3. ზოგადი დებულებები
1. „ “შპს მრავალპროფილურ კლინიკა კონსილიუმ მედულაში მოქმედი კონსილიუმი
არის საქართველოს საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოთხოვნის
საფუძველზე ჩამოყალიბებული ფუნქციური ერთეული, რომლის მიზანია
სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტზე
ორიენტირებული ჯანდაცვის სერვისების მიწოდება;
2. კონსილიუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს
კანონმდებლობით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრისა და დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებებით,
მითითებებითა და წინამდებარე დებულებით;
3. კონსილიუმი ანგარიშვალდებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროსა - (კონსილიუმის მუშაობა ასახული უნდა იყოს სამედიცინო
ბარათში1
) და კლინიკის ხელმძღვანელობის წინაშე ამ დებულებით დადგენილ
ფარგლებში და წესით;
4. კონსილიუმის წევრების მიერ მიწოდებული რეკომენდაციები შესასრულებლად
, ,სავალდებულოა ხოლო იმ შემთხვევებში როდესაც გარკვეული მიზეზების გამო
,მათი შესრულება შეუძლებელია მკურნალი ექიმი ვალდებულია აცნობოს
;კონსილიუმის წევრებს და ასახოს სამედიცინო ბარათში
5. დებულება ვრცელდება .სამედიცინო პერსონალზე
კონსილიუმის ამოცანები, ფუნქციები და მოვალეობები
კონსილიუმის ფუნქციები და ამოცანები
1. კონსილიუმი სამედიცინო დაწესებულებაში ინტეგრირებული, დინამიური და
პროდუქტიული ჯგუფია, რომლის ძირითადი ამოცანაა პრაქტიკული დახმარება
გაუწიოს დაწესებულების სამედიცინო პერსონალს ისეთი აქტუალური
პრობლემების წარმატებით გადაჭრაში, როგორიცაა:
• სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე კლინიკური პროცესების
წარმართვა კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით;
• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურების
;მიწოდება
• მოსალოდნელი სამედიცინო რისკების და გართულებების მართვა;
1
„სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009
წლის 19 მარტი ბრძანება №108/ნ
4. • პაციენტების უსაფრთხოების დაცვა.
2. პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამედიცინო მომსახურების
ხარისხის გაუმჯობესებ ;ა
კონსილიუმის მოვალეობები:
1. თანამშრომელთა მიერ წინასწარ მომზადებული ეპიკრიზის საფუძველზე
კლინიკაში სამედიცინო შემთხვევების მოხსენების პრაქტიკის დანერგვა და
აღრიცხვა;
2. კლინიკაში ყველა სამედიცინო რგოლის დონეზე მიმდინარე სამედიცინო
მომსახურების პროცესების .მენეჯმენტი მათი შესაბამისობის დადგენა
რეგულაციისა და არსებული სტანდარტების მოთხოვნებთან;
3. კლინიკური გაიდლაინების სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენებაზე
ზედამხედველობა;
კონსილიუმის უფლებები
კონსილიუმი უფლებამოსილია:
1. მუშაობის პროცესში დაბრკოლების გარეშე გამოიყენოს სამედიცინო
დაწესებულებების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ავადმყოფობის
ისტორიები და სხვა დოკუმენტები; გაესაუბროს შესაბამის პირებს, დააკვირდეს
მიმდინარე პროცესებს;
2. მოსთხოვოს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და პერსონალს
მხარდაჭერა და დახმარება ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოპოვების,
ანალიზისა და დამუშავების საქმეში;
3. მნიშვნელოვანი შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევებში ხელმძღვანელობის
წინაშე დააყენოს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
კონსილიუმის მართვა და მუშაობის ორგანიზაცია
1. კონსილიუმს უძღვება კონსილიუმის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე
ნიშნავს და ათავისუფლებს შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ
მედულა“-ს დირექტორი. მისი არ ყოფნის პერიოდში კონსილიუმი სხდომაზე
.ირჩევს ხელმძღვანელს
2. კონსილიუმის წევრთა შემადგენლობა განისაზღვრება სამედიცინო
დაწესებულების სხვადასხვა სპეციალობის წამყვანი სპეციალისტებისაგან.
კონსილიუმის შემადგენლობაში შედიან:
1. კონსილიუმის ხელმძღვანელი;
2. ;კონსილიუმის მდივანი
5. 3. კლინიკის სამეცნიერო ხელმძღვანელი;
4. სხვადასხვა განყოფილებების ხელმძღვანელები და ექიმები.
კონსილიუმის მუშაობა
1. კონსილიუმის სხდომას წარმართავს კონსილიუმის ხელმძღვანელი;
2. კონსილიუმი ტარდება რეგულარულად და ფორმდება შესაბამისი კონსილიუმის
ოქმის ჩანაწერი;
3. კონსილიუმის ჩანაწერები უნდა მოიცავდეს დაწვრილებით ინფორმაციას,
კონსილიუმში მონაწილე ყველა სპეციალისტის აზრის გათვალისწინებით.
კონსილიუმის რეკომენდაციები შესასრულებლად სავალდებულოა, ხოლო იმ
შემთხვევებში, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო მათი შესრულება
შეუძლებელია, მკურნალი ექიმი ვალდებულია აცნობოს კონსილიუმის წევრებს და
ასახოს სამედიცინო ბარათში2
.
4. კონსილიუმის წევრების დასწრება სხდომებზე აუცილებელია. წევრების
აქტიურობა და კონსილიუმზე დასწრების მდგომარეობა გათვალისწინებული
იქნება მათი მთლიანი საქმიანობის შეფასების დროს;
5. კონსილიუმის ხელმძღვანელი ანაწილებს ფუნქციებს წევრთა შორის
მიმართულებების მიხედვით;
6. კონსილიუმი თავის მუშაობას წარმართავს წინასწარ დამტკიცებული გეგმის
მიხედვით. მომხსენებელი ამზადებს სამედიცინო შემთხვევის ეპიკრიზს და
,საზღვრავს კონსილიუმში მონაწილე პირებს რომელთაც წინასწარ ეგზავნებათ
;სამედიცინო შემთხვევის ეპიკრიზი
დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება
დირექტორის ბრძანებით.
2
„სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის 2009 წლის 19 მარტი ბრძანება №108/ნ
6. 3. კლინიკის სამეცნიერო ხელმძღვანელი;