ݺߣ

ݺߣShare a Scribd company logo
რიტმი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პრინციპი
რიტმი (ბერძნ.rhythmos-თანაზომადობა, სიმწყობრე), თანაბარზომიერი, პერიოდული
მონაცვლეობა რაიმე ელემენტებისა (ბგერის, მოძრაობების და სხვ.) რიტმი სამყაროს განუყოფელი
ნაწილია, ჩვენს გარშემო ყველგან შეიძლება შეგვხვდეს, ცოცხალ და არაცოცხალ საგნებში,
ადამიანის ხელით შექმნილ და ბუნებრივ გარემოში.
 რიტმი სახვითი ხელოვნების მნიშვნელოვანი პრინციპია, იგი ხელოვნების ყველა დარგის განუყოფელი
ნაწილია.
 რიტმი იქმნება ხაზების, ფერების, ფორმების რიტმული განმეორებითა და ვარიაციით.
 როდესაც მსგავსი ელემენტები(ფორმები) თანაბარი ინტერვალებით მეორდება, თანაბარზომიერი რიტმი
იქმნება.
 ელემენტებისა და ინტერვალების სხვადასხვაობა არათანაბარზომიერ რიტმს ქმნის.
 რიტმების მონაცვლეობა კომპოზიციური წყობის მრავალფეროვნებას განაპირობებს.
 რიტმის საშუალებით შესაძლებელია მრავალგვარი განწყობილების გადმოცემა.
ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში ადამიანი გრძნობდა სამყაროს რიტმულობას და ცდილობდა აესახა თავის
შემოქმედებაში/ნამუშევარში.
თქვენს წინაშეა უძველესი ადამიანის (უკრაინა,სოფელი ტრიპოლიე ბრინჯაოს ხანა) მიერ შექმნილი ორნამენტი, რომელიც
თიხის ქოთანს ამკობს. ორნამენტი იქმნება ერთი და იმავე ფორმის (ელემენტების) განმეორებით, რაც
თანაბარზომიერ რიტმს ქმნის.
(კერამიკული ჭურჭელი ორნამენტული დეკორით , უკრაინა,სოფელი ტრიპოლიე ბრინჯაოს ხანა)
ყორღანული კულტურის საზოგადოებამ საქართველოსა და მის ფარგლებ გარეთ ორნამენტის
უმშვენიერესი ნიმუშები შექმნა. კერამიკულ ჭურჭელზე, ფერის, გეომეტრიული და ორგანული
ფორმიების მონაცვლეობა, დენადი და ტეხილი ხაზები, თანაბარი ინტერვალები თანაბარზომიერი
რიტმის საუკეთესო მაგალითს იძლევა.
ჭურჭელი ყორღანული სამარხებიდან ძვ.წ. II ათასწლეული
წარმოდგენილ ნიმუშებში თვალნათლივ ჩანს თანაბარზომიერი და არათანაბარზომიერი რიტმის
მაგალითები, სამივე ხელოვნების ნიმუში ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება, სამივეზე რიტუალური სცენებია
გადმოცემული და რეგისტრებადაა დაყოფილი, თითოეული რეგისტრი ზოომორფული და
ანტრომორფული ორნამენტებითა და ადამიანის გამოსახულებებით,განსხვავებული სიუჟეტების თხრობას
წარმოგვიდგენს. ფიგურებს შორის თანაბარზომიერი ინტერვალებია დაცული, რეგისტრებზე ფიგურები
სხვადასხვა მიმართულებითაა წარმოდგენილი, რაც უფრო საინტერესოს ხდის გამოსახულებების აღქმასა
და სიუჟეტის კითხვას, თხრობა ერთი მიმართულებით მიემრთება, რიტმულად და მწყობრად
განლაგებული ფიგურები ერთგვარ მოძრაობას ქმნის.
,,ვარკის/ურუქის ვაზა“ძველი შუამდინარეთი,დაახლ.დაახლ.ძვ.წ. 3200-3000 წ.წ.
თრიალეთის ვერცხლის თასი,საქართველო,თრიალეთი,წალკის პლატო,დაახლ.ძვ.წ. 3700 წ
თასი ქარაშამბის ყორღანიდან,ძვ. წ. III და II ათასწლეულების მიჯნა. ერევანი,სომხეთი
.
ანტიკური (ძვ.საბერძნეთი და ძვ. რომი) კერამიკის ჭურჭელზე, ნათლად ჩანს, როგორც თანაბარზომიერი,
ისე არათანაბარზომიერი რიტმის მაგალითები. ერთ შემთხვევაში ოსტატი მცენარეული, გეომეტრიული თუ
ცხოველური ორნამენტების საშულებით რეგისტრებად დაყოფილ ჭურჭელზე თანაბარზომიერ რიტმს
მკაცრად დაცული გამოსახულების თანაბარი პროპორციებით და ინტერვალებით აღწევს(სურ.1,2), მეორე
შემთხვევაში(სურ.3), ოსტატი კონკრეტული სიუჟეტის თხობით არათანაბარი ინტერვალებით მაყურებლის
თვალს მოქმედების აღქმას აიძულებს და სიუჟეტის პერსონაჟად აქცევს.
სურ.1 სურ. 2 სურ. 3
სურ. 1-ლაკონური შავფიგურიანი ჰიდრია გორგონის თავით, სფინქსებითა და ფრთოსანი ლომებით 540–530 ძვ.წ.
სურ. 2-ბერძნული კერამიკა,გეომეტრიული ამფორა დაახლოებით ძვ. წ. 750
სურ. 3-ფრანსუას ვაზა ,შავფიგურიანი კრატერი,დაახლ.VI ს.შუა ხანები
 უძველესი ადამიანი რიტმს მხოლოდ ორნამენტში როდი იყენებდა, იგი ხშირად ისე განალაგებდა
გამოსახულებებს სიბრტყეზე, ამა თუ იმ სცენაში, რომ ამით სხვადასხვაგვარ რიტმს ქმნიდა.
(შოვეს მღვიმის 1
ლომების გამოსახულება,ბიზონზე
ნადირობის სცენა,პალეოლითი)
(მარტორქრების გამოსახულება საფრანგეთი შოვეს
გამოქვაბულიდან ,პალეოლითი)
ცხენების გამოსახულება საფრანგეთი შოვეს
გამოქვაბულიდან ,პალეოლითი)
(ირმების ჯოგი.ნაკაწრი ძვალზე ტეიჟას მღვიმიდან.(საფრანგეთი, დორდონის დეპარტამენტი) დაახლ. ძვ.წ. XX-XII ათასწლეული)
 მღვიმის გამოქვაბულების მონუმენტურ ფერწერაზე კარგად ჩანს როგორ იმეორებს მხატვარი
ცხოველების სხეულის დეტალებს ურთიერთპარალელურად, ამ ელემენტების მრავალგზის გამეორება
საკმაოდ თანმიმდევრულ/სწრაფ რიტმს ქმნის, რაც განსხვავებულ შთაბეჭდილებას იძლევა (მაგ.
მორბენალი ირმების და ცხენების, სივრცის ილუზიის-ლომებისა და მარტორქების გამოსახულებებით)
1
შოვეს გამოქვაბული (ასევე ცნობილი როგორც Chauvet-Pont d'Arc) ამჟამად მსოფლიოში უძველესი ცნობილი კლდის ხელოვნების ადგილია,
რომელიც, როგორც ჩანს, თარიღდება საფრანგეთში ავრინიაკის პერიოდით , დაახლოებით 30,000-დან 32,000 წლამდე. მღვიმე მდებარეობს
საფრანგეთში, არდეშის პონტ-დ'არკის ხეობაში, არდეშის ხეობების შესასვლელთან სევენისა და რონის ხეობებს შორის. იგი ჰორიზონტალურად
ვრცელდება დედამიწაზე თითქმის 500 მეტრზე (~1650 ფუტი) და შედგება ორი ძირითადი ოთახისგან, რომლებიც გამოყოფილია ვიწრო
დერეფნით.
იშთარის კარიბჭე, შუამდინარეთი, ბაბილონი, დაახლ.ძვ.წ.575 წელი
სამეფო მცველები ფრიზის დეტალი დარიოსის სასახლიდან ,სუზა,
ძველი სპარსეთი,ძვ.წ. VI ს. ამჟამინდელი მდებარეობა პერგამონის
მუზეუმი ბერლინი
ბაბილონის კარიბჭის ონამენტის მაგალითზე
შეგვიაძლია ვიმსჯელოთ ფერის (მოჭიქული
ლურჯი ფილებზე ოქროსფერი გამოსახულებები),
გამოსახულებების და მათ შორის თანაბარი
ინტერვალების გამოყენებით, როგორ გვიქმნის
შემოქმედი თანაბაზომიერი რიტმის
შტაბეჭდილებას. გამოსახულებები მონოტონურად
მიემართება ერთი მიმართულებით და
,,რიტუალური“ მსვლელობის სახეს იძლევა.
კენ-ამუნის სამარი, მე-19 დინასტია,ეგვიპტეში,
თელ-ელ-მასხუტაში, ისმაილიასთან ახლოს.
პაშედუს სამარხის მოხატულობა,მე 18 დინასტია, დეირ ალ-მედინა,
ეგვიპტე
ეგვიპტური რელიეფის და მონუმენტური
ფერწერის წარმოდგენილი ნიმუშებზე თანაბარი
ინტერვალებით დაშორებული ფიგურები
მონოტონურად ,ზუსტად იმეორებენ ერთსა და
იმავე მოძრაობას და ქმნიან თანაბარზომიერი
რიტმს.
ფარაონ ნარმერის ფილა.ეგვიპტე,ძვ.წ.XXX
ფარაონ ნარმერის სტელის გამოსახულებები თანაბარზომერი და არათანაბარზომიერი რიტმის ერთ-
ერთ მაგალითია, სცენის მარჯვენა კიდეში თავწაკვეთილი მეომრები ორ ჰორიზონტალურ რიგად არიან
განლაგებული, მათ შორის ინტერვალები მცირეა, რის გამოც ისინი სწრაფ თაბაბარზომიერ რიტმს
ქმნიან, ამის საპირისპიროდ დანარჩენ არეზე არათანაბარზომიერი რიტმი იქმება, ვერტიკალურად
განლაგებული სხვადასხვა სიმაღლის ფიგურებით, და მათ შორის დიდი ზომის ინტერვალებით. ამ ორი
ნაწილის განსხვვებული რიტმული წყობა, რიტმების მრავალფეროვნებას ანიჭებს მთელ სცენას.
იმპერატორ ტრაიანეს სვეტის რეგისტრებზე ჩანს,
როგორც თანაბარზომიერი რიტმი, რომელსაც ქვედა
რეგისტრზე გამოსახული გემების და მათ თავზე
მეომრების განლაგება ქმნის, ასევე
არათანბარზომიერი რიტმი, რომელსაც ზედა
რეგისტრების გამოსახულებებს შორის
განსხვავებული ინტერვალებითა და სხვადასხვა
ზომის ფიგურებით, სიბრტყეზე
არათანმიმდევრული განლაგება ქმნის.
თვალსაჩინოა, რომ რიტმების მონაცვლეობა
კომპოზიციური წყობის მრავალფეროვნებას
განაპირობებს.
ტრაიანეს სვეტი. რომი. დაახლ.ახ.წ.113.
ფიდიასი, მხედრები, პართენონის ფრიზის ფრაგმენტი ძვ.წ. 442-438წწ.
 ფიდიასის მხედრების გამოსახულება მოძრავ
რიტმს და სიღრმის ილუზიასაც ქმნის.
ჰიდროფორების (წყლის მატარებლების) რელიეფი პართენონის
ჩრდილოეთი ფრიზი ძვ.წ. 442-438წწ.
 ჰიდროფორების გამოსახულებებს შორის
თანაბარი ინტერვალები და ფიგურების ერთნაირი
პოზები მონოტონურ და თანაბარზომიერ რიტმს ქმნის.
სამეფო პორტალი,დასავლეთის ფასადი, შარტრის კათედრალი დაახლ.1145-1155
შარტრის ტაძრის სამეფო პორტალზე არქიტექტურული
ფორმები(თაღები და პილასტრები)მათ შორის კი
მწყობრად განლაგებული რელიეფური ფიგურები,
თანაბარი ინტერვალებით, თანაბარზომიერი რიტმს
გამოსახავს.
სამეფო პორტალი,დასავლეთის ფასადი, შარტრის კათედრალი დაახლ.1145-1155ნფრაგმენტი- წინასწარმეტყველები და ქრისტეს წინაპრები
(იუდეას მეფეები და დედოფლები)მარჯვენა მხარე,ცენტრალური პორტალი
მორის ეშერი,რითმები,1922
დენადი ხაზებისა და პლასტიკური ფორმების
საშუალებით მორის ეშერი თავის ნაწარმოებში
,,რითმები“ მოძრავი რიტმის შთაბეჭდილებას
იძლევა.
ანრი მატისი,ცეკვა,1910
მოქნილი პლასტიკური ფორმებით, ფერებით,
ტალღოვანი კონტურით ანრი მატისი თავის
ნამუშევარში ,,ცეკვა“ მოძრავი, დენადი რიტმის
შთაბეჭდილებას იძლევა.
მორის ეშერი, მეტამორფოზა II, 1939
სურათზე გამოსახული მწერები ისე გარდაიქმებიან თევზებად და პირიქით, რომ მხატვარი არ
არღვავს კომპოზიციის რიტმულობას, ამას ელემენტების განმეორებითა და თანაბარზომიერი
ინტერვალებით ისე ოსტატურად აღწევს, რომ თანაბარზომიერ რიტმს მრავალფეროვნების ელფერს
სძენს.
კლოდ მონე ,მდინარე ეპტის მიმდებარედ ვერხვის ხეების რიგი.(1819)
თანაბარზომიერი რიტმის შესანიშნავი მაგალითია
კლოდ მონეს ნახატი „ ვრხვის ხეების რიგი მდინარე
ეპტეზე“.მასში ნათლად ვხედავთ მდინარის ნაპირზე
მაღალი, წვრილი ვერხვის ხეების გამეორებით
წარმოქმნილ ვერტიკალურ ხაზებს. ისინი თანაბრად
განლაგებულია სწორ ხაზში და მნახველის თვალს
ხეების ამ რიგების გასწვრივ მიმართავს.
ჯინ ბრაუნი ,,შუა ზაფხული“.2019
არათანაბარზომიერი და თანაბარზომიერი რიტმის
მაგალითია მე 20 საუკუნის ფერმწერის ჯინ ბრაუნის
ცნობილი ნმუშევარი,,შუა ზაფხული“ ,სადაც
თვალნათლივია გორაკების ფერადი ხაზების
რიტმულობა, ფერადი ხაზების ეს რიტმული
მონაცვლეობა ვერტიკალურად აღმართულ ალვის
ხეებს სინქრონულად ერწყმის და თამაშ -თამაშით
ხალისით შემოატარებს გარემოს.
ფერდინანდ ჰოდლერი,ჟენევის ტბაზე,პეიზაჟი რიტმული
ფორმებით.1908
ფერდინანდ ჰოდლერის ნამუშევარი
თვალსაჩინო მაგალითია თანაბარზომიერი
რიტმის, რომელიც ფერთა მონაცვლეობით,
ჰორიზონტალურად განლაგებული
გეომეტრიული და ორგანული ფორმების
განმეორებით მიიღწევა.
საშიში კავშირები, რენე მაგრიტი, 1926
რენე მაგრიტიმა თავის ნამუშევარში მკაცრად
დაცული სიმეტრიით, თანაბარზომიერი
ინტერვალებით და შუქ-ჩრდილის
გამოყენებით სიღრმის ილუზია შექმნა და
თავშეყრის წერტილამდე მაყურებლის თვალი
რიტმულად მიიყვანა.
რიტმი არქიტექტურაში
 რიტმი არქიტექტურაში იქმნება, როგორც ცალკეული არქიტექტურული
ელემენტებით, ისე არქიტექტურული ფორმებით.
 რიტმი არქიტექტურაში, ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგებში, განსხვავებული
ხერხებით მიიღწევა და სხვადასხვაგვარ შთაბეჭდილებას ქმნის.
პართენონი(ბერძ. Παρθενώνας),საბერძნეთი,ათენი — ძვ. წ. V
საუკუნეში ათენის აკროპოლისზე აგებული ათენას ტაძარი
კოლოსეუმი, (ლათ. colosseus — „უზარმაზარი,
კოლოსალური“), იტალია,რომიფლავიუსების
ამფითეატრი (ლათ. Amphitheatrum Flavium) — გიგანტური
ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი (ახ. წ. 75 -
80)
მკაცრად დაცული პროპორციით, თანაფარდობით, სიმეტრიულად განლაგებული არქიტექტურული
ელემენტების (სვეტი,თაღი,პილასტრი) და დეკორატიული დეტალების (ტრიგლიგი,მეტოპი,ფრიზი)
გამოყენებით ანტიკური ხანის ძველი ბერძენი და რომაელი არქიტექტორები თანაბარზომიერი,
მონოტონური რიტმის შთაბეჭდილებსას ქმნიან ნაგებობებზე.
სამთავისი,საქართველო,შიდა ქართლი,1030 წ
რიტმულობა დამახასიათებელია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებისთვის.მაგ.
სამთავისის აღმოსავლეთ ფასადის დეკორატიული თაღები სხვადასხვა ზომისაა, თაღები კიდეებიდან
ცენტრისკენ სიმაღლეში იმატებს, რაც მზარდი რიტმის შთაბეჭდილებას ტოვებს
ეკლესია რუანში,საფრანგეთი
კიოლნის საკათედრო ტაძარი პეტრე პავლეს ეკლესია, ოსტენდე,
ბელგია
თქვენს წინაშე წარმოდგენილი შუა საუკუნეების გოთიკური ტაძრები ოსტენდეში, რუანში და კიოლნში,
ზესწრაფული რიტმის ნათელი მაგალითია, ტაძრები დატვირთულია არქიტექტურული ელემენტებით, შეისრული
თაღებით, პილასტრებით, ვიტრაჟებით, რელიეფური ქანდაკებებით, თითოული დეტალი ქმნის, როგორც
ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ რიტმს.
გუგენჰაიმის მუზეუმი,ნიუ -იორკი, 1937
POD"პავილიონი,კუალა ლუმპური,მალაიზია, 2011
გუგენჰაიმის მუზეუმისა და პოდ პავილიონის ოვალური, მზარდი და კლებადი, ჰორიზონტალური და
ვერტიკალურად განლაგებული არქიტექტურული ფორმები თითქოს სპირალურად ბრუნავს და
არათანაბარზომიერი, მოძრავი რიტმის შტაბეჭდილებას ტოვებს.
ბურჯი ხალიფა,დუბაი,2010 კასაბლანკას ტაუერი,მაროკო 20 მსოფლიო სავაჭრო ცენტრი,ბაჰრეინი,20
წარმოდგენილი თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშები: ბურჯ ხალიფა, კასაბლანკას ტაუერი, მსოფლიო
სავაჭრო ცენტრი გრანდიოზული ფორმებითა და სიმაღლეში სწაფვით გამოირჩევა. მონოლითური, ერთიანი
ფორმები სიმაღლეში ზრდასთან ერთად იკლებს ზომაში, რიტმულად, მწყობრად, თუმცა მონოტონურად,
მნახველის თვალი სიმაღლის მწვერვალზე აყავს.
უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზი ლოს-
ანჟელესში, კალიფორნია, 2003
სიდნეის ოპერის თეატრი — მუსიკალური თეატრი სიდნეიში,
ახალისაუზ-უელსი, ავსტრალია,XX
თანამედროვე არქიტექტურა რიტმის მრავალფეროვნად აღქმის შესაძლებლობას გვაძლევს. რიტმი
არქიტექტურაში შეიძლება შეიქმნას არამარტო ცალკეული ელემენტებით , არამედ თავად ფორმებით,
მასებით.
დისნეის საკონცერტო დარბაზი და ოპერის თეატრის ნაგებობებში ერთნაირი ფორმის და სხვა და სხვა
ზომის არქიტექტურული დეტალების არარეგულირებადი, ასიმეტრიული განლაგება, შენობებს
დინამიკას და შესაბამისად მოძრავი რიტმის შთაბეჭდილებას ანიჭებს.
ეს ნაგემობები ერთი შეხერვით არქიტექტურულ ნაკრებს წარმოადგენს, სხვადასხვა ზომის, ფორმის და
მიმართულების-ზოგი ვერტიკალურად და ზოგიც ჰორიზონტალურად განლაგებული ფორმები,
თითქოს უწესრიგოდაა დახვავებული და საკმაოდ ცოცხალ, მოძრავ რიტმს ქმნის.
ესპანეთი,მადრიდი არენხაუსის სამეფო სასახლის გალერეა, XVI ს.
ტინ მალის მეჩეთის თაღები მაროკო. ატლასის მთები. 1156წ.
რიტმს არქიტექტურაში თაღებზე დაცემული სინათლისა და ჩრდილების თანაბარზომიერებაც
ქმნის, დღის სხვადასხვა მონაკვეთში განსხვავებულად აღიქმება და მნახველზე წარუშლელ
შთაბეჭდილებას ახდენს . მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან შენობების ფიზიკური ელემენტები,
შუქი და ჩრდილი აუმჯობესებს დიზაინის ვიზუალურ ბალანსს და მრავალმხმრივი რიტმის წყაროს
წარმოქმნის, რაც კარგად ჩანს მოცემული ნაგებობების მაგალითზე(მეჩეთისა და სამეფო სასახლის
გალერეა) სადაც არქიტექტურული დეტალების თაღების, სვეტების, პილასტრების თანაბარზომიერებას
კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს შუქ-ჩრდილის ელემენტები.
ესპანეთი,ანდალუსია კორდობა,მეჩეთის
გალერეა,ახ.წ. VIII ს საზოგადოებრივი დარბარის დარბაზი
მაისორის სასახლეში, ინდოეთი მე 19 ს.
ჰათჰორის ტაძარი,ეგვიპტე დაახლ ძვ.წ.1500
წ.
არქიტექტურული ელემენტები, ფერი, ფორმა, რელიეფი, ორნამენტი-დეკორი, პილასტრი, თაღი,
კესონირებული ჭერი, ქონგურები, დეკორატიული გუმბათი ყველა ერთად და თითოეული ცალ-
ცალკე თანაბარზომიერი/აქცენტირებული/მონოტონური/მოძრავი რიტმის შთაბეჭდილებას
იძლევა, რაც კარგად ჩანს წარმოდგენილი ნაგებობობების მაგალითზე.
გვალიორის ციხე, მადჰია პრადეში,
ინდოეთიVI ს
,,ვარდისფერი ქალაქი“, ჯაიპური, ინდოეთი.
XVIII ს.
კორდობის საკათედრო ტაძარი, კორდობა,
ანდალუზია,ესპანეთი, VIII ს.
გამოყენებული ლიტერატურა
1. ე.ჰ.გომბრიხი, ხელოვნების ამბავი, გამომცემლობა ,,ლოგოს პრესი“,2012
2. მერილინ სთოქსთედი, მაიკლ ვ. ქოთრენი, ,,ხელოვნების ისტორია, დასავლეთ ევროპის შუა
საუკუნეების ხელოვნება“ავტორიზებული თარგმანი, გამომცემლობა Pearson Education,
გამოცემულია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო
აკადემიის მიერ, 2019 წ.
3. მერილინ სთოქსთედი, მაიკლ ვ. ქოთრენი, ,,ხელოვნების ისტორია (XVI- XVII საუკუნეების
ევროპა)”, ავტორიზებული თარგმანი, გამომცემლობა Pearson Education, გამოცემულია თბილისის
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ, 2019 წ.
4. მერილინ სთოქსთედი, მაიკლ ვ. ქოთრენი, “ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე”,
ავტორიზებული თარგმანი, გამომცემლობა Pearson Education, გამოცემულია თბილისის აპოლონ
ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ, 2019 წ.
5. ნ.ღაღანიძე, ა.კლდიაშვილი, ხელოვნება,მოსწავლის წიგნი, მე 7 კლ. გამომცემლობა ,,კლიო“ 2019
6. ნ.ღაღანიძე, ა.კლდიაშვილი, ხელოვნება, მოსწავლის წიგნი, მე 10 კლ. გამომცემლობა ,,ლოგოს
პრესი“ 2006
7. ს.ქებურია,ნ. იოსელიანი. ხელოვნება, მოსწავლის წიგნი , მე 9 კლ. გამომცემლობა ,,სულაკაური“
2021
8. ჯუდით კლარკი, ხელოვნების ილუსტრირებული ლექსიკონი, გამომცემლობა ,,საქართველოს
მაცნე“ 2010.
ონლაინ რ᳥სურსი
https://finearttutorials.com
https://yourartpath.com
https://arheologija.ru
https://en.wikipedia.org
http://www.nplg.gov.ge
https://www.travelinfusedlife.com
https://www.123rf.com
https://mappingspain.com
https://www.worldhistory.org
https://helpiks.org
https://egyptian-history.com
https://nationalgeographic.ge
https://shalvanakaidze.blogspot.com
https://vladimirdar.livejournal.com

More Related Content

What's hot (20)

სასაათო სარტყელი
სასაათო სარტყელისასაათო სარტყელი
სასაათო სარტყელი
Nino Chipashvili
გონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიგონებრივი იერიში
გონებრივი იერიში
Nino Akhalkatsi
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
mmchedlishvili
ბაგრატ III ერთიანი საქართველოს პირველი მეფე
ბაგრატ III  ერთიანი საქართველოს პირველი მეფებაგრატ III  ერთიანი საქართველოს პირველი მეფე
ბაგრატ III ერთიანი საქართველოს პირველი მეფე
სსიპ.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის საჯარო სკოლა
შუამდინარეთის ხელოვნება
შუამდინარეთის ხელოვნებაშუამდინარეთის ხელოვნება
შუამდინარეთის ხელოვნება
marika rekhviashvili
სახ᳥ლზმნა
სახ᳥ლზმნასახ᳥ლზმნა
სახ᳥ლზმნა
ნატო ნოზაძე
რ᳥ლიეფი.ʱ
რ᳥ლიეფი.ʱრ᳥ლიეფი.ʱ
რ᳥ლიეფი.ʱ
Rusudan Kvikvinia
მოსწავლის ქცევის წესები
მოსწავლის ქცევის წესებიმოსწავლის ქცევის წესები
მოსწავლის ქცევის წესები
rusudan lomidze
გამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილებიგამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილები
niniko71
21 saukunis unarebi
21 saukunis unarebi21 saukunis unarebi
21 saukunis unarebi
eka gachechiladze
ფესვის აგებულება
ფესვის აგებულებაფესვის აგებულება
ფესვის აგებულება
qetevan nandoshvili
ძველი ეგვიპტე
ძველი ეგვიპტე ძველი ეგვიპტე
ძველი ეგვიპტე
fiqria sidamonize
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარიდავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
Natia Kurtanidze
ილია ისტორიკოსი
ილია ისტორიკოსიილია ისტორიკოსი
ილია ისტორიკოსი
lomadze70
თერგდალეულთა მოძრაობა
თერგდალეულთა მოძრაობათერგდალეულთა მოძრაობა
თერგდალეულთა მოძრაობა
nana iremashvili
ანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურა
ანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურაანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურა
ანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურა
marika rekhviashvili
1. ინტელექტუალური თამაში ფ.ბ..pptx
1. ინტელექტუალური თამაში ფ.ბ..pptx1. ინტელექტუალური თამაში ფ.ბ..pptx
1. ინტელექტუალური თამაში ფ.ბ..pptx
potolabendeliani
ვიქტორინა ქართული ენის
ვიქტორინა ქართული ენისვიქტორინა ქართული ენის
ვიქტორინა ქართული ენის
mzekabani2013
სასაათო სარტყელი
სასაათო სარტყელისასაათო სარტყელი
სასაათო სარტყელი
Nino Chipashvili
გონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიგონებრივი იერიში
გონებრივი იერიში
Nino Akhalkatsi
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
mmchedlishvili
შუამდინარეთის ხელოვნება
შუამდინარეთის ხელოვნებაშუამდინარეთის ხელოვნება
შუამდინარეთის ხელოვნება
marika rekhviashvili
მოსწავლის ქცევის წესები
მოსწავლის ქცევის წესებიმოსწავლის ქცევის წესები
მოსწავლის ქცევის წესები
rusudan lomidze
გამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილებიგამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილები
niniko71
ფესვის აგებულება
ფესვის აგებულებაფესვის აგებულება
ფესვის აგებულება
qetevan nandoshvili
ძველი ეგვიპტე
ძველი ეგვიპტე ძველი ეგვიპტე
ძველი ეგვიპტე
fiqria sidamonize
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარიდავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
Natia Kurtanidze
ილია ისტორიკოსი
ილია ისტორიკოსიილია ისტორიკოსი
ილია ისტორიკოსი
lomadze70
თერგდალეულთა მოძრაობა
თერგდალეულთა მოძრაობათერგდალეულთა მოძრაობა
თერგდალეულთა მოძრაობა
nana iremashvili
ანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურა
ანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურაანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურა
ანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურა
marika rekhviashvili
1. ინტელექტუალური თამაში ფ.ბ..pptx
1. ინტელექტუალური თამაში ფ.ბ..pptx1. ინტელექტუალური თამაში ფ.ბ..pptx
1. ინტელექტუალური თამაში ფ.ბ..pptx
potolabendeliani
ვიქტორინა ქართული ენის
ვიქტორინა ქართული ენისვიქტორინა ქართული ენის
ვიქტორინა ქართული ენის
mzekabani2013

More from Marine Rekhviashvili (17)

კურიკულუმის ჩარჩო, სარეკომენდაციო ხასიათის, 2024 2025 სასწ.წელი. მარინე რეხვი...
კურიკულუმის ჩარჩო, სარეკომენდაციო ხასიათის, 2024 2025 სასწ.წელი. მარინე რეხვი...კურიკულუმის ჩარჩო, სარეკომენდაციო ხასიათის, 2024 2025 სასწ.წელი. მარინე რეხვი...
კურიკულუმის ჩარჩო, სარეკომენდაციო ხასიათის, 2024 2025 სასწ.წელი. მარინე რეხვი...
Marine Rekhviashvili
შემაჯამებელი დავალების ანალიზის სარეკომენდაციო ფორმა.2024 - 2025 სასწ. წელი ...
შემაჯამებელი დავალების ანალიზის სარეკომენდაციო  ფორმა.2024 - 2025 სასწ. წელი ...შემაჯამებელი დავალების ანალიზის სარეკომენდაციო  ფორმა.2024 - 2025 სასწ. წელი ...
შემაჯამებელი დავალების ანალიზის სარეკომენდაციო ფორმა.2024 - 2025 სასწ. წელი ...
Marine Rekhviashvili
პეიზაჟი- სახვითი ხელოვნების ჟანრი, მისი სახეობები და განვითარების ისტორია
პეიზაჟი- სახვითი ხელოვნების ჟანრი, მისი სახეობები და განვითარების ისტორიაპეიზაჟი- სახვითი ხელოვნების ჟანრი, მისი სახეობები და განვითარების ისტორია
პეიზაჟი- სახვითი ხელოვნების ჟანრი, მისი სახეობები და განვითარების ისტორია
Marine Rekhviashvili
XI კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
XI კლ ისტორიის შემაჯამებელი  1 2023.docxXI კლ ისტორიის შემაჯამებელი  1 2023.docx
XI კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
Marine Rekhviashvili
IX კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
IX კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docxIX კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
IX კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
Marine Rekhviashvili
IX კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
IX  კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docxIX  კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
IX კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
Marine Rekhviashvili
VIII კლ მოქალაქეობა შემაჯამებელი 1 2022.docx
VIII კლ მოქალაქეობა   შემაჯამებელი 1 2022.docxVIII კლ მოქალაქეობა   შემაჯამებელი 1 2022.docx
VIII კლ მოქალაქეობა შემაჯამებელი 1 2022.docx
Marine Rekhviashvili
VI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
VI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი  1  2023.docxVI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი  1  2023.docx
VI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
Marine Rekhviashvili
VI I კლ ხელოვნება შემაჯამებელი 1 2023.docx
VI I  კლ ხელოვნება შემაჯამებელი  1  2023.docxVI I  კლ ხელოვნება შემაჯამებელი  1  2023.docx
VI I კლ ხელოვნება შემაჯამებელი 1 2023.docx
Marine Rekhviashvili
ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptx
ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptxოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptx
ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptx
Marine Rekhviashvili
საქართველოს ოკუპცია 1921.pdf
საქართველოს ოკუპცია 1921.pdfსაქართველოს ოკუპცია 1921.pdf
საქართველოს ოკუპცია 1921.pdf
Marine Rekhviashvili
განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdf
განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdfგანათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdf
განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdf
Marine Rekhviashvili
მდგრადი განვითარების მიზნები.pdf
მდგრადი განვითარების მიზნები.pdfმდგრადი განვითარების მიზნები.pdf
მდგრადი განვითარების მიზნები.pdf
Marine Rekhviashvili
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxგანმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
Marine Rekhviashvili
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptxკომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
Marine Rekhviashvili
ინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptx
ინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptxინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptx
ინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptx
Marine Rekhviashvili
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptxინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
Marine Rekhviashvili
კურიკულუმის ჩარჩო, სარეკომენდაციო ხასიათის, 2024 2025 სასწ.წელი. მარინე რეხვი...
კურიკულუმის ჩარჩო, სარეკომენდაციო ხასიათის, 2024 2025 სასწ.წელი. მარინე რეხვი...კურიკულუმის ჩარჩო, სარეკომენდაციო ხასიათის, 2024 2025 სასწ.წელი. მარინე რეხვი...
კურიკულუმის ჩარჩო, სარეკომენდაციო ხასიათის, 2024 2025 სასწ.წელი. მარინე რეხვი...
Marine Rekhviashvili
შემაჯამებელი დავალების ანალიზის სარეკომენდაციო ფორმა.2024 - 2025 სასწ. წელი ...
შემაჯამებელი დავალების ანალიზის სარეკომენდაციო  ფორმა.2024 - 2025 სასწ. წელი ...შემაჯამებელი დავალების ანალიზის სარეკომენდაციო  ფორმა.2024 - 2025 სასწ. წელი ...
შემაჯამებელი დავალების ანალიზის სარეკომენდაციო ფორმა.2024 - 2025 სასწ. წელი ...
Marine Rekhviashvili
პეიზაჟი- სახვითი ხელოვნების ჟანრი, მისი სახეობები და განვითარების ისტორია
პეიზაჟი- სახვითი ხელოვნების ჟანრი, მისი სახეობები და განვითარების ისტორიაპეიზაჟი- სახვითი ხელოვნების ჟანრი, მისი სახეობები და განვითარების ისტორია
პეიზაჟი- სახვითი ხელოვნების ჟანრი, მისი სახეობები და განვითარების ისტორია
Marine Rekhviashvili
XI კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
XI კლ ისტორიის შემაჯამებელი  1 2023.docxXI კლ ისტორიის შემაჯამებელი  1 2023.docx
XI კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
Marine Rekhviashvili
IX კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
IX კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docxIX კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
IX კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
Marine Rekhviashvili
IX კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
IX  კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docxIX  კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
IX კლ ისტორიის შემაჯამებელი 1 2023.docx
Marine Rekhviashvili
VIII კლ მოქალაქეობა შემაჯამებელი 1 2022.docx
VIII კლ მოქალაქეობა   შემაჯამებელი 1 2022.docxVIII კლ მოქალაქეობა   შემაჯამებელი 1 2022.docx
VIII კლ მოქალაქეობა შემაჯამებელი 1 2022.docx
Marine Rekhviashvili
VI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
VI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი  1  2023.docxVI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი  1  2023.docx
VI I I კლ ხელოვნების შემაჯამებელი 1 2023.docx
Marine Rekhviashvili
VI I კლ ხელოვნება შემაჯამებელი 1 2023.docx
VI I  კლ ხელოვნება შემაჯამებელი  1  2023.docxVI I  კლ ხელოვნება შემაჯამებელი  1  2023.docx
VI I კლ ხელოვნება შემაჯამებელი 1 2023.docx
Marine Rekhviashvili
ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptx
ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptxოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptx
ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას?!.pptx
Marine Rekhviashvili
საქართველოს ოკუპცია 1921.pdf
საქართველოს ოკუპცია 1921.pdfსაქართველოს ოკუპცია 1921.pdf
საქართველოს ოკუპცია 1921.pdf
Marine Rekhviashvili
განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdf
განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdfგანათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdf
განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.pdf
Marine Rekhviashvili
მდგრადი განვითარების მიზნები.pdf
მდგრადი განვითარების მიზნები.pdfმდგრადი განვითარების მიზნები.pdf
მდგრადი განვითარების მიზნები.pdf
Marine Rekhviashvili
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxგანმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
Marine Rekhviashvili
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptxკომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
კომპლექსური დავალება კომიქსის შექმნა ფიროსმანის პერსონაჟებით.pptx
Marine Rekhviashvili
ინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptx
ინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptxინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptx
ინკლუზიური ადრეული განათლება, ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი.pptx
Marine Rekhviashvili
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptxინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
Marine Rekhviashvili

რიტმი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პრინციპი

  • 1. რიტმი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პრინციპი რიტმი (ბერძნ.rhythmos-თანაზომადობა, სიმწყობრე), თანაბარზომიერი, პერიოდული მონაცვლეობა რაიმე ელემენტებისა (ბგერის, მოძრაობების და სხვ.) რიტმი სამყაროს განუყოფელი ნაწილია, ჩვენს გარშემო ყველგან შეიძლება შეგვხვდეს, ცოცხალ და არაცოცხალ საგნებში, ადამიანის ხელით შექმნილ და ბუნებრივ გარემოში.
  • 2.  რიტმი სახვითი ხელოვნების მნიშვნელოვანი პრინციპია, იგი ხელოვნების ყველა დარგის განუყოფელი ნაწილია.  რიტმი იქმნება ხაზების, ფერების, ფორმების რიტმული განმეორებითა და ვარიაციით.  როდესაც მსგავსი ელემენტები(ფორმები) თანაბარი ინტერვალებით მეორდება, თანაბარზომიერი რიტმი იქმნება.  ელემენტებისა და ინტერვალების სხვადასხვაობა არათანაბარზომიერ რიტმს ქმნის.  რიტმების მონაცვლეობა კომპოზიციური წყობის მრავალფეროვნებას განაპირობებს.  რიტმის საშუალებით შესაძლებელია მრავალგვარი განწყობილების გადმოცემა.
  • 3. ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში ადამიანი გრძნობდა სამყაროს რიტმულობას და ცდილობდა აესახა თავის შემოქმედებაში/ნამუშევარში. თქვენს წინაშეა უძველესი ადამიანის (უკრაინა,სოფელი ტრიპოლიე ბრინჯაოს ხანა) მიერ შექმნილი ორნამენტი, რომელიც თიხის ქოთანს ამკობს. ორნამენტი იქმნება ერთი და იმავე ფორმის (ელემენტების) განმეორებით, რაც თანაბარზომიერ რიტმს ქმნის. (კერამიკული ჭურჭელი ორნამენტული დეკორით , უკრაინა,სოფელი ტრიპოლიე ბრინჯაოს ხანა) ყორღანული კულტურის საზოგადოებამ საქართველოსა და მის ფარგლებ გარეთ ორნამენტის უმშვენიერესი ნიმუშები შექმნა. კერამიკულ ჭურჭელზე, ფერის, გეომეტრიული და ორგანული ფორმიების მონაცვლეობა, დენადი და ტეხილი ხაზები, თანაბარი ინტერვალები თანაბარზომიერი რიტმის საუკეთესო მაგალითს იძლევა. ჭურჭელი ყორღანული სამარხებიდან ძვ.წ. II ათასწლეული
  • 4. წარმოდგენილ ნიმუშებში თვალნათლივ ჩანს თანაბარზომიერი და არათანაბარზომიერი რიტმის მაგალითები, სამივე ხელოვნების ნიმუში ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება, სამივეზე რიტუალური სცენებია გადმოცემული და რეგისტრებადაა დაყოფილი, თითოეული რეგისტრი ზოომორფული და ანტრომორფული ორნამენტებითა და ადამიანის გამოსახულებებით,განსხვავებული სიუჟეტების თხრობას წარმოგვიდგენს. ფიგურებს შორის თანაბარზომიერი ინტერვალებია დაცული, რეგისტრებზე ფიგურები სხვადასხვა მიმართულებითაა წარმოდგენილი, რაც უფრო საინტერესოს ხდის გამოსახულებების აღქმასა და სიუჟეტის კითხვას, თხრობა ერთი მიმართულებით მიემრთება, რიტმულად და მწყობრად განლაგებული ფიგურები ერთგვარ მოძრაობას ქმნის. ,,ვარკის/ურუქის ვაზა“ძველი შუამდინარეთი,დაახლ.დაახლ.ძვ.წ. 3200-3000 წ.წ. თრიალეთის ვერცხლის თასი,საქართველო,თრიალეთი,წალკის პლატო,დაახლ.ძვ.წ. 3700 წ თასი ქარაშამბის ყორღანიდან,ძვ. წ. III და II ათასწლეულების მიჯნა. ერევანი,სომხეთი
  • 5. . ანტიკური (ძვ.საბერძნეთი და ძვ. რომი) კერამიკის ჭურჭელზე, ნათლად ჩანს, როგორც თანაბარზომიერი, ისე არათანაბარზომიერი რიტმის მაგალითები. ერთ შემთხვევაში ოსტატი მცენარეული, გეომეტრიული თუ ცხოველური ორნამენტების საშულებით რეგისტრებად დაყოფილ ჭურჭელზე თანაბარზომიერ რიტმს მკაცრად დაცული გამოსახულების თანაბარი პროპორციებით და ინტერვალებით აღწევს(სურ.1,2), მეორე შემთხვევაში(სურ.3), ოსტატი კონკრეტული სიუჟეტის თხობით არათანაბარი ინტერვალებით მაყურებლის თვალს მოქმედების აღქმას აიძულებს და სიუჟეტის პერსონაჟად აქცევს. სურ.1 სურ. 2 სურ. 3 სურ. 1-ლაკონური შავფიგურიანი ჰიდრია გორგონის თავით, სფინქსებითა და ფრთოსანი ლომებით 540–530 ძვ.წ. სურ. 2-ბერძნული კერამიკა,გეომეტრიული ამფორა დაახლოებით ძვ. წ. 750 სურ. 3-ფრანსუას ვაზა ,შავფიგურიანი კრატერი,დაახლ.VI ს.შუა ხანები
  • 6.  უძველესი ადამიანი რიტმს მხოლოდ ორნამენტში როდი იყენებდა, იგი ხშირად ისე განალაგებდა გამოსახულებებს სიბრტყეზე, ამა თუ იმ სცენაში, რომ ამით სხვადასხვაგვარ რიტმს ქმნიდა. (შოვეს მღვიმის 1 ლომების გამოსახულება,ბიზონზე ნადირობის სცენა,პალეოლითი) (მარტორქრების გამოსახულება საფრანგეთი შოვეს გამოქვაბულიდან ,პალეოლითი) ცხენების გამოსახულება საფრანგეთი შოვეს გამოქვაბულიდან ,პალეოლითი) (ირმების ჯოგი.ნაკაწრი ძვალზე ტეიჟას მღვიმიდან.(საფრანგეთი, დორდონის დეპარტამენტი) დაახლ. ძვ.წ. XX-XII ათასწლეული)  მღვიმის გამოქვაბულების მონუმენტურ ფერწერაზე კარგად ჩანს როგორ იმეორებს მხატვარი ცხოველების სხეულის დეტალებს ურთიერთპარალელურად, ამ ელემენტების მრავალგზის გამეორება საკმაოდ თანმიმდევრულ/სწრაფ რიტმს ქმნის, რაც განსხვავებულ შთაბეჭდილებას იძლევა (მაგ. მორბენალი ირმების და ცხენების, სივრცის ილუზიის-ლომებისა და მარტორქების გამოსახულებებით) 1 შოვეს გამოქვაბული (ასევე ცნობილი როგორც Chauvet-Pont d'Arc) ამჟამად მსოფლიოში უძველესი ცნობილი კლდის ხელოვნების ადგილია, რომელიც, როგორც ჩანს, თარიღდება საფრანგეთში ავრინიაკის პერიოდით , დაახლოებით 30,000-დან 32,000 წლამდე. მღვიმე მდებარეობს საფრანგეთში, არდეშის პონტ-დ'არკის ხეობაში, არდეშის ხეობების შესასვლელთან სევენისა და რონის ხეობებს შორის. იგი ჰორიზონტალურად ვრცელდება დედამიწაზე თითქმის 500 მეტრზე (~1650 ფუტი) და შედგება ორი ძირითადი ოთახისგან, რომლებიც გამოყოფილია ვიწრო დერეფნით.
  • 7. იშთარის კარიბჭე, შუამდინარეთი, ბაბილონი, დაახლ.ძვ.წ.575 წელი სამეფო მცველები ფრიზის დეტალი დარიოსის სასახლიდან ,სუზა, ძველი სპარსეთი,ძვ.წ. VI ს. ამჟამინდელი მდებარეობა პერგამონის მუზეუმი ბერლინი ბაბილონის კარიბჭის ონამენტის მაგალითზე შეგვიაძლია ვიმსჯელოთ ფერის (მოჭიქული ლურჯი ფილებზე ოქროსფერი გამოსახულებები), გამოსახულებების და მათ შორის თანაბარი ინტერვალების გამოყენებით, როგორ გვიქმნის შემოქმედი თანაბაზომიერი რიტმის შტაბეჭდილებას. გამოსახულებები მონოტონურად მიემართება ერთი მიმართულებით და ,,რიტუალური“ მსვლელობის სახეს იძლევა. კენ-ამუნის სამარი, მე-19 დინასტია,ეგვიპტეში, თელ-ელ-მასხუტაში, ისმაილიასთან ახლოს. პაშედუს სამარხის მოხატულობა,მე 18 დინასტია, დეირ ალ-მედინა, ეგვიპტე ეგვიპტური რელიეფის და მონუმენტური ფერწერის წარმოდგენილი ნიმუშებზე თანაბარი ინტერვალებით დაშორებული ფიგურები მონოტონურად ,ზუსტად იმეორებენ ერთსა და იმავე მოძრაობას და ქმნიან თანაბარზომიერი რიტმს.
  • 8. ფარაონ ნარმერის ფილა.ეგვიპტე,ძვ.წ.XXX ფარაონ ნარმერის სტელის გამოსახულებები თანაბარზომერი და არათანაბარზომიერი რიტმის ერთ- ერთ მაგალითია, სცენის მარჯვენა კიდეში თავწაკვეთილი მეომრები ორ ჰორიზონტალურ რიგად არიან განლაგებული, მათ შორის ინტერვალები მცირეა, რის გამოც ისინი სწრაფ თაბაბარზომიერ რიტმს ქმნიან, ამის საპირისპიროდ დანარჩენ არეზე არათანაბარზომიერი რიტმი იქმება, ვერტიკალურად განლაგებული სხვადასხვა სიმაღლის ფიგურებით, და მათ შორის დიდი ზომის ინტერვალებით. ამ ორი ნაწილის განსხვვებული რიტმული წყობა, რიტმების მრავალფეროვნებას ანიჭებს მთელ სცენას. იმპერატორ ტრაიანეს სვეტის რეგისტრებზე ჩანს, როგორც თანაბარზომიერი რიტმი, რომელსაც ქვედა რეგისტრზე გამოსახული გემების და მათ თავზე მეომრების განლაგება ქმნის, ასევე არათანბარზომიერი რიტმი, რომელსაც ზედა რეგისტრების გამოსახულებებს შორის განსხვავებული ინტერვალებითა და სხვადასხვა ზომის ფიგურებით, სიბრტყეზე არათანმიმდევრული განლაგება ქმნის. თვალსაჩინოა, რომ რიტმების მონაცვლეობა კომპოზიციური წყობის მრავალფეროვნებას განაპირობებს. ტრაიანეს სვეტი. რომი. დაახლ.ახ.წ.113.
  • 9. ფიდიასი, მხედრები, პართენონის ფრიზის ფრაგმენტი ძვ.წ. 442-438წწ.  ფიდიასის მხედრების გამოსახულება მოძრავ რიტმს და სიღრმის ილუზიასაც ქმნის. ჰიდროფორების (წყლის მატარებლების) რელიეფი პართენონის ჩრდილოეთი ფრიზი ძვ.წ. 442-438წწ.  ჰიდროფორების გამოსახულებებს შორის თანაბარი ინტერვალები და ფიგურების ერთნაირი პოზები მონოტონურ და თანაბარზომიერ რიტმს ქმნის. სამეფო პორტალი,დასავლეთის ფასადი, შარტრის კათედრალი დაახლ.1145-1155 შარტრის ტაძრის სამეფო პორტალზე არქიტექტურული ფორმები(თაღები და პილასტრები)მათ შორის კი მწყობრად განლაგებული რელიეფური ფიგურები, თანაბარი ინტერვალებით, თანაბარზომიერი რიტმს გამოსახავს. სამეფო პორტალი,დასავლეთის ფასადი, შარტრის კათედრალი დაახლ.1145-1155ნფრაგმენტი- წინასწარმეტყველები და ქრისტეს წინაპრები (იუდეას მეფეები და დედოფლები)მარჯვენა მხარე,ცენტრალური პორტალი
  • 10. მორის ეშერი,რითმები,1922 დენადი ხაზებისა და პლასტიკური ფორმების საშუალებით მორის ეშერი თავის ნაწარმოებში ,,რითმები“ მოძრავი რიტმის შთაბეჭდილებას იძლევა. ანრი მატისი,ცეკვა,1910 მოქნილი პლასტიკური ფორმებით, ფერებით, ტალღოვანი კონტურით ანრი მატისი თავის ნამუშევარში ,,ცეკვა“ მოძრავი, დენადი რიტმის შთაბეჭდილებას იძლევა. მორის ეშერი, მეტამორფოზა II, 1939 სურათზე გამოსახული მწერები ისე გარდაიქმებიან თევზებად და პირიქით, რომ მხატვარი არ არღვავს კომპოზიციის რიტმულობას, ამას ელემენტების განმეორებითა და თანაბარზომიერი ინტერვალებით ისე ოსტატურად აღწევს, რომ თანაბარზომიერ რიტმს მრავალფეროვნების ელფერს სძენს.
  • 11. კლოდ მონე ,მდინარე ეპტის მიმდებარედ ვერხვის ხეების რიგი.(1819) თანაბარზომიერი რიტმის შესანიშნავი მაგალითია კლოდ მონეს ნახატი „ ვრხვის ხეების რიგი მდინარე ეპტეზე“.მასში ნათლად ვხედავთ მდინარის ნაპირზე მაღალი, წვრილი ვერხვის ხეების გამეორებით წარმოქმნილ ვერტიკალურ ხაზებს. ისინი თანაბრად განლაგებულია სწორ ხაზში და მნახველის თვალს ხეების ამ რიგების გასწვრივ მიმართავს. ჯინ ბრაუნი ,,შუა ზაფხული“.2019 არათანაბარზომიერი და თანაბარზომიერი რიტმის მაგალითია მე 20 საუკუნის ფერმწერის ჯინ ბრაუნის ცნობილი ნმუშევარი,,შუა ზაფხული“ ,სადაც თვალნათლივია გორაკების ფერადი ხაზების რიტმულობა, ფერადი ხაზების ეს რიტმული მონაცვლეობა ვერტიკალურად აღმართულ ალვის ხეებს სინქრონულად ერწყმის და თამაშ -თამაშით ხალისით შემოატარებს გარემოს. ფერდინანდ ჰოდლერი,ჟენევის ტბაზე,პეიზაჟი რიტმული ფორმებით.1908 ფერდინანდ ჰოდლერის ნამუშევარი თვალსაჩინო მაგალითია თანაბარზომიერი რიტმის, რომელიც ფერთა მონაცვლეობით, ჰორიზონტალურად განლაგებული გეომეტრიული და ორგანული ფორმების განმეორებით მიიღწევა. საშიში კავშირები, რენე მაგრიტი, 1926 რენე მაგრიტიმა თავის ნამუშევარში მკაცრად დაცული სიმეტრიით, თანაბარზომიერი ინტერვალებით და შუქ-ჩრდილის გამოყენებით სიღრმის ილუზია შექმნა და თავშეყრის წერტილამდე მაყურებლის თვალი რიტმულად მიიყვანა.
  • 12. რიტმი არქიტექტურაში  რიტმი არქიტექტურაში იქმნება, როგორც ცალკეული არქიტექტურული ელემენტებით, ისე არქიტექტურული ფორმებით.  რიტმი არქიტექტურაში, ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგებში, განსხვავებული ხერხებით მიიღწევა და სხვადასხვაგვარ შთაბეჭდილებას ქმნის. პართენონი(ბერძ. Παρθενώνας),საბერძნეთი,ათენი — ძვ. წ. V საუკუნეში ათენის აკროპოლისზე აგებული ათენას ტაძარი კოლოსეუმი, (ლათ. colosseus — „უზარმაზარი, კოლოსალური“), იტალია,რომიფლავიუსების ამფითეატრი (ლათ. Amphitheatrum Flavium) — გიგანტური ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი (ახ. წ. 75 - 80) მკაცრად დაცული პროპორციით, თანაფარდობით, სიმეტრიულად განლაგებული არქიტექტურული ელემენტების (სვეტი,თაღი,პილასტრი) და დეკორატიული დეტალების (ტრიგლიგი,მეტოპი,ფრიზი) გამოყენებით ანტიკური ხანის ძველი ბერძენი და რომაელი არქიტექტორები თანაბარზომიერი, მონოტონური რიტმის შთაბეჭდილებსას ქმნიან ნაგებობებზე. სამთავისი,საქართველო,შიდა ქართლი,1030 წ რიტმულობა დამახასიათებელია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებისთვის.მაგ. სამთავისის აღმოსავლეთ ფასადის დეკორატიული თაღები სხვადასხვა ზომისაა, თაღები კიდეებიდან ცენტრისკენ სიმაღლეში იმატებს, რაც მზარდი რიტმის შთაბეჭდილებას ტოვებს
  • 13. ეკლესია რუანში,საფრანგეთი კიოლნის საკათედრო ტაძარი პეტრე პავლეს ეკლესია, ოსტენდე, ბელგია თქვენს წინაშე წარმოდგენილი შუა საუკუნეების გოთიკური ტაძრები ოსტენდეში, რუანში და კიოლნში, ზესწრაფული რიტმის ნათელი მაგალითია, ტაძრები დატვირთულია არქიტექტურული ელემენტებით, შეისრული თაღებით, პილასტრებით, ვიტრაჟებით, რელიეფური ქანდაკებებით, თითოული დეტალი ქმნის, როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ რიტმს. გუგენჰაიმის მუზეუმი,ნიუ -იორკი, 1937 POD"პავილიონი,კუალა ლუმპური,მალაიზია, 2011 გუგენჰაიმის მუზეუმისა და პოდ პავილიონის ოვალური, მზარდი და კლებადი, ჰორიზონტალური და ვერტიკალურად განლაგებული არქიტექტურული ფორმები თითქოს სპირალურად ბრუნავს და არათანაბარზომიერი, მოძრავი რიტმის შტაბეჭდილებას ტოვებს.
  • 14. ბურჯი ხალიფა,დუბაი,2010 კასაბლანკას ტაუერი,მაროკო 20 მსოფლიო სავაჭრო ცენტრი,ბაჰრეინი,20 წარმოდგენილი თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშები: ბურჯ ხალიფა, კასაბლანკას ტაუერი, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი გრანდიოზული ფორმებითა და სიმაღლეში სწაფვით გამოირჩევა. მონოლითური, ერთიანი ფორმები სიმაღლეში ზრდასთან ერთად იკლებს ზომაში, რიტმულად, მწყობრად, თუმცა მონოტონურად, მნახველის თვალი სიმაღლის მწვერვალზე აყავს. უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზი ლოს- ანჟელესში, კალიფორნია, 2003 სიდნეის ოპერის თეატრი — მუსიკალური თეატრი სიდნეიში, ახალისაუზ-უელსი, ავსტრალია,XX თანამედროვე არქიტექტურა რიტმის მრავალფეროვნად აღქმის შესაძლებლობას გვაძლევს. რიტმი არქიტექტურაში შეიძლება შეიქმნას არამარტო ცალკეული ელემენტებით , არამედ თავად ფორმებით, მასებით. დისნეის საკონცერტო დარბაზი და ოპერის თეატრის ნაგებობებში ერთნაირი ფორმის და სხვა და სხვა ზომის არქიტექტურული დეტალების არარეგულირებადი, ასიმეტრიული განლაგება, შენობებს დინამიკას და შესაბამისად მოძრავი რიტმის შთაბეჭდილებას ანიჭებს. ეს ნაგემობები ერთი შეხერვით არქიტექტურულ ნაკრებს წარმოადგენს, სხვადასხვა ზომის, ფორმის და მიმართულების-ზოგი ვერტიკალურად და ზოგიც ჰორიზონტალურად განლაგებული ფორმები, თითქოს უწესრიგოდაა დახვავებული და საკმაოდ ცოცხალ, მოძრავ რიტმს ქმნის.
  • 15. ესპანეთი,მადრიდი არენხაუსის სამეფო სასახლის გალერეა, XVI ს. ტინ მალის მეჩეთის თაღები მაროკო. ატლასის მთები. 1156წ. რიტმს არქიტექტურაში თაღებზე დაცემული სინათლისა და ჩრდილების თანაბარზომიერებაც ქმნის, დღის სხვადასხვა მონაკვეთში განსხვავებულად აღიქმება და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს . მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან შენობების ფიზიკური ელემენტები, შუქი და ჩრდილი აუმჯობესებს დიზაინის ვიზუალურ ბალანსს და მრავალმხმრივი რიტმის წყაროს წარმოქმნის, რაც კარგად ჩანს მოცემული ნაგებობების მაგალითზე(მეჩეთისა და სამეფო სასახლის გალერეა) სადაც არქიტექტურული დეტალების თაღების, სვეტების, პილასტრების თანაბარზომიერებას კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს შუქ-ჩრდილის ელემენტები.
  • 16. ესპანეთი,ანდალუსია კორდობა,მეჩეთის გალერეა,ახ.წ. VIII ს საზოგადოებრივი დარბარის დარბაზი მაისორის სასახლეში, ინდოეთი მე 19 ს. ჰათჰორის ტაძარი,ეგვიპტე დაახლ ძვ.წ.1500 წ. არქიტექტურული ელემენტები, ფერი, ფორმა, რელიეფი, ორნამენტი-დეკორი, პილასტრი, თაღი, კესონირებული ჭერი, ქონგურები, დეკორატიული გუმბათი ყველა ერთად და თითოეული ცალ- ცალკე თანაბარზომიერი/აქცენტირებული/მონოტონური/მოძრავი რიტმის შთაბეჭდილებას იძლევა, რაც კარგად ჩანს წარმოდგენილი ნაგებობობების მაგალითზე. გვალიორის ციხე, მადჰია პრადეში, ინდოეთიVI ს ,,ვარდისფერი ქალაქი“, ჯაიპური, ინდოეთი. XVIII ს. კორდობის საკათედრო ტაძარი, კორდობა, ანდალუზია,ესპანეთი, VIII ს.
  • 17. გამოყენებული ლიტერატურა 1. ე.ჰ.გომბრიხი, ხელოვნების ამბავი, გამომცემლობა ,,ლოგოს პრესი“,2012 2. მერილინ სთოქსთედი, მაიკლ ვ. ქოთრენი, ,,ხელოვნების ისტორია, დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების ხელოვნება“ავტორიზებული თარგმანი, გამომცემლობა Pearson Education, გამოცემულია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ, 2019 წ. 3. მერილინ სთოქსთედი, მაიკლ ვ. ქოთრენი, ,,ხელოვნების ისტორია (XVI- XVII საუკუნეების ევროპა)”, ავტორიზებული თარგმანი, გამომცემლობა Pearson Education, გამოცემულია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ, 2019 წ. 4. მერილინ სთოქსთედი, მაიკლ ვ. ქოთრენი, “ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე”, ავტორიზებული თარგმანი, გამომცემლობა Pearson Education, გამოცემულია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ, 2019 წ. 5. ნ.ღაღანიძე, ა.კლდიაშვილი, ხელოვნება,მოსწავლის წიგნი, მე 7 კლ. გამომცემლობა ,,კლიო“ 2019 6. ნ.ღაღანიძე, ა.კლდიაშვილი, ხელოვნება, მოსწავლის წიგნი, მე 10 კლ. გამომცემლობა ,,ლოგოს პრესი“ 2006 7. ს.ქებურია,ნ. იოსელიანი. ხელოვნება, მოსწავლის წიგნი , მე 9 კლ. გამომცემლობა ,,სულაკაური“ 2021 8. ჯუდით კლარკი, ხელოვნების ილუსტრირებული ლექსიკონი, გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე“ 2010. ონლაინ რ᳥სურსი https://finearttutorials.com https://yourartpath.com https://arheologija.ru https://en.wikipedia.org http://www.nplg.gov.ge https://www.travelinfusedlife.com https://www.123rf.com https://mappingspain.com https://www.worldhistory.org https://helpiks.org https://egyptian-history.com https://nationalgeographic.ge https://shalvanakaidze.blogspot.com https://vladimirdar.livejournal.com