მასწავლებლის თვითშეფასება და მისი გავლენა სასწავლო პროცესზეMisha Giorgadzeგამოყენებული ლიტერატურა
ბ.: მელიქიშვილი, მანანა. „მასწავლებლის თვითშეფასება და მისი გალევნა სასწავლო პროცესზე.“ ლექციები მასწავლებლებისათვის, ნოემბერი 5, 2005.
ბ.: ჯაფარიძე მანანა. განათლების ფსიქოლოგია. მანანა ჯაფარიძე. თბილისი: ს.ს. ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, 2005.
თანამშრომლობა + პროფესიული განვითარება CopyKakha Jgentiსაერთაშორისო კველევები. როგორ ზეგავლენას ახდენს თანამშრომლობითი გარემო მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე
მასწავლებლის თვითშეფასება და მისი გავლენა სასწავლო პროცესზეMisha Giorgadzeგამოყენებული ლიტერატურა
ბ.: მელიქიშვილი, მანანა. „მასწავლებლის თვითშეფასება და მისი გალევნა სასწავლო პროცესზე.“ ლექციები მასწავლებლებისათვის, ნოემბერი 5, 2005.
ბ.: ჯაფარიძე მანანა. განათლების ფსიქოლოგია. მანანა ჯაფარიძე. თბილისი: ს.ს. ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, 2005.
თანამშრომლობა + პროფესიული განვითარება CopyKakha Jgentiსაერთაშორისო კველევები. როგორ ზეგავლენას ახდენს თანამშრომლობითი გარემო მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე
1. ანგარიში
ღონისძიების დასახელება: კათედრის სხდომა.
ჩატარების ადგილი: ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა; უცხოური ენების კათედრა.
მიზანი: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვა
საგაკვეთილო პროცესში; გამოცდილების გაზიარება.
რეზიუმე: თითქმის ყველა სკოლაშია ისეთი ბავშვი(ბავშვები), რომელსაც
ესაჭიროება განსაკუთრებული მზრუნველობა. ნებისმიერი პედაგოგის
მოვალეობაა აკადემიურ ცოდნასთან ერთად ყველა მოსწავლეს, მიუხედავად მისი
საგანმანათლებლო საჭიროებისა, განუვითაროს სოციალური უნარ- ჩვევები. რაც
შეეხება აკადემიური ცოდნის მიღებას, ეს დიდად არის დამოკიდებული
მოსწავლის სპეციფიკურ სოციალურ პრობლემებზე.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მნიშვნელოვან
ნაწილს სწავლის უნარის დაქვეითების მქონე მოსწავლეები წარმოადგენენ. მათ
ახასიათებთ კითხვის, წერის მათემატიკური უნარ-ჩვევების ათვისების
პრობლემები და, ხშირად, ყოველგვარი სპეციალური საგანმანათლებლო
დახმარების გარეშე რჩებიან. მე-8 კლასში, რომელსაც მე ვასწავლი, ორი ასეთი
ბავშვია. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჰიპერაქტიულობასთან ერთად
ახასიათებთ სწავლის უნარის დაქვეითება. ამგვარ ბავშვებს ხშირად ახასიათებთ
სერიოზული ემოციური დარღვევები, მსუბუქი ემოციური პრობლემები. მათ
მნიშვნელოვანი სირთულეები აქვთ, როგორც აკადემიურ მოსწრებაში, ასევე
საკლასო ოთახში მოქცევის წესების ათვისებასა და თანატოლებთან
ურთიერთობაში. სხვადასხვა შეზღუდვის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის დროს
უნდა გვახსოვდეს, რომ უნდა შეფასდეს მოსწავლის რეალური შესაძლებლობები
და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს სასწავლო მასალისა და გარემოს
ადაპტირება. ინდივიდუალური მიდგომა წარმოადგენს მოსწავლის სასწავლო
პროცესში ჩართვის სტრატეგიის მთავარ აზრს. სწავლის უნარის დაქვეითებისა და
ქცევის დარღვევის მქონე მოსწავლეებს ხშირად განსაკუთრებული
2. საგანმანათლებლო საჭიროებები აქვთ. მათ უჭირთ კითხვის, მათემატიკის, წერის
საწყისი უნარ-ჩვევების დაუფლება, არ აქვთ განვითარებული სწავლის
პროცესისათვის ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორიცაა დავალებაზე
ყურადღების გამახვილება, დამახსოვრება, დამოუკიდებელი მუშაობა,
მეტყველება და განზოგადება, მოტორიკა და სასკოლო ყოფაქცევის უნარ-ჩვევები.
ჩემი აღსაზრდელების შემთხვევაში დავიწყე მათი შეფასება-ძლიერი და
სუსტი მხარეების დადგენა. აღმოჩნდა , რომ მოსწავლეებს აღენიშნებოდათ
სწავლის უნარის დაქვეითება-ნევროლოგიური სახის შეზღუდვა, რომელიც
მოქმედებს ტვინის შესაძლებლობაზე აღიქვას, გაიაზროს და გადასცეს
ინფორმაცია. მოსწავლეებს აღენიშნებოდათ სუსტი ვიზუალურ-მოტორული
კოორდინაცია, ჰიპერაქტიულობა, ზედმეტი აგზნებადობა, ყურადღების
კონცენტრაციის ნაკლებობა. ახასიათებდათ დისგრაფია-პრობლემები, რომელთა
შორის მთავარია კალიგრაფია, მართლწერა და აზრის წერილობითი გადმოცემა.
ძლიერ უჭირდათ ასოების ფორმისა და ზომის ზუსტი ფორმირება, წერდნენ
ინტერვალების დაცვისა და სასვენი ნიშნების გარეშე, ვერ ახერხებდნენ აზრის
წერილობით გადმოცემას და მთელ ძალისხმევას ანდომებდნენ წერის მექანიკურ
მხარეს.
მოსწავლეები, რომლებსაც ქცევის სერიოზული პრობლემები აქვთ, ყველაზე
კარგად გრძნობენ თავს სკოლაში. ასე იყო ჩემი აღსაზრდელების შემთხვევაში-
ლუკასა და მიხეილს საოცრად უყვართ სკოლა, კლასელები და განსაკუთრებით-
მასწავლებელი. ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს ბავშვების ძლიერ მხარეს,
რომელიც მე, როგორც მასწავლებელს, მეხმარება მიზნის მიღწევაში. მიუხედავად
ამისა, მოსწავლეების მხრიდან ზოგჯერ ქცევის დარღვევა იმდენად
მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებულად ინტენსიურ და ინდივიდუალურ
მიდგომას საჭიროებდა. მათ თავდაპირველად უჭირდათ თანატოლებთან
კონტაქტი, ამიტომ გარკვეულ დროს ვუთმობდი ურთიერთობის სოციალური
უნარ-ჩვევების გამომუშავებას: თეორიულად ვუხსნიდი ამა თუ იმ მოქმედების ან
ჟესტის მნიშვნელობას, შემდეგ კლას ვყოფდი ორ ჯგუფად და ვთავაზობდი
3. მოსწავლეებს გარკვეული სიტუაციის გათამაშებას; ორივე მათგანს აღმოაჩნდა
კარგი მუსიკალური სმენა და სიმღერის დიდი სიყვარული. ამან მომცა საშუალება,
ჩამერთო ისინი საგაკვეთილო პროცესში და, ამა თუ იმ თემის გავლის დროს,
სპეციალურად ვრთავდი მათ მუსიკალურ ნომრებს. ამგვარი მეთოდები
სასარგებლო იყო არა მარტო მიხეილისა და ლუკასათვის, არამედ-კლასის
დანარჩენი მოსწავლეებისთვისაც. ამ მეთოდების დროს მოსწავლე სწავლობს იმ
სტრატეგიებს, თუ როგორ შეიკავოს თავი თვითკონტროლის გზით.
საკუთარ თავზე წარმოდგენის შეცვლა და თვითშეფასების ამაღლება
შესაძლებელია შემდეგი სტრატეგიების გამოყენებით:
1. დავსახოთ რაციონალური და მიღწევადი მიზნები.
2. მოსწავლის ყოველ საქციელზე იქონიონ შესაბამისი რეაქცია.
3. დავაკისროთ მოსწავლეს პასუხისმგებლობა.
4. ვასწავლოთ მოსწავლეს საკუთარი ძალების მობილიზება.
5. მივცეთ მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი სიძლიერე.
მასალის და გარემოს მოდიფიცირების მიზნით რას ვაკეთებდი ლუკასა და
მიხეილის დასახმარებლად:
დავალებას ვყოფ მცირე სეგმენტებად.
მონიტორინგს ვუწევ სწორი და გამართული მეტყველების დაუფლებას.
ყველა მომდევნო გაკვეთილზე ვახდენ წინარე ცოდნის გამტკიცებას.
მონიტორინგს ვუწევ მასალის გადმოცემის ხარისხს.
ხშირ-ხშირად ვახსენებ საშინაო დავალებას.
დავალების შესასრულებლად ვაძლევ მკაფიო და კონკრეტულ მითითებებს.
დავალების შესრულებამდე სიტყვიერად ვამეორებინებ შესასრულებელ
ინსტრუქციას.
ვაძლევ დამატებით დროს პასუხისთვის.
რადგან უკეთ აღიქვამს მოსმენილს, გაკვეთილიდან გამომდინარე კითხვებს
ვაძლევ სხვათა მოსმენის შემდეგ.
ვაძლევ მისთვის დასაძლევ მასალას.
4. ყურადღებას ვამახვილებ დავალების შესრულების აკურატულობაზე.
რთული წინადადებების ნაცვლად ვიღებ მოკლე პასუხებს მთავარი
სიტყვების გამოყენებით.
საკლასო ოთახში ვსვამ ისეთ ადგილას,სადაც ნაკლებადაა შესაძლებელი
ყურადღების გაფანტვა.
მერხს ვათავისუფლებ არასაჭირო ნივთებისაგან.
კითხვის დასმამდე მივმართავ სახელით.
ხელის მსუბუქი შეხებით ვეხმარები ყურადღების ფოკუსირებაში.
ხშირად ვიყენებ თანატოლების მიერ დახმარებას, რომელის ეფუძნება
თანამშრომლობის პრინციპს.
ვაქებ ყოველთვის, როცა მაძლევს ამის საშუალებას მისი ქცება და
მიღწევები.
ხშირად ვატარებ პირად საუბრებს ინდივიდუალურად.
აუცილებელია ყოველდღიურად იგეგმებოდეს გაკვეთილები მოსწავლის
საჭიროების გათვალისწინებით, რომელიც შერწყმული უნდა იყოს კლასის
გ᳥გმასთან. გთავაზობთ ნიმუშს:
აქ ტ ი ვ ო ბ ე ბ ი
კლასი ი ს გ
აქტიური სავარჯიშო ნახატებს შევუსაბამოთ სიტყვები;
მუშაობა დაფასთან დაწეროს საკუთარი სახელი, გვარი,
მასწავლებლისა და ნაცნობი ადამიანების სახელები;
მუშაობა სახელმძღვანელოზე ნაცნობი სიტყვების გამოყენებით
ამბის თხრობა;
5. საშინაო დავალება წერითი ნაშრომის წარმოდგენა;
შეჯამება-შეფასება სიტყვიერად და მიმდინარე.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის წარმატებით განხორციელებისათვის
უაღრესად დიდი მნიშვნელობა ქვს ყოველდღიურ მონიტორინგს. აუცილებელია
პედაგოგი დააკვირდეს, რომელი აქტივობა უჭირს ბავშვს განსაკუთრებით,
რომლის შესრულება უფრო მოსწონს და ა.შ. აქედან გამომდინარე უნდა დაგეგმოს
მომდევნო დღის სამუშაო გ᳥გმა.
ინკლუზიურ განათლებაში ჩემი სამწლიანი გამოცდილების შედეგად გავაკეთე
დასკვნა:
წარმატების მისაღწევად საჭიროა მასწავლებლის მონდომება და კვალიფიკაცია.
მშობელს უნდა გააჩნდეს პედაგოგის ნდობა და დიდი მოთმინება.
რაც მთავარია ი.ს.გ. უნდა იყოს მოსწავლეზე მ ო რ გ ე ბ უ ლ ი.
კათედრის მუშაობის დამთავრების დროს კოლეგებს ვაჩვენე ლუკასა და მიხეილის
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ამსახველი ვიდეომასალა.
ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის პედაგოგი: მაია სირაძე
2014. 20 .05