ݺߣ

ݺߣShare a Scribd company logo
კონფერენცია თემაზე
,, ერთი საუკეთესო გაკვეთილი“
მომხსენებელი სსიპ -ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ
გიორგეთის საჯარო სკოლის ხელოვნება,ისტორია და
სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
მარინე რეხვიაშვილი
წარმოგიდგენთ ისტორია ქართულ ენისა და ლიტერატურის
ინტეგრირებულ გაკვეთილს
თემაზე : ,,ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?
-1832 წლის შეთქმულება ”
*ეხმარება მოსწავლეს ცოდნის
განზოგადებაში, სამყაროს
დანაწევრებულად აღარ აღიქვამს,
არამედ მას ერთ მთლიანობად
წარმოიდგენს.
*მოსწავლე სწავლობს ერთმანეთთან
როგორ უნდა დააკავშიროს
სხვადასხვა დისციპლინაში
მიღებული ცოდნა
*მოსწავლე ახდენს ცალკეულ
დისციპლინებში მიღებული ცოდნის
სინთეზს.
*ამაღლებს მოტივაციას,ეხმარება
მოსწავლეს საკითხის გააზრებაში და
ანვითარებს ,მსჯელობის,
ანალიზის,შემოქმედებით და
ტრანსფერის უნარებს.
*საგანთა ინტეგრირება
ეროვნული სასწავლო გეგმის
მიხედვით, გაღრმავებული
სწავლება ერთ-ერთი ძირითადი
მეთოდური ორიენტირია,
რომელიც, სასწავლო მასალის
ეტაპობრივი და
მრავალმხრივად მიწოდების
გარდა, გულისხმობს
საგანთშორისი კავშირების
გამოვლენასა და საერთო
ასპექტების დამუშავებას.
ინტეგრირებული გაკვეთილები
კი ამგვარი მიდგომის ერთ -
ერთი ფორმაა.
კლასი:IX მოსწავლეთა რაოდენობა :15 ,მათ შორის 3 სსსმ
გაკვეთილის თემა: ,,ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?-1832 წლის შეთქმულება
გაკვეთილის მიზანი:
ისტორია: მოსწავლე განიხილავს 1832 წლის შეთქმულების მიზეზებს და აფასებს შედეგებს
ქართული ენა და ლიტერატურა : მოსწავლე გაიაზრებს ლექსის კონტექსტს და ამოიცნობს კონცეპტუალურ
ინფორმაციას კონკრეტულ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით.
ისტორია-სამიზნე ცნება
ისტორიული მოვლენა/პროცესი
ისტ.საბ.5
ისტორიული მოვლენების და პროცესების დანახვა/შეფასება როგორც კონკრეტულ ეპოქაში მცხოვრები
ადამიანების თვალით, ასევე ეპოქისგან დისტანცირებით ერთი მხრივ ეპოქის უნიკალობის, მეორე მხრივ კი
უნივერსალურ იდეათა განვითარების კანონზომიერებების გასააზრებლად.
.
ქართული ენა და ლიტერატურა სამიზნე ცნება
კონტექსტი
(ქართ. საბ. 1, 4)
ქართ. საბ. 1 სტრატეგიების გამოყენებით, ტექსტში მოცემული ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაციის
ამოცნობა-გააზრება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა მინიშნებებზე დაყრდნობით.
ქართ. საბ. 4
საკუთარი ან/და ლიტერატურული გამოცდილების გამოყენება ამა თუ იმ თემის/პრობლემის/საკითხის მიმართ
პირადი პოზიციის წარმოჩენის, ტექსტის გააზრების, ინტერპრეტირების, წაკითხულისადმი პირადი
დამოკიდებულების გამოხატვის ან/და შეფასების მიზნით.
# 1აქტივობა: მოსწავლეებს წარვუდგენ თვალსაჩინოებას
წარწერით ,,თაფლაკვერი თუ მათრახი“ და ვთხოვ
გაიხსენონ ბრძოლის რომელი გზა აირჩია მე-19 საუკუნის
დასაწყისის საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ.
მოსწვლეები პასუხობენ კითხვებს:
*რა გზა აირჩია ქართველმა ხალხმა რუსიფიკატორული
პოლიტიკის წინააღმდეგ?შეაფასეთ მათი არჩეევანი
*როგორ ფიქრობთ,ბრძოლის იგივე გზას გააგძელებდნენ
თუ შეიცვლიან პოზიციას?
#2 აქტივობ: ოსწავლეები აანალიზებენ ლექსის ( 1832 წლის შეთქმულების მონაწილე ს. დოდაშვილს უპოვეს იოანე ბატონიშვილის ლექსი:
„სკვითთ წაგვართვეს მთლად ქვეყანა
არც კი მოგვცეს კაცი ერთი;
ქართლს – კახეთსა არ დაჰსჯერდნენ ,
ზედ დაიდვეს იმერეთი;
მწერლობაში დავგლახაკდით, შემწე არ გვყავს, მისამართი.
შევთხოვთ ზენას სამართალსა,
ვნახოთ, ვითა განჰსჯის ღმერთი“.)
მოსწავლე აანალიზებს ლექსის კონტექსტს ად ავსებენ სქემას:
,,მთავარი აქტორი-შედეგები და გამოსავალი“ (იხ.დანართი # 2)
აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს პასუხობენ კითხვებზე:
* როგორ ფიქრობთ რომელი დამპყრობელი იგულისხმება ,,სკვითებში“ და რა კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს მას ავტორი?
* შეიძლება თუ არა აღნიშნული ფაქტები ჩაითვალოს შეთქმულების დაწყების მიზეზებად?
(მოსწავლეების ნააზრს ჩამოვწერ ფლიპჩარტზე კოგნიტურ სქემა ,,მიზეზი-შედეგი-შეფასება“ (იხ.დანართი # 3) მიზეზის გრაფაში და გამოაკრავს
თვალსაჩინო ადგილას)
* ბრძოლის რა გზა აირჩია ავტორმა ,,სკვითების წინააღმდეგ და თქვენ რა გზას აირჩევდით?
* როგორ ფიქრობთ ქართველი ხალხი შეწყვეტდა ბრძოლას და ,,ზენა სამართლის“ ანაბარა დარჩებოდა?
* შენი აზრით რა შედეგით დასრულდებოდა აღნიშნული ,,ბრძოლა“?
მოსწავლეებს გააკეთონ მეორე ლექსის კონტექსტის ანალიზი
სოლომონ დოდაშვილის ლექსი-
,,მაისის თვესა იქმნას ძახება
გამოხატული ქართველთ უფლება
აღვიპყრათ ხელსა კი მახვილი
მივცეთა მტერთა შიში ძრიელი
შემოვიკრიბოთ გულით მსურველნი
ვეცეთ ვეძგერნეთ გაგულებულნი
განვდევნოთ სოფლით ძალით მოსრულნი
ჩვენ მამულისა მაოხრებელნი
ქართველნო ხართ სადმე თუ არა
არავინ არ იცის მოიგეთ გონება” (X, 1834).
ლექსის კონტექსტის ანალიზის შემდეგ მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვას
* როგორ ფიქრობთ გამართლდა შენი მოსაზრება ქართველთა პოლიტიკური გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით?
* შენ რა გადაწყვეტილეას მიიღებდი, შეუერთდებოდი სოლომონ დოდაშვილს აღნიშნულ ბრძოლაში თუ სხვა გზას აირჩევდი?
* დღეს რამდენად სწორად მიგაჩნია სოლომონ დოდაშვილისეული ,,გზა” რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ?
*
#3აქტივობა:მოსწავლე გააანალიზებს სახელმძღვანელოში არსებულ ტექსტს ,, 1832 წლის შეთქმულება“(ნაწყვეტი) და ნაწყვეტს
ილია ჭავჭავაძის ლექსიდან ,,პასუხის-პასუხი“
“ჩვენ უჩინონი,
ჩვენ უჩინონი
თქვენ ჩინიანთა, ბუზად გგონივართ...
იქიდამ ვკნავით,
სად თქვენის მადლით
ხაფანგებ ქვეშე დამწყვდეული ვართ.
ჩვენ ვვლეთ რუსეთი,
მაგრამ არც ერთი
ხელობა თქვენი არ გვისწავლია;
ჩვენი ქვეყანა,
მკვდარი თქვენგანა,
თქვენებრ ჩინებზედ არ გაგვიცვლია.”
(X. 1833).
,,ან სად არიან? აღარ ისმიან
თავისუფლების მაღალ ფრაზები:
„მოყვასს − შეწევნა, ბოროტსა − დევნა,
საზოგადობის სულით აღდგენა!..
ერთობა, ძმობა, ზნეთ ამაღლება,
მამულისათვის თავის განწირვა!..”
სიტყვა − სიტყვაა, საქმე კი − სხვაა...
ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას!..” [ორბელიანი ,,პასუხი შვილთა “1958: 71
მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის შეკითხვებს:
* რა შედეგით დასრულდა 1832 წლის შეთქმულება?
* როგორ შეაფასებთ რა შეიძლებე ყოფილიყო ასეთი შედეგის მიზეზი?
* თქვენ როგორ მოიქცეოდით უკეთესი შედეგის მისაღებად?
მოსწავლეთა პასუხების საფუძველზე მასწავლებელი შეავსებს სქემის ,,მიზეზი- შედეგი-შეფასება" ,,შედეგების“ გრაფას
(იხ.დანართი N3 )
* თქვენ რომ ყოფილიყავით 1832 წლის შეთქმილების მონაწილე რა გზას აირჩევდით რუსიფიკატორული პოლიტიკის
წინააღმდეგ? და დღეს რა გზას ირჩევთ ?
* როგორ ფიქრობთ ,,...ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!
*საშინაო დავალება: ესსე თემაზე : ,,ოქროს ჯაჭვი
სჯობს თავისუფლებას?!“
*შეფასება : ესეს შეფასების რუბრიკა
*და ბოლოს,უნდა აღინიშოს,რომ
გავეთილის მიზანი მიღწეულია ,
წარმოდგენილი აქტივობების
საფუძველზე მოსწავლეებმა
გაიაზრეს პროზაული
ნაწარმოებების და ისტორიული
წყაროების კონტექსტი,ამოიცვნეს
კონცეპტუალური ინფორმაცია
კონკრეტულ ისტორიულ
მოვლენასთან დაკავშირებით
,რომლის საფუძველზედაც
შეძლეს 1832 წლის შეთქმულების
მიზეზების გააზრება და
შედეგების შეფასება, ვფიქრობ რომ
საგანთა ინტეგრირება
თანამედროვე სწავლების
მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ასეთი გაკვეთილები მოსწავლეების
შინაგან მოტივაციას ერთიორად
ამაღლებს და ზრდის საგნების
მიმართ ინტერესს. მოსწავლეები
ეჩვევიან ერთი და იმავე მასალის
სხვადასხვა კონტექსტში დანახვას,
რაც მათ უადვილებს ამა თუ იმ
თემის შესწავლას და სწავლა-
სწავლების პროცესს.
ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptx

More Related Content

More from Marine Rekhviashvili (9)

VI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
VI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი  1  2023.docxVI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი  1  2023.docx
VI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
Marine Rekhviashvili
VI I კლ ხელოვნება შემაჯამებელი 1 2023.docx
VI I  კლ ხელოვნება შემაჯამებელი  1  2023.docxVI I  კლ ხელოვნება შემაჯამებელი  1  2023.docx
VI I კლ ხელოვნება შემაჯამებელი 1 2023.docx
Marine Rekhviashvili
საქართველოს ოკუპცია 1921.pdf
საქართველოს ოკუპცია 1921.pdfსაქართველოს ოკუპცია 1921.pdf
საქართველოს ოკუპცია 1921.pdf
Marine Rekhviashvili
განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdf
განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdfგანათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdf
განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdf
Marine Rekhviashvili
მდგრადი განვითარების მიზნები.pdf
მდგრადი განვითარების მიზნები.pdfმდგრადი განვითარების მიზნები.pdf
მდგრადი განვითარების მიზნები.pdf
Marine Rekhviashvili
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxგანმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
Marine Rekhviashvili
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptxკომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
Marine Rekhviashvili
ინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptx
ინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptxინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptx
ინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptx
Marine Rekhviashvili
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptxინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
Marine Rekhviashvili
VI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
VI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი  1  2023.docxVI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი  1  2023.docx
VI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
Marine Rekhviashvili
VI I კლ ხელოვნება შემაჯამებელი 1 2023.docx
VI I  კლ ხელოვნება შემაჯამებელი  1  2023.docxVI I  კლ ხელოვნება შემაჯამებელი  1  2023.docx
VI I კლ ხელოვნება შემაჯამებელი 1 2023.docx
Marine Rekhviashvili
საქართველოს ოკუპცია 1921.pdf
საქართველოს ოკუპცია 1921.pdfსაქართველოს ოკუპცია 1921.pdf
საქართველოს ოკუპცია 1921.pdf
Marine Rekhviashvili
განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdf
განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdfგანათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdf
განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdf
Marine Rekhviashvili
მდგრადი განვითარების მიზნები.pdf
მდგრადი განვითარების მიზნები.pdfმდგრადი განვითარების მიზნები.pdf
მდგრადი განვითარების მიზნები.pdf
Marine Rekhviashvili
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxგანმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
Marine Rekhviashvili
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptxკომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
Marine Rekhviashvili
ინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptx
ინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptxინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptx
ინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptx
Marine Rekhviashvili
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptxინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
Marine Rekhviashvili

ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptx

  • 1. კონფერენცია თემაზე ,, ერთი საუკეთესო გაკვეთილი“ მომხსენებელი სსიპ -ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლის ხელოვნება,ისტორია და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მარინე რეხვიაშვილი წარმოგიდგენთ ისტორია ქართულ ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებულ გაკვეთილს თემაზე : ,,ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას? -1832 წლის შეთქმულება ”
  • 2. *ეხმარება მოსწავლეს ცოდნის განზოგადებაში, სამყაროს დანაწევრებულად აღარ აღიქვამს, არამედ მას ერთ მთლიანობად წარმოიდგენს. *მოსწავლე სწავლობს ერთმანეთთან როგორ უნდა დააკავშიროს სხვადასხვა დისციპლინაში მიღებული ცოდნა *მოსწავლე ახდენს ცალკეულ დისციპლინებში მიღებული ცოდნის სინთეზს. *ამაღლებს მოტივაციას,ეხმარება მოსწავლეს საკითხის გააზრებაში და ანვითარებს ,მსჯელობის, ანალიზის,შემოქმედებით და ტრანსფერის უნარებს. *საგანთა ინტეგრირება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, გაღრმავებული სწავლება ერთ-ერთი ძირითადი მეთოდური ორიენტირია, რომელიც, სასწავლო მასალის ეტაპობრივი და მრავალმხრივად მიწოდების გარდა, გულისხმობს საგანთშორისი კავშირების გამოვლენასა და საერთო ასპექტების დამუშავებას. ინტეგრირებული გაკვეთილები კი ამგვარი მიდგომის ერთ - ერთი ფორმაა.
  • 3. კლასი:IX მოსწავლეთა რაოდენობა :15 ,მათ შორის 3 სსსმ გაკვეთილის თემა: ,,ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?-1832 წლის შეთქმულება გაკვეთილის მიზანი: ისტორია: მოსწავლე განიხილავს 1832 წლის შეთქმულების მიზეზებს და აფასებს შედეგებს ქართული ენა და ლიტერატურა : მოსწავლე გაიაზრებს ლექსის კონტექსტს და ამოიცნობს კონცეპტუალურ ინფორმაციას კონკრეტულ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით. ისტორია-სამიზნე ცნება ისტორიული მოვლენა/პროცესი ისტ.საბ.5 ისტორიული მოვლენების და პროცესების დანახვა/შეფასება როგორც კონკრეტულ ეპოქაში მცხოვრები ადამიანების თვალით, ასევე ეპოქისგან დისტანცირებით ერთი მხრივ ეპოქის უნიკალობის, მეორე მხრივ კი უნივერსალურ იდეათა განვითარების კანონზომიერებების გასააზრებლად. . ქართული ენა და ლიტერატურა სამიზნე ცნება კონტექსტი (ქართ. საბ. 1, 4) ქართ. საბ. 1 სტრატეგიების გამოყენებით, ტექსტში მოცემული ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაციის ამოცნობა-გააზრება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა მინიშნებებზე დაყრდნობით. ქართ. საბ. 4 საკუთარი ან/და ლიტერატურული გამოცდილების გამოყენება ამა თუ იმ თემის/პრობლემის/საკითხის მიმართ პირადი პოზიციის წარმოჩენის, ტექსტის გააზრების, ინტერპრეტირების, წაკითხულისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვის ან/და შეფასების მიზნით.
  • 4. # 1აქტივობა: მოსწავლეებს წარვუდგენ თვალსაჩინოებას წარწერით ,,თაფლაკვერი თუ მათრახი“ და ვთხოვ გაიხსენონ ბრძოლის რომელი გზა აირჩია მე-19 საუკუნის დასაწყისის საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ. მოსწვლეები პასუხობენ კითხვებს: *რა გზა აირჩია ქართველმა ხალხმა რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ?შეაფასეთ მათი არჩეევანი *როგორ ფიქრობთ,ბრძოლის იგივე გზას გააგძელებდნენ თუ შეიცვლიან პოზიციას?
  • 5. #2 აქტივობ: ოსწავლეები აანალიზებენ ლექსის ( 1832 წლის შეთქმულების მონაწილე ს. დოდაშვილს უპოვეს იოანე ბატონიშვილის ლექსი: „სკვითთ წაგვართვეს მთლად ქვეყანა არც კი მოგვცეს კაცი ერთი; ქართლს – კახეთსა არ დაჰსჯერდნენ , ზედ დაიდვეს იმერეთი; მწერლობაში დავგლახაკდით, შემწე არ გვყავს, მისამართი. შევთხოვთ ზენას სამართალსა, ვნახოთ, ვითა განჰსჯის ღმერთი“.) მოსწავლე აანალიზებს ლექსის კონტექსტს ად ავსებენ სქემას: ,,მთავარი აქტორი-შედეგები და გამოსავალი“ (იხ.დანართი # 2) აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს პასუხობენ კითხვებზე: * როგორ ფიქრობთ რომელი დამპყრობელი იგულისხმება ,,სკვითებში“ და რა კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს მას ავტორი? * შეიძლება თუ არა აღნიშნული ფაქტები ჩაითვალოს შეთქმულების დაწყების მიზეზებად? (მოსწავლეების ნააზრს ჩამოვწერ ფლიპჩარტზე კოგნიტურ სქემა ,,მიზეზი-შედეგი-შეფასება“ (იხ.დანართი # 3) მიზეზის გრაფაში და გამოაკრავს თვალსაჩინო ადგილას) * ბრძოლის რა გზა აირჩია ავტორმა ,,სკვითების წინააღმდეგ და თქვენ რა გზას აირჩევდით? * როგორ ფიქრობთ ქართველი ხალხი შეწყვეტდა ბრძოლას და ,,ზენა სამართლის“ ანაბარა დარჩებოდა? * შენი აზრით რა შედეგით დასრულდებოდა აღნიშნული ,,ბრძოლა“? მოსწავლეებს გააკეთონ მეორე ლექსის კონტექსტის ანალიზი სოლომონ დოდაშვილის ლექსი- ,,მაისის თვესა იქმნას ძახება გამოხატული ქართველთ უფლება აღვიპყრათ ხელსა კი მახვილი მივცეთა მტერთა შიში ძრიელი შემოვიკრიბოთ გულით მსურველნი ვეცეთ ვეძგერნეთ გაგულებულნი განვდევნოთ სოფლით ძალით მოსრულნი ჩვენ მამულისა მაოხრებელნი ქართველნო ხართ სადმე თუ არა არავინ არ იცის მოიგეთ გონება” (X, 1834). ლექსის კონტექსტის ანალიზის შემდეგ მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვას * როგორ ფიქრობთ გამართლდა შენი მოსაზრება ქართველთა პოლიტიკური გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით? * შენ რა გადაწყვეტილეას მიიღებდი, შეუერთდებოდი სოლომონ დოდაშვილს აღნიშნულ ბრძოლაში თუ სხვა გზას აირჩევდი? * დღეს რამდენად სწორად მიგაჩნია სოლომონ დოდაშვილისეული ,,გზა” რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ?
  • 6. *
  • 7. #3აქტივობა:მოსწავლე გააანალიზებს სახელმძღვანელოში არსებულ ტექსტს ,, 1832 წლის შეთქმულება“(ნაწყვეტი) და ნაწყვეტს ილია ჭავჭავაძის ლექსიდან ,,პასუხის-პასუხი“ “ჩვენ უჩინონი, ჩვენ უჩინონი თქვენ ჩინიანთა, ბუზად გგონივართ... იქიდამ ვკნავით, სად თქვენის მადლით ხაფანგებ ქვეშე დამწყვდეული ვართ. ჩვენ ვვლეთ რუსეთი, მაგრამ არც ერთი ხელობა თქვენი არ გვისწავლია; ჩვენი ქვეყანა, მკვდარი თქვენგანა, თქვენებრ ჩინებზედ არ გაგვიცვლია.” (X. 1833). ,,ან სად არიან? აღარ ისმიან თავისუფლების მაღალ ფრაზები: „მოყვასს − შეწევნა, ბოროტსა − დევნა, საზოგადობის სულით აღდგენა!.. ერთობა, ძმობა, ზნეთ ამაღლება, მამულისათვის თავის განწირვა!..” სიტყვა − სიტყვაა, საქმე კი − სხვაა... ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას!..” [ორბელიანი ,,პასუხი შვილთა “1958: 71 მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის შეკითხვებს: * რა შედეგით დასრულდა 1832 წლის შეთქმულება? * როგორ შეაფასებთ რა შეიძლებე ყოფილიყო ასეთი შედეგის მიზეზი? * თქვენ როგორ მოიქცეოდით უკეთესი შედეგის მისაღებად? მოსწავლეთა პასუხების საფუძველზე მასწავლებელი შეავსებს სქემის ,,მიზეზი- შედეგი-შეფასება" ,,შედეგების“ გრაფას (იხ.დანართი N3 ) * თქვენ რომ ყოფილიყავით 1832 წლის შეთქმილების მონაწილე რა გზას აირჩევდით რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ? და დღეს რა გზას ირჩევთ ? * როგორ ფიქრობთ ,,...ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!
  • 8. *საშინაო დავალება: ესსე თემაზე : ,,ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!“ *შეფასება : ესეს შეფასების რუბრიკა
  • 9. *და ბოლოს,უნდა აღინიშოს,რომ გავეთილის მიზანი მიღწეულია , წარმოდგენილი აქტივობების საფუძველზე მოსწავლეებმა გაიაზრეს პროზაული ნაწარმოებების და ისტორიული წყაროების კონტექსტი,ამოიცვნეს კონცეპტუალური ინფორმაცია კონკრეტულ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით ,რომლის საფუძველზედაც შეძლეს 1832 წლის შეთქმულების მიზეზების გააზრება და შედეგების შეფასება, ვფიქრობ რომ საგანთა ინტეგრირება თანამედროვე სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასეთი გაკვეთილები მოსწავლეების შინაგან მოტივაციას ერთიორად ამაღლებს და ზრდის საგნების მიმართ ინტერესს. მოსწავლეები ეჩვევიან ერთი და იმავე მასალის სხვადასხვა კონტექსტში დანახვას, რაც მათ უადვილებს ამა თუ იმ თემის შესწავლას და სწავლა- სწავლების პროცესს.