2. რომელიც პოლონეთის
მთავრობისგან ადრე გაწეული
დახმარების საზღაურად
მიიღოო, ნიკოლოზ ჯაყელისა
და ბენია ჩხიკვიშვილის
სახელზე, 84 000 ფრანგულ
ფრანკად შეიძინა.
ლ ე ვ ი ლ ი ს მ ა მ უ ლ ი – მ ო ნ ა დ ი რ ი ს ს ა ხ ლ ი ე . წ . შ ა ტ ო ( ს ა ს ა ხ ლ ე ) დ ა 5 ჰ ე ქ ტ ა რ ი მ ი წ ა
პარიზიდან 30 კმ-ს დაშორებით – ემიგრაციაში მყოფმა ეროვნულმა მთავრობამ, პოლიტიკური
ემიგრანტებისთვის, 1922 წლის 24 ივნისს, საქრთველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ფულით,
ბენია
ჩხიკვიშვილი
(1881-1924)
ნიკოლოზ
ჯაყელი
(1887-1970)
3. ბენია ჩხიკვიშვილის
დახვრეტის შემდეგ (1924 წელს),
საჭირო გახდა მამულის მართვის
ახალი სისიტემის შემუშავება,
ამიტომ 1926 წლის 6 ნოემბერს ,
ემიგრაციაში მყოფმა
ეროვნულმა მთავრობამ დაარსა
უძრავი ქონების მმართველი
საზოგადოება „ქართული კერა“
(Société Civile Immobilière (SCI)
Foyer Géorgien)
1927 წლის 10 თებერვლიდან,
ეს საზოგადოება იურიდიულად
ლევილის მამულის მფლობელია.
საზოგადოება „ ქართული კერის “ წევრები
სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან :
ნოე
ჟორდანია
ნოე
რამიშვილი
ევგენი
გეგეჭკორი
კონსტანტინე
კანდელაკი
აკაკი
ჩხენკელი
ეროვნულ-დემოკრატიული
პარტიიდან:
ექვთიმე
თაყაიშვილი
სოციალ-ფედერალისტური
პარტიიდან:
სამსონ
ფირცხალავა
4. „ოც და ათი აპრილი ათას ცხრაას ოცდა რვა წელი,
ქალ. პარიზი.
ჩვენ ქვემოთ ამისა ხელის მომწერნი: ნოე ჟორდანია,
აკაკი ჩხენკელი, ნოე რამიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი,
ევგენი გეგეჭკორი, სამსონ ფირცხალავა და კონსტანტინე
კანდელაკი – ვაძლევთ ამ ხელწერილს საქართველოს
დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობას იმაში რომ:
1. მამული, მდებარე ს-ლ ლევილში (Leuville s/Orge),
საფრანგეთში, სენის და უაზის დეპარტამენტში, და
ცნობილი სახელწოდებით „Chateau de Leuville”,
რომელიც შეძენილია საჯარო ვაჭრობაზე 10 თებერვალს
1927 წ. საზოგადოების „Foyer Géorgien“-ის მიერ,
რომლის წევრნი ვართ ჩვენ ზემოთაღნიშნულნი პირნი,
ნაყიდი არის საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის მთავრობის ფულით და საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის საკუთრებას შეადგენს;
სახელდობრ, მიწა ზომით დაახლოებით ხუთი ჰექტარი,
სადგომი სახლი, სამეურნეო შენობები, ავეჯი, ინვენტარი
და სხვა ყოველივე, რაც აღნიშნულ მამულში იმყოფება,
გარდა იმ საგნებისა, რაც იქ მდგმურთა მიერ საკუთარის
ხარჯით არის შეძენილი.
2. ყოველგვარი შემოსავალი აღნიშნული მამულიდან
და ყოველგვარი განკარგულება მამულის შესახებ
ეკუთვნის სავსებით საქართველოს დემოკრატიულ
მთავრობას და ჩვენ ვალდებულნი ვართ
დავემორჩილოთ ყოველივე მის განკარგულებას
მამულის შესახებ, ე.ი. მამულის ან რაიმე იმის ნაწილის
ექსპლოატაციის შესახებ, გაქირავების, დაგირავების,
გაყიდვის, გაცემის შესახებ და სხვა, და საზოგადოების
„Foyer Géorgien“-ის დადგენილებებში აღნიშნულ
მთავრობის დადგენილების თანახმად ვიმოქმედოთ.
3. არც ჩვენ პირადათ და არც ჩვენს მემეკვიდრეებს
უფლება არა გვაქვს ვისარგებლოთ აღნიშნულ მამულით
ან იმის შემოსავლით გარეშე საზოგადოების „Foyer
Géorgien“-ის დადგენილებისა.
4. ჩვენ მოვალენი ვართ საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის მოთხოვნილებისამებრ
დავდოთ ყოველგვარი ხელშეკრულება გარეშე პირებთან
თუ დაწესებულებთან ამ მამულის შესახებ, დაცვით
ამასთანავე „Foyer Géorgien“-ის წესდებისა, და
დავემორჩილოთ მთავრობის მოთხოვნილებებს, როგორც
ეს აღნიშნულია ზევით მუხლ 2-ში, გარნა ყოველ გვარი
ხარჯი მამულზე გაწეული ჩვენ პირადათ არ უნდა
გვეკისრებოდეს, არამედ ანაზღაურებული უნდა იქმნას
თვით მამულის შემოსავლისა ან მთავრობის მიერ.
5. უზრუნველსაყოფად მთავრობის უფლებისა
აღნიშნულ მამულის სრულ საკუთრებაზე ჩვენ ვიძლევით
საზოგადოების „Foyer Géomoraluri rgien“-ის სახელზე
ვექსილს თითოეული ჩვენგანი ოცდა ხუთი ათასი ფრ. (Fr.
25,000); „Foyer Géorgien“-ი ამ ვექსილს საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის
მოთხოვნილებით საჭიროების დროს გადასცემს
მთავრობას ან მის მიერ ნაჩვენებ პირს; ხოლო თუ
რომელიმე ჩვენგანი თავს გაანებებს „Foyer Géorgien“-ის
წევრობას ან იმ შემთხვევაში თუ მამული სხვა პირზე
გადავიდა ამის და მიხედვით საზოგადოებიდან გასული
პირი ან ყველა ჩვენ განთავისუფლებულნი ვართ
ვექსილიდან და ყოველგვარ მოვალეობიდან მთავრობის
და „Foyer Géorgien“-ის წინაშე.
noeJordania evgenigegeWkori
ak.Cxenkeli s.fircxalava
n.ramiSvili k.kandelaki
eqvTimeTayaiSvili
შვიდთახელწერილი_
“მორალურიანდერძი”
შთამომავლებისთვის
5. დროთა განმავლობაში ლევილის მამულის
იურიდიულ მფლობელთა რიცხვი შეიცვალა :
1945 წელს – საქართველოში დაბრუნების
შემდეგ, ექვთიმე თაყაიშვილის უფლება-
მოვალეობები სხვა 6 წევრს შორის განაწილდა.
1958 წელს – კონსტანტინე კანდელაკმა
უარი განაცხადა საზოგადოების წევრობაზე და
მას შემდეგ, ლევილის მამულის იურიდიულ
მფლობელებად ნოე ჟორდანიას, აკაკი
ჩხენკელის, ევგენი გეგეჭკორის, ნოე
რამიშვილისა და სამსონ ფირცხალავას
ოჯახები დარჩნენ.
6. გ ი ო რ გ ი ე რ ა ძ ი ს მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ა „ ქ ა რ თ უ ლ ი
კ ე რ ი ს “ წ ე ვ რ თ ა კ რ ე ბ ა ზ ე
7. 1959 წელს დაარსდა
ასოციაცია „ქართული კერა“
(Association Foyer Géorgien).
ასოციაციის მიზანი მამულის
მართვა და შენობის მოვლა-
პატრონობა იყო .
23. ლევილის წმ. ჟან ბატისტის
სახელობის ეკლესიის წინ :
ექვთიმე თაყაიშვილი,
სიმონ ბერეჟიანი,
გრიგოლ ურატაძე,
ევგენი გეგეჭკორი,
ნოე ჟორდანია,
ლადო ახმეტელი ...
24. ნ ო ე ჟ ო რ დ ა ნ ი ა ლ ე ვ ი ლ ი ს მ ა მ უ ლ შ ი
25. ე ქ ვ თ ი მ ე თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი დ ა ნ ო ე ჟ ო რ დ ა ნ ი ა
ლ ე ვ ი ლ ი ს მ ა მ უ ლ შ ი
26. ქართველი ემიგრანტები
ლევილის მამულში:
ქაქუცა ჩოლოყაშვილი,
ექვთიმე თაყაიშვილი,
აკაკი ჩხენკელი,
სვიმონ ციციშვილი,
სიმონ ბერეჟიანი,
მარი ყანჩელი,
სვიმონ წერეთელი,
მედეა ღამბაშიძე,
შოთა ნიკოლაძე ...
42. გამოყენებულია ფოტოები
ირენ ციციშვილის, ქრისტინე ფაღავას,
ნიკოლ ჟორდანიას, ზურაბ კედიას,
სალომე ზურაბიშვილისა და
საქართველოს პარლამენტის ეროვნული
ბიბლიოთეკის კოლექციებიდან.
http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/5464
მოამზადა ნათია კობახიძემ