რ᳥სურსი აწყობილია POWER POINT-ში, პრეზენტაციაში გამოყენებულია „მგელი და კრავის“ თემაზე შექმნილი დიორამის თანმიმდევრული ილუსტრაციები, რაც რესურს ერთგვარ ხიბლს ანიჭებს, ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციას, მოსწავლეებს უბიძგებს თავადაც შექმნან მსგავსი დიორამა საკუთარი ინტერპრეტაციით. ილუსტრაციებს თან ერთვის მდინარის, მგლისა და კრავის ხმოვანი ეფექტები, რაც მოსწავლეებში იწვევს დადებით ემოციებს, აუმჯობესებს მათ განწყობას შესასწავლი საკითხის მიმართ. რესურსს თან ახლავს ტესტის ტიპის დავალება, შეკითხვებით და შესარჩევი სავარაუდო პასუხებით, სწორი ან არასწორი პასუხის შემთხვევაში, სლაიდზე გამოდის შესაბამისი უკუკავშირის შემცველი ტექსტი და ფოტო.