7. დახურვა (5 წთ)სამართლებრივი და ეთიკური ნორმები და ინფორმაციული ტექნოლოგიებისამართლებრივი და ეთიკური ნორმების დაცვა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების სფეროში, რადგან ეს დაკავშირებულია მომავალი თაობის აღზრდასთან. კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით შესაძლებელია სამუშაოს მნიშვნელოვანი გამარტივება და მრავალი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრა. ეს არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ამა თუ იმ მიზნით ხშირად ხდება მათი არალეგალური კოპირება, გავრცელება და გამოყენება.
8. ამ საკითხის შესახებ სასურველია ყურადღება მივაქციოთ რამოდენიმე ფაქტს:პროგრამული უზრუნველყოფის არალეგალური კოპირება კანონის დარღვევაა. კანონები საავტორო უფლებების შესახებ იცავს როგორც პროგრამული უზრუნველოფის ავტორს, ასევე მის მფლობელს, ისევე როგორც საპატენტო უფლება იცავს გამომგონებელს.
9. გარდა კანონდარღვევისა, პროგრამული უზრუნველყოფის არალეგალური კოპირება ზიანს აყენებს საზოგადოებას, რადგან ხელს უწყობს მორალური და იურიდიული ნორმების დარღვევისკენ მიდრეკილებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სფეროში.
10. პროგრამული უზრუნველყოფის არალეგალური კოპირება ზიანს აყენებს მის შემქმნელს, რადგან ხელს უშლის მას, მიიღოს სათანადო ანაზღაურება, იმ სამუშაოსათვის რომელიც მან შეასრულა. ხელს უშლის პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერას და შემდგომ გაუმჯობესებას, რადგან მის შემქმნელს აკარგვინებს მოტივაციას. გარდა ამისა, ეს იწვევს ფასის გაზრდას.რადგან პროგრამული უზრუნველყოფა ადვილად ემორჩილება ცვლილებას და მისი რეპროდუცირება ძალზე მარტივია, ამ სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სხვათა შრომის პატივისცემას. ამის გამო, საჭიროა ყველანაირად შევეცადოთ არ მოვახდინოთ პროგრამული უზრუნველყოფის, მონაცემთა ბაზების, ელექტრონული ტექსტების, პროგრამული კოდის, ციფრული აუდიო და ვიდეო მასალის, არალეგელური კოპირება. ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შემდეგ საკითხებს:
11. პროგრამული უზრუნველყოფა და ციფრული მასალა დაცულია საავტორო უფლებებით, მიუხედავად იმისა არის თუ არა ეს ცხადად მითითებული მასალის დოკუმენტაციაში. აქედან გამომდინარე, მასალის კოპირება კანონის დარღვევაა, თუ ეს არ არის ნებადართული პროდუქციის ავტორის ან/და მისი გამომცემლის მიერ. ამასთანავე კანონდარღვევაა, როდესაც არალეგალური ასლის გამოყენებაც, თუნდაც ეს ასლი დამზადებული იყოს სხვა პირის მიერ.თუ ციფრულ მასალას არ გააჩნია კოპირებისაგან დაცვა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს მისი კოპირების უფლება გავრცელების ან/და გაყიდვის მიზნით. როდესაც მწარმოებელი ან ავტორი უფლებას გვაძლევს შევიძინოთ „დაუცველი“ პროდუქცია, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი გვენდობა, როგორც მომხმარებელს. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში მწარმოებელი გვანიჭებს იმის უფლებას, რომ დავამზადოთ პროდუქციის ასლი, მხოლოდ ჩვენივე ინვესტირების დაცვის მიზნით (ორიგინალის დაზიანების შემთხვევაში).როდესაც ციფრულ მასალას თან ახლავს სალიცენზიო ხელშეკრულება, საჭიროა დეტალურად გავეცნოს მას. სალიცენზიო ხელშეკრულება, ხშირ შემთხვევებში არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ პროგრამული უზრუნველყოფა გამოვიყენოთ რამოდენიმე კომპიუტერზე ერთდროულად, დავამზადოთ მასალის ასლი. თუმცა, როდესაც ეს არ არის ცხადად აკრძალული სალიცენზიო ხელშეკრულებაში, შესაძლებელია ეს მასალა გამოიყენოს სხვამ, მხოლოდ მისი კოპირების გარეშე (მაგალითად, თქვენ კომპიუტერზე).იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ აღარ ვიყენებთ ციფრულ მასალას და ეს არ არის აკრძალული სალიცენზიო ხელშეკრულებით, ჩვენ შეგვიძლია ეს მასალა გადავცეთ სხვას. ამ დროს სალიცენზიო შეთანხმება ავტომატურად გადადის ახალ მფლობელზე.
12. გარდა მესაკუთრული (Proprietary) სახის სალიცენზიო ხელშეკრულებებისა, რომელიც მომხმარებელს აძლევს მხოლოდ პროდუქციის გამოყენების უფლებას და უკრძალავს მის გავრცელებას და მოდიფიკაციას, არსებობს სალიცენზიო ხელშეკრულებების ისეთი სახეები, როდესაც მომხმარებელს აქვს მისი კოპირების, გავრცელების და თვით მოდიფიკაციის უფლებაც კი. ასეთი სახის ლიცენზიები გააჩნია, მაგალითად, უფასო პროგრამულ უზრუნველყოფას (free software license) და ღია კოდით გავრცელებულ პროგრამულ უზრუნველყოფას ( GNU General Public License). გარდა იურიდიული ნორმებისა, რომლებზეც ძირითადად ვსაუბრობდით, არსებობს მორალური და ეთიკური ნორმები, რომელთა დაცვა აუცილებელია ციფრული მასალის გამოყენების დროს. თუმცა, შევნიშნავთ, რომ ეს მჭიდროდაა დაკავშირებული იურიდიული ნორმების დაცვასთან.
13. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ციფრული მასალა დაცული საავტორო უფლებებით და ახლავს თუ არა მას სალიცენზიო ხელშეკრულება, მისი გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ავტორის ან/და წყაროს მითითება (მაგალითად, ვიდეო / აუდიო მასალის ავტორის). მასალის მოდიფიკაციის შემთხვევაში ასევე მიზანშეწონილია პირველწყაროს და მისი ავტორის მითითება. თუმცა ეს ყოველთვის აუცილებელი და მიზანშეწონილი არ არის. მაგალითად, ვებ-გვერდების დამზადებისას ძალზე გავრცელებულია მზა შაბლონების გამოყენება. ასეთ შემთხვევაში არ არის აუცილებელი პირველწყაროს მითითება, თუ ეს არ არის საგანგებოდ მოთხოვნილი ამ შაბლონის ავტორის ან მფლობელის მიერ. ანალოგიური ვითარებაა ამა თუ იმ ფასიანი თუ უფასო ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევაში. ამ ინსტრუმენტით შექმნილი ციფრული მასალა შეიძლება გავრცელდეს ინსტრუმენტის მითითების გარეშე, თუ ეს საგანგებოდ არ მოითხოვება შესაბამის სალიცენზიო ხელშეკრულებაში.
14. და ბოლოს შევნიშნავთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას არ უნდა ირღვეოდეს ადამიანის უფლებები, რაც ნიშნავს შემდეგს: საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება
18. კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებარადგან ისტ-ის ხელმისაწვდომობა თავისუფალი გამოქვეყნების საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:არაეთიკური შინაარსის ფოტო, ვიდეო, აუდიო ან ტექსტური მასალის გავრცელება ან გამოყენება;
19. პიროვნების სურათის გამოქვეყნების შემთხვევაში მასზე არსებული ადამიანის (მცირეწლოვანის შემთხვევაში მშობლის ან მეურვის) ნებართვა.ამ საკითხებთან დაკავშირებით სასურველია, პედაგოგი იცნობდეს საკანონმდებლო ბაზას და მოსწავლეებსაც გააცნოს ის.