3. ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმიქ ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელმაც 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ტრაქტატს მეფე ერეკლემ უბოძა ქართული რომანტიზმის ფუძემდებელმა პოეტმა, საზოგადო მოღვაწემ ალექსანდრე ჭავჭავაძემ (1786—1846) იგი პეტერბურგში სამეფო კარზე გაიზარდა. იგი იყო ეკატერინე II-ისა და ალექსანდრე I-ი სნათლული. მუსიკოსი და ხელოვნების მოყვარული. ალექსანდრე ჭავჭავაძემ გადაწყვიტა 1835 წელს წინანდლის ახალი სახლისა და დეკორატიული პარკის მოწყობა. მას ოთხი შვილი, 14 შვილიშვილი და 31 შვილთაშვილი ყავდა. უფროსი ქალიშვილი ნინო ჭავჭავაძე რუსი პოეტის ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე იყო, მეორე - ეკატერინე ჭავჭავაძესამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის მეუღლე, ვაჟი - დავითი სამხედრო სამსახურში გენერალ-მაიორი გახდა, მეოთხე - სოფიო ჭავჭავაძე ცოლად გაჰყვა კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსს ბარონ ნიკოლაის.
4. იგი იყო ეკატერინე II-ისა და ალექსანდრე I-ი სნათლული. მუსიკოსი და ხელოვნების მოყვარული. ალექსანდრე ჭავჭავაძემ გადაწყვიტა 1835 წელს წინანდლის ახალი სახლისა და დეკორატიული პარკის მოწყობა. მას ოთხი შვილი, 14 შვილიშვილი და 31 შვილთაშვილი ყავდა. უფროსი ქალიშვილი ნინო ჭავჭავაძე რუსი პოეტის ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე იყო, მეორე - ეკატერინე ჭავჭავაძესამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის მეუღლე, ვაჟი - დავითი სამხედრო სამსახურში გენერალ-მაიორი გახდა, მეოთხე - სოფიო ჭავჭავაძე ცოლად გაჰყვა კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსს ბარონ ნიკოლაის.
10. ალექსანდრეჭავჭავაძეალექსანდრე დაიბადა 1786 წ. პეტერბურგში. 9 წლის ალექსანდრე მიაბარეს ბამანის პანსიონში, სადაც 1799 წლამდე დაჰყო. აქ მან შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. 1799 წ. 10 აგვისტოს გარსევან ჭავჭავაძემ და კოვალენსკიმ იმპერატორ პავლეს მიერ გამოგზავნილი სამეფო გვირგვინი და სხვა სამეფო ნიშნები წამოიღეს და ჩამოვიდნენ თბილისს გიორგი XII–ის მეფედ კურთხევაზე დასაწრებლად. გარსევანმა ოჯახიც თან ჩამოიყვანა. მომავალი პოეტი თბილისში დარჩა და მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა სწავლას.1804 წ. 17 იანვარს გ. ჭავჭავაძემ იმპერატორს წარუდგინა თხოვნა თავისი ვაჟიშვილის კამერპაჟად ჩარიცხვის შესახებ, რაც დაკმაყოფილებულ იქნა იმავე წლის 3 სექტემბერს. მაგრამ სწორედ ამ დროს ცარიზმის მოხელეთა აღვირახსნილობის გამო არაგვის ხეობის ქართველ მთიელთა აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებასთან დაკავშირებული იყვნენ ფარნაოზი და სხვა ბატონიშვილები.1804 წ. 14 სექტემბერს თავისუფლების სულით გამსჭვალული 18 წლის ჭაბუკი პოეტი მთიელ აჯანყებულებს შეუერთდა.მეფის რუსეთის ჯარებმა აჯანყება სწრაფად ჩაახშეს და მისი მეთაურები სასტიკად დასაჯეს. ალ. ჭავჭავაძე თბილისის საპყრობილეში მოათავსეს ; 1805 წლის 11 ნოემბერსიგი ტამბოვში გადაასახლეს 3 წლით. 1806 წელს ა. ჭავჭავაძე თავისუფალია ტამბოვის გადასახლებისაგან. 1807 წ. დამდეგს იგი პაჟთა კორპუსშია.
14. ნინო ჭავჭავაძენინო ჭავჭავაძე იყო წარმოსადეგი, შავთმიანი, შავთვალება ქალიშვილი, რომელიც თავისი სილამაზითა და მომხიბვლელობით უამრავი ადამიანის ყურადღებას იპყრობდა. აი, რას ვკითხულობთ ერთ-ერთ ლიტერატურულ ნარკვევში ნინო ჭავჭავაძის შესახებ: "ნინო იყო შეუდარებელი მუსიკოსი, მომღერალი, მოცეკვავე, ოჯახური სპექტაკლების რეჟისორი და მსახიობი-შემსრულებელი, აგრეთვე ხატვაც ეხერხებოდა. იგი დიდებული მქარგველი, ცხენზე მოჯირითე და ლიტერატურის ჭეშმარიტად მოტრფიალე ადამიანი გახლდათ. იგი პირველივე დანახვისთანავე ერთნაირად ხიბლავდა ქალებსაც და ყველა ასაკისა და ეთნიკური წარმოშობის მამაკაცებსაც, როგორც ქართველებს, ასევე აზიელებს, რუსებსა და ევროპელებსაც."
16. ეკატერინე ჭავჭავაძე (დ. 19 მარტი, 1816 ― გ. 13 აგვისტო, 1882), სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი;ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული. 1839 წელს ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს დავით ლევანის ძე დადიანს. 1853 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის, ნიკოს სრულწლოვანებამდე, რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე დადიანი რეგენტად დაამტკიცა.ყირიმის ომის დროს (1853-1856), როდესაც სამეგრელოს დიდი ნაწილი ოსმალებმა დაიკავეს, ოსმალთა სარდალმა ომარფაშამ სცადა სამეგრელოს დედოფალთან შეთანხმება, მაგრამ ეკატერინე დადიანი შეუდგა სახალხო თავდაცვის ოგრანიზებას და პირადად მონაწილეობდა მტრის რაზმებზე თავდასხმაში. 1857 წელს სამეგრელოში გლეხთა აჯანყებამ იფეთქა. ეკატერინე დადიანმა დახმარებისათვის რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, იგი გლეხთა სასტიკად დასჯას თხოულობდა, მთავრობამ ეს მომენტი სამეგრელოს სამთავროს გაუქმებისათვის გამოიყენა და აჯანყების მიზეზად მმართველობის უვარგისობა ჩათვალა. 1857 წლის 26 სექტემბერს სამეგრელოს „დროებით“ მმართველად გენერალი ნ. კოლუბიაკინი დაინიშნა. ეს ფაქტობრივად სამეგრელოს ავტონომიის გაუქმება იყო.