2. ჰოჯკინის ლიმფომის ტიპები
■ დღევანდელი კლასიფიკაციით არსებობს ორი ძირითადი ტიპი: კვანძოვანი
ლიმფოციტებით პრედომინანტური ჰოჯკინის ლიმფომა, და კლასიკური
ჰოჯკინის ლიმფომა
3. ჰოჯკინის ლიმფომის ბიოლოგია -
წარმომშობი უჯრედი
■ მოლეკულურმა ანალიზმა აჩვენა, რომ კვანძოვანი ლიმფოციტებით
პრედომინანტური ჰოჯკინის ლიმფომის LP უჯრედი მომდინარეობს
გერმინატიული ცენტრის B უჯრედიდან
კლასიკური ჰოჯკინის
მახასიათებელი „რიდ
სტებერგის“ (RS)
უჯრედები კი
პრეაპოპტოზური
დაზიანებული
გერმინატიული
ცენტრის B უჯრედიდან
4. კვანძოვანი ლიმფოციტებით
პრედომინანტური ჰოჯკინის ლიმფომა
■ დამახასიათებელია RS-ს მსგავსი LP უჯრედები, რომლებიც არიან დიდი
უჯრედები, დიდი მრავალნაწილიანი ბირთვი და მცირედი ციტოპლაზმა. LP
უჯრედებს ასევე მოიხსენიებენ „პოპკორნის“ უჯრედებად
5. LP უჯრედები და გერმინატიული
ცენტრი
• LP უჯრედები ხასიათდებიან მაღალი
BCL6-ის აქტივობით, რომელიც
დამახასიაათებელია გერმინატიული
ცენტრის B უჯრედებისათვის
• LP უჯრედებში ასევე გვხვდება
მიმდინარე სომატური
ჰიპერმუტაციები
• ადრეულ NLPHL -ში LP უჯრედები
გვხვდება ფოლიკულურ
სტრუქტურაში, ირგვლივ
ფოლიკულური დენდტირული
უჯრედებითა და დამხმარე T
უჯრედებით
6. LP უჯრედების ფენოტიპი
■ LP უჯრედები პოზიტიურები არიან CD20, CD79a,CD75, CD45, BCL6-სა და EMA -
ზე.
■ LP უჯრედები განთავსებულნი არიან კვანძებში, ირგვლივ სფერულად
ფოლიკულური დენდტირული უჯრედებით, პატარა B უჯრედებით, CD3+
CD4+ T უჯრედებითა და ჰისტიოციტებით.
7. NLPHL ქვეტიპები
• კლასიკური კვანძოვანი
• სერპენტული/ურთიერთდაკავშრებული
კვანძოვანი
• კვანძოვანი, გამოხატული კვანძგარე LP
უჯრედებით
• T-უჯრედებით მდიდარი კვანძოვანი
• დიფუზური, T-უჯრედებით მდიდარი
• დიფუზური, B-უჯრედებით მდიდარი
ხშირად ერთზე მეტი ქვეტიპი არსებობს
ერთდროულად !!!
9. კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომა
■ კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომისათვის დიაგნოსტიკურია „რიდ სტენბერგის“
RS უჯრედები - გიგანტური უჯრედი, ორი ან მრავალი ბირთვით და დიდი
ბირთვაკით.
■ არსებობს ასევე RS-ს მონონუკლეარული ვარიანტიც - ე.წ. ჰოჯკინის უჯრედი,
რომელიც არაა სპეციფიკური კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომისათვის, რადგან
იგი გვხვდება ასევე B-არა ჰოჯკინურ ლიმფომაში. თუმცა პათოგნომურია თუ
ეს უჯრედები გვხვდება გამოხატულ უჯრედულ ფონთან კომბინაციაში
(წარმოდგენილი როგორც არასიმსივნური ანთებითი უჯრედები)
10. RS უჯრედები და გერმინატიული
ცენტრი
• RS უჯრედებს დაკარგული აქვთ
B უჯრედული ფენოტიპი
• დაკარგული აქვთ თითქმის
ყველა B უჯრედული მარკერი,
და აქვთ ექსპრესია ისეთი
გენების რომელიც
დამახასიათებელია იმუნური
სისტემის სხვა უჯრედებისთვის
• RS გენური ექსპრესია ძლიერ
გავს EBV დაინფიცირებული B
უჯრედულ ექსპრესიას
12. ჰოჯკინის ლიმფომის ქვეტიპები
■ ლიმფოციტებით მდიდარი კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომა (3-5%)
■ კვანძების სკლეროზით მიმდინარე ჰოჯკინის ლიმფომა
■ შერეულ-უჯრედული ჰოჯკინის ლიმფომა
■ ლიმფოციტების გამოფიტვით მიმდინარე ჰოჯკინის ლიმფომა
ჯერ კიდევ დაობენ იმის თაობაზე ლიმფოციტებით მდიდარი ვარიანტი ცალკე
განსხვავებული დაავადებაა თუ უბრალოდ კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომის
ადრეულ სტადიას წარმოადგენს. მეორე მხრივ, მისი მიმდინარეობა და სიმპტომები
კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომისა და კვანძოვანი ლიმფოციტებით პრედომინანტური
ჰოჯკინის ლიმფომის გარდამავალი მახასიათებლებით გამოირჩევა.
17. ჰოჯკინის ლიმფომის მიკროგარემო
■ უჯრედებით მდიდარი მიკროგარემო: T და
B რეაქტიული ლიმფოციტები,
ეოზინოფილები, ფოყიერი უჯრედები,
ჰისტიოციტები/მაკროფაგები, პლაზმური
უჯრედები და გრანულოციტები
■ ფიბროზი - ძლიერ დამახასიათებელია
კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომისათვის
■ არასიმსივნური ანთებითი/იმუნური
უჯრედული კომპონენტები
აექსპრესირებენ მოლეკულებს, რომლების
დიდ როლს თამაშობენ სიმსივნის ზრდასა
და გადარჩენადობაში (CD30L,CD40L) ან
იმუნური პასუხის თავის არიდებაში (PD-1)
■ თავის მხრივ RS უჯრედები გამოყოფენ
მოლეკულებს, რომლებიც იწვევენ
ანთებითი უჯრედების პროლიფერაციასა
და დიფერენციაციას
18. ჰოჯკინის ლიმფომა და EBV
■ როგორც წესი, კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომის ჰისტოლოგიური ქვეტიპები,
იმუნოფენოტიპითა და გენეტიკური თავისებურებებით იდენტურია, თუმცა EBV-
სთან ასოცირებული ვარიანტი განსხვავებულია
■ EBV გვხვდება RS უჯრედებში, cHL-ის დაახლოებით 40%-ში (უფრო ხშირად
შერეულ-უჯრედულ და ლიმფოციტების გამოფიტვით მიმდინარე ჰოჯკინის
ლიმფომაში)
■ cHL -ის შემთხვევებში როდესაც პაცინეტი ინფიცირებულია HIV -ით EBV თითქმის
ყოველთვის დადებითია
■ კვლევებმა დაადასტურა რომ EBV-ს შეუძლია ურეცეპტორო B უჯრედების
გარდაქმნა და ხელი შეუწყოს აპოპტოზიდან თავის დაღწევას.
19. მარკერების შედარება
• CD15 დიაგნოსტიკურია კლასიკური ჰოჯკინის
ლიმფომისათვის, და ასევე გამოიყენება მისი
ანაპლასტური მსხვილუჯრედული ლიმფომისაგან
განსასხვავებლად.
• CD19 – B უჯრედული მარკერი
• CD20 – B უჯრედული მარკერი
• CD22 - მომწიფებული B უჯრედული მარკერი, BCR
მაინჰიბირებელი
• CD30 - ექსპრესირდება აქტიური T და B უჯრედების
მიერ, არის NF-kB-ს დადებითი რეგულატორი
• CD40 - ექსპრესირდება ანტიგენ წარმდგენი უჯდერების
მიერ, განაპირობებს გერმინატიული ცენტრის
მომწიფებას
• CD45 - ლეიკოციტების საერთო ანტიგენი,
ექსპრესირდება ყველა ლეიკოციტზე.
• EMA - ეპითელიუმის მემბრანული ანტიგენი,
მონაწილეობას იღებს ქიმიოთერაპიულ წამლებზე
რეზისტენტულობასა და სიმსივნის ზრდაში