მეთოდები და აქტივობებიმანანა ყოჩიაშვილიპრეზენტაცია - სასწავლო მეთოდები და აქტივობები
ჩამტარებელი: მანანა ყოჩიაშვილი - ქართულის მასწავლებელი
ჩატარების ადგილი: ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
ვადები: 12.04. 2014
მიზნები და ამოცანები: მასწავლებლებისთვის ახალი სასწავლო მეთოდებისა და აქტივობების გაცნობა. მათი დადებითი მხარეეების წარმოჩენა, როგორც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი საშუალებისა.
რეზიუმე: აუდიტორიას გავაცანი ახალი მეთოდები და აქტივობები, რომლებიც ,,შვიდკაცას“ ტრენინგებზე გაგვაცნეს. მასწავლებლებს დღემდე გვიჭირს ზუსტად გამიჯვნა, რომელია მეთოდი და რომელი აქტივობა, ხანდახან ისინი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მეთოდი მიზანის მისაღწევი გზაა, მას დაესმის კითხვა-როგორ ვაკეთებ? ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა თავიდანვე განსაზღვროს, შეესაბამება თუ არა მეთოდი მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და გამოცდილებას. შეესაბამება თუ არა სასწავლო აქტივობასა და კლასის ორგანიზების ფორმას; ტექნიკურად მისი განხორცილება შესაძლებელია თუ არა. ვესაუბრე მეთოდების კლასიფიკაციაზე. გარდა ამისა, დაწვრილებით გავაცანი ზოგიერთი მეთოდი, რომლებიც მე ძალიან მომწონს და ეფექტურად ვიყენებ. ესენია: ლექცია წინასწარ დაგეგმილი შეცდომებით, ლექც
5. „გამოცანა გადატანითი
მნიშვნელობის მოტივითა და
ფრაზებით აგებული ასახსნელი
სიტყვაა... მოვლენების, საგნების,
სიტუაციების მხოლოდ და მხოლოდ
მეტაფორულად - გადატანითი
მნიშვნელობით წარმოსახვა და
დახატვაა გამოცანის ძირითადი
კანონი, რომლითაც იქმნება სწორედ
გამოსაცნობი, ასახსნელი კონტექსტი“
(ჭელიძე 1984: 45-54-52).
7. ნაირფერი კაბები მაქვს,
მამკობს ნაზი ფრთები,
მინდორ-ველის სურნელოვან
ყვავილებით ვთვრები,
დილის მზეზე ვიბადები
და ბინდისას ვკვდები.
9. სოროს ივსებს სოკოებით,
მარაგი აქვს პანტის,
პაწაწინა და ჩხვლეტია
ტყე-ტყე მარდად დარბის...
თუ შეშინდა დამრგვალდება,
თქვი, ვინ არის? ......
10. თუკი არ დაიღალე,
ერთხელ კიდევ გამოგცდი:
ერთ ფუსფუსა ქალბატონს
შვილიკო ჰყავს სამოცი!
შვილიკო ჰყავს სამოცი და
შვილიშვილიც სამოცი!
აბა, გამოიცანი?
თუ უბრალოდ, გაოცდი?
11. ძილშიც ფხიზლობს,
თვალს არ ხუჭავს;
ყურები აქვს მეტად დიდი.
თუ კომბოსტო გითესია,
არ შეჭამოს, გაუფრთხილდი.
12. ერთი რამა სულიერი,
მიწა-მიწა მძრომელია,
კაი ვაჟიკაცისათვის
თავსა წამომდგომელია;
სამჯერ გითხარ მის სახელი,
აბა, მითხარ რომელია?