პროექტგაკვეთილი "დარისპანის გასაჭირი"- პრეზენტაცია კათედრაზეmarine kvaratskheliaპრეზენტაცია გაკეთდა ენათა და ესთეტიკური საგნების გაერთიანებულ სხდომაზე (ჩქვალერის საჯარო სკოლა)
პროექტგაკვეთილი "დარისპანის გასაჭირი"- პრეზენტაცია კათედრაზეmarine kvaratskheliaპრეზენტაცია გაკეთდა ენათა და ესთეტიკური საგნების გაერთიანებულ სხდომაზე (ჩქვალერის საჯარო სკოლა)
მოსწავლეთა მოტივაცია ფორმალურ და არაფორმალურ გარემოშიRusudan Kvikviniaპროექტებით სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია სწავლა/სწავლების პროცესში. გეოგრაფიის და ბიოლოგიის ინგრირებული სწავლება სხვადასხვა აქტივობებით ძალიან მაღალი მოტივაციით და მოსწავლეთა აბსოლუტური ჩართულობით წარიმართა. თემა წაკითხულ იქნა მასწავლებელთა მეორე რესპუბლიკურ კონფერენციაზე, ბაზალეთი, 2014 წლის დეკემბერი
ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ინგლისურ ენებშიAsmat Diasamidzeსსიპ-ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ასმათ ჯიჯავაძე
1. ინტეგრირებული შემაჯამებელი გაკვეთილი
ქართულ ლიტერატურასა და გეოგრაფიაში
1.
2.
3.
4.
5.
ინტეგრირებული საგნები
და პედაგოგები
გაკვეთილის თემა
ქართული ლიტერატურა-მზია ეგიაშვილი,
გეოგრაფია-ირმა ქაფიანიძე,
ქართული ლიტერატურა-,,ემიგრანტები”,
გეოგრაფია-გარემიგრაციული პროცესები საქართველოში
სწავლების საფეხური და
კლასი
.მოსწავლეთა რაოდენობა
გაკვეთილის მიზანი და
განსავითარებელი
უნარები
საბაზო
IX-ბ
25
ქართული ლიტ.:მოსწავლეები გაეცნობიან ემიგრანტების
ცხოვრებასა და მათს სულიერ მდგომარეობას მხატვრული
ნაწარმოებების, მოძიებული მასალის მიხედვით, აუდიტორიის
წინაშე წარმოადგენენ თავიანთ თვალსაზრისს, მსჯელობას
განამტკიცებენ არგუმენტებით; შეძლებენ დისკუსიის
წარმართვას; შეძლებენ საკუთარი აზრის წერილობით
გამოხატვას;
გეოგრაფია: მოსწავლეები შეძლებენ ახსნან საქართველოში
არსებული გარემიგრაციული პროცესების მიზეზები
საუკუნეების მიხედვით ( შუა, XIX, XX, თანამედროვე) და
დაუკავშირონ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების
დონეს; წარმოადგენენ მათ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური
გამოკითხვის შედეგებს; იმსჯელებენ გარემიგრაციული
პროცესების შედეგად გამოწვეული ცვლილებებისა და
გაუმჯობესების შესაძლო გზებზე;
განსავითარებელი უნარები:
ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება;
კვლევის ჩატარება;
შემოქმედებითი უნარი;
თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება;
სლაიდ-შოუს მომზადება და ჩვენება Power Point-ის
გამოყენებით;
ჯგუფში მუშაობა- თანამშრომლობა;
პრეზენტაციისას- ორატორობის უნარ-ჩვევები;
თვითშეფასება, ურთიერთშეფასება.
6.
ე ს გ-ით მისაღწევი
შედეგები/ინდიკატორები
ქართ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის
წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან
პრობლემურ საკითხებზე.
*მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან
და მხატვრული ტექსტებიდან.
ქართ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის
სტრატეგიების გამოყენება
2. *ოპერატიულად რეაგირებს აუდიტორიის რეაქციაზე: ამყარებს
და აზუსტებს დისკუსიის საჭირო არგუმენტებს, შეაქვს
განმარტებები.
* საპირისპირო არგუმენტების მოსმენისას ჩაინიშნავს
ძირითადსა და მთავარს, რასაც შემდეგში იყენებს
კონტრარგუმენტებისათვის.
ქართ.IX.11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის
ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის
გათვალისწინებით.
*აუდიტორიის თავისებურებების გათვალისწინებით
გამოიყენებს სხვადასხვა დამარწმუნებელ/დამაინტერესებელ
საშუალებას.
გეოგრ. IX.6.1. აანალიზებს საქართველოს მოსახლეობის
გარემიგრაციის პროცესებს და აკეთებს პროგნოზებს.
*მსჯელობს საქართველოში არსებული მიგრაციული
პროცესების გამომწვევ მიზეზებზე,ნაკადებზე, სიხშირეზე და
უკავშირებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების
დონეს.
გეოგრ.IX.6.2. კლასში ჯგუფური მუშაობისას შემუშავებული
სოციოლოგიური გამოკვლევის ანკეტის საფუძველზე ატარებს
გამოკითხვას ( კლასში, სკოლაში, სანათესაოში, სამეზობლოში).
მსჯელობს მიგრაციული პროცესის განვითარებაზე და შედეგებს
წარმოადგენს კლასის წინაშე.
გეოგრ.IX.6.8. გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
საქართველოში გარემიგრაციულ პროცესებზე. მსჯელობს
სიტუაციის გაუმჯობესების შესაძლო გზებზე.
7.
წინასწარი ცოდნა
8.
შეფასება
9.
საგანმანათლებლო
რესურსები და
გამოყენებული
ლიტერატურა
ქართ. -მოსწავლეებმა იციან ტერმინი ,,ემიგრაცია”, იცნობენ
მხატვრულ ნაწარმოებებს ემიგრანტთა ცხოვრების შესახებ.
გეოგრაფია: მოსწავლეებმა იციან, რა არის მიგრაცია, მიგრაციის
სახეები, მისი გამომწვევი მიზეზების ტიპები.
ისტ-ი: მოსწავლეებმა იციან ინტერნატში როგორ მოიძიონ
საჭირო მასალა. იციან სლაიდ-შოუს მომზადება და ჩვენება
Power Point-ის გამოყენებით.
განმავითარებელი- მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა
მუშაობის პროცესზე, ქცევაზე, აქტიურობაზე.
ტექნიკა- ინსტრუმენტები: კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული
ფოტოაპარატი,ციფრული ვიდეოკამერა, DVD დისკი;
გამოყენებული მასალა: საქართველოს რუკა, მსოფლიო
პოლიტიკური რუკა, ფორმატები, მარკერები, ჭიკარტები, ცარცი,
დაფა;
ინფორმაციული წყაროები: მშობლიური ლიტერატურა IX კლასის
სახელმძღვანელო. ავტორ-შემადგენელნი: ვახტანგ როდონაია
3. 10.
გაკვეთილის
მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი და დრო
(ჯგუფის ხელმძღვანელი), ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ
არაბული, მარინე ხუციშვილი.
გამომცემლობა ,,სწავლანი” 2008წ.
საქართველოს გეოგრაფია IX კლასის სახელმძღვანელო. ავტორშემადგენლები:ნ. ბერუჩაშვილი, ზ. დავითაშვილი,
ნ. ელიზბარაშვილი. გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე”.
გაკვეთილის ხანგრძლივობა 90 წთ.
(გაკვეთილის თემა და სასწავლო მიზნები დაფიქსირებულია
ფორმატზე და გაკრულია თვალსაჩინო ადგილას)
კლასში მოსწავლეები გადანაწილებული არიან 4 ჯგუფად. თითო
ჯგუფში იქნება 6 -7 მოსწავლე.
A ფაზა (გამოწვევა)
(მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება) 3წთ.
აქტივობა1. მონიტორზე ნაჩვენებია ფრაზა: ,,შენ მუჭა-მუჭა
გაგიტანეს საქართველოდან, ქართულო მიწავ, ალბათ იმიტომ
დაპატარავდი”.
ქართულის მასწავლებელი ჯგუფებს ავალებს, იმუშაონ
ფორმატებზე და წარმოადგინონ ამ ფრაზის აზრი.(2წთ.)
აქტივობა 2.ჯგუფები მუშაობენ. (10 წთ.)
აქტივობა 3. ნამუშევრების პრეზენტაცია.(8წთ.)
B ფაზა (შინაარსის რეალიზება)
აქტივობა 4. გეოგრაფიის მასწავლებელი ჯგუფებს ავალებს,
იმუშაონ და წარმოადგინონ საუკუნეების მიხედვით მიგრაციის
გამომწვევი მიზეზები.(3წთ.)
აქტივობა 5. ჯგუფები მუშაობენ.(10 წთ.)
აქტივობა6. ჯგუფები პრეზენტაციას აკეთებენ სლაიდ-შოუს
ჩვენებით Power Point-ის გამოყენებით. (10წთ.)
აქტივობა 7.ქართულის მასწავლებელი ჯგუფებს ავალებს
წარმოადგინონ მხატვრულ ნაწარმოებებში, კინემატოგრაფიაში
როგორ აისახა მიგრაციის შედეგები. (2წთ.)
აქტივობა 8. ჯგუფები პრეზენტაციას აკეთებენ კომპიუტერის
დახმარებით.(10წთ.)
აქტივობა 9. გეოგრაფიის მასწავლებელი ჯგუფებს სთხოვს
წარმოადგინონ წინასწარ ჩატარებული კვლევის შედეგები
მიგრაციასთან დაკავშირებით. (2წთ.)
აქტივობა 10. ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას წარმოდგენილ
მასალაზე (5წთ.)
C ფაზა (გამთლიანება)
აქტივობა 11. კლასში იმართება დისკუსია თემაზე: ,,უნდა
წავიდნენ თუ არა ემიგრაციაში საქართველოდან?”(10წთ.)
აქტივობა 12.(3, 2, 1) მოსწავლეებს ევალებათ წერილობით
ჩამოაყალიბონ 3 საკითხი, რომლებიც მოეწონათ საგაკვეთილო
პროცესში, 2 საკითხი, რომლებიც არ მოეწონათ, 1 საკითხი,
4. რომელსაც შეცვლიდნენ. ნაწერები გამოიფინება თვალსაჩინო
ადგილას. (10წთ.)
ყველას მიეცემა საშუალება, გაკვეთილის დამთავრებისას
,,იმოგზაურონ გალერეაში”.
საშინაო დავალება- დაწერონ ჩანახატი: (5წთ.)
...ნელ-ნელა ხვდებოდი, თუ სადაური ხდებოდი,
ენას ავიწყდებოდი, სხვა მიწაზე რჩებოდი....
გაკვეთილის ჩატარების
თარიღი:
24.02.2012წ.