რამდენიმე აქტივობა ელისო მაწკეპლაძის პორტფოლიოდან გელათის საჯარო სკოლაინკლუზიური განათლების დანერგვის დროს წამოჭრილი პრობლემები და მათი მოგვარების ჩვენეული გამოცდილება
კონფლიქტი და თანამშრომლǃა - მარიამ მერკვილაძეMary Merkviladzeსკოლა ის ადგილია, სადაც მოსწავლეები დროის უდიდეს მონაკვეთს ატარებენ. ეს სწორედ ის სოციუმია, სადაც ისინი ფსიქოლოგიურად, სოციალურად, თუ ეთიკურად ვითარდებიან და ყალიბდებიან; უჩნდებათ და უყალიბდებათ აზრები, წარმოდგენები სამყაროსა და გარემოზე, მათ ირგვილივ არსებულ რეალობაზე, ასევე, უყალიბდებათ ღირებულებათა სისტემა, რომელსაც საკუთარი სუბიექტური და ობიექტური (სასკოლო გარემო) რეალობის აღქმის მეშვეობით აგებენ.
ჩვენი სასკოლო გარემო დიფერენცირებული და მრავალფეროვანია კუტურული, ეთნიკური, თუ რელიგიური თვალსაზრისით. კულტურულად მრავალფეროვან სკოლაში აუცილებელია მოსწავლეებს შევუქმნათ ჯანსაღი გარემო, გავზარდოთ მათი განათლებისა და განვითარების ხარისხი, ამისათვის კი საჭიროა დავიცვათ და პატივი ვცეთ თითოეული მათგანი უნიკალურობას, დავიცვათ მათი ინდივიდუალური, ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი, თუ გენდერული უფლებები.
დიფერენცირებულ სასკოლო გარემოში, ბუნებრივია, წარმოიქმნება სხვადასხვა სახის კონფლიქტები როგორც მოსწავლეებს შორის, ასევე მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის და მასწავლებელსა და კოლეგებს შორისაც კი, რაც დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა სასწავლო განწყობაზე, ატმოსფეროზე, განათლების ხარისხსა და თანაკლასელებთან ურთიერთობაზე. ამიტომ, ვფიქრობ, მასწავლებლის კომპეტენტურობა, რაც გულისხმობს როგორც საგნის, ასევე პროფესიული ეთიკის, პროფესიული სტანდარტისა თუ განათლების ფსიქოლოგიის ასპექტების ცოდნას, ასევე კონფლიქტური სიტუაციების მართვის, მათთან გამკლავებისა და კონფლიქტების პრევენციული მეთოდების ცოდნას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა სწორი განვითარებისთვის. მასწავლებლის
1. დისკუსია მშობლების მონაწილეობით
აქტივობის მიზანი: მშობლების ჩართულობის ამაღლება.
თემა: „მომავლის სკოლა“
შეხვედრას ვიწყებთ გონებრივი იერიშით. მოსწავლეებსა და მშობლებს ვთხოვთ ჩამოთვალონ მათი
აზრით წარმატებული/კარგი სკოლის მახასიათებლები. (10 წთ)
გონებრივი იერიშის შემდეგ, მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა შექმნან მათთვის სასურველი
„მომავლის სკოლის“ კონცეფცია. მუშაობის სწორი გზით წარმართვისთვის ფასილიტატორები
დაურიგებენ ჯგუფებს კითხვებს, მაგალითად: რა ჰქვია თქვენ სკოლას?, სად მდებარეობს?, აქვს თუ არა
სკოლას სასკოლო ფორმა?, თუ კი, როგორია ის, რა საგნები ისწავლება?, რა ვალდებულებები აქვთ
მასწავლებლებს, დირექტორს, მშობლებს და ა.შ. (20 წთ)
ჯგუფებში საუბრისა და დისკუსიის შემდეგ თავნიანთ მოსაზრებებს გააცნობენ აუდიტორიას.
„მომავლის სკოლის“ კონცეფცია სურვილისამებრ შეუძლიათ გამოსახონ გრაფიკულად.
(10 წთ)
რესურსები: დიდი ფორმატის ქაღალდები, ფერადი ფანქრები, კითხვები თითოეული გუნდისთვის,
კალმები.
X კვირა - 8 აპრილი