şÝşÝߣ

şÝşÝߣShare a Scribd company logo
გელათი
სსიპ ბორჯომის N1 საჯარო სკოლის VIII კლასი
მასწავლებელი ოლღა გოგოლაძე
ტოპონიმთა პოეზია
მურმან ლებანიძეს ლექსში „ოდესმე
დიდი ყოფილა საქართველო“ გამოყენებული
აქვს ტოპონიმები: ნიკოფსია, დარუბანდი,
ბიზანტია, იყალთო, გელათი, ასევე -
სადაურობის აღმნიშვნელი სახელები:
მონღოლი, თურქი, სპარსელი. საინტერესოა,
რა პოეტური დატვირთვა აქვთ მათ?
ნიკოფსია, დღევანდელი ტუაფსე,
ისტორიული ციხე-ქალაქი იყო შავი ზღვის
პირას, ხოლო დარუბანდი - გამაგრებული
ციხე-ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ
კასპიისპირეთში. ამ ტოპონიმების ხსენებას
მრავალმხრივი დანიშნულება აქვს:
გამოხატავს გეოგრაფიულ მდებარეობას,
სახელმწიფო საზღვრებს, ძველ და ახალ
ისტორიულ ვითარებას. შემდეგი
გეოგრაფიული სახელწოდებაა ბიზანტია, ის
იყო დიდი და ძლიერი იმპერია, რომელიც
„ქრისტიანობის სიმტკიცედ“, ქრისტიანობის
დამცველად მიიჩნეოდა. მისი ხსენებით
ხაზგასმულია ერთიანი ქართული
სახელმწიფოს ძლიერება და ქრისტიანობის
დაცვის მისია. მონღოლეთი არის
სახელმწიფო აღმოსავლეთ ცენტრალურ
აზიაში. მონღოლთა შემოსევები
საქართველოში XIII საუკუნის პირველ
ნახევარში იწყება, რასაც მოჰყვა ერთიანი
ქართული სახელმწიფოს დასუსტება და
დაშლა. ოსმალეთი ანუ თურქეთი და
სპარსეთი ის ქვეყნებია, რომლებთანაც
მუდმივი ბრძოლა გვქონდა ჩვენი რელიგიის,
კულტურისა და ღირსების დასაცავად,
ამიტომ მათი ხსენება მკითხველში შესაბამის
06.05.2014
მურმან ლებანიძე - „ოდესმე დიდი
ყოფილა საქართველო“
2
ემოციებსა და დამოკიდებულებას იწვევს.
თურქეთი სახელმწიფოა ევრაზიაში,
მდებარეობს ანატოლიის ნახევარკუნძულზე
დასავლეთ აზიაში და თრაკიაზე სამხრეთ-
აღმოსავლეთ ევროპის ბალკანეთის
რეგიონში. ოსმალეთის იმპერია (ოტომანთა
იმპერია), ასევე ხშირად წოდებული, როგორც
თურქეთის იმპერია, 1299-1923 წწ-ში
არსებობდა. სპარსეთი დღევანდელი ირანია,
რომელიც აზიის სამხრეთ-დასავლეთით
მდებარეობს. ავტორი ამ ტოპონიმების
საშუალებით შეგვახსენებს, აღგვიწერს იმ
რთულ მდგომარეობას, რომელიც XVI-XVIII
სს-ში შეექმნა ქართულ პოლიტიკურ
ერთეულებს ამ მაჰმადიანური ქვეყნების
აგრესიული პოლიტიკის გამო. მურმან
ლებანიძე გვეუბნება, რომ „იყალთო
დაკეტილა“ და „გელათი დანგრეულა“.
ორივე მათგანი წარმოადგენდა ქართული
კულტურის მძლავრ კერას. ერთი კახეთში,
კერძოდ იყალთოში, იყო, მეორე - იმერეთში,
ქუთაისში. ამ მხატვრული სახეებით
გადმოცემულია ის აზრი, რომ მტერთა
შემოსევებით განადგურდა
საგანმანათლებლო ცენტრები და და ქვეყნის
კულტურული განვითარება შეფერხდა.
ავტორი - რეზო ჩხაიძე
გვერდი 2 გაზეთის სახელი
ქართული ხუროთმოძღვრების
ძეგლი - ყინწვისი მდებარეობს
ქართლში, სოფელ ყინწვისიდან
დაახლოებით 10 კილომეტრზე. იგი
წარმოადგენს სამონასტრო
ანსამბლს, რომლის ნაგებობათაგან
დღემდე თითქმის თავდაპირველი
სახით შემორჩა XIII საუკუნის
დასაწყისის წმინდა ნიკოლოზის
სახელობის ჯვროვან-გუმბათოვანი
გეგმით აგებული მართკუთხა
ტაჍარი.
ყინწვისი
„შენი დაღლილი ღიმილი მაკრთობს,
გაბმული სევდა ამქვეყნიური,
ო,ასე ჩუმად და ასე მარტო
მთებში სხივებზე დნება ყინული“
თამაზ ჭილაძე
ნიკა ჯაღიაშვილი
სათაური
ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი
ეს ტაძარი ცნობილია ფრესკებით. მართალია, ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ
რაც შემორჩა, მხატვრული ღირსებით შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-
ერთ საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული
არიან გიორგი III, თამარ მეფე და გიორგი-ლაშა.საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის
მონუმენტური ფრესკაა, ჩრდილოეთ კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან
აღსანიშნავია ანგელოზის გამოსახულება, რომელიც პოეტთა თუ მწერალთა გამსაკუთრებულ
ყურადღებას იპყრობს და არაერთხელ ქცეულა მათი შთაგონების წყაროდ. ყინწვისის ანგელოზის
შექმნის ისტორია მხატვრულად გააცოცხლა ცნობილმა ქართველმა მწერალმა, ლევან გოთუამ
მოთხრობაში „ყინწვისის ანგელოზი“. ყინწვისის ანგელოზია თამაზ ჭილაძის ლექს „ყინწვისის“
მთავარი მხატვრული სახეც. ლირიკული გმირის დამოკიდებულებას მის მიმართ განსაზღვრავს
ღვთაებრივისა და ადამიანურის უჩვეულო შერწმა, რასაც ანგელოზის სევდანარევი ღიმილი ხდის
საცნაურს.

More Related Content

Toponimta poezia 1

  • 1. გელათი სსიპ ბორჯომის N1 საჯარო სკოლის VIII კლასი მასწავლებელი ოლღა გოგოლაძე ტოპონიმთა პოეზია მურმან ლებანიძეს ლექსში „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ გამოყენებული აქვს ტოპონიმები: ნიკოფსია, დარუბანდი, ბიზანტია, იყალთო, გელათი, ასევე - სადაურობის აღმნიშვნელი სახელები: მონღოლი, თურქი, სპარსელი. საინტერესოა, რა პოეტური დატვირთვა აქვთ მათ? ნიკოფსია, დღევანდელი ტუაფსე, ისტორიული ციხე-ქალაქი იყო შავი ზღვის პირას, ხოლო დარუბანდი - გამაგრებული ციხე-ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ კასპიისპირეთში. ამ ტოპონიმების ხსენებას მრავალმხრივი დანიშნულება აქვს: გამოხატავს გეოგრაფიულ მდებარეობას, სახელმწიფო საზღვრებს, ძველ და ახალ ისტორიულ ვითარებას. შემდეგი გეოგრაფიული სახელწოდებაა ბიზანტია, იქ იყო დიდი და ძლიერი იმპერია, რომელიც „ქრისტიანობის სიმტკიცედ“, ქრისტიანობის დამცველად მიიჩნეოდა. მისი ხსენებით ხაზგასმულია ერთიანი ქართული სახელმწიფოს ძლიერება და ქრისტიანობის დაცვის მისია. მონღოლეთი არიქ სახელმწიფო აღმოსავლეთ ცენტრალურ აზიაში. მონღოლთა შემოსევები საქართველოში XIII საუკუნის პირველ ნახევარში იწყება, რაქაც მოჰყვა ერთიანი ქართული სახელმწიფოს დასუსტება და დაშლა. ოსმალეთი ანუ თურქეთი და სპარსეთი იქ ქვეყნებია, რომლებთანაც მუდმივი ბრძოლა გვქონდა ჩვენი რელიგიის, კულტურისა და ღირსების დასაცავად, ამიტომ მათი ხსენება მკითხველში შესაბამის 06.05.2014 მურმან ლებანიძე - „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ 2 ემოციებსა და დამოკიდებულებას იწვევს. თურქეთი სახელმწიფოა ევრაზიაში, მდებარეობს ანატოლიის ნახევარკუნძულზე დასავლეთ აზიაში და თრაკიაზე სამხრეთ- აღმოსავლეთ ევროპის ბალკანეთის რეგიონში. ოსმალეთის იმპერია (ოტომანთა იმპერია), ასევე ხშირად წოდებული, როგორც თურქეთის იმპერია, 1299-1923 ჏჏-ში არსებობდა. სპარსეთი დღევანდელი ირანია, რომელიც აზიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ავტორი ამ ტოპონიმების საშუალებით შეგვახსენებს, აღგვიწერს იმ რთულ მდგომარეობას, რომელიც XVI-XVIII ქქ-ში შეექმნა ქართულ პოლიტიკურ ერთეულებს ამ მაჰმადიანური ქვეყნების აგრესიული პოლიტიკის გამო. მურმან ლებანიძე გვეუბნება, რომ „იყალთო დაკეტილა“ და „გელათი დანგრეულა“. ორივე მათგანი წარმოადგენდა ქართული კულტურის მძლავრ კერას. ერთი კახეთში, კერძოდ იყალთოში, იყო, მეორე - იმერეთში, ქუთაისში. ამ მხატვრული სახეებით გადმოცემულია იქ აზრი, რომ მტერთა შემოსევებით განადგურდა საგანმანათლებლო ცენტრები და და ქვეყნის კულტურული განვითარება შეფერხდა. ავტორი - რეზო ჩხაიძე
  • 2. გვერდი 2 გაზეთის სახელი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - ყინწვისი მდებარეობს ქართლში, სოფელ ყინწვისიდან დაახლოებით 10 კილომეტრზე. იგი წარმოადგენს სამონასტრო ანსამბლს, რომლის ნაგებობათაგან დღემდე თითქმის თავდაპირველი სახით შემორჩა XIII საუკუნის დასაწყისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ჯვროვან-გუმბათოვანი გეგმით აგებული მართკუთხა ტაჍარი. ყინწვისი „შენი დაღლილი ღიმილი მაკრთობს, გაბმული სევდა ამქვეყნიური, ო,ასე ჩუმად და ასე მარტო მთებში სხივებზე დნება ყინული“ თამაზ ჭილაძე ნიკა ჯაღიაშვილი სათაური ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი ეს ტაჍარი ცნობილია ფრესკებით. მართალია, ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ რაც შემორჩა, მხატვრული ღირსებით შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ- ერთ საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან გიორგი III, თამარ მეფე და გიორგი-ლაშა.საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკაა, ჩრდილოეთ კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია ანგელოზის გამოსახულება, რომელიც პოეტთა თუ მწერალთა გამსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს და არაერთხელ ქცეულა მათი შთაგონების წყაროდ. ყინწვისის ანგელოზის შექმნის ისტორია მხატვრულად გააცოცხლა ცნობილმა ქართველმა მწერალმა, ლევან გოთუამ მოთხრობაში „ყინწვისის ანგელოზი“. ყინწვისის ანგელოზია თამაზ ჭილაძის ლექს „ყინწვისის“ მთავარი მხატვრული სახეც. ლირიკული გმირის დამოკიდებულებას მის მიმართ განსაზღვრავს ღვთაებრივისა და ადამიანურის უჩვეულო შერწმა, რაქაც ანგელოზის სევდანარევი ღიმილი ხდის საცნაურს.