ݺߣ

ݺߣShare a Scribd company logo
ნიკო
ფიროსმანის
ბიოგრაფია
საუკუნეც არ გვაშორებს ფიროსმანს.
ფოტო, გაზეთი, კინო, მაშინაც
არსებობდა,მაგრამ ფიროსმანაშვილზე
მცირე რამ ვიცით.
1862 წელს ასლან
ფიროსმანაშვილსა და თეკლე
ტოკლიკიშვილს მესამე შვილი,
ნანატრი ვაჟი შეეძინათ. პატარას ნიკო
დაარქვეს. 8 წლის იყო, როცა
მშობლიურ სოფელს, მირზაანს,
მოაშორეს და უფროს დას, ქალაქში
გათხოვილ მარიამს, თან გააყოლეს -
“უცხო გარემოში მარიამს ძმა რომ
ეყოლება, აღარ ინაღვლებს, თანაც
სადმე მდიდრის ოჯახში მივაბარებთ,
ზრდილობას, წერა-კითხვას ისწავლის
და კაცი დადგებაო.”
პატარა ნიკო დას
ვერაფრით დაეხმარა, თვითონ
გახდა მისახედი. თბილისური
მჭიდრო სახლები, ქუჩისპირას
ჩამწკრივებული დუქნები,
ქვაფენილით მოკირწყლული
გზები და ამ გზებზე
მოსიარულე ეტლები მალევე
მობეზრდა. თავიანთი წნული
ქოხი, სახლის წინ გაშენებული
ვენახი და დედა მოენატრა. -
აქედან საით არის მირზაანიო?
- ხშირად ეკითხებოდა ხოლმე
დას.
თბილისი საბედისწერო აღმოჩნდა ნიკოს დისათვის.
ქალაქში გავრცელებულმა ქოლერამ მარიამი
იმსხვერპლა. მარტო დარჩენილი ნიკო სოფელში არ
დაბრუნდა და სიძის დახმარებით ქალანთაროვების
ოჯახში მსახურად “პურის ჭამაზედ დადგა”.
სწორედ ამ დროიდან იწყება მისი ბრძოლა
არსებობისათვის: იყო ქალანთაროვებთან მზარეული,
ბაშინჯაღიანთან შინამოსამსახურე, ზემელზე და მერე
სადგურზე რძის დახლიდარი, კავკასიის რკინიგზის
დამუხრუჭების კონდუქტორი... ყველა სამუშაოს
პატიოსნად, მაგრამ უგულოდ ასრულებდა.
ერთადერთი საქმე, რაც სიამოვნებას ჰგვრიდა, ხატვა
იყო. ხატავდა ყველგან, ყველა გარემოში, ყველაფერზე...
კედელზე, მუყაოზე, მუშამბაზე...
პირველი ბავშვური
ნახატების ხატვა ნიკომ
კალანტაროვების ოჯახში დაიწყო.
ხატავდა ყველაფერზე,
კედლებზეც კი, ამის გამო
უჯავრდებოდნენ. თუმცა, ის
მაინც აჭრელებდა კედლებს
ნახატებით. ნიკო ჭაბუკობის
ასაკში წავიდა კალანტაროვების
ოჯახიდან და ამის მიზეზიც
ჰქონდა ის წერილების მეშვეობით
სიყვარულში გამოუტყდა ოჯახის
უფროსის დას ელისაბედს, რამაც
ოჯახის აღშფოთება გამოიწვია ,
ნიკომ იწყინა მათი არშფოთება და
სამუდამოდ დატოვა მათი ოჯახი.
ასე დაიწყო ნიკოს მარტოსული
და მოხეტიალე ცხოვრება.
1883 წელს ნიკო თბილისის რკინიგზის სადგურში
მიიღეს. პირველ ხანებში ის დარაჯად მუშაობდა, ჰქონდა
სამორიგეო ფარდული , ხის ტახტი, მაგიდა, ორი სკამი და
ჯამაგირი. ერთხელ უფროსს შეუსწრია ხატვისას,
ნახატებისტვის ხელი დაუვლია და გარეთ მოუსვრია.
რკინიგზიდან წამოსვლის შემდეგ, იგი გაეცნო და
დაუახლოვდა მედუქნეებს, რომელთა პატარა
ფარდულებზე მალე ნიკოს დახატული აბრები
გამოჩნდა. ერთერთ მედუქნეს, რომელიც რძის
ნაწარმით ვაჭრობდა დაუხატა ძროხა რძიანი
ქილით. მედუქნეებს მოეწონათ ნიკოს ნახელავი,
თუმცა, მათ არ შეეძლოთ ჩაწვდომოდნენ ნიკოს
ტილოების სერიოზულ მხატვრულ დონეს. ნიკოს
ფერწერის დამნახველები ჯერ არსად ჩანდნენ.
უბრალო ხალხი ვინც მის ნახატებს ნახულობდა
ნაკლებად ესმოდათ მხატვრობის საიდუმლოებები,
მაგრამ გაუცნოებიერებლად განიცდიდნენ იმ
დიად სიმძლავრეს, რომელი ნიკოს ნახატებიდან
მოედინებოდა.
ფიროსმანის ბიოგრაფია
შეუძლებელია ნიკოს ცხოვრების
წარმოდგენა “აკტრისა მარგარიტას”
გარეშე.
სხვა ქალი მის ბიოგრაფიაში არ
მოიხსენიება. თუ არ ჩავთვლით
პატარძალს, რომელსაც ქორწილიდან
გაექცა ნიკო. რატომ გაექცა?
შეიძლება უბრალოდ არ მოეწონა,
შეიძლება წარმოიდგინა, რომ
სამუდამოდ სოფელში უნდა
ჩარჩენილიყო ან თავისუფლების
დაკარგვის საფრთხე იგრძნო,ცხადია,
რომ შეყვარებული ნამდვილად არ იყო
თავისი დის მიერ შერჩეულ
საცოლეზე.
ფრანგი ქალი, მადამ
მარგარიტა პირველად
მუშტაიდის ბაღში ნახა
ნიკომ. იმასაც ამბობენ რომ
ნიკოს დანახვისთანავე
შეუყვარდა ნატიფად
გამოწყობილი და
მოხდენილად მოცეკვავე
ფრანგი ქალი. ისინი
სწრაფად დახლოვდნენ და
მათი რომანი ერთი
წელიწადი გაგრძელდა.
ერთი წლის შეემდეგ,
მადამ მარგარიტამ
გამოსამშვიდობებელი
წერილი დაუტოვა ნიკოს
და სამუდამოდ გაქრა.
ძველი თბილისის დუქანი,
ელენე ახვლედიანი
ახალგაზრდობაშივე ნიკომ
ორჯერ სცადა ბედი მხატვრობაში.
იმხანად დედაქალაქში არ
არსებობდა გალერეა, სალონი,
სადაც შეიძლებოდა მხატვარს
საკუთარი ნამუშევარი გამოეფინა,
ხალხის თვალამდე მიეტანა.
სამაგიეროდ, მრავლად იყო
დუქანი. ამ დუქნებს გარედან
აბრები, შიგნით კი კედლებს
გალამაზება სჭირდებოდა. ჯერ
მხატვარ გიგო ზაზიაშვილს
დაუმეგობრდა, მაგრამ რამდენიმე
თვეში საქმე ჩაუვარდათ და მერე
ვინმე გაზერნაძეს გაურიგდა. ეს
წამოწყებაც მარცხით დასრულდა.
დიმიტრი ალუღიშვილი
განსხვავებული იყო ბუნებითაც,
მეგობარი დიმიტრი ალუღიშვილი ხან
“ტვინდასეტყვილს” ეძახდა და ხან
“თვითრჯულს”. შეეძლო ბავშვივით
გაბუტვოდა იმ ადამიანს, ვინც ქომაგად
მოევლინებოდა.
ერთხელ ფიროსმანი ილია ზდანევიჩის
პორტრეტს ხატავდა. ახალგაზრდა
დაგვიანებით მივიდა. ნიკალამ
უსაყვედურა, შენზე გაბრაზებული ვარო,
მაგრამ მეორედაც რომ დაიგვიანა,
პირდაპირ მიახალა: “ჩემი ტალანტი
დაღლილია ლოდინით. მე დილიდან
გელოდით, თქვენ კი დაიგვიანეთო”.
ილია ზდანევიჩი – ნიკო ფიროსმანის ნახატი..
იყო უსახლკარო, უმისამართო, უპატრონო, მაგრამ
ცხოვრებაშიც და საქმეშიც ღირსებას ინარჩუნებდა.
არც მედუქნეებთან ქეიფს კადრულობდა და არც
ხატვისას ითვალისწინებდა მათ კაპრიზს. სვამდა
მაშინ, როცა მოუნდებოდა და ხატავდა ისე, როგორც
სურდა. ამიტომაც ქმნიდა შედევრებს..
როცა ზდანევიჩები გაიცნო, თითქოს
ებოდიშებოდა და ხშირად იხსენებდა
იმ დროს, კოხტად და მოდურად რომ
იცვამდა.
მართლაც, შავი პიჯაკით,
შარვლითა და მოხდენილი პალტოთი
გამოწყობილს ოქროს საათიც ეკეთა,
ჯიბეში კი იმდენი ფული ედო, რომ
სხვებსაც ეხმარებოდა, სოფელში სახლი
ააშენა, გამრჯე დას, ფეფეს, საოცნებო
საკერავი მანქანა უყიდა... ქონება
მისთვის მეტად უმნიშვნელო იყო.
ალბათ, ამიტომაც შეიქმნა ლეგენდა,
რომ ყველაფერი გაყიდა და ფრანგ
მომღერალ ქალს სასტუმროსთან
ყვავილებით დატვირთული რამდენიმე
ურემი მიაყენა.
ძალიან გვიან და თანაც ძალიან ცოტამ
მიაქცია ნიკო ფიროსმანს ყურადღება.
1913 წლის 24 მარტს მოსკოვში
ფოროსმანაშვილის 4 ნახატიც გამოფინეს.
მისი შემოქმედებისადმი ინტერესი გაუჩნდათ
ახალგაზრდა მხატვრებს, მაგრამ პრაქტიკული
დახმარება ვერავინ გაუწია. ისევ ცივ
სარდაფში მედუქნეებისა და შეზარხოშებული
მუშტრების ირგვლივ ტრიალებდა “გრაფად”
დაბადებული მხატვარი.
ფიროსმანის ბიოგრაფია
ხატვისას ხშირად
უბრუნდებოდა ერთსა და
იმავე თემას. უყვარდა
თამარი, რუსთაველი,
საქართველოს წარსული.
უყვარდა პორტრეტები,
ქეიფის სცენები, ზოგს
დაკვეთით, ზოგსაც
საკუთარი სურვილით
ქმნიდა. ხატავდა
ძირითადად იმ გარემოს,
იმ ხალხს, ვის ირგვლივაც
თვითონ ტრიალებდა,
რაც მის მეხსიერებაში
იყო ჩაბეჭდილი. თანაც
ხატავდა ძალიან სადად.
1918 წლის გაზაფხულზე ნიკო
ავად გახდა. რამდენიმე დღე
მარტო იწვა ბნელ სარდაფში.
საავადმყოფოში რომ გადა-
იყვანეს, უკვე დაგვიანებული
იყო. დიდხანს ესვენა მისი
გვამი და რომ არავინ მოაკითხა,
უპატრონო მიცვალებული
წაიღეს და სადღაც დაკრძალეს.
იმ მხატვრის, რომლის
სახელითაც ხშირად მსოფლიოს
ქართულ კულტურას ვაცნობთ,
საფლავიც კი არ ვიცით.
მადლობა ყურადღებისთვის...
პრეზენტაციაზე მუშაობდნენ:
იზა ჩადუნელი
რობიკო ოსეფაშვილი
მარიამ ტურაშვილი
სესილი კაკაურიძე
ნიკოლოზ აბრამია
ალექსი გულუა

More Related Content

What's hot (20)

გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოებიგრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
sophikojanashia
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
marine
ფ᳥ǃალიზმი
ფ᳥ǃალიზმიფ᳥ǃალიზმი
ფ᳥ǃალიზმი
etodevrisashvili
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
Tinatin Khutsishvili
გიორგი V ბრწყინვალე
გიორგი V ბრწყინვალეგიორგი V ბრწყინვალე
გიორგი V ბრწყინვალე
mariamgognadze
ლადო ასათიანი
ლადო ასათიანილადო ასათიანი
ლადო ასათიანი
Nino Chkhetia
უძღები შვილი ნანა ბზიშვილი
უძღები შვილი ნანა ბზიშვილიუძღები შვილი ნანა ბზიშვილი
უძღები შვილი ნანა ბზიშვილი
misstamo
აბო თბილელის-წამება-პრეზენტაცია
აბო თბილელის-წამება-პრეზენტაციააბო თბილელის-წამება-პრეზენტაცია
აბო თბილელის-წამება-პრეზენტაცია
gtsitsino
თორნიკე ერისთავი
თორნიკე ერისთავითორნიკე ერისთავი
თორნიკე ერისთავი
nino nadiradze
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
Manoni Qantaria
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსიასამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
Besik Machitadze
იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია
იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიაიაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია
იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია
ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/
რა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსიარა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსია
Natia Gvilia
შუა საუკუნეების სოფელი და ქალაქი
შუა საუკუნეების სოფელი და ქალაქიშუა საუკუნეების სოფელი და ქალაქი
შუა საუკუნეების სოფელი და ქალაქი
etodevrisashvili
დინამიური ნიშნები
დინამიური ნიშნებიდინამიური ნიშნები
დინამიური ნიშნები
Dali Dolidze
თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა
თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმათორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა
თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა
mziaegiashvili
რიცხვში მონაცვლე ზმნები Copy
რიცხვში მონაცვლე ზმნები   Copyრიცხვში მონაცვლე ზმნები   Copy
რიცხვში მონაცვლე ზმნები Copy
N2 public school
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოებიგრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
გრიგოლ ხანძთელის სახე-სიმბოლოები
sophikojanashia
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
marine
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
Tinatin Khutsishvili
გიორგი V ბრწყინვალე
გიორგი V ბრწყინვალეგიორგი V ბრწყინვალე
გიორგი V ბრწყინვალე
mariamgognadze
ლადო ასათიანი
ლადო ასათიანილადო ასათიანი
ლადო ასათიანი
Nino Chkhetia
უძღები შვილი ნანა ბზიშვილი
უძღები შვილი ნანა ბზიშვილიუძღები შვილი ნანა ბზიშვილი
უძღები შვილი ნანა ბზიშვილი
misstamo
აბო თბილელის-წამება-პრეზენტაცია
აბო თბილელის-წამება-პრეზენტაციააბო თბილელის-წამება-პრეზენტაცია
აბო თბილელის-წამება-პრეზენტაცია
gtsitsino
თორნიკე ერისთავი
თორნიკე ერისთავითორნიკე ერისთავი
თორნიკე ერისთავი
nino nadiradze
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
Manoni Qantaria
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსიასამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
Besik Machitadze
რა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსიარა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსია
Natia Gvilia
შუა საუკუნეების სოფელი და ქალაქი
შუა საუკუნეების სოფელი და ქალაქიშუა საუკუნეების სოფელი და ქალაქი
შუა საუკუნეების სოფელი და ქალაქი
etodevrisashvili
დინამიური ნიშნები
დინამიური ნიშნებიდინამიური ნიშნები
დინამიური ნიშნები
Dali Dolidze
თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა
თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმათორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა
თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა
mziaegiashvili
რიცხვში მონაცვლე ზმნები Copy
რიცხვში მონაცვლე ზმნები   Copyრიცხვში მონაცვლე ზმნები   Copy
რიცხვში მონაცვლე ზმნები Copy
N2 public school

Viewers also liked (7)

ფიროსმანის შემოქმედება
ფიროსმანის შემოქმედებაფიროსმანის შემოქმედება
ფიროსმანის შემოქმედება
lazana
Пиросмани-ფიროსმანი
Пиросмани-ფიროსმანიПиросмани-ფიროსმანი
Пиросмани-ფიროსმანი
KetevanKalatozishvili
ფიროსმანი და მოცარტი
ფიროსმანი და მოცარტიფიროსმანი და მოცარტი
ფიროსმანი და მოცარტი
lazana
მგელი და კრავი
მგელი და კრავიმგელი და კრავი
მგელი და კრავი
Rusudan Gorgadze
ფიროსმანი და მისი შემოქმედეაბ
ფიროსმანი და მისი შემოქმედეაბფიროსმანი და მისი შემოქმედეაბ
ფიროსმანი და მისი შემოქმედეაბ
Khatuna Tsikhelashvili
ხუთი გოჭის ამბავი
ხუთი გოჭის ამბავიხუთი გოჭის ამბავი
ხუთი გოჭის ამბავი
tamo
,,ვინ უკეთ იცნობს აკაკის"
,,ვინ უკეთ იცნობს აკაკის",,ვინ უკეთ იცნობს აკაკის"
,,ვინ უკეთ იცნობს აკაკის"
scool
ფიროსმანის შემოქმედება
ფიროსმანის შემოქმედებაფიროსმანის შემოქმედება
ფიროსმანის შემოქმედება
lazana
Пиросмани-ფიროსმანი
Пиросмани-ფიროსმანიПиросмани-ფიროსმანი
Пиросмани-ფიროსმანი
KetevanKalatozishvili
ფიროსმანი და მოცარტი
ფიროსმანი და მოცარტიფიროსმანი და მოცარტი
ფიროსმანი და მოცარტი
lazana
მგელი და კრავი
მგელი და კრავიმგელი და კრავი
მგელი და კრავი
Rusudan Gorgadze
ფიროსმანი და მისი შემოქმედეაბ
ფიროსმანი და მისი შემოქმედეაბფიროსმანი და მისი შემოქმედეაბ
ფიროსმანი და მისი შემოქმედეაბ
Khatuna Tsikhelashvili
ხუთი გოჭის ამბავი
ხუთი გოჭის ამბავიხუთი გოჭის ამბავი
ხუთი გოჭის ამბავი
tamo
,,ვინ უკეთ იცნობს აკაკის"
,,ვინ უკეთ იცნობს აკაკის",,ვინ უკეთ იცნობს აკაკის"
,,ვინ უკეთ იცნობს აკაკის"
scool

Similar to ფიროსმანის ბიოგრაფია (11)

მომავალი ჩვენია
მომავალი ჩვენიამომავალი ჩვენია
მომავალი ჩვენია
Nona Chabashvili
რეპრესიები საქართველოში
რეპრესიები საქართველოშირეპრესიები საქართველოში
რეპრესიები საქართველოში
nino abuladze
Revaz inanishvilis biograpia
Revaz inanishvilis biograpiaRevaz inanishvilis biograpia
Revaz inanishvilis biograpia
MARIAMIMARIAMI10
გაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაგაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორია
Manana Jakeli
ჸსტdzვსკი დანაშაული და სასჯელი
ჸსტdzვსკი   დანაშაული და სასჯელიჸსტdzვსკი   დანაშაული და სასჯელი
ჸსტdzვსკი დანაშაული და სასჯელი
სამკითხველო სამკითხველო
რუსთაველი
რუსთაველირუსთაველი
რუსთაველი
treningi09
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
ekashioshvili
Orhan famuqi umankoebis muzeumi
Orhan famuqi umankoebis muzeumi Orhan famuqi umankoebis muzeumi
Orhan famuqi umankoebis muzeumi
Guri Sichinava
მომავალი ჩვენია
მომავალი ჩვენიამომავალი ჩვენია
მომავალი ჩვენია
Nona Chabashvili
რეპრესიები საქართველოში
რეპრესიები საქართველოშირეპრესიები საქართველოში
რეპრესიები საქართველოში
nino abuladze
გაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაგაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორია
Manana Jakeli
რუსთაველი
რუსთაველირუსთაველი
რუსთაველი
treningi09
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
ekashioshvili
Orhan famuqi umankoebis muzeumi
Orhan famuqi umankoebis muzeumi Orhan famuqi umankoebis muzeumi
Orhan famuqi umankoebis muzeumi
Guri Sichinava

ფიროსმანის ბიოგრაფია

  • 2. საუკუნეც არ გვაშორებს ფიროსმანს. ფოტო, გაზეთი, კინო, მაშინაც არსებობდა,მაგრამ ფიროსმანაშვილზე მცირე რამ ვიცით. 1862 წელს ასლან ფიროსმანაშვილსა და თეკლე ტოკლიკიშვილს მესამე შვილი, ნანატრი ვაჟი შეეძინათ. პატარას ნიკო დაარქვეს. 8 წლის იყო, როცა მშობლიურ სოფელს, მირზაანს, მოაშორეს და უფროს დას, ქალაქში გათხოვილ მარიამს, თან გააყოლეს - “უცხო გარემოში მარიამს ძმა რომ ეყოლება, აღარ ინაღვლებს, თანაც სადმე მდიდრის ოჯახში მივაბარებთ, ზრდილობას, წერა-კითხვას ისწავლის და კაცი დადგებაო.”
  • 3. პატარა ნიკო დას ვერაფრით დაეხმარა, თვითონ გახდა მისახედი. თბილისური მჭიდრო სახლები, ქუჩისპირას ჩამწკრივებული დუქნები, ქვაფენილით მოკირწყლული გზები და ამ გზებზე მოსიარულე ეტლები მალევე მობეზრდა. თავიანთი წნული ქოხი, სახლის წინ გაშენებული ვენახი და დედა მოენატრა. - აქედან საით არის მირზაანიო? - ხშირად ეკითხებოდა ხოლმე დას.
  • 4. თბილისი საბედისწერო აღმოჩნდა ნიკოს დისათვის. ქალაქში გავრცელებულმა ქოლერამ მარიამი იმსხვერპლა. მარტო დარჩენილი ნიკო სოფელში არ დაბრუნდა და სიძის დახმარებით ქალანთაროვების ოჯახში მსახურად “პურის ჭამაზედ დადგა”. სწორედ ამ დროიდან იწყება მისი ბრძოლა არსებობისათვის: იყო ქალანთაროვებთან მზარეული, ბაშინჯაღიანთან შინამოსამსახურე, ზემელზე და მერე სადგურზე რძის დახლიდარი, კავკასიის რკინიგზის დამუხრუჭების კონდუქტორი... ყველა სამუშაოს პატიოსნად, მაგრამ უგულოდ ასრულებდა. ერთადერთი საქმე, რაც სიამოვნებას ჰგვრიდა, ხატვა იყო. ხატავდა ყველგან, ყველა გარემოში, ყველაფერზე... კედელზე, მუყაოზე, მუშამბაზე...
  • 5. პირველი ბავშვური ნახატების ხატვა ნიკომ კალანტაროვების ოჯახში დაიწყო. ხატავდა ყველაფერზე, კედლებზეც კი, ამის გამო უჯავრდებოდნენ. თუმცა, ის მაინც აჭრელებდა კედლებს ნახატებით. ნიკო ჭაბუკობის ასაკში წავიდა კალანტაროვების ოჯახიდან და ამის მიზეზიც ჰქონდა ის წერილების მეშვეობით სიყვარულში გამოუტყდა ოჯახის უფროსის დას ელისაბედს, რამაც ოჯახის აღშფოთება გამოიწვია , ნიკომ იწყინა მათი არშფოთება და სამუდამოდ დატოვა მათი ოჯახი. ასე დაიწყო ნიკოს მარტოსული და მოხეტიალე ცხოვრება.
  • 6. 1883 წელს ნიკო თბილისის რკინიგზის სადგურში მიიღეს. პირველ ხანებში ის დარაჯად მუშაობდა, ჰქონდა სამორიგეო ფარდული , ხის ტახტი, მაგიდა, ორი სკამი და ჯამაგირი. ერთხელ უფროსს შეუსწრია ხატვისას, ნახატებისტვის ხელი დაუვლია და გარეთ მოუსვრია.
  • 7. რკინიგზიდან წამოსვლის შემდეგ, იგი გაეცნო და დაუახლოვდა მედუქნეებს, რომელთა პატარა ფარდულებზე მალე ნიკოს დახატული აბრები გამოჩნდა. ერთერთ მედუქნეს, რომელიც რძის ნაწარმით ვაჭრობდა დაუხატა ძროხა რძიანი ქილით. მედუქნეებს მოეწონათ ნიკოს ნახელავი, თუმცა, მათ არ შეეძლოთ ჩაწვდომოდნენ ნიკოს ტილოების სერიოზულ მხატვრულ დონეს. ნიკოს ფერწერის დამნახველები ჯერ არსად ჩანდნენ. უბრალო ხალხი ვინც მის ნახატებს ნახულობდა ნაკლებად ესმოდათ მხატვრობის საიდუმლოებები, მაგრამ გაუცნოებიერებლად განიცდიდნენ იმ დიად სიმძლავრეს, რომელი ნიკოს ნახატებიდან მოედინებოდა.
  • 9. შეუძლებელია ნიკოს ცხოვრების წარმოდგენა “აკტრისა მარგარიტას” გარეშე. სხვა ქალი მის ბიოგრაფიაში არ მოიხსენიება. თუ არ ჩავთვლით პატარძალს, რომელსაც ქორწილიდან გაექცა ნიკო. რატომ გაექცა? შეიძლება უბრალოდ არ მოეწონა, შეიძლება წარმოიდგინა, რომ სამუდამოდ სოფელში უნდა ჩარჩენილიყო ან თავისუფლების დაკარგვის საფრთხე იგრძნო,ცხადია, რომ შეყვარებული ნამდვილად არ იყო თავისი დის მიერ შერჩეულ საცოლეზე.
  • 10. ფრანგი ქალი, მადამ მარგარიტა პირველად მუშტაიდის ბაღში ნახა ნიკომ. იმასაც ამბობენ რომ ნიკოს დანახვისთანავე შეუყვარდა ნატიფად გამოწყობილი და მოხდენილად მოცეკვავე ფრანგი ქალი. ისინი სწრაფად დახლოვდნენ და მათი რომანი ერთი წელიწადი გაგრძელდა. ერთი წლის შეემდეგ, მადამ მარგარიტამ გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა ნიკოს და სამუდამოდ გაქრა.
  • 11. ძველი თბილისის დუქანი, ელენე ახვლედიანი ახალგაზრდობაშივე ნიკომ ორჯერ სცადა ბედი მხატვრობაში. იმხანად დედაქალაქში არ არსებობდა გალერეა, სალონი, სადაც შეიძლებოდა მხატვარს საკუთარი ნამუშევარი გამოეფინა, ხალხის თვალამდე მიეტანა. სამაგიეროდ, მრავლად იყო დუქანი. ამ დუქნებს გარედან აბრები, შიგნით კი კედლებს გალამაზება სჭირდებოდა. ჯერ მხატვარ გიგო ზაზიაშვილს დაუმეგობრდა, მაგრამ რამდენიმე თვეში საქმე ჩაუვარდათ და მერე ვინმე გაზერნაძეს გაურიგდა. ეს წამოწყებაც მარცხით დასრულდა.
  • 12. დიმიტრი ალუღიშვილი განსხვავებული იყო ბუნებითაც, მეგობარი დიმიტრი ალუღიშვილი ხან “ტვინდასეტყვილს” ეძახდა და ხან “თვითრჯულს”. შეეძლო ბავშვივით გაბუტვოდა იმ ადამიანს, ვინც ქომაგად მოევლინებოდა. ერთხელ ფიროსმანი ილია ზდანევიჩის პორტრეტს ხატავდა. ახალგაზრდა დაგვიანებით მივიდა. ნიკალამ უსაყვედურა, შენზე გაბრაზებული ვარო, მაგრამ მეორედაც რომ დაიგვიანა, პირდაპირ მიახალა: “ჩემი ტალანტი დაღლილია ლოდინით. მე დილიდან გელოდით, თქვენ კი დაიგვიანეთო”.
  • 13. ილია ზდანევიჩი – ნიკო ფიროსმანის ნახატი..
  • 14. იყო უსახლკარო, უმისამართო, უპატრონო, მაგრამ ცხოვრებაშიც და საქმეშიც ღირსებას ინარჩუნებდა. არც მედუქნეებთან ქეიფს კადრულობდა და არც ხატვისას ითვალისწინებდა მათ კაპრიზს. სვამდა მაშინ, როცა მოუნდებოდა და ხატავდა ისე, როგორც სურდა. ამიტომაც ქმნიდა შედევრებს..
  • 15. როცა ზდანევიჩები გაიცნო, თითქოს ებოდიშებოდა და ხშირად იხსენებდა იმ დროს, კოხტად და მოდურად რომ იცვამდა. მართლაც, შავი პიჯაკით, შარვლითა და მოხდენილი პალტოთი გამოწყობილს ოქროს საათიც ეკეთა, ჯიბეში კი იმდენი ფული ედო, რომ სხვებსაც ეხმარებოდა, სოფელში სახლი ააშენა, გამრჯე დას, ფეფეს, საოცნებო საკერავი მანქანა უყიდა... ქონება მისთვის მეტად უმნიშვნელო იყო. ალბათ, ამიტომაც შეიქმნა ლეგენდა, რომ ყველაფერი გაყიდა და ფრანგ მომღერალ ქალს სასტუმროსთან ყვავილებით დატვირთული რამდენიმე ურემი მიაყენა.
  • 16. ძალიან გვიან და თანაც ძალიან ცოტამ მიაქცია ნიკო ფიროსმანს ყურადღება. 1913 წლის 24 მარტს მოსკოვში ფოროსმანაშვილის 4 ნახატიც გამოფინეს. მისი შემოქმედებისადმი ინტერესი გაუჩნდათ ახალგაზრდა მხატვრებს, მაგრამ პრაქტიკული დახმარება ვერავინ გაუწია. ისევ ცივ სარდაფში მედუქნეებისა და შეზარხოშებული მუშტრების ირგვლივ ტრიალებდა “გრაფად” დაბადებული მხატვარი.
  • 18. ხატვისას ხშირად უბრუნდებოდა ერთსა და იმავე თემას. უყვარდა თამარი, რუსთაველი, საქართველოს წარსული. უყვარდა პორტრეტები, ქეიფის სცენები, ზოგს დაკვეთით, ზოგსაც საკუთარი სურვილით ქმნიდა. ხატავდა ძირითადად იმ გარემოს, იმ ხალხს, ვის ირგვლივაც თვითონ ტრიალებდა, რაც მის მეხსიერებაში იყო ჩაბეჭდილი. თანაც ხატავდა ძალიან სადად.
  • 19. 1918 წლის გაზაფხულზე ნიკო ავად გახდა. რამდენიმე დღე მარტო იწვა ბნელ სარდაფში. საავადმყოფოში რომ გადა- იყვანეს, უკვე დაგვიანებული იყო. დიდხანს ესვენა მისი გვამი და რომ არავინ მოაკითხა, უპატრონო მიცვალებული წაიღეს და სადღაც დაკრძალეს. იმ მხატვრის, რომლის სახელითაც ხშირად მსოფლიოს ქართულ კულტურას ვაცნობთ, საფლავიც კი არ ვიცით.
  • 20. მადლობა ყურადღებისთვის... პრეზენტაციაზე მუშაობდნენ: იზა ჩადუნელი რობიკო ოსეფაშვილი მარიამ ტურაშვილი სესილი კაკაურიძე ნიკოლოზ აბრამია ალექსი გულუა