მეთოდები და აქტივობებიმანანა ყოჩიაშვილიპრეზენტაცია - სასწავლო მეთოდები და აქტივობები
ჩამტარებელი: მანანა ყოჩიაშვილი - ქართულის მასწავლებელი
ჩატარების ადგილი: ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
ვადები: 12.04. 2014
მიზნები და ამოცანები: მასწავლებლებისთვის ახალი სასწავლო მეთოდებისა და აქტივობების გაცნობა. მათი დადებითი მხარეეების წარმოჩენა, როგორც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი საშუალებისა.
რეზიუმე: აუდიტორიას გავაცანი ახალი მეთოდები და აქტივობები, რომლებიც ,,შვიდკაცას“ ტრენინგებზე გაგვაცნეს. მასწავლებლებს დღემდე გვიჭირს ზუსტად გამიჯვნა, რომელია მეთოდი და რომელი აქტივობა, ხანდახან ისინი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მეთოდი მიზანის მისაღწევი გზაა, მას დაესმის კითხვა-როგორ ვაკეთებ? ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა თავიდანვე განსაზღვროს, შეესაბამება თუ არა მეთოდი მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და გამოცდილებას. შეესაბამება თუ არა სასწავლო აქტივობასა და კლასის ორგანიზების ფორმას; ტექნიკურად მისი განხორცილება შესაძლებელია თუ არა. ვესაუბრე მეთოდების კლასიფიკაციაზე. გარდა ამისა, დაწვრილებით გავაცანი ზოგიერთი მეთოდი, რომლებიც მე ძალიან მომწონს და ეფექტურად ვიყენებ. ესენია: ლექცია წინასწარ დაგეგმილი შეცდომებით, ლექც
გაკვეთილის დაგეგმვაNargiz Kiliptariპრეზენტაცია მომზადებულია სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით და წარდგენილია თბილისის N94 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო ტრენინგზე ავტორის მიერ.
რა არის პორტფოლიოOlgha Bochorishviliპრეზენტაცია მომზადებულია სოფიკო ლობჟანიძის სტატიის მიხედვით და განკუთვნილია კათედრის სხდომაზე მასწავლებელთათვის ამ ინფორმაციის გადაცემისთვის, რათა თითოეულმა მათგანმა მოამზადოს საკუთარი ნაშრომის პრეზენტაციისთვის განკუთვნილი ორგანიზებული პორტფოლიო.
რა არის პორტფოლიოOlgha Bochorishviliპრეზენტაცია მომზადებულია სოფიკო ლობჟანიძის სტატიის მიხედვით და განკუთვნილია კათედრის სხდომაზე მასწავლებელთათვის ამ ინფორმაციის გადაცემისთვის, რათა თითოეულმა მათგანმა მოამზადოს საკუთარი ნაშრომის პრეზენტაციისთვის განკუთვნილი ორგანიზებული პორტფოლიო.
2. * მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება არის
განათლების მიდგომა, რომელიც
ფოკუსირდება მოსწავლეების სჭიროებებზე,
შესაძლებლობებზე, ინტერესებსა და სწავლის
სტილზე.
*სწავლა რომ სახალისო, საინტერესო პროცესად
და ნამდვილ ინტელექტუალურ გამოწვევად
იქცეს, პედაგოგმა თავისი სწავლება
სხვადასხვაგვარი სტრატეგიის გამოყენებით
უნდა დატვირთოს.
.
3. *სტრატეგიის შერჩევისას მასწავლებელმა
უნდა განსაზღვროს გაკვეთილის მიზანი
და სავარაუდო შედეგი. აუცილებელია,
რომ შერჩეული სტრატეგია უნდა
შეესაბამებოდეს მოსწავლეთა
შესაძლებლობებს.
*ამისათვის მოსწავლეები აუცილებლად
უნდა ფლობდნენ სწავლის ეფექტურ
სტრატეგიებს, როგორებიცაა
ინფორმაციის ორგანიზება, დამუშავება ,
შეჯამება და დასკვნების გამოტანა ,
ჩანაწერების გაკეთება და სხვა.
4. * სტრატეგია - ვიცი / მინდა ვიცოდე / გავიგე
აღნიშნული სტრატეგია მოსწავლეებში :
შესწავლილი თემისადმი მოტივაციას ამაღლებს;
ხელს უწყობს გააზრებულ კითხვასა და ტექსტის
სიღრმისეულ გაგებას;
საშუალებას აძლევს მოსწავლეს თემის ირგვლივ
არსებული ცოდნა,,ამოატივტივოს“;
საკუთარი ინტერერსები დააფიქსიროს და შესწავლილი
საკითხი სიღრმისეულად დაამუშაოს.
5. სტრატეგია მოიცავს გაკვეთილის სამივე ფაზას
როგორ გვგონია, რა
ვიცით?
რა გვინდა
ვიცოდეთ? რა
გვაინტერესებს?
რა ვისწავლეთ?
გამოწვევის ფაზა გამოწვევის ფაზა რეფლექსია
6. შედეგები:
მოსწავლეებს შეუძლიათ წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობა;
ტექსტის გააზრებულად წაკითხვა და გაანალიზება.
სტრატეგიის აღწერა
1.დაფაზე გამოაკარით ან დახაზეთ სამსვეტიანი ცხრილი
*2.მოსწავლეებს მიმართეთ შემდეგი შეკითხვით: როგორ გგონიათ, რა იცით
მოცემული თემის შესახებ? მათი ნააზრევები დააფიქსირეთ პირველ სვეტში;
*3.დასვით კითხვა: რა გვაინტერესებს ამ თემასთან
დაკავშირებით?მოსწავლეთა ინტერესები დაფიქსირეთ მეორე სვეტში;
*4.მოსწავლებს სთხოვეთ , ტექსტი წაიკითხონ და კითხვის დროს ყურადღება
გაამახვილონ იმ საკითხებზე, რომლებიც მეორე სვეტშია დაფიქსირებული;
*5.კითხვის დასრულების სემდეგ წარმართეთ დისკუსია შევსებული
ცხრილის მიხედვით: ჩაიკითხეთ პირველ სვეტში დაფიქსირებული ყველა
მოსაზრება და მიმარტეთ კლასს-,,რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია
წაკითხულ ტექსტს?“
*6. წაიკითხეთ მეორე სვეტში დაფიქსირებული მოსწავლეთა ინტერესები და
დასვით შეკითხვა: რამდენად დაკმაყოფილდა თქვენი ინტერერსები ტექსტის
წაკითხვის სემდეგ? ხომ არ დარჩა რომელიმე საკითხი გაურკვეველი?
*7. ორივე ცხრილის განხილვის შემდეგ მოსწავლეევს სთხოვეთ შეაჯამონ-,,რა
ვისწავლეთ“ და მათი პასუხები მესამე სვეტში დაფიქსირეთ;
*8. განიხილეთ რთული კითხვები კლასთან ერთად
7. სტრატეგია გამოიყენება
გაკვეთილის მეორე ფაზაზე -შინაარსის რეალიზება.
სტრატეგია მზე და მთვარე
ეს სტრატეგია ეხმარება მათ გაიაზრონ ინფორმაცია,
დაახარისხონ და ნათელი და ბუნდოვანი საკითხები გამოყონ.
8. შედეგები
მოსწავლეებს შეუძლიათ: ინფორმაციის დახარისხება;
დამოუკიდებლად აზრის ფორმულირება;
ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაობა;
თანამშრომლობა და კომუნიკაცია.
სტრატეგიის აღწერა:
*მოსწავლეებს სთხოვეთ , რვეული ვერტიკალური ხაზით ორ ნაწილად
გაყონ. მარცხენა სვეტში მზე ჩახატონ, ხოლო მარჯვენაში-მთვარე;
*აუხსენით, რომ კითხვის პროცესში მათთვის ნათელი და გასაგები
საკითხები მზის ქვეშ ჩაწერონ, ხოლო ბუნდოვანი და გაუგებარი კი-
მთვარის ქვეშ.
*განუსაზღვრეთ წინასწარ კითხვის დრო. თუ რომელიმე მოსწავლე ვერ
მოასწრებს განსაზღვრულ დროში ტექსტის ბილომდე წაკითხვას,
შეაწყვეტინეთ კითხვა და ჩართეთ გაკვეთილის შემდეგ საქმიანობაში;
*კითხვის დასრულების სემდეგ დააწყვილეთ მოსწავლეები და სთხოვეთ
ერთმანეთს ჩანაწერები გაუზიარონ. წყვილში მუშაობისას სემდეგი
ინსტრუქტჟი მიეცით:,,გადახედეთ ერთმანეთის ჩანაწერებს და შეეცადეთ
დაეხმაროთ მეწყვილეს ბუნდოვანი საკითხის გარკვევაში“;
*გაზიარების შემდეგ მოსწავლეებს სთხოვეთ ბუნდოვანი საკითხები,
რომლებიც მათთვის ნატელი გახდა სხვა ფერის კალმით ,,მზის“ სვეტში
გადაიტანონ;
*წყვილებში დავალების შესრულების სემდეგ გაარკვიეთ, რომელი საკითხი
დარჩა ყველასთვის გაუგებარი და დისკუსია სწორედ ამ საკითხზე
წარმართეთ.
9. შედეგები
მოსწავლეებს შეუძლიათ:
საკუთარი ნააზრევის ფურცელზე თავისუფლად გადატანა;
ლოგიკურად და თანმიომდევრულად წერა;
საკურარი შეხედულებების ლაკონიურად და სწრაფად გადმოცემა.
სტრატეგია 3 .2 1.
*აღნიშნული სტრატეგია მოსწავლეებში შესწავლილი თემისადმი
მოტივაციას ამაღლებს, ხელს უწყობს ყურადღების მობილიზებაში,
უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას. უჩვენებს , რა არის
მნიშვნელოვანი მოცემულ მასალაში, უვითარებს წერით უნარ-
ჩვევებს.
*გაკვეთილის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მოსწავლეებს
ვთხოვ დავალება შეასრულონ შემდეგი ინსტრუქტაჟით :
3 რამ ,რამაც დამაინტერესა
2 რამ, რაზეც მეტი მინდა გავიგო
1რამ, რასაც გავაკრიტიკებდი /რის შესახებაც დავწერ დავალებას
10. სტრატეგია- პაუზებით კითხვა
პაუზებით კითხვა მოსწავლეებს ხელს უწყობს გაიაზრონ და
სიღრმისეულად დაამუშაონ ნარატიული ტექსტები. აღნიშნული
მეთოდის გამოყენებისას მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული
აზროვნება,-ისინი სწავლობენ კითხვის დასმას, ვარაუდების
გამოთქმასა და არგუმენტირებულ მსჯელობას.მეთოდი საშუალებას
გვაძლევს ყველა დონის მოსწავლეს გავააზრებინოთ და
დავამუშავებინოთ თუნდაც რთული ტექსტი. ამასთანავე
,..პაუზებით კითხვა“ კითხვისადმი მოტივაციის ამაღლების
საუკეთესო საშუალებაა.
11. მეთოდის აღწერა:
*წინასწარ ტექსტის რამდენიმე ნაწილად დაყოფა( ტექსტი ისე უნდა დაიყოს,
რომ წყვეტა საკვანძო საკითხებთან მოხდეს, რათა მოსწავლეემა შემდეგ
მონაკვეთში მოცემული სიუჟეტის შესახებ ვარაუდი გამოთქვან);
*გაკვეთილის დასაწყისში მოკლე მიმოხილვა გააკეთეთ ნაწარმოების
ავტორზე, წერის სტილსა და მის შექმნილ სხვა ნაწარმოებებზე( დრო-
დაახლოებით 5 წუთი)
*მოსწავლეებს განუმარტეთ, რომ ტექსტი პაუზებით უნდა წაიკითხონ და
კითხვის დროს გახაზონ მნიშვნელოვანი ფაქტები, უცხო სიტყვები,
მხატვრული ხერხები . მათ ყოველ პაუზასთან შეჩერება მოუწევთ. აუხსენით,
რომ პირობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია;
*პირველი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ გამართეთ დისკუსია კითხვების
დახმარებით;
*მოსწავლეებს სთხოვეთ გამოთქვან წინასწარი ვარაუდები განვითარებულ
მოვლენებზე. შეგიძლიათ დასვათ შემდეგი სახის შეკითხვა: როგორ ფიქრობთ,
რა მოხდება? როგორ განვიტარდება მოვლენები?რატომ ფიქრობთ ასე? რა
მინიშნება გაქვთ საამისოდ? ტექსტიდან მოიყვანეთ არგუმენტი; ასე
დამუშავდება ყოველი მონაკვეთი.
* ტექსტის ნაწილ-ნაწილ დამუშავების დასრულების სემდეგ მოსწავლეებს
დაუსვით სეკითხვები. მ,აგალითად,რა არის ნაწარმოების დედააზრი?ვინმეს
ხომ არ აქვს სხვა მოსაზრება? როგორ სეაფასებდით გმირის საქციელს? თქვენ
მის ადგილზე როგორ მოიქცეოდით? რატომ ფიქრობთ ასე და სხვა.
12. შედეგები
მოსწავლეებს შეუძლიათ:
*წიგნზე დამოუკიდებელი მუშაობა;
*ტექსტის გააზრებულად წაკითხვა და
გაანალიზება;
*არგუმენტირებული მსჯელობა;
*ჰიპოთეზის გამოთქმა;
*დასკვნების გამოტანა და წაკითხულის
შეჯამება;
*ლოგიკური აზროვნება;
*სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა.
13. კოგნიტური დიაგრამებით მუშაობა მოსწავლეთა
აქტივობისა და დამოუკიდებლობის ზრდის კარგი
საშუალებაა.
სააზროვნო სქემები ანუ
კოგნიტური დიაგრამები
კოგნიტური დიაგრამების საშუალებით მოსწავლე:
*ანაწევრებს მოცემულ ინფორმაციას
*ორგანიზებას უკეთებს ინფორმაციას
*შეიცნობს მთელისა და დეტალების ურთიერთმიმარტებას;
*ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას; სწავლობს დამოუკიდებლად
მუშაობას
14. კოგნიტური დიაგრამები:
* გამოიყენება როგორც ახალი მასალის გაცნობა-
წარმოდგენისას, ასევე მასალის ათვისების შემდეგ
შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების დროს;
*გამოიყენება როგორც ტექსტის კითხვისა და
დამუშავების, ასევე წერითი სამუშაოს დაწყების
დროს;
*გამოიყენება როგორს საშინაო დავალების, ასევე
საკლასო სამუშაოს ჩატარების დროს;
*გამოიყენება როგორც ინდივიდუალურად, ასევე
ჯგუფებში მუშაობის დროს.
18. პრობლ ემა და მისი გადჭრის გზები
გადაჭრის გზები
მიზეზები
პრობლ ემა
19. *განხილული სტრატეგიებით პედაგოგს
შეუძლია, სასწავლო პროცესი უფრო
მრავალფეროვანი და შედეგიანი გახადოს;
*სწავლების მრავალგვარი სტრატეგიით
დატვირთვა უზრუნველყოფს მრავალფეროვან
და საინტერესო სასწავლო პროცესს,ამასთან,
ამცირებს დისციპლინურ პრობლემებს, რადგან
ზრდის სასწავლო პროცესში ჩართულობის
ხარისხს და მეტ აქტიუეობას, ინიციატივასა და
ქმედითობას ითხოვს მოსწავლისაგან.