდიო ჩანაწერის მოსმენა ,
მაგალითად,ვ.ზაბოლოცკის ლექსის შესწავლის დროს (ს7 დონეТЕМА IV
« Признание ») შევთავაზე მათ დავალება მაგრამ თამაშის ფორმით.ლექსის ფრაგმენტში უნდა
აღადგინონ გამოტოვებული სიტყვები კონტექსტიდან გამომდინარა მათი ვარაუდის შემდეგ
კი მოუსმინონ აუდიოჩანაწერს.
მოსწავლეები დიდი აზარტით ერთვებიან ამ პროცესში და გაკვეთილის ბოლოს
სიამოვნებით აღმოაჩენენ ,რომ ლექსი უკვე დამახსოვრებული აქვთ.
ასევე ძალიან ეფექტურია ინსცენირებები,თეატრალიზებული გაკვეთილების ჩატარება
იმ შესწავლილი ზღაპრების ,მოთხრობების ან ნანახი მულტფილმების
საფუძველზე.სწავლების მაღალ საფეხურზე შესაძლებელია ფილმების გადაღებაც კი.ეს ხელს
უწყობს შემოქმედებითი უნარების გამოვლენას და განვითარებას.მოსწავლეები მზადების
პროცესში ძალდაუტანებლად საუბრობენ უცხოურ ენაზე ,ეს ხელს უწყობს მეტყველების
უნარის განვითარებას.მუშაობის პროცესში ჩართული უნდა იყოს ყველა მოსწავლე,როგორც
ძლიერი ისე სუსტი,დავალებები შერჩეული უნდა იყოს მათი შესაძლებლობებიდან
გამომდინარე.
მაგალითად,დაწყებით საფეხურზე,მულტფილმის ნახვის შემდეგ დავდგით სპექტაკლი
«12 თვე», ს.მარშაკის ზღაპრის «12 თვის» მიხედვით. (С. Маршак- Сказка « 12 месяцев» )
იმისათვის რომ წარმატებით შევისწავლოთ უცხოური ენა შესაძლებელია გამოვიყენოთ
არამხოლოდ ტრადიციული მეთოდები,არამედ თანამედროვე ტექნოლოგიები.
ენის შესწავლის პროცესში მოსწავლეები იყენებენ ინფორმაციის აღქმის ყველა
საშუალებას,ეს შეიძლება იყოს სმენა,მხედველობა, შეხება,ყნოსვა,გემოვნება.
4. კინოფრაგმენტების ჩვენება ხელს უწყობს მოსმენის და აუდირების უნარ-ჩვევების
განვითარებას.ხშირად უყურებთ ფილმებს.მაგალითად, როდესაც გავდივართ თემას
უპატრონო ბავშვების თემასთან დაკავშირებით უყურეთ ფილმს : «Генералы песчанных
карьеров» х/ф
ახალგაზრდების და მშობლების პრობლებს,ნაადრევ ქორწინებას მიუძღვენით ფილმის
ჩვენება და შემდეგ მსჯელობა « Вам и не снилось» х/ф (ს7 ТЕМА 3 По повести Г. Щербаковой
«Вам и не снилось» (отрывок).
მოსწავლეები ხდებიან კომუნიკაბელურები,ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში,ცდილობენ
ჩაწვდნენ ნანახის აზრს,გაიგონ საუბარი და სიუჟეტი კონტექსტიდან,სიტუაციიდან
გამომდინარე,გამოთქვამენ ვარაუდებს,ერთვებიან მსჯელობის პროცესში ისე,რომ ვერც კი
ამჩნევენ როგორ იმეორებენ მოსმენილ უცხო სიტყვებს და ფრაზებს,ცდილობენ გადმოსცენ
ნანახი და ვერც კი ამჩნევენ ,რომ საუბრობენ უცხოურ ენაზე.
მოსწავლეებს უჩნდებათ ინტერესი და სურვილი მეტი გაიგონ ნანახ და მოსმენილ
თემებთან დაკავშირებით,უჩნდებათ მოტივაცია თავისით მოიძიონ მათთვის საინტერესო
ინფორმაცია, წაიკითხონ,მოუსმინონ,გააკეთონ პრეზენტაციები (Power Point).
პრეზენტაციების მომზადების პროცესში მასწავლებელი შეიძლება იყოს როგორც
სცენარისტი,ასევე რეჟისორი,ან კიდევ მხატვარი ან შემსრულებელი,რაც საშუალებას აძლევს
მას სწორად დაგეგმოს გაკვეთილი.
მაგალაითად ,ასე შეიქმნა მოსწავლეების პრეზენტაციები სხვადასხვა თემებზე:
გულმოწყალება, (ს7 დონე ТЕМА V
Слушаем! Текст о беспризорных детях.
Читаем! О бездомных детях. Поиски выхода.
Читаем! Девочка со спичками.
Пишем! Пишем эссе на тему Милосердие .
ა.ახმატოვას ცხოვრება და მოღვაწეობა,(ს8 დონე , ТЕМА 4 «Это было,когда улыбался только
мертвый, спокойствию рад.»
Общая информация о репрессиях в России и СССР.
А. Ахматова. Биографическая справка.
А. Ахматова. Реквием (отрывки из поэмы).
5. ინტეგრირებული გაკვეთილისთვის მომზადებული პრეზენტაცია თემაზე: „ თარგმანები
ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებში შ.რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მაგალითზე“)
თარგმანები(ს7 დონე ТЕМА IV
Читаем! Признание)
ს7 დონე თემა 2 -До самого донышка
Отрывок из повести Владимира Тендрякова «Ночь после выпуска» .
პროექტი: „„თავისუფლება თუ ძალაუფლება“
პროექტის ფარგლებში გამოყენებული ტექნოლოგიები.
მოტივაციის ასამაღლებლად ,საკუთარი თავის უკეთ შეცნობის მიზნით მოუმზადე
ფსიქოგიური ტესტები,გამოუშვით გაზეთი,ბუკლეტი თემატური შაბლონების გამოყენებით.
სწავლების ზედა საფეხურზე მოსწავლეებმა ფილმიც გადაიღეს ვ.ტენდრიაკოვის
ნაწარმოების მიხედვით.და ეს პროცესი იმდენად საინტერესოა მათვის,რომ ისინი ვერც კი
ამჩნევენ როგორ ეხვეწებათ მეტყველება, სწავლობენ როლებს ზეპირად,იაზრებენ
ნასწავლს,იკერავენ კოსტიუმებს,აწყობენ ინტერიერს,რადგან იღებენ ფილმს,ავითარებენ
წერის კულტურას,გაზეთების,ბუკლეტების გამოშვებით,იწყებენ აზროვნებას უცხოურ ენაზე
პრეზენტაციების და დისკუსიების მოწყობით, ასევე ქმნიან საკუთარ ბლოგს,სადაც
განათავსებენ მათთვის მნიშვნელოვან მასალებს,აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს
,აფასებენ ერთმანეთს,და ასე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით
გატაცებულები,ასევე მათთვის შეუმჩნევლად სწავლობენ ენას.
პროექტებზე მუშაობის დროს მოსწავლეებს უვითარდებათ აზროვნება,ინფორმაციის
მოძიების,ანალიზის და სინთეზის უნარი.არიან
შემოქმედებითნი,კომუნიკაბელური,საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და ახლის
ძიებისთვის მოტივირებული ადამიანები.
მუშაობის პროცესი იტაცებს მოსწავლეებს,ცდილობენ ერთმანეთზე უკეთ შეასრულონ
დავალებები, ამასთანავე ეხმარებიან ერთმანეთს ,ასწავლიან,უსწორებენ,რადგან თვლიან
,რომ ქმნიან რაღაც მნიშვლელოვანს,ღირებულს,ხედავენ შედეგს,რომელსაც აუცილებლად
სხვებიც იხილავენ და შეაფასებენ. ასე იქმნება სხვადასხვა პროდუქტი,ზოგჯერ გაზეთი ან
ბუკლეტი,ზოგჯერ ფილმი ან ბლოგი, მჭიდროდ ურთიერთობენ მასწავლებელთან არა
მხოლოდ გაკვეთილზე,არამედ Skupe-ით,უგზავნიან ესეებს,მათ აერთიანებთ საერთო
6. სულისკვეთება,საერთო იდეები და ინტერესები,და ასე მათთვის შეუმჩნევლად
თამამდებიან,საუბრობენ,წერენ,აზროვნებენ უცხოურ ენაზე .
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უცხოური ენის სწავლება 6 მიმართულებით
მიმდინარეობს:მოსმენა, წერა, ლაპარაკი, კულტურათა დიალოგი,უცხოური ენის
პრაქტიკული გამოყენება(მედიტაცია).
თითოეული მიმართულებით უკეთესი შედეგის მიღწევაში გვეხმარება, თამაშების
,სიმღერების, ინსცენირებების , ფილმების, ინფორმაციის-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენება, რადგან დაინტერესებული მოსწავლე შეძლებს ინფორმაციის დამოუკიდებლად
მოპოვებას,მართვას,დამუშავებას,შეფასებას,ანალიზს,უვითარდებათ დამოუკიდებელი
აზროვნება, შემოქმედებითი უნარი,ცდილობს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას,თავად
შექმნის ღირებულებებს და საკუთარ წვლილს შეიტანს საზოგადოების წინსვლაში.