2. ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფ.
ყვარელი.
დიდი ქართველი მწერალი,
პოეტი, პუბლიცისტი,
პოლიტიკური და საზოგადო
მოღვაწე, საქართველოს 1861—
1907 წლების ეროვნულ-
განმათავისუფლებელი
მოძრაობის ლიდერი. დაიბადა
გაღარიბებული თავადის
ოჯახში. 1848 წლიდან
სწავლობდა თბილისის კერძო
პანსიონში; 1852 წლიდან -
თბილისის გიმნაზიაში, 1857-
1861 წლებში კი პეტერბურგის
უნივერსიტეტის იურიდიულ
ფაკულტეტზე.
3. „სტუდენტი“
ილიას დროს პეტრბურგში
სწავლობდა ოცდაათამდე
ქართველი სტუდენტი
საქართველოში
დაბრუნების შემდეგ
შეადგინა “პირველი
დაისი” 1857–1861 წლები
არაჩვეულებრივად უხვი
გამოდგა სტუდენტი ილია
ჭავჭავაძისთვის
შემოქმედებითი
ნაყოფიერების
თვალსაზრისით
4. ილიაწერდა...
“იქნება არ დაიჯეროთ და ერთი საოცარი,უცნაური სენი დამჩემდა.ამბობენ,ეს სენი მარტო მე არა მჭირს.თურმე ნუ
იტყვით,ყველას,ვისაც ჭკუასთან რაიმე საქმე აქვს,იმათაც ის ემართებათ,რაც მე.დავფიქრდები რაზედმე თუ არა,ან
ჩავუკვირდები რასმე და ტვინის ძაფები მოძრაობაში შევლენ,ერთი რაღაც სულთამხუთავსავით ამეტუზება თვალწინ და არა
მშორდება… ეხლაც თვალწინ მიდგა და საშინელ ჯადოს მიკეთებს,მე ერთის თქმა მინდა – ის სულ სხვას მალაპარაკებს,ენა ჩემი
იძვრის – სიტყვა იმისია,კალამი ჩემი სწერს – აზრი იმისი გამოდის; რა მემართება არც მე ვიცი.ქვეყანა ჩემ თვალწინ როგორღაც
უხეიროდ,წაღმა-უკუღმა ტრიალებს,თითქო ღერძი გაუტყდა და საცა არის ტალახის გუნდასავით დაეცემა და დაიმსხვრევაო…
ის ჩემი სულთამხუთავი კი თავს მადგია და იღრიჯება,იცინის; რას იღრიჯები,შე უგვარო,უმსგავსო-მეთქი,ვეუბნები.იმან
პასუხად ღორის ეშვებსავით თავისი სიბერისაგან ფანფალა 10/1/2017 ილია ჭავჭავაძე წერდა… ღოჯები წამომიყარა და
მოჭვარტლულ ბუხარსავით შავი პირი უფრო დიდად დააღო.ფუ,ეშმაკო- მეთქი,დავიყვირე,შენც არ მომიკვდე,არც ამან
მოაცვლევინა ფეხი.რა ყოფილა თქვენი ჭირიმეთ ესე ამ ყოფაში ვარ ხოლმე,მანამ მამალი იყივლებს.რაკი ის დალოცვილი
წამოიყივლებს ხოლმე,სულთამხუთავიც უცბად თვალწინ გამიფრთხება,გაქრება,როგორც ქარისაგან ბოლი.ეხლა კი საათი
ქვეყნისა მოშლილია და არ ვიცი,ამჟამად მამლის ყივილამდე ბევრი დრო დარჩა კიდევ თუ არა.ვზივარ და შევყურებ
სულთამხუთავს,ვზივარ ლოდინით დაღალული და ვნატრობ მამლის ყივილსა.როდემდის უნდა ვილოდინო,როდემდის! შე
დალოცვილო მამალო,რაღას უყურებ და არ დაიყივლებ!..”
5. ილიაჭავჭავაძისწერილიოლღაგურამიშვილისადმი-"ასეუყვართათსაქართველოში..."
გაიხსენე, ჩემო ანგელოზო, რას გწერდი ჩემს სიღარიბეზე, ჩემს უჩინობაზე და ასე შემდეგ. მე არც ისე ღარიბი
ვარ, როგორც გწერდი. მე აღმომაჩნდება ჩვენი ცხოვრებისთვის სახსრები, ვიცხოვრებთ ისე, როგორც მრავალნი
ცხოვრობენ, მაგრამ მე ვცდილობდი, უფრო ღარიბად მეჩვენებინა თავი, ვიდრე ნამდვილად ვარ. იცი, რატომ?
იმიტომ, რომ თუ ასეთი უბრალო რამ შეგაშინებდა, შეგეძლო, მაშინვე უარი გეთქვა ჩემთვის. მე ასეთი ცოლის
ყოლას არ მოვინდომებდი. გარდა ამისა, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ შენ ადამიანს უყურებ არა როგორც
ოქროებით გატენილ ზანდუკს ან ჯვრებითა და ვარსკვლავებით მორთულ აბრას, არამედ როგორც ღვთის მიერ
შექმნილ არსებას, რომელშიც, უპირველეს ყოვლისა, მისი სული უნდა მზიანობდეს. დიახ,ოლიკოჯან, შენ ისე
კარგი იყავი, რომ დამარწმუნე კიდეც იმაში, რაშიც ადრე მინდოდა დარწმუნება, ამით ისე მიმაჯაჭვე, რომ
ვერავითარი ძალა ვეღარ დამაშორებს შენგან, რა თქმა უნდა, შენ თვითონვე თუ არ მოისურვე. და თუ მოისურვებ,
გულწრფელად მითხარი, ნუ შემიბრალებ. პირველად ამეტყველდა ჩემი გული, მაგრამ დე, ეს მისი უკანასკნელი
ღაღადისი იყოს. მე მას დავმარხავ, ჩემო მეგობარო, თუკი ჩემი ოლიკო მას სამარადისო ხსოვნას უსურვებს. მე
შენი ვარ ყოველგვარ ფათერაკში, უბედურებაში, სიღატაკეში, მანამდე, სანამ შენ მე თავისად მიგულებ… შენი
სამუდამოდ ილიკო,გაკოცებ მრავალჯერ!
6. გარდაცვალება
1907 წელს რუსეთის პირველ დუმაში (სახელმწიფო საბჭო) სამსახურის შემდეგ,
ილიამ გადაწყვიტა საქართველოს დაბრუნებულიყო. ამავე წლის 28 აგვისტოს
თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი
ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.
ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ
დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ
სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური
გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე
მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის
ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში
ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით
დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია
იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.
ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის
დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა,
წარმოთქვა: „ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში
მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია“. ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას
მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“ 1987 წელს საქართველოს
მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. სახელით წმინდა
ილია მართალი.