ჩემმა რამდენიმეწლიანმა პრაქტიკამ დამანახა პროექტული სწავლების საჭიროება, გრძელვადიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლეებში კომუნიკაციური უნარ–ჩვევების განსავითარებლად.
1 of 2
Download to read offline
More Related Content
პროექტის "თამარ მეფის ფრესკა საქართველოს ეკლესია–მონასტრებში" რეფლექსია
1. საგანმანათლებლო პროექტის „თამარ მეფის ფრესკა
საქართველოს ეკლესია–მონასტრებში“
რეფლექსია
ჩემმა რამდენიმეწლიანმა პრაქტიკამ დამანახა პროექტული სწავლების
საჭიროება, გრძელვადიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლეებში
კომუნიკაციური უნარ–ჩვევების განსავითარებლად.
ინტელის საწავლო კურსის – პროექტული სწავლება და ინფორმაციულ–
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრეირება – გავლის შემდეგ გადავწყვიტე
დამეგემა და განმეხორციელებინა გრძელვადიანი პროექტი მე–8 კლასში. საჭირო იყო
დამედგინა ჩემი მოსწავლეების კონკრეტული საჭიროებები, ამაში კი მიმართულების
მომცემი კითხვები დამეხმარა. მოსწავლეებს თავისუფალი არჩევანის უფლება მივეცი
საპროექტო თემის შერჩევისას. გეგმის შდგენისას შევეცადე თითოეული მოსწავლის
შესაძლებლობები გამეთვალისწინებინა. სასწავლო პროცედურებისას აგრეთვე
გავითვალისწინე 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევების აქტუალურობის საკითხი. პროექტის
განხორციელებისათვის საჭირო იყო საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება,
როგორც ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით, ასევე მისი დახარისხებისა და
სათანადოდ გამოყენების მხრივაც.
საპროექტო გეგმის შედგენისას გავითვალისწინე ქართული ენისა და
ლიტერატურის საგნობრივი სტანდარტი მე–8 კლასში, ასევე ისტ–ის კომპეტენციები.
პროექტის გეგმით გათვალისწინებული პროცედურების შერჩევისას მოსწავლეებთან
ერთად შევარჩიე პროექტის ფარგლებში მოპოვებული ცოდნის დემონსტრირების
ფორმა, კერძოდ პრეზენტაციის მოწყობა სამუშაოს დასრულების შემდეგ.
პროექტის განხორციელების პროცესში ხშირად ვხვდებოდი ჩემს მოსწავლეებს
საგაკვეთილო პროცესის გარეშე. მათი მუშაობის პროცესზე დაკვირვება მეხმარებოდა
შემდგომი აქტივობების დახვეწაში. მუშაობის პროცესი ჩემი მოსწავლეებისათვის
საინტერესო, მაგრამ შრომატევადი აღმოჩნდა კლასში მოსწავლეთა სიმცირის გამო.
მართალია, პროექტის გეგმის შედგენის დროს წინასწარ გათვალისწინებული მქონდა ეს
პრობლემა და სამუშაო ჯგუფების – წყვილების – შედგენაც სწორედ იმ ნიშნით
მოვახდინე, თუ ვის რა შესაძლებლობები ჰქონდა, მაგრამ გარკვეულმა პრობლემებმა
მაინც იჩინა ამ მხრივ თავი. აღნიშნულ პრობლემას თავად მოსწავლეებმა გაართვეს თავი
და საპროექტო ჯგუფები ერთმანეთს ეხმარებოდნენ პროექტის განხორციელების
პერიოდში, შედგა თანამშრომლობა, რომელიც თავიდანვე დავისახე გეგმაში ერთ–ერთ
2. აუცილებელ პირობად. ჯგუფის წევრებს შორის ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა,
ურთიერთგაგება და დახმარება. მუშაობის დროს მოსწავლეები პრობლემის გადაჭრაზე
იყვნენ ორიენტირებულნი. მუშაობის დროს გამოიკვეთა ლიდერი.
მე–8 კლასის მოსწავლეები პროექტის განხორციელებისას იყენებდნენ
საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რომლებიც მათ გარკვეული უნარ–ჩვევების
ჩამოყალიბება–განვითარებაში დაეხმარა. მათ შეძლეს წინარე ცოდნის გააქტიურება და
ციფრული ობიექტის მომზადება პროექტის ფარგლებში. ასევე სხვადასხვა
ტექნოლოგიების გამოყენებამ უზრუნველყო მე–8 კლასის მოსწავლეთა საჭიროებების
დაკმაყოფილება.
პროექტის ფარგლებში მომზადებული ციფრული ობიექტის პრეზენტაციის
მოწყობისას კი ჩემმა მოსწავლეებმა შეძლეს ქართული ენისა და ლიტერატურის
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ–ჩვევებისა და ცოდნების დემონსტრირება,
რომელიც აუდიტორიის წინაშე ზეპირი გამოსვლით აისახა.
პროექტის დასასრულს კი წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკების
გამოყენებით ჩემს მოსწავლეებთან ერთად შევაფასე და გავაანალიზე
განხორციელებული პროექტი. შეფასების ფორმები ემყარებოდა დავალებების ხარისხის
განმსაზღვრელ კრიტერიუმებს. აღნიშნული რუბრიკები ჩემს მოსწავლეებს დაეხმარა
ერთმანეთისთვის შეედარებინათ პროექტის ფარგლებში შესრულებული, როგორც
ჯგუფური, წყვილური, ისე ინდივიდუალური მუშაობა. შეფასების ფორმები
მოსწავლეებზე იყო ორიენტირებული, კერძოდ მათ შეძლეს ჩემ მიერ შექმნილი
რუბრიკების საშუალებით გაეზომათ პროექტის დასაწყისში წარმოქმნილი მოლოდინები
და პროექტის განხორციელების შემდეგ დამდგარი შედეგები. თვითშეფასების
რუბრიკის შევსებამ კი , პირადად მე დამისახა ახალი ამოცანები, კერძოდ, პროექტის
განხორციელების პროცესში წარმოქმნილი პრობლემის წინასწარ გათვალისწინება
მომავალ პროექტში და მისი დაძლევის გზების მოძიება.